ჩეხეთმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარა

ჩეხეთი მესამე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა  რუსეთის დანაშაული უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად დაამტკიცა. „ჩეხეთის სენატმა, ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში სჩადის. მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აცხადებს უკრაინის ელჩი პრაღაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლიეტუვამ და ესტონეთმა.  10 მაისს ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს  გენოციდად აღიარებს. ესტონეთის პარლამენტმაც დაამტკიცა განცხადება, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გენოციდს უწოდებს.…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. „2022 წლის ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 100 ლარიდან 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ერთის მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე ეკონომიკური გააქტიურებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებშიც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, სისტემა ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. „თუ იქნება საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ. ასევე, ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან…

მეტი...

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დღეს გადაიყვანონ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ  ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, დიდი ალბათობით, დღეს მოხდება. როგორც ხელხეულიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა,  ტრანსპორტირებაში მონაწილეობა მისმა დედამ, გიული ალასანიამ მიიღოს. ,,ჩვენმა ოპონენტებმა და მოსახლეობამ ისე აღიქვა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული, ეს ასე არ არის. ასეთ დროს არავითარ, ვაჭრობას და წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა,  რაზეც ის თანახმაა. ადმინისტრაციას და ექიმს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა, ელოდება გადაყვანას და ითხოვს დამხმარე, თავმდგომ ადამიანს, ის თვლის, რომ ქალბატონი გიული ალასანია უნდა გამოცხადდეს მისი ტრანსპორტირებისას“ – განმარტავს…

მეტი...

„ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩი განმარტავს, მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი სააკაშვილი იქნება თუ სხვა. კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. სადაც მას სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება. „მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ამაზე უნდა იყოს აქცენტი. მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მისი მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. შემდგომი ნაბიჯია კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიუკერძოებელი შეფასება, რომლის ნდობაც ყველას…

მეტი...

,,2012 წლის სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 % და ახლა, მინიმუმ 10 %-ით არის შემცირებული”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია. ,,სინამდვილეში, 2003 წლიდან მოყოლებული სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ბოლო წელს რაღაც საფრთხეები იგრძნეს და რაღაც მექანიზმებით 30 % -მდე ძლივს ჩამოიყვანეს მაჩვენებელი და შემდეგ 30 % -დან შემცირდა მინიმუმ 10 % – ით. საბედნიეროდ, საშუალოდ, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 10 %-ით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 20 და 30 % სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები ბევრი არ არის ამ ქვეყანაში, ეს კმაყოფილების საფუძველს არავის არ აძლევს. მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, ორ…

მეტი...

სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა “ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. ადგილზე მისულ მაშველებს მეტისი შედარებით წყალმარჩხ ნაპირზე დახვდათ. მან ადიდებული მდინარისგან თავის დაღწევა და შედარებით მშვიდ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. თუმცა, ჩქარი დინების პირობებში, საფრთხე კვლავ დიდი იყო. მაშველები თოკებით დაეშვნენ და ძაღლი ამოიყვანეს. სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ თვითმხილველმა აცნობა, რომელიც ადგილზე მისულ ეკიპაჟს სამაშველო ოპერაციის ჩატარებაშიც დაეხმარა. სტერილიზაციის მიზნით, მეტისი სააგენტოს თანამშრომლებმა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის გამოკვებეს და ვეტერინარული შემოწმება გაატარეს.  

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი”- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები. ,,ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული,”- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის განმარტებით, სახელწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად რაციონალურად უნდა დაიხარჯოს, რათა სერვისების ხარისხი შენარჩუნებულ იქნას. ,,ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის…

მეტი...

,,პრეზიდენტს ხერსონის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას ვთხოვთ”- კირილ სტრემუსოვი

ოკუპირებული ხერსონის ოლქის საოკუპაციო რეჟიმი, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის მოთხოვნით მიმართავს. რუსული მხარის მიერ დანიშნულმა “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ”, კირილ სტრემუსოვის განცხადებით, ხერსონის რეგიონი მზად არის გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი. ,,ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება ხერსონის სახალხო რესპუბლიკა, არ იქნება რეფერენდუმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ნაწილად აღიარებას ვთხოვთ,” – აღნიშნავს სტრემუსოვი.

