„ეს არის ბრძოლის დასაწყისი“ – გიორგი სააკაშვილი

„არასდროს დავუშვებთ მიშას ფატალური შედეგით დასრულებას“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე აქციაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიშასთვის ბრძოლა ახლა იწყება. „ეს არის ბრძოლის დასაწყისი. არ დავუშვებთ მიშას ფატალური შედეგით დასრულებას. მე მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ოჯახის სახელით ჩავუდგე სათავეში მოძრაობას, რომელიც მიაღწევს, რომ მიშა  გვყავდეს ჯანმრთელი. ჩვენ ვართ ძალიან ცუდად, ვინაიდან მიშა არის ციხეში. მისი ადგილი იქ ნამდვილად არ არის. ეს არის რუსი ოლიგარქის დამსახურება, რომელმაც წაართვა ამ ადამიანს სიცოცხლის უფლება, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ბოლომდე“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა აქციაზე. მისივე თქმით,…

მეტი...

„ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“ – გიგი უგულავა აქციაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები ბათუმის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს. აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ბათუმი სწორედ ის ადგილია, რომელიც მიშამ ააყვავა. „ამ ადგილით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ სასტუმროებს, ინფრასტრუქტურას, ეს არის მიშას დამსახურება. თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს. ოჯახის სახელით ვიღებ პასუხისმგებლობას, სათავეში ჩავუდგე მოძრაობას, რომელიც გადაარჩენს მიშას“, – განაცხადა აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა. აქციაზე სიტყვით გიგი უგულავაც გამოვიდა, მისი განცხადებით, ქვეყანა უფსკრულის წინაშეა. „შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და…

მეტი...

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ომში მყოფმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას 41 ადამიანი დაუბრუნა. გათავისუფლებულებიდან 28 სამხედრო პირია, 11 კი სამოქალაქო. უკრაინაში დაბრუნდა უკრაინის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვარიც. რამდენი ტყვე გადასცეს რუსეთს, ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

„ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში  აღმოჩნდა საქართველოში“ – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე განმარტება გააკეთა. საუბარია ვაშაძის კომენტარს, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშილი ნანობს საქართველოში დაბრუნებას. როგორც ხერხეულიძემ განმარტა, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე სხვა კონტექსტით ისაუბრა და არა პირდაპირი გაგებით. „მას არაერთხელ გამოუხატავს სინანული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. ის გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელში მონაწილეობის მიღებასაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებს. ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საქართველოში, მაშინ როდესაც შეუძლია ყველაზე ეფექტურად დაეხმაროს უკრაინას”, – განმარტავს ეკა ხერხეულიძე.  

მეტი...

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმე და კრიტიკულია“ – ეკა ხერხეულიძე

„სააკაშვილს სიცხე აქვს და წონაში კლებას განაგრძობს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში  მოინახულა. მისივე შეფასებით, ხერხეულიძის თქმით, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისთვის მხოლოდ  მორიგე ექიმი საკმარისი არ არის. „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელად მძიმე და კრიტიკული. მას ისევ აქვს სიცხე და წონაში იკლებს ყოველდღიურად. მორიგე ექიმი უწევს მეთვალყურეობას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ გვინდა ადამიანი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია ქვეყნიდან გაყვანა და შესაბამისი მკურნალობა. საქართველოში მისი აბსოლუტური გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი”, – განაცხადა  ეკა ხერხეულიძემ.  

მეტი...

„მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე იმაზე საუბარი დაიწყება თუ როგორი უნდა იყოს ევროპა, მნიშვნელოვანია გააზრება, რა არის ევროპა. პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც კონტინენტი დგას. „ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ევროპა, გვჭირდება  გააზრება, რა არის ევროპა და ხალხს როგორი უნდა, რომ იყოს ის. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლის დროს ავღნიშნე, რომ მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს. ჩვენ ერასმუსის პირველი თაობა ვართ, ვალესას და ჰაველის ბოლო თაობა. 18 წლის წინ პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, მანამდე ვიდრე…

მეტი...

დონალდ ტუსკი მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში იწვევს

„ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ტუსკი სააკაშვილს მაისის ბოლოს, ბრიუსელში, პარტიის ყრილობაზე ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას სთხოვს. ინფორმაცია სააკაშვილთან მყოფმა ეკა ხერხეულიძემ გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილის საპასუხო წერილიც გამოიტანა. „დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი – სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ…

მეტი...

