ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას კონგრესს სთხოვს

დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებისთვის, 8 მილიარდი დოლარი ეკონომიკურ დახმარებისთვის და 3 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის – ეს სწორედ ის თანხაა, რასაც აშშ ფიქრობს, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროს.  ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა და სთხოვა, 5 თვის განმავლობაში ეს დახმარება უკრაინისთვის გამოიყოს. პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის გვერდში დგომა იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა, ეს შტატების მოვალეობაა. „ჩვენ არ გვაქვს ფული. უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რომ გავაგრძელოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მეტი...

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა კიევიდან უკან დაიხია, თუმცა, ის დაბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს მიმართავს, რომ უკრაინისთვის დახმარება გაძლიერდეს. პრეზიდენტმა კონკრეტული თანხაც კი დაასახელა – 33 მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ქვეყნების დახმარება უკრაინის მიმართულებით არ ნიშნავს რომ მსოფლიო და მათ შორის ამერიკა ებრძვის რუსეთს. „აშშ არ უტევს რუსეთს, არამედ ის უკრაინას ეხმარება, რომ საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან დაიცვას. ისევე. როგორც პუტინმა არჩევანი გააკეთა ამ სასტიკი შეჭრის დასაწყებად, მას შეეძლო ასევე არჩევანი გაეკეთებინა და დაესრულებინა ომი. რუსეთი აგრესორია და მსოფლიო უნდა დააკისროს და დააკისრებს ამისთვის პასუხისმგებლობას”, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენმა. პრეზიდენტის შეფასებით, სწორედ დახმარების „შიშით“ ვერ შეაღწია რუსეთმა კიევში…

მეტი...

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

ომში ჩართულმა მხარეებმა, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. რუსულმა მხარემ 45 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი გათავისუფლდა. ინფორმაცია უკრაინის პრემიერ-მინისტრი ირინა ვერეშუკი ადასტურებს. პრემიერის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 13 ოფიცერი და 20 ჯარისკაცი, რომელთაგან 5 დაჭრილია.  

მეტი...

რუსულმა ჯარებმა საველე ჰოსპიტალიც დაბომბეს, არის მსხვერპლი

ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ ის თანახმაა „აზოვსტალის ქარხნიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გაიხსნას, უკუღმა შესრულდა. რუსეულმა ჯარებმა სწორედ „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე არსებული საველე ჰოსპიტალს დაარტყეს. არისნ გარდაცვლილები და დაჭრილები. „სამხედრო საველე ჰოსპიტალზე, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსები მასობრივად ყრიდნენ რამდენიმე ტონიან ავიაბომბებს. ამ ბომბებს ნებისმიერი სახის ბეტონის თავდაცვის გარღვევა შეუძლია. შემდეგ, უკვე განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან. შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მათ შორის, საოპერაციო ოთახი. დაშავებულ ჯარისკაცებს შორის არის მსხვერპლი. არიან დაშავებულებიც“ – აცხადებენ „აზოვის“ პოლკში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტირეშთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანახმაა, „აზოვსტალიდან“…

მეტი...

„პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ზედმეტად ხდებოდა, კლინიკური მართვა კი დაბალ დონეზე იყო“ – გიორგი კამკამიძე გაფლანგულ მილიონებზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კლინიკები პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ და გაფლანგულია მილიონები, იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც კლინიკა „ნეო ლაბის“ დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოში კოვიდპაციენტების გარდაცვალებაც საკმაოდ მაღალი იყო. „ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რომ ეს ზოგი კლინიკის გადაცდომაა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა პანდემიის არარაციონალური მართვის. პირველ რიგში, აქ პრობლემა იყო იმ კრიტერიუმების, რის მიხედვითაც გადაჰყავდათ პაციენტები კლინიკებში. სპეციალისტებმა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს კრიტერიუმები იყო ბუნდოვანი და სწორად არ იყოს ჩამოყალიბებული  როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გაწერის კრიტერიუმები. აღნიშნულმა  საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა პაციენტების ნაკადის მართვის თვალსაზრისით“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევბზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში…

მეტი...

