ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას განახორციელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმის განხორციელებას იწყებს. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, გახდება საწყისი წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის. „ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით დავუჭიროთ მხარი, ეს საკმარისი არაა – საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა ფული, ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა,…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი 57 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის

დიდმა ბრიტანეთმა დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა უკრაინისა და მის საზღვრებში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის განმარტებით, 45 მილიონი ფუნტის (57 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ეხმარებიან. “ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან”, – განაცხადა ლიზ თრასმა.

მეტი...

,,საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია”- ნედ პრაისი

,,საქართველო და მოლდოვა  შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, ”– განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა. პრაისის განცხადებით , აშშ გააგრძელებს ორივე ქვეყნის მხარდაჭერას. „ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები  რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური რუსული აგრესიის  წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ…

მეტი...

,,შეიძლება ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს”- ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული. ექიმის განმარტებით, მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, “ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს”. “ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი დებატები გავმართოთ ყველა იმ დიაგნოზზე, რაც ჩვენ გამოტანილი გვაქვს ჩვენი დასკვნაში. მიზანი არის ჯანმრთელობის გაუმჯობესება სააკაშვილის და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ იღებდა ცილოვან საკვებს, მერე ამას დაემატა თუ ეს მართლა ასეა, სითხის მიუღებლობა და ეს უკვე ძალიან სერიოზული სიმპტომი არის, საკვების გარეშე თუ შეიძლება ადამიანმა თვეზე მეტი იცოცხლოს მეტნაკლებად სრულფასოვნად, სითხის გარეშე, გააჩნია რაოდენობას, თუ საერთოდ ვერ იღებს,…

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს. შეგახსენებთ, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვერც წინა სასამართლო სხდომას მოახერხა დასწრება. “მიმდინარე პროცესი არის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს პრინციპში ედავებიან საქართველოში დაბრუნებას, პროცესზე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და ამას გავაჟღერებთ პროცესზე. იმედია მოსამართლე ამ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ სამართლის ჭრილიდან და არა პოლიტიკური პერსპექტივიდან, ამასთან მოლოდინი ცხადია არ გვაქვს, რომ სასამართლო დააღწევს თავს, ან დააღწია თავი პოლიტიკურ წნეხს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური პროცესის…

მეტი...

„რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს”- ანტონ გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით , რუს სამხედროებს „აზოვსტალის“ ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია, თავად  ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. „რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა ამ გვირაბზე შტურმი დაიწყეს“, – აღნიშნა ანტონ გერაშჩენკომ.

მეტი...

,,სიტუაცია უკიდურესად მძიმეა”- „აზოვის“ პოლკის მეთაური

,,აზოვსტალის კომპლექსის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქარხნის პერიმეტრი დაარღვიეს,” – აღნიშნულ ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო  ვიდეომიმართვაში ავრცელებს. პროკოპენკო მადლობას უხდის მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ტერიტორიის დაცვა გრძელდება. „ორი დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის თავდასხმის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა “აზოვის” პოლკის მეთაურმა.

მეტი...

მოსკოვი ,,აზოვსტალიდან” მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის

მოსკოვი მზად არის 7 მაისის ჩათვლით ადგილობრივი დროით დილის 08:00-დან საღამო 18:00 საათამდე ,,აზოვსტალის” ქარხნიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნები გახსნას – ამის შესახებ ინფორმაციას,  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ. ამასთან,  ვოლოდიმირ ზელენსკი  გაეროს გენერალურ მდივანს თხოვნით მიმართავს, უშუამდგომლოს “აზოვსტალიდან” დაჭრილების გამოყვანასა და მათ გადარჩენაში.

მეტი...

პრეზიდენტის ინფორმაციით, მარიუპოლოდან 344 ადამიანი გამოიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპი განხორციელდა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს ქარხნის ტერიტორიიდან გამოყვანილია 344 ადამიანი. „მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს.  ამდენი ადამიანი გაემგზავრა დღეს ზაპოროჟიესკენ. ჩვენი გუნდი ემზადება მათთან შესახვედრად. ყველა მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოსგან,”- აცხადებს ზელენსკი. პრეზიდენტი დანარჩენი მოსახლეობის გამოსაყვანად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათი გადასარჩენად“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

„გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე“ – დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს   

„ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით“ – პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის წერილს. დეპუტატი  განმარტავს, თუ რატომ არა აქვს აზრი დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულებას. „ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად. რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი კლინიკაში გადაყვანის. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად…

მეტი...