,,უკრაინას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის შემდეგ”- სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი მუდმივად იყენებდა სამხედრო არსენალს დაშინების მექანიზმად, რის გამოც მსოფლიომ გადაჭარბებულად შეაფასა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. „რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო, შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, იმის ჩვენება, რაც წარსულში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე ნანახი გვქონდა, რომ რუსეთს ეს ჯერ კიდევ შეეძლო. მე ასევე მჯერა, რომ უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და…

მეტი...

,,ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის თვეობით გაგრძელება მოულოდნელი იყო მისთვისაც და თავად რუსეთის ხელისუფლებისთვისაც. ,,ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. ყველა რამდენიმე საკითხით იყო გაკვირვებული: უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის უნარით, მათი თავდაცვის ორგანიზებით და მოსახლეობის ერთიანობით; ოჯახები მიდიოდნენ, მამაკაცები კი, ბრუნდებოდნენ და ახლაც ბრუნდებიან საბრძოლველად. არის…

მეტი...

ბუჩაში რუსმა სამხედროებმა ადამიანები შაშხანების გამოყენებით მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამნესთი ინთერნეიშენალში“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც  ბუჩაში რამდენიმე ადამიანი მოკლეს შაშხანებით, რომელსაც რუსული სპეცრაზმი იყენებს. ანგარიშში აღწერილია ბუჩაში ჩადენილი 22 მკვლელობა და ბოროდიანკაში განხორციელებული ავიადარტყმების გარემოებები, რომლის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. „ჩვენ მიერ დოკუმენტირებული დანაშაულების სერია, რომელიც ჩაიდინეს რუსულმა ძალებმა, მოიცავს როგორც უკანონო თავდასხმებს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობებს“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, აგნეს კალამარმა. ორგანიზაციამ მტკიცებულებები კიევის ოლქში განთავსებულ რვა ქალაქში შეაგროვა, მათ შორის ბუჩაში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ ბუჩაში დისლოცირებული რუსული არმიის კონკრეტული ქვედანაყოფების დოკუმენტებიც აღმოაჩინა.

მეტი...

,,ცესკო არ აკეთებს საკანონმდებლო ინიციატივების”- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ინფორმაცია გაავრცელა  „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით . ინიციატივის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცნობს ცესკო. ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება გიორგი სიორიძის განცხადებას და განმარტავს, რომ დღეს მედიაში გავრცელებული მისი განცხადება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პოზიციას. „ვაცხადებთ, რომ ცესკო არ აკეთებს საკანონმდებლო ინიციატივების, ან ამა თუ იმ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე პოლიტიკურ შეფასებებს ან/და ამ ინიციატივების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე განცხადებებს. აქედან გამომდინარე, ვისურვებდით, რომ როცა ცესკოს ხელმძღვანელი პირი აფიქსირებს საჯარო მოსაზრებას, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ წარმოადგენს მხოლოდ პირად აზრს და არა საარჩევნო ადმინისტრაციის…

მეტი...

,,პოლონეთი არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი”- დიმიტრი პესკოვი

რუსული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხე პოლონეთიდან მოდის. „ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ტრადიციულად, ის არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი და ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ისაუბრა ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა. ეს აშკარა ფაქტებია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

,,ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმები გამოსავლად მაინცა და მაინც უცხოეთში წასვლაზე არ უთითებენ”- მიხეილ სარჯველაძე

,,თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას, აქტიური მოთხოვნა მისი უცხოეთში წაყვანაა,” – აღნიშნული განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, პატიმრის ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობა გასაგებია, თუმცა ეს მიზეზი ვერ გახდება დანაშაულის არიდების მიზეზი. „​აბსოლუტურად გასაგებია ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობა, რომელშიც პატიმარი იმყოფება იმის გამო, რომ ვერ ეგუება და არ აქვს საპატიმრო დაწესებულებასთან შეგუების სურვილი, თუმცა ეს სასჯელის გადავადების ან მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის მოთხოვნას არ წარმოშობს. ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმები გამოსავლად მაინცა და მაინც უცხოეთში წასვლაზე არ უთითებენ, ისინი…

მეტი...

აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსულ აგრესიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დროს, რუსმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღი გამოიყენეს – აღნიშნულ ინფორმაციას ,,აზოვის” პოლკი ავრცელებს. ოკუპანტების მიერ ნასროლი იარაღი, იმ  ავტომობილს მოხვდა, რომელიც ქარხნიდან ევაკუაციის მიზნით, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი.

მეტი...

