,,სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის, არც მის ახლობლებს”- გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ         სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არავინ დარდობს, მათ შორის, არც მისი ახლობლები. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების     მხრიდან. „სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც მისი უფლებები უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს მასზე ასეთი ძლიერი შთაგონება მაშინ მოეხდინათ, როცა ის დანაშაულებს სჩადიოდა და რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის. საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია – არ უნდა დააშავო,…

მეტი...

პოლონეთმა 200-ზე მეტი ტანკი გაუგზავნა უკრაინას

პოლონეთმა უკრაინას T72-ის ტიპის 200-ზე მეტი ტანკი და რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანა გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული მედიაში  ვრცელდება. გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო დანაყოფი აღიჭურვება. შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა, 2S1 ტიპის თვითმავალი “ჰაუბიცები”, “გრადის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და რაკეტები MiG-29 და Su-27 ტიპის თვითმფრინავებისთვის.

მეტი...

“ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა” – დეპუტატი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა. „არ ვიცი, პროფესიული დასკვნა ან მოსაზრება, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საქართველოში არც პენიტენციურ სამსახურში და არც მის გარეთ არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისი, რომლისთვისაც აუცილებელია ადამიანი უცხოეთში წავიყვანოთ, ასეთი ახსნა არ არსებობს. საუბარი იმაზე, რომ სტრესის ქვეშ იმყოფება, საუბედუროდ, ციხეში მოხვედრილი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ასეთ სტრესს განიცდის. ასეთი სახის განცხადებები და ულტიმატუმები მიზნად არ ისახავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების მოწესრიგებას, რაც როგორც ჩანს, არც ისეა საკითხი წარმოჩენილი, როგორც რეალურად არის.…

მეტი...

დონეცკსა და ლუგანსკში, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს სისხლის დონაციას აიძულებენ 

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს აიძულებენ, დაჭრილი რუსი ოკუპანტებისთვის სისხლი გაიღონ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სისხლის იძულებითი დონაციის 700-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ჟენევის კონვენციის მორიგი დარღვევაა. “დონეცკისა და ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლება აიძულებს სტუდენტებს, სისხლი მასობრივად გაიღონ დაჭრილი დამპყრობლებისთვის. ცნობილი გახდა სისხლის იძულებითი დონაციის 700 შემთხვევის შესახებ… რუსეთის ქმედებები არღვევს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი პროტოკოლის მე-11 მუხლს, რაც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას”,- აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

მეტი...

მშობლების მკვლელობისა და დაწვისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა. მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე…

მეტი...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა ”- მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ოპოზიციურ პარტია “ნაციონალური მოძრაობას”  სხვა სახელით მოიხსენიებს და ,,ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობას” უწოდებს. “ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”! ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის” და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში. მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე! ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა!” – წერს მამუკა მდინარაძე.

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი − 63.7 პროცენტს, ხოლო 65…

მეტი...

ომს უკრაინაში ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპანტების მიერ, გუშინ კიევზე განხორცელებულ სარაკეტო იერიშს  “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექსანდრე დემჩენკო ავრცელებს. შეგახსენებთ, ომს უკრაინაში უკვე 20-ზე მეტი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

,,მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს”- ილია დარჩიაშვილი

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას უპასუხა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს. „ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ვაკეთებდით და ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის…

მეტი...

საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, – ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. პრემიერ მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე,  ნაწილიც გასაჯაროვდება. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე…

მეტი...

„უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი, შენ კლავდე ადამიანს ციხეში”- ნიკა მელია

,,მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ,” – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, აღნიშნული კომენტარი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო. „უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი. შენ კლავდე ადამიანს ციხეში, არსებობდეს ამის მტკიცებულებები და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. კობახიძე და სხვები რაზეც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხავდნენ, რომ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს გამორიცხულია. ჩემზე კარგად იციან…

მეტი...

საფრთხილო ვირუსები, რომელიც ეპიდაფეთქებას იწვევს – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“

​იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მოსახლეობას მიმართავს, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ვირუსის ცვლილებასაც მიაქციონ ყურადღება. როგორც იმუნოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კორონავირუსიმა სხვა ვირუსების საფრთხე დაგვავიწყა, თუმცა, ეს სწორი მიდგომა არ არის. „გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტიურდება სხვა ვირუსები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ინფექციები, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო საკმაოდ გადაგვავიწყდა. ეს ის ვირუსებია, რომელიც კორონავირუსის მსგავსად, რესპირატორული, ანუ, სასუნთქი გზებით  გადაეცემა. ხშირია ისეთი ინფექციები რომელიც კომბინციაშია კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციებთან. ეს ინფექციები განსაკუთრებით ხშირია ზაფხულის პერიოდში. ხშირად მიაწერენ, რომ ეს არის ენტეროვორუსები თუმცა, ეს ჯგუფი ენტეროვირუსებს არ მიეკუთვნება. საუბარია  ნოროვორუსზეი, როტავირუსზე,  ადენოვირუსებსა და ვირუსების მთელ…

მეტი...

