,,საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი”- ნედ პრაისი

,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. პრაისმა აღნიშნა, რომ ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი, ალიანსი იღებს. მისივე თქმით, საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით. „გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა…

მეტი...

რუსეთს ისევ ცეცხლი უკიდია

რუსეთში, კერძოდ,  ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავი იწვის. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტზე არ გადასულა და არც მოსახლეობა დაზარალებულა შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი სტრატეგიული ობიექტი დაიწვა, რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინაში კი აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციაში პარტიზანული დაჯგუფებები ამოქმედდნენ.

მეტი...

გაეროს ინფორმაციით, პუტინი „აზოვსტალიდან“ მოსახლეობის გამოყვანას დათანხმდა

რუსეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ, გაერო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინი თანახმაა, „აზოვსტალის ქარხანაში“ შეფარებულმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვონ. ანტონიო გუტერეშმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით,  ჰუმანიტარულ საკითხებზე კოორდინაცია კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება მარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხანაში არსებულ ვითარებას, უკრანული მხარის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება. „თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს“ – პუტინი გუტერეშს

მეტი...

აშშ პატივს სცემს უკრაინის გადაწყვეტილებას, თუ ის უარს იტყვის ნატო-ზე

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს ან უარი თქვას ნატო-ზე. როგორც თეთრი სახლის  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს,  ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. უკრაინული მედიის ინფორმაციით,თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, აშშ უკრაინის გადაწყვეტილებას დადებითად მიიღებს. „ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე უკრაინელები ვიყოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე განმარტებით, პრობლემა არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაში, არამედ პუტინის პოზიციაშია, რომ უკრაინა არ იმსახურებს, იყოს სუვერენული ქვეყანა.  

მეტი...

„თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს“ – პუტინი გუტერეშს

რუსეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურ მდივანს კრემლში,  ცნობილ „გრძელ მაგიდასთან“ თავად უმასპინძლა. როგორც პუტინმა ანტონიო გუტერეშს უთხრა, ის შეცდომაშია შეყვანილი, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობს და მშვიდობიან მოსახლეობას არავინ ერჩის. ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუტერეშმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იქ არსებული კატასტროფული ვითარების გამო. „ნუ იტყვით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ მუშაობს. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს. მარიუპოლიდან დაახლოებით 130-140 ათასი ადამიანი გამოვიდა და მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. ვისაც რუსეთში სურს – რუსეთში, ვისაც უკრაინაში სურს – უკრაინაში“ – აღნიშნა პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.…

მეტი...

„მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე“ – ზელენსკი ჩერნობილზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც რაფაელ გროსიმ აღნიშნა, უკრაინას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დაეხმარება, რომელიც ბირთვულ ობიექტს რუსული ძალების მიერ ოკუპაციის დროს მიადგა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს მორიგ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. „დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 36 წლისთავზე, რუსული ჯარების გამო,  მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე.  ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედების ზონა