,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთის მთავრობის მიზნებზე საუბრობს. „თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრის, ევროპის აღმოსავლეთის დანაწევრება და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს აქვს თავდაცვის უფლება და ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

,,უკრაინის მძიმე იარაღით შევსების ტენდენცია, საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას”- დიმიტრი პესკოვი

,,უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას,” – აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. პესკოვის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები იწვევს არასტაბილურობას. „თავისთავად, უკრაინის და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით შევსების ტენდენცია – ეს ის ქმედებებია, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას“, – აღნიშნა პესკოვმა. ,,ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, მოლდოვამ და საქართველომ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და თავისუფლება”- ლიზ ტრასი

მეტი...

,,ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, მოლდოვამ და საქართველომ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და თავისუფლება”- ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონის მერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საჭიროა მოლდოვის და საქართველოს გაძლიერებული მხარდაჭერა. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკრაინის გაკვეთილები. დიდმა ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაგზავნა იარაღი და გაწვრთნა უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ იმავე შეცდომას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის…

მეტი...

,,ვერ ვიტყვით, გაიხსნება თუ არა დერეფანი მარიუპოლში”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ მარიუპოლშია. გაიდაი აცხადებს, რომ რთულია იმაზე საუბარი, მოხერხდება თუ არა ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა, რადგან არ არის გამორიცხული, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ჯერ გამოსვლის უფლება მისცენ, შემდეგ კი დახოცონ. “მარიუპოლში ვითარება უფრო მძიმეა, ვიდრე სხვაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოლქსაც ბომბავენ, მარიუპოლის მსგავსი ადგილი უკრაინაში არსად არის. გაიხსნება თუ არა დერეფანი? ვერ ვიტყვით, რადგან საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან. საერთო ჯამში, ისინი ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ მისცემენ. გაიხსენეთ ილოვაისკი, რა მოხდა? მოქალაქეებს თავიდან გამოსვლის უფლება მისცეს, შემდეგ კი…

მეტი...

„უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს”- მიხაილ პოდოლიაკი

,,უკრაინა ყველა საშუალებით ეცდება თავის დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ბაზებზე და საწყობებზე დარტყმების განხორციელებით,” – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა დასძინა, რომ უკრაინის ამ უფლებას მსოფლიო აღიარებს და მაგალითად მოიყვანა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. „უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ყველა საშუალებით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს,“…

მეტი...

„კრემლის მთავარი ამოცანაა სსრკ-ს შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების ანექსია“ – ჯემალ გამახარია

„გარდუვალია ახალი მსოფლიო წესრიგის, გლობალური უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის, ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, არსებული გაერთიანებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზაცია“ – აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან და  აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებენ. „უკრაინისა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულმა ბარბაროსულმა ომმა, როგორი შედეგებითაც ის არ უნდა დასრულდეს, კაცობრიობა უკვე დააყენა ფუნდამენტური ცვლილებებისა და გარდაქმნების აუცილებლობის წინაშე. გარდუვალია ახალი მსოფლიო წესრიგის, გლობალური უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის, ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, არსებული გაერთიანებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზაცია. მოსკოვმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ…

მეტი...

,,უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს”- მარია ზახაროვა

“დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან” – აღნიშული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა. ზახაროვა მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროების ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ “უპასუხოდ არ დარჩება”. “მინდა, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა, სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას”, – განაცხადა ზახაროვამ. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით,…

მეტი...

“ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით”- ანდრეი კასიანოვი

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან ალექსეი არესტოვოჩის განცხადებაზე ისაუბრა. კასიანოვი  გაკვირვებულია საქართველოს შიდა დისკუსიებით, რომლებიც “ომის პარტიებს” და მეორე ფრონტის გახსნას ეხება.   “ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან, ასევე აშშ-ის საელჩოსთან,”- განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა.  

მეტი...

,,ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადების, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. სახალხო დამცველის განცხადებით, თავისი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება. „ხაზგასასმელია, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნაზე.  ძირითადად, ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. ეს დასკვნა მათთვის არის თავის ტკივილი. პოლიტიკურად არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ…

მეტი...

,,ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას და არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას”- დენ მიუზერი

,,ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება,” ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პენსილვანიის შტატის წარმომადგენელმა, კონგრესმენმა დენ მიუზერმა, ,,საქართველოს მხარდამჭერი აქტის” მიღების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს, პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. უკრაინაში რუსეთის შემზარავი შეჭრა ამტკიცებს, რომ პუტინს არაფერი გააჩერებს შემზარავი გეგმების შესრულებისგან და ჩვენს მოკავშირეებს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ ჩვენი დახმარება. რუსეთისთვის მკაფიოდ ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას და არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას. ჩვენ ვერ მივცემთ…

მეტი...