,,ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს”-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დაანონსებული სანქციები რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, ევროკავშირისთვის რთული იქნება. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს და ღირებულებების ერთგული დარჩეს. „ამას კიდევ ერთი დღე თუ დასჭირდება, ასე იყოს, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს,”- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა უმოკლეს ვადაში  უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი.  

მეტი...

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

სომხეთში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის  გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციები გრძელდება. სომხეთის დედაქალაქში  დღეს დილიდან ოთხი მიმართულები მსვლელობა მიმდინარეობდა. მშვიდობიანი  აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქტივისტები გამარჯვების ხიდთან გზის გადაკეტვას შეეცადნენ. დაპირისპირების შედეგად  პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გუნდის გადადგომის მოთხოვნით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციას მართავენ

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა, ავტომანქანებით მსვლელობა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისიდან დაიწყეს. რუსთავის ციხის შემდეგ, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები  ათონელის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.

მეტი...

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გადახდისუუნარო პირები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ

ოჯახში ძალადობით დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, ისარგებლებს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით – ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, ისარგებლებს ასევე დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, მაგრამ დადასტურდება ჩამოთვლილთაგან  ერთ-ერთი გარემოების არსებობა:  წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს; ასევე…

მეტი...

,,ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტთან სრულ გამარჯვებამდე”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა 9 მაისს ომი ოფიციალურად გამოუცხადოს უკრაინას. პრემიერის განმარტებით, თუ მოვლენები ამგვარად წარიმართა, რუსეთი კიდევ ერთხელ დაასტურებს მის აგრესიას ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ,,პარტნიორი სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთს აქვს განზრახვა 9 მაისს გამოაცხადოს სრულმასშტაბიანი ომი. ასეთი შესაძლებლობები განიხილება უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს. თუ სცენარი ასეთი მიმართულებით განვითარდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს. უკრაინა დაიცავს თავისუფლებას, ტერიტორიას, სუვერენიტეტს, ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს და ჩვენს მიწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტთან სრულ გამარჯვებამდე,”- აღნიშნა დენის …

მეტი...

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებებია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. როგორც მომხსენებელმა, მაია ბითაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისში  ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და  გადმოსხდომის მიზნით  მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ. „ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და ავტომობილიდან გადმოსხდომის დროს. ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“, – განაცხადა მაია ბითაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

მეტი...

,,მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის უდიდესი დახმარების გასაწევად”- ხავიერ კოლომინა

,,ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად, ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას”- აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა,ხავიერ კოლომინამ გააკეთა. ,,ნატო-ს” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო რეალურად  მხარს უჭერს საქართველოს და მისი საქართველოში ვიზიტი ამას მოწმობს. „ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ ცვლის მეთოდებს, როგორ იყენებს ყველა ტიპის საშუალებას თავდასხმისთვის – იქნება ეს კიბერ, ჰიბრიდული მეთოდები, დეზინფორმაცია თუ კონვენციით აკრძალული იარაღები, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა…

მეტი...

,, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით,რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ვაშაძე მიიჩნევს, რომ  „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია. „საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ? ამას აქვს ორი ფაქტორი: პირველი – „ქართული ოცნება“ მიდის მეტი რადიკალიზაციისკენ, ის არ გვისმენს ჩვენ, არ ასრულებს არაფერს. მას სურს, ყველა მოგვნათლოს „ომის პარტიებად“. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე – ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება. მოუსმინეთ ამერიკის ელჩს, ის ამბობს, რომ უნდა დავდგეთ ერთად. რას ვამბობთ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“? –…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც, სახელმწიფოს ინტერესებში შედის. „ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“, – აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს დროზე ადრე დატოვებას ვერ შეძლებს. „ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს სასჯელს, ეს არის ტყუილი, ასე…

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა

საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დაილუქა,- ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც  ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის სალმონელით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება. შემოწმებისას,   სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა  472 კილოგრამი  შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი. ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება  იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული  კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.  დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. სავარაუდოდ, შემთხვევები  დაკავშირებულია…

მეტი...

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფულადი დახმარება გადასცა

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებამდე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს – 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1 000, ხოლო  მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის…

მეტი...

,,იმედი მაქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება იქნება უზრუნველყოფილი”- საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს  მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება შეეძლოთ. ,,სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა. აუცილებელია, საპატიმროებში ადამიანებს ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ის რეკომენდაციები, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ  იქნა გაცემული უნდა იყოს გაზიარებული და იმედი მაქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება იქნება უზრუნველყოფილი,”- განაცხადა დიეგო კოლასმა.  

მეტი...