მეტი...

 დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დიდი ბრიტანეთი შვედეთთან და ფინეთთან ახალ გარიგებებზე   შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში მხარეები ვალდებულები იქნებიან   ერთმანეთს სხვადასხვა გზით დაეხმარონ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეთანხმება შეიძლება გულისხმობდეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას ან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას. „ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს. ამ უსაფრთხოების დეკლარაციების ხელმოწერა ჩვენს ერებს შორის მარადიული გარანტიის სიმბოლოა,“– განაცხადა ბორის ჯონსონმა.  

მეტი...

,,ყველანი  პირდაპირ უნდა დახოცოთ!”- რუსი სამხედროს ცოლი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახალ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.ჩანაწერში ისმის, რუსი სამხედროსა მისი მეუღლის სატელეფონო საუბარი. ,,რატომ მოჰყავთ რუსეთში ეს ბავშვები? ყველანი  პირდაპირ უნდა დახოცოთ! მე მაგათ ნარკოტიკებს გავუკეთებდი, თვალებში ვუყურებდი და ვეტყოდი: „იწვალეთ, ჩაძაღლდით!“. მათ ცოცხლად გავატყავებდი და ყოველ დღე თითო თითს მოვაჭრიდი. მეზიზღებიან ეს უკრაინელები,”- აცხადებს რუსეთის მოქალაქე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეორე ჩანაწერსაც ავრცელებს. სატელეფონო საუბარში  ოკუპანტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკაინაში 1 წელზე მეტ ხანს გააჩერონ. ,,ამბობენ, თითქოს დონეცკის ოლქში ვართ. ირკვევა, რომ აქ არ უნდა ვიყოთ, ჩვენ კი აქ ვართ. იმის გვეშინია, რომ ნახევარი წელი მოგვიწევს აქ ყოფნა. განწყობაც ყველას წაუხდა,…

მეტი...

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ექთნებისა და ოჯახის ექიმებისთვის ანაზღაურების გაზრდაზე ისაუბრა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მეტი...

,,სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე ინიციატივას არ  უერთდება. იოსელიანის თქმით, შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ხელს არ მოვაწერთ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზია ის, რომ სამართლებრივად გაუმართავი პროცედურაა. შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამ საკითხის მიმართ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც თავად ქმნიან და ცდილობენ, ყველას ხელი…

მეტი...

,,რუსეთს ევროპაში ომი არ სურს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში ომს არ გეგმავს და სპეკულაციების მოწყობაში დასავლეთს ადანაშაულებს. „თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვის მიიჩნევს, რომ უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი და ხელი შეუწყოს ერთპოლუსიან სამყაროს. „ჩვენი სამხედრო ოპერაციის დასრულება დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის შელახვის, გაერო-ს წესდების პრინციპების იგნორირებისა და უხეშად დარღვევის მცდელობების შეჩერებას…

მეტი...

,,2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%, ახლა დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში არსებული სიღარიბის პრობლემის შესახებ ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ  2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. „არსებობს მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელთა გადამოწმებაც შეგიძლიათ. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%, კოვიდამდე, თუ არ ვცდები, 18,5%-მდე ჩამოვიდა, შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, სამწუხაროდ, გაიზარდა. ახლა, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ანუ, 30-დან 20%-მდე ჩამოვიდა. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა 1 150 000 ადამიანი. დღეს, სამწუხაროდ, კვლავ ძალიან მაღალია ეს მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 800 000-ია. ანუ, სადღაც 350…

მეტი...

,,100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები”-ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში თურქეთის ბაზრის გახსნაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯად შეაფასა. „დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.…

მეტი...

13-15 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

რიგით მე – 13 ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენაზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. EXPO BATUMI TRAVEL 2022 წარმოდგენილები იქნებიან : ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, სპა ცენტრები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი დაწესებულებები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები. გამოფენაზე კომპანიებს საშუალება ექნებათ დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ. გამოფენის მიზანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.  

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს”- დიმიტრი პესკოვი

პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი  პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ევრილ ჰეინსის განცხადებას. ჰეინსმა ივარაუდა, რომ პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. ,,უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს,”- განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი  74  ხმით დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს, კერძოდ: ზუსტდება, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იგივე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე…

მეტი...