ტემპერატურა და სისხლჩაქცევები – სეზონური მომაკვდინებელი ვირუსის ძირითადი გამოვლინება

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან და ბუნებაში გასვლასთან ერთად, მედიკოსები მაქსიმალური თავდაცვისკენ მოგვიწოდებენ და გვაფრთხილებენ, რომ სისხლჩაქცევებსა და ტემპერატურას ყურადღება მივაქციოთ. როგორც ეპიდემიოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში უკვე დაფიქსირდა. „მნიშვნელოვანია, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ყურადღება მივაქციოთ სხვა სახის ვირუსებსაც, ინფექციებს, რომელიც კორონავირუსის გამო საკმაოდ დავიწყებული გვაქვს.  ერთ-ერთია ტკიპებთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში საუბარია სამ ადამიანზე. ეს არის საკმაოდ საშიში ინფექცია, რადგანაც, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 10-დან 40%-მდე მერყეობს“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. როგოც…

მეტი...

მამაკაცი რომელმაც მშობლები მოკლა და სახლი დაწვა, ყოფილი სამართალდამცველია

გიორგი ბეროზაშვილი, რომელმაც ვაზისუბანში მშობლები მოკლა, უბედური შემთხვევა გაითამაშა და სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მშობლები –  ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა. შსს-მ დანაშაულში ეჭვმიტანილი დრეს დააკავეს. 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები საწოლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შვილმა მძინარე მშობლები მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

მეტი...

„წარმოვიდგინე, როგორ გარბიან ჩემი შვილიშვილები, ომი ბოროტებაა“ – ანტონიო გუტერეში   

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში იმყოფება. ის კიევთან ახლოს, განადგურებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა რუსეთის სისასტიკე.  გენერალური მდივანი უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათგან მოისმინა რეალური ისტორია. „ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. გენერალურმა მდივანმა რუსების მიერ დახოცილი უკრაინელების საერთო სასაფლაოც ნახა. „ამ საშინელი სურათის ფონზე,  ვგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალური გამოძიება…

მეტი...

„სახალხო დამცველი „ომის პარტიის“ წარმომადგენელია“ – ირაკლი კობახიძე  

„თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე კუთხით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. – ყველას უნდა ერთადერთი რამ – ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია“, შესაბამისად, ისიც არის ამ განზრახვის ნაწილი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, ყველა, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, ომის მხარდამჭერია. რაც შეეხება „ომის პარტიას“ თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი მიზანი.  ეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანას უნდა…

მეტი...

ტროტუარზე გაჩერებული მანქანა ავტომატურად ევაკუაციას დაექვემდებარება

თბილისის მერიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც ქალაქში პარკირებას ეხება. ზომები საკმაოდ მკაცრია, კარიმები კი გაორმაგებული. ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას; მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი; მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს. პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება და ორმაგდება

მეტი...

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება და ორმაგდება

თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცვლილებები, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა. „ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი…

მეტი...

შვილმა მძინარე მშობლები მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

გუშინ, ვაზისუბანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა. ხანძარი, რომელიც კორპუსში მოხდა, ოჯახის წევრმა შეგნებულად, მას შემდეგ გააჩინა, რაც მშობლები დახოცა. როგორც უწყებაში აცხადებენ, 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2022…

მეტი...

,,დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული”-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად იქცევიან, მონიტორინგი კი ყოველდღიურად ტარდება და მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხდება. ასევე, მსგავსი შემთხვევების დროს, მგზავრებს შეუძლიათ, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე და გადასცენ ინფორმაცია. „ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ…

მეტი...

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-თან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია”- კახა კალაძე

,,საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, ”- ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაამყარებს. „როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის…

მეტი...

