„აზოვსტალიდან“ 100-მდე  ადამიანი გამოიყვანეს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან, კერძოდ, „აზოვსტალის ქარხნიდან“ 100-მდე მშვიდობიანი ადამიანი გამოიყვანეს. მათი გამოყვანა “წითელი ჯვრისა” და გაეროს ჩართულობით მოხერხდა. „ხვალ მათ ზაპოროჟიეში შეხვდებით. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის. ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან დანარჩენი მოქალაქეების ევაკუაციაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიან მოქალაქეები. იქვე არიან დაჭრილებიც, რომელთა გაყვანა ვერ ხერხდება. თითქმის 2 თვეა, უკრაინელები “აზოვსტალის” მიწისქვეშა გვირაბებში იმალებიან.    

მეტი...

რუსეთი ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო მომსახურებას აუქმებს

ვლადიმერი პუტინის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით ვერ მიიღებენ. პუტინმა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ ხელი უკვე მოაწერა. კანონით ევროკავშირის, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეები რუსეთში შესასვლელ ვიზას მარტივად ვერ მიიღებენ. კანონი ყველას შეეხება, მათ შორის, დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებსაც.

მეტი...

„უკრაინას ვტოვებ დიდი სიამაყით“ – ნენსი პალოსი

უკრაინაში მყოფი კონგრესმენი,  წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი მწუხარებით ჩავიდა, თუმცა, ტოვებს სიამაყით. კონგრესმენის შეფასებით, დელეგაციას საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. მთავარი საკითხები კი  უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჰუმანიტარული დახმარება იყო. „ამერიკა უკრაინის გვერდით დგას. ასე გაგრძელდება გამარჯვებამდე და ჩვენ ვდგავართ ნატო-ს გვერდით“, – განაცხადა  კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. როგორც პელოსმა აღნიშნა, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა აუცილებელია. „პრეზიდენტის ლიდერობა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა  აღმაფრთოვანებელია. უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას“, – განაცხადა ნენსი პელოსმა პრესკონფერენციაზე.  

მეტი...

„აზოვსტალის“ ქარხნიდან 46 ადამიანი გამოიყვანეს

რუსული მხარე „აზოვსტალის“ ქარნიდან გამოყვანილ ადამიანებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსული თავდაცვა აცხადებს, ტერიტორიიდან გამოყვანილია 46 მშვიდობიანი მოქალაქე.​ “საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია  საკვებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით“ – განმარტავენ კრემლში. უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ბევრი სიცოცხლესა და სიკვდილს  ზღვარზეა. ქარხანაში იმყოფებიან ბავშვებიც.  

მეტი...

გველების შემოსევა სკოლაში

ქვეწარმავლების შემოტევის გამო, ნინოწმინდის სოფელ სამებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც გველების მომრავლების მიზეზს შეისწავლის და ასევე, შეეცდება, სკოლის პერიმეტრიდან მათი განდევნა მოხდეს. სამების საშუალო სკოლა  ტბასთან ახლოს მდებარეობს. სკოლის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენებით. გველებს საკლასო ოთახებში იმდენად ხშირად პოულობდნენ, სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სასწავლო პროცესი შეეჩერებინა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ტერიტორიას დაამუშავებენ ისეთი ნივთიერებებით, რომელიც გველებს ტერიტორიიდან განდევნის, თუმცა, ეს პროცესი რამდენად შენარჩუნდება, არავინ იცის.

მეტი...

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციებისგან გაქცევას ცდილობს

ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი – ეს ის ქვეყნების, რომელთა დახმარებითაც რუსეთ ცდლობს, მისთვის დაწესებულ სანქციებს თავი აარიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. ინფორმაციაში საქართველოც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებული სანქციების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტექნოლოგიებსა და უცხოურ წარმოებაზე დამოკიდებული ინდუსტრიები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება. მათივე ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით,…

მეტი...

ამერიკელი კონგრესმენი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკული დელეგაცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით კიევში იმყოფება. დელეგაცია  ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა.  შეხვედრის კადრებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. „შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – აცხადებს წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. დღის განმავლობაში ჩანიშნულია ერთობლივი ბრიფინგი.  

მეტი...

ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 2, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში –…

მეტი...

ვირუსით 72 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 287 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 161  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.99%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 170. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198.

მეტი...

„რუსეთი აღმოსავლეთში ჯარის შევსებას აგრძელებს და თავდასხმებისთვის ემზადება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  რუსეთი აღმოსავლეთ მიმართულებით  ჯარის შევსებას აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ზელენსკი რუს ჯარისკაცებს მიმართავს. მან რუს ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ მეთაურები მათ ატყუებენ და უკრაინაში გარდაუვალი სიკვდილისთვის აგზავნიან. მან რუს ჯარისკაცებს რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა. „თითოეულ რუს ჯარისკაცს ჯერ კიდევ შეუძლია, გადარჩეს. მათ შეუძლიათ, იცოცხლონ რუსეთში, ვიდრე დაიღუპონ ჩვენს მიწაზე. მათ ატყუებენ და ჩვენს ტერიტორიაზე სიკვდილისთვის გზავნიან. მოგიწოდებთ, დარჩით თქვენს ქვეყანაში“ –  განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინაში 23 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.  

მეტი...

ზელენსკი დაჟინებით ითხოვს, ყველა დასანქცირდეს, ვინც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარება

პრეზიდენტი ზელენსკი პრობლემას იმ ქვეყნებთანაც ხედავს, ვინც რუსეთთან ნავთობით ვაჭრობს. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც დაუწესდეთ. „ველოდებით გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობის შეზღუდვის შესახებ. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების სამართლიანი ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ე.წ. ნავთობის ნარევების გაყიდვით შეზღუდვების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის ბლოკირებას. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც უნდა დაუწესდეთ. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

უკრაინა ჩინეთს სთხოვს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს მიმართავს, ნდობას და პატივისცემას უდასტურებს და სთხოვს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ერთ-ერთი ქვეყანა გახდეს. „უკრაინა სწავლობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისგან. მათ შორისაა ჩინეთი და სხვა მსხვილი სახელმწიფო. ჩვენი წინადადებაა, ჩინეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი – ეს ჩვენი პატივისცემისა და ნდობის გამომხატველი ნიშანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი“, – აცხადებს დმიტრო კულება. უკრაინას ასევე იმედი აქვს, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის განმუხტვაშიც აქტიურად ჩაერთვება და რუსეთს ომის შეწყვეტის წინადადებებით მიმართავს.  

მეტი...