,,ბორჯომი” წარმოებას აჩერებს

კომპანია “IDS ბორჯომი” საბანკო ანგარიშების შეზღუდვის გამო წარმოებას დროებით აჩერებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია , 29 აპრილიდან დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. შეგახსენებთ, “ბორჯომის” მფლობელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. მან კომპანიის აქციები წლების წინ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან შეიძინა.

მეტი...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, „სფერო ჰოლდინგში“ შემავალ „სფერო ინვესტს“ ნუ ენდობიან

ეროვნული ბანკი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ ენდობიან ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ანაბრების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. როგორც  კომპანიაში აცხადებენ. „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი „სფერო ინვესტი: მოსახლეობას მაღალი საპროცენტო განაკვეთით იზიდავს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. „კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“. საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება. ეროვნული…

მეტი...

,,ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი”- მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას შეფასებით ,  უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. „აშკარაა, რომ მომდევნო დღეები და კვირები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ომის დასრულებას ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, იმედია, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს,“ – განაცხადა მირჩა ჯოანამ.  

მეტი...

,,ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო”- დმიტრო კულება

,,უკრაინა მოუწოდებს სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად, ”– აღნიშნულ განცხადებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. „უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის. მას შემდეგ ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო. უსაფრთხოების ვაკუუმმა გამოიწვია რუსეთის აგრესია. მსოფლიოს უკრაინის წინაშე უსაფრთხოება მართებს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

,,ყველა პრორუს ოლიგარქს “დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე უარი, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესნტერესების გამო თქვა. ,,”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქ ივანიშვილის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა პრორუს ოლიგარქს “დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება,”-  წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

მეტი...

,,კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით”- ნენსი პელოსი

,,კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება,”– ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი „ტვიტერში“ წერს. „დღეს მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი. კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია. ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი…

მეტი...

რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების სპიკერებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად იმყოფებოდნენ. „უკრაინა ბევრ ფრონტზე იბრძვის და საპარლამენტო გამონაკლისი არ არის. უკრაინის პარლამენტი აქტიურად მუშაობს საპარლამენტო დიპლომატიის სფეროში, რათა მთელი მსოფლიოს პარლამენტარების მხარდაჭერა უზრუნველყოს და მოუწოდოს მათ მოქმედებებისკენ. ამ ძალისხმევის საშუალებით პოლონეთს, ჩეხეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს, რუმინეთის პარლამენტების სპიკერები უკვე ეწვივნენ უკრაინას თავიანთი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად. უკრაინის პარლამენტი მადლობელია მათი, ვინც უკრაინის გვერდით დგას. მოვუწოდებ მთელი მსოფლიოდან პარლამენტების წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ ქვეყანაში ვიზიტით და შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

მეტი...

მარშალ გელოვანზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539. რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის…

მეტი...

ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 4, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 148 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 593 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 280  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.6%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 945-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.94%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.

მეტი...

,,ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით “- ალექსეი არესტოვიჩი

,,უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა,” – აღნიშნული კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში გააკეთა. „უკრაინა დასავლეთის ნაწილად აღიარეს, ის აღიარეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად, რომელიც დიქტატურებს ებრძვის. ამის ერთ-ერთი დასტური ისაა, რომ ვოლოდმირ ზელენსკი დიდი ოცეულის შეხვედრაზე მიიწვიეს. ისინი ჩვენ გვაჩვენებენ, რომ უკრაინა არის აღიარებული ქვეყნად, რომელიც რკინის ფარდის გამოღმაა და შეწყდა დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა უკრაინა ღირსეული სახელმწიფო, არის თუ…

მეტი...

მარშალ გელოვანის გამზირზე დაზიანების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე N6-თან წყალსადენი დაზიანდა, რამაც, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დატბორვა გამოიწვია. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდის რაიონში – პოლიკარპე კაკაბაძე, კაკაბაძეები, ზალდასტანაშვილი, ზანდუკელი, ზ. ბოცვაძე, ე. გაბაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას,  უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის,…

მეტი...

მარშალ გელოვანის გამზირი იტბორება (ვიდეო)

მარშალ გელოვანის გამზირზე კატასტროფული ვიტარებაა. მიმართულებით, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, ავტომანქანები ჩახერგილია და გადაადგილება შეუძლებელია. ჩანჩქერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოდან მოედინება, სადაც წყლის ცენტრალური მაგისტრალი გასკდა. აღნიშნულ ვითარებას ,,მედიაცენტრი მთავარი” შეესწრო.  მდგომარეობა ადგილზე კრიტიკულია, ვეფხი და მოყმის ძეგლამდე ქუჩა მთლიანად დატბორილია და ავტომობილები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ. ამ დროისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია მილსადენის დაზიანება. ,,მარშალ გელოვანის გამზირი იტბორება. ეს კატასტროფა ამ წუთებში ხდება, იმხელა ტბა დგას, მხოლოდ ჯიპებმა შეძლეს გამოცურვა. წყალი სალონშიც კი შემოვიდა. მანქანები ჩარჩნენილები არიან. გელოვანის გამზირი ვეფხი და მოყმემდე პარალიზებულია. ვიდეო გადაღებულია “სამშვიდობოზე” გაღწების შემდეგ. მიზეზი…

მეტი...