,,ვაქცინაცია საჭიროა და საჭირო იქნება მომავალშიც”- გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ვირუსის ცვალებადობა მუდმივად მიმდინარეობს, ვირუსი ცდილობს გაექცეს არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა, იქნება ვირუსის ახალი ვარიანტებიც. იქნება კომბინირებული ვარიანტებიც, როგორიც იყო „დელტაკრონი“. რაც დღეს მოსახლეობას იცავს, ეს არის ვაქცინაცია“ – აღნიშნა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და აცრის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც იმუნოლოგი ამბობს, ვაქცინა ერთადერთი დაცვაა, ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობის. „რაღაც მომენტში, შესაძლოა, ვირუსმა არსებული ბარიერი დაძლიოს და ახალი შტამის სახეობით მოგვევლინოს, თუმცა, შეგვიძლია, კვლევებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ის იქნება ძალიან მსუბუქი ვარიანტი. შესაძლოა ისეთ რესპირატორულ ინფექციადაც გადაიქცეს, რომელთანაც ყოველწლიურად გვაქვს შეხება. დღეს რითიც ვართ დაცული, ეს არის გადატანილი ინფექციით და…

მეტი...

,,სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ქვეყნის ომში ჩართვაა. „ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“პანდემიის დასრულება ვირუსის დასრულებას არ ნიშნავს” – გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,ჯერჯერობით, პანდემია არ არის გამოცხადებული დასრულებულად, თუმცა ყველა ნიშანი არის იმის, რომ შესაძლოა, მალე ოფიციალურად იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ პანდემია დასრულდა”- აღნიშნული განცხადება იმუნოლოგმა, კლინიკა „ნიუ ლაბ-ის“ ხელმძღვანელმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. ​იმუნოლოგის განცხადებით, პანდემიის დასრულების შემთხვევაშიც გააგრძელებს კორონავირუსი გავრცელებას და საბოლოოდ გრიპის ხასიათს მიიღებს. ,,ადრეც ბევრჯერ იქნა გაჟღერებული რომ პანდემიის დასრულება არ ნიშნავს ვირუსის დასრულებას. კორონავირუსი კვლავ დარჩება საზოგადოებაში და პერიოდულად გვექნება მასთან გამკლავების აუცილებლობა. ერთ-ერთი სცენარით ეს იქნება დაახლოებით ისეთი გავრცელების როგორიც გრიპი. ორივე – გრიპიც და კორონავირუსიც გადაიქცევა ისეთ საფრთხედ, რომელიც ყოველწლიურად გვექნება და აუცილებელი იქნება მასთან ბრძოლა. სავარაუდოდ, კორონავირუსის შემთხვევაშ უფრო იშვიათი სახეობის…

მეტი...

ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.   დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 11, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 132 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 549 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.64%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 797. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.02%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 520.

მეტი...

,,ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან”- ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ისაუბრა, სადაც სენატორებმა კითხვები დაუსვეს აღნიშნული ქვეყნების მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ. ,,ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება. ჩვენ ასევე…

მეტი...

,,საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. “ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძალას და ავითარებას მას”- წერს  პრემიერი Twitter-ზე. ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის კონგრესმენებს ადამ ინზინგერსა და ჯერი კონოლის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიისა და ნატოში ინტერგრაციის მხარდაჭერისთვის.   აშშ-მ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა

მეტი...

,,აშშ-ში ჩემი გზავნილია, არ დაივიწყონ საქართველო”- სალომე ზურაბიშვილი

,,აშშ-ში ჩემი ვიზიტის გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან მოსკოვი თუ ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს, ”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში ისაუბრა. „პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის გამოცნობას არ უნდა ვცდილობდეთ. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაჟღერებ, საქართველო მეტად იყოს…

მეტი...

,,დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ”- ბეთ ვან შააკი

,,შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ,”- ამის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ბეთ ვან შააკმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების შესახებ; ცნობები იმის შესახებ, რომ ცხედრებს წამების ნიშნები აქვთ, ასევე შემზარავი ინფორმაცია ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა. ელჩის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენმა და დამკვეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. „მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულებების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი…

მეტი...

უკრაინამ ამერიკისგან „ჰაუბიცები“ მიიღო

პენტაგონის ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ჰაუბიცების“ დიდი ნაწილი, რომელიც ამერიკამ უკრაინად გამოუყო, ომში მყოფ ქვეყანაში უკვე შევიდა. აშშ-მა უკრაინისთვის „ჰაუბიცების“ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო. ამავდროულად, ამერიკელი სამხედროები წვრთნიან უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც „ჰაუბიცების“ მართვას სწავლობენ. მთლიანობაში, საუბარია 90 ერთეულ „ჰაუბიცაზე“, რომელიც ამერიკამ უკრაინისთვის გამოყო.    

მეტი...