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს

რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს- აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს,ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ზაიცევა ავრცელებს. „ჩვენ არაერთხელ მოგვიწია  უარყოფა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე“, – განაცხადა ზაიცევმა. მისი განცხადებით, რუსეთი მტკიცედ იცავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ატომურ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს და ის არ უნდა იყოს გაჩაღებული. „გასულ წელს სწორედ რუსეთმა შეძლო დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, შემდეგ კი მთელი ბირთვული ხუთეული, დაედასტურებინათ ამ პრინციპის ერთგულება“, – აღნიშნა ალექსეი ზაიცევმა.

მეტი...

,,ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”- ილია დარჩიაშვილი

,,აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, რეფორმები რომელსაც ახლა საქართველო ატარებს  და მომავალშიც გაატარებს, უფრო მეტად დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან. “ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია –  ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე…

მეტი...

,,ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით,  პანდემიის მართვის პროცესში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. „შეიძლება ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი…

მეტი...

ომს უკრაინაში 223 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში  223 ბავშვი ემსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაიჭრა – აღნიშნულ ინფორმაციას,  უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. როგორც უწყება განმარტავს, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი  მუდმივად იზრდება. ამასთან, გაერომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მოცემულია უკრაინის ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია. გაეროს ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მეტი...

საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილი ავრცელებს. ილია დარჩიაშვილის ცნობით, საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. „გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. შემდგომი…

მეტი...

,,გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც”- იაგო ხვიჩია

დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის შიგნით არსებულ საავადმყოფოებში გადაყვანას აზრი არ აქვს. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისკენ თავს იკავებს. „ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან, როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ზოგადად გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. არანაირი საფუძველი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, შესაბამისად, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

უნგრეთი რუსულ ნავთობზე უარს ვერ იტყვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც ნავთობზე ემბარგოს გულისხმობს, უნგრეთი ვერ შეუერთდება. ვიქტორ ორბანის განმარტებით,  ევროკომისიის სანქციების ახალი პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება  უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული “ატომური ბომბი” იქნება. ,,მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს,”- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდება კვალიფიციური დასკვნა”- ლევან იოსელიანი

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ის საკითხი, რომელსაც რაღაც ფორმით გადაწყვეტა სჭირდება. ქვეყნის შიგნით უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ჯანმრთელობა დაცულია”- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. ლევან იოსელიანი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კვალიფიციური დასკვნა არის საჭირო. „მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვისმენთ. ჩემთვის დამაჯერებელი არც ერთი მხარე არ არის. სინამდვილეში, ეს კაცი როგორ არის, რა აწუხებს და შესაძლებელია თუ არა საქართველოში მკურნალობა თუ მისი საზღვარგარეთ გაყვანა, ამაზე კვალიფიციური დასკვნა გვჭირდება, რომელსაც ყველა ენდობა. ვფიქრობ, რომ კონსულიუმი უნდა შეიქმნას, სადაც იქნებიან ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები და მან უნდა დაადგინოს…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- პარტია „საქართველოსთვის“

,,მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდეს” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი მიმართავენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეუერთდნენ პარტიას „საქართველოსთვის“ ევროკავშირისადმი მოწოდებას და გააერთიანონ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ამასთან, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით , საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა. „მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში. დავდგეთ ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტიაა. ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი. დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს…

მეტი...

,,რუსეთმა დაიწყო ომი და მხოლოდ მას შეუძლია ამ ომის დასრულება”- გაერო

გაეროს სპეციალურ  სხდომაზე  გაეროს წარმომადგენლებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ,,რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს. ერთადერთი სიმართლე ასეთია. ამ ომის დამნაშავე რუსეთია, ამიტომ გაუგებარია ვინმე რატომ მოუწოდებს ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტას. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ შეაჩეროს მისი აგრესია. ჩვენ ვხედავთ ბუჩაში მასობრივ საფლავებს, ეს შემზარავი ფაქტია. მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და მხოლოდ მასშეუძლია ამ ომის დასრულება”- აღნიშნეს სხდომის მიმდინარეობისას. რუსეთის წარმომადგენელმა კი წაყენებული ბრალდებები უარყო და ომში დასავლეთი დაადანაშაულა. ,,უკვე 2 თვეა უკრაინაზე მტრობის, ტყუილის, შეურაცხყოფის მიღმა ვსვამ კითხვას, როგორ შეეძლო რუსეთს არაპროვოცირებული ომის დაწყება? თავს…

მეტი...