კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა უკრაინელებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციით მოახერხეს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო ხომალდზე, კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა აშშ-ის მიერ, უკრაინისთვის გადაცემული სადაზვერვო მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი – ამის შესახებ ინფორმაციას, ამერიკული ტელეკომპანიები ავრცელებენ. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, რომლებმაც შავ ზღვაში რუსული ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობა შენიშნეს, რის შემდეგაც ამერიკელი მოკავშირეებისგან მიიღეს დასტური, რომ ეს ხომალდი ნამდვილად კრეისერი „მოსკოვი“ იყო. შეერთებულმა შტატებმა ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდა უკრაინულ მხარეს ამ ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობის თაობაზე. Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე, უკრაინულ მხარეს გაუჭირდებოდა კრეისერ „მოსკოვის“ სამიზნეში ამოღება და დაუდასტურებელი ინფორმაციის გარეშე ისედაც მწირი რაოდენობის მქონე „ნეპტუნის“ რაკეტის გასროლა.  

მეტი...

,,ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ”- რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია. „როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ…

მეტი...

რუსული ძალების დიდი ნაწილი მარიუპოლს ტოვებს

რუსული ძალების დიდი ნაწილი მარიუპოლიდან გადის – ამის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი ავრცელებს. ცნობისთვის, რუსეთმა “აზოვსტალზე” ავიაიერიშები დღეს დილით განაახლა. პარალელურად ტერიტორიაზე გრძელდება უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება. ამასთან, დღეს ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაა დაგეგმილი. ჰუმანიტარული  დერეფნების გახსნა ადგილობრივი დროით 12 საათზე არის  დაანონსებული.  

მეტი...

რუსები დასავლეთის სანქციებს დუბაიში გაურბიან

მდიდარი რუსები დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისთვის თავის არიდებას დუბაიში ცდილობენ – ამის შესახებ ინფორმაციას,  ,,BBC’’ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ სამ თვეში დუბაიში რუსების მიერ ქონების შესყიდვები 67%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და რუსეთის მოქალაქეებსთვის  ვიზების გაცემაც გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში 200 000-მდე რუსმა დატოვა ქვეყანა და  არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა.

მეტი...

ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,ექიმები ვერ პასუხობენ ზუსტად რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება სააკაშვილს“- გიორგი ვოლსკი

,,გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი გაცხადებით, ექიმები ვერ აკონკრეტებენ რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება სააკაშვილს. „გარკვეული პრობლემები უნდა შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას და ამის ნიადაგზე უნდა გამოიხატოს უკმაყოფილება მათ შორის ექიმების მხრიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული რაღაც პრობლემები გააჩნია, მაგრამ ვერ პასუხობენ ზუსტად რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი “აზოვსტალის” მცველებს  იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავის სამხედროებს, რომლებიც ალყაში მოქცეულ “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში იმყოფებიან, იარაღის დაყრა უბრძანოს. კრემლის განცხადებით, რუსეთი, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანას ხელს არ უშლის. ამასთან, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, რუსეთმა ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი დღეს დილით განაახლა. ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.

მეტი...

,,სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ, არ გავჩუმდები”- გრიგოლ ვაშაძე

,,სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ, არ გავჩუმდები” – ამის შესახებ, გრიგოლ ვაშაძემ  ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „არ მაქვს პატივი ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ როდესაც ვკითხულობ ფორმულირებას საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით, დიპლომატიაში ვარ დიდი ხანი და ვიცი, განცხადება როგორ და რისთვის არის შედგენილი. უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის მე ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ…

მეტი...

რუსეთი  ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი  აგრძელებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მობილიზაციას და ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთით. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები აგრძელებენ გადაჯგუფებას და ქვედანაყოფების ბრძოლის უნარიანობის აღდგენას. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფანზე კონტროლს ინარჩუნებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 11 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 5 ავტომობილი. განადგურებულია 14 საფრენი აპარატი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოპასნაიასა და რუბეჟნოეში. ოკუპანტები ცდილობენ,…

მეტი...

მარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

მარიუპოლიდან და ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან, გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, – ამის შესახებ, ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ადასტურებს. “ამ ეტაპზე საერთო ჯამში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა შეუბრალებელი თავდასხმებისგან, ასევე წყლის და საკვების დეფიციტისა და ანტისანიტარიისგან. ევაკუირებულებმა გაეროს მისიის წარმომადგენლებს ტრაგიკული ისტორიები გაუზიარეს – დედები, ბავშვები, ბებიები და ბაბუები საკუთარ ტრავმებზე ყვებიან. ზოგიერთ მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსა და კიევთან კოორდინაციით მივაღწევთ ხშირ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად კორიდორების მოსაწყობად,” – განაცხადა გუტიერეშმა.  

მეტი...

,,აზოვსტალზე რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება, საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“აზოვსტალზე” რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება. საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ერთიანობა არ მოსწონს, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ,,რუსეთის ჯარები დღესაც, ისევე როგორც ყოველ დღე ამ ომის განმავლობაში, ჩვენი ქალაქებისა და ხალხის დაბომბვას განაგრძობენ – ეს არის ჩვენი რეალობა, სარაკეტო დარტყმები ყოველ დღე. “აზოვსტალზე” რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება. საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა- ქალების, ბავშვების. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი და იქ არიან ბავშვები! ჩვენ ველით სიჩუმის…

მეტი...

„მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ  სააკაშვილი სათანადო კლინიკაში“ – „ევროპის სახალხო პარტია“

„ვგმობთ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და ის შესაძლო შეუქცევადი შედეგები“ – აცხადებენ  ევროპის სახალხო პარტიაში“. ევროპელი პოლიტიკოსები მმართველ პოლიტიკურ ძალას მიმართავენ. „შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უარესდება. სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის უკანასკნელი ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – მდგრადი პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით და ანორექსიით, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ არაადეკვატური მკურნალობის შედეგად ჩამოუყალიბდა. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ…

მეტი...

„პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს, ის ვერც მოიგებს“ – ოლაფ შოლცი

„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს”, – ეს განცხადებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ  შოლცმა პოლონეთში, დონორთა კონფერენციაზე გააკეთა. მან, ასევე, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ ისაუბრა. გერმანია უკრაინას, რუსეთის მოსაგერიებლად და დასამარცხებლად,  დამატებით 130 მილიონ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. როგორც კანცლერმა განაცხადა, ეს თანხა ხელს შეუწყობს უკრაინელების წინააღმდეგობას. ,,მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა,  ჩვენი წინააღმდეგობა და  ერთიანობა ძლიერდება.  ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ  პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, რომ დონორთა კონფერენცია უკრაინის თემას…

მეტი...