,,არაერთხელ გვინახავს ნატოს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, ლიეტუვას უპირისპირდება. საქმე ეხება, ლიეტუვას გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. ზახაროვას განცხადებით, ნატოს წევრი ლიეტუვა ექსტრემისტულ და პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს. ,,ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციასა და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს – სხვანაირად არ შეიძლება ამას ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატოს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია. ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი,”- განაცხადა მარია ზახაროვამ.

მეტი...

განათლების სამინისტრო თსუ-ს სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ. სამინისტრო მოუწოდებს თსუ-ს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად…

მეტი...

„ნაცმოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს”- ირაკლი კობახიძე

,,ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს” – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას. ინიციატივის  მიხედვით, პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის სანაცვლოდ, თავდებში უდგებიან. „ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ნუ სასაცილოა რბილად რომ ვთქვათ. მათი ბელადია სააკაშვილი. ეს ღიმილისმომგვრელია. გავიმეორებ, ეს არის სისტემა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ წლის განმავლობაში 150 პატიმარი კვდებოდა ციხეში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ. ყველა პატიმარი არის უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. თქვენ რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ალბათ ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო რთულიც…

მეტი...

ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილს თავდებში არ ჩაუდგება

ოპოზიციონერი დეპუტატი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის არ უერთდება მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე შუამდგომლობას. ხათუნა სამნიძის თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, თუმცა თავდებობა სამართლებრივად არ არის გამართლებული. „თავდებობის საკითხზე ინიციატივაზე განცხადებას არ ვუერთდები. ყველა სივრცესა და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის და ჯანმრთელობისთვის მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო, არ ვთვლი სწორად. ეს არც სამართლებრივად არის გამართლებული. „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ და სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა…

მეტი...

,,ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ, ტერიტორიებს აბარებდნენ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ქართულ საზოგადოებაში წარსულზე საუბარი აქტუალურია. უმრავლესობის წევრის თქმით, დღეს ხელისუფლებაში მობრუნებას ის ადამიანები ცდილობენ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და არც მოუნანიებიათ. „წარსულიც იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამ ადამიანებს რომ არ სურდეთ იმავეს მობრუნება. ესენი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩადიოდნენ დანაშაულს და დღესაც სურთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული და არც მოუნანიებია, არც სასჯელი მოუხდია, და იმ მდგომარეობაში მობრუნება უნდა, საიდანაც ჩადიოდა ამ დანაშაულს, ბუნებრივია, ამ დროს საჭიროა იმის შეხსენება, თუ რა მასშტაბის კრიმინალები არიან ეს ადამიანები. ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეულ “კოორდინირებულ მოქმედებებს” ჰქონდეს ადგილი. მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს “საკუთარი თავი გადადო” და მატერიალური მიმართულებით მის “შანტაჟი” უსაფუძვლოა. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო. ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან აწყობდა ამ თემის აქტუალიზაცია, რადგანაც გუშინ მათი ყველა მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა. ვფიქრობ, ვერსიას, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია ამ ვერსიას აქვს; მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ…

მეტი...

,,ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ გვიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს  მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. ახლა ყოფილი პრეზიდენტის ადასაწყვეტია შეთავაზებას მიიღებს თუ  არა. ირაკლი ზარქუას განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან პირობების წაყენება შეურაცხმყოფელია და მას ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება. „წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა – სააკაშვილი იყო შემოქმედი იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისის გაწევა კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ და ყოველდღე სტატისტიკა ჰქონდათ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. დღეს ციხეში ისეთი სიტუაციაა, რომ ტიპი, ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ გვიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა?…

მეტი...

,,უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს”- მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს და ექიმების რეკომენდაციებს დაუჯეროს. „სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო – ამორალურია. უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს…

მეტი...

,,სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის  ჯანმრთელობის საკითხები, არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი „მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებსა და მხარდამჭერებს შეცდომაში შეჰყავთ. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ის არის დღეს მდგომარეობაში, როცა მას, როგორც პატიმარსა და მოქალაქეს აქვს უფლებები და ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს დაცული იქნება. შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს საქართველოში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მეტი...

,,ჩვენ დრო არ გვაქვს”- სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი საქართველოში იმყოფება. ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს პაციენტთან შეხვედრას შეეცდება. ამ დროისთვის უცნობის ჩაერთვება თუ არა ყიფშიძე სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, დიალოგის დაწყება კარგია, თუმცა დრო არ ითმენს, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ,,დიალოგის დაწყება კარგია, მაგრამ ჩვენ დრო არ გვაქვს. კარგად ვურთიერთობდი ციხის ექიმთან. გორთან დაკავშირებით ცოტა გართულებული იყო, მაგრამ ასევე მქონდა ურთიერთობა ექიმებთან, ექთნებთან. თუმცა მე არ მაქვს უფლება თვითონ დავნიშნო მკურნალობა, შემიძლია მხოლოდ კონსულტაცია გავუწიო და დაველაპარაკო ავადმყოფს. მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა გაკეთდეს. მე პრობლემა არ მაქვს არცერთ კონსილიუმთან, არცერთ ექიმთან. თვითონ შეადგინონ…

მეტი...

,,ენმ-ს” დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავენ. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს პარლამენტის წევრები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვუდგებით თავდებში. კარგად გვესმის, რომ ის ამჟამად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება, ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია. ვსარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდებობის შესაძლებლობით და თითოეული ხელმომწერი ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – მკურნალობის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება საქართველოში და არ აარიდებს თავს სამართლიან მართლმსაჯულებას. მოგმართავთ თხოვნით – გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ…

მეტი...

,,თუ უკრაინაში არ შევაჩერეთ, პუტინი კიდევ უფრო წინ წავა”- სენატორი

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანის შესახებ მსჯელობენ. სენატში აცხადებენ, რომ რუსული აგრესია უკრაინაზე არ შეჩერდება და საჭიროა შესაბამისი ზომების დაუყონებლივ მიღება. სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთს თუ არ შეაკავებენ, მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერედება და ის აგრესიას გააგრძელებს. თანაც, იმ პირობებში, როდესაც  საქართველოს 2 რეგიონი მას უკვე ოკუპირებული აქვს. ,,საქართველოში 2 რეგიონია ოკუპირებული და მოლდოვაში ახალი ფრონტის გახსნაზე საუბრობენ. თეორია, რომ უკრაინას ნაცისტები მართავენ, სასაცილო და შეურაცხმყოფელია – უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. იდეა იმის შესახებ, რომ ნატო ამ აგრესიის მიზეზი და ნაწილობრივ პასუხისმგებელია პუტინის ქმედებებზე, აბსოლუტურად არასწორია. პუტინმა მისი…

მეტი...

,,გადაწყვეტილებას კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს”- გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი თქმით,  სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამების ფაქტებია დაფიქსირებული. „საუბარი არ არის მოთხოვნებზე, განმარტება ხდება იმ უფლებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. მის მიერ ჩამოთვლილი მუხლები კანონით ენიჭება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი და მან კარგად იცის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, პირობა დადოს და შემდეგ მოიტყუოს. ტყუილები „ქართული ოცნების“ თანმდევი შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილებას კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. მისი დაკავების დღიდან მისი უფლებები ირღვევა. ვნახეთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებიც. დღეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ერთ…

მეტი...

,,მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით”- იუსტიციის სამინისტრო

საქართელოს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. მისი ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა…

მეტი...

,,ჩვენი ვექტორი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციაა”- ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. „ჩვენი რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ვექტორი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ამასთანავე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არაა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია – გეოპოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული, ატარებს სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში და ნეონაცისტურ ფორმირებებს ანადგურებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უნდა გვესმოდეს. როგორც კი იქნება სიგნალი, რომ ამის დრო დადგა – რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ“, – განაცხადა გაგლოევმა.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება”- არჩილ თალაკვაძე ივანიშვილის დავაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აცხადებს. თალაკვაძე  დარწმუნებულია, რომ გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს ეხება. მისივე განცხადებით , მიუღებელია ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობა, ეს თემა სანქციების დაუკავშირონ. „ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს…

მეტი...