,,მადლობა კონგრესმენ ჯო უილსონს ძლიერი გზავნილებისთვის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გამომხატველი გზავნილებისთვის. „მადლობა კონგრესმენ ჯო უილსონს ამ ძლიერი გზავნილებისთვის, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავენ“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

მეტი...

რუსი სამხედროები ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისთვის იბრძვიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან. მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით რუს სამხედროებს აქტიური შეტევა არ განუხორციელებიათ და ფოკუსირებულები იყვნენ დაზვერვაზე. დონეცკის მიმართულებით რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ისროდა, რათა არ დაეშვა უკრაინელი ჯარისკაცების გადაჯგუფება. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას. დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, რუსი სამხედროები ძარცვავენ გლეხებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ კამენკადან გატაცებულია 60 ტონა…

მეტი...

,,”აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ  პუტინი მარიუპოლის დაბომბვას კვლავ აგრძელებს. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, უკრაინის მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება “აზოვსტალიდან” მოსახლეობის ევაკუაციაზე. “ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა. უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის “აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან ამ ადამიანების მიმართ მოპყრობა ჰუმანური იქნება. ველოდებით, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. მზად ვართ ამ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი…

მეტი...

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება კვლავ გრძელდება მარიუპოლში და  დონბასის რეგიონში. პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების უმეტესობა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება. „მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ბრუნდება, იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში – გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული,”- აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა. კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში ხუთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ,…

მეტი...

„ჩვენ არ ვნებდებით“ – ანტონიო გუტერეში უკრაინას

უკრაინაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინელებს მთავარი გზავნილი გაუგზავნა – „ჩვენ არ ვნებდებით“. როგორც გენერალურმა მდივანმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა  ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის. „მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო – ჩვენ არ ვნებდებით. გავაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას.  გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები“ – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა მდივანი იმ ქალაქებში ჩავიდა, სადაც რუსულმა ჯარებმა სისასტიკე ჩაიდინეს. ანტონიო გუტერეშმა საკუთარი თვალით ნახა რუსული ძალადობის…

მეტი...

„არ მსურს ვინმეს მხილება“ –  პრეზიდენტი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შიდა პოლიტიკური საკითხია. რაც შეეხება საქართველოს უკრაინასთან ურთიერთობას, ეს უნდა იყოს უფრო მეტად მჭიდრო და აქტიური. „ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება“ – აცხადებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი უკრაინასთან მეტად დაახლოებას უჭერს მხარს. „უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებსაც, რომ ელჩის გაწვევა წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების…

მეტი...

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში ყველა არსებულ სანქციას მიერთებულია

„საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა,  საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ“ – ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის შეფასებით, სანქციების მიერთება ქვეყანას ძვირი უჯდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ რუსეთზე დამოკიდებულები. ახლა შეიქმნა  გადახდის პრობლემა (რუსულ რუბლზე), თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ვფიქრობ, სანქციებთან…

მეტი...

„ჩვენ არ ვართ დაცული არც ევროკავშირის და არც ნატოს უსაფრთხოების გარანტიებით“ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ასევე,  ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით“ – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ფორინ პოლისისთან.“ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თუ რუსეთი მოიგებს, ის უფრო აგრესიული გახდება. „არსებული ვითარება უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. თუ რუსეთის მოიგებს, უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად…

მეტი...

„კიევში ხუთი რაკეტა ჩამოვარდა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კიევზე მიტანილ მორიგ შტურმთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ხუთივე რაკეტა, კიევში, მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოაგდეს. ,,დღეს, კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე,  რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა. ეს გლობალურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს. ომი დასასრულისკენ არ მიდის. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ოკუპანტები ჯერ კიდევ უნდა განვდევნოთ.  რუსეთის არმიამ შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში განაგრძო. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლებს იგერიებენ და თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სარაკეტო თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები.

მეტი...

თუ სააკაშვილს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ზომებია მისაღები  

პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არ სჯერა. „თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოლარიზაცია, რომელიც მან Foreign Policy-სთან  დააფიქსირა. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს პოლარიზებას გამოიწვევს. „მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან უმეტესობა  შეწყალების…

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას კონგრესს სთხოვს

დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებისთვის, 8 მილიარდი დოლარი ეკონომიკურ დახმარებისთვის და 3 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის – ეს სწორედ ის თანხაა, რასაც აშშ ფიქრობს, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროს.  ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა და სთხოვა, 5 თვის განმავლობაში ეს დახმარება უკრაინისთვის გამოიყოს. პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის გვერდში დგომა იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა, ეს შტატების მოვალეობაა. „ჩვენ არ გვაქვს ფული. უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რომ გავაგრძელოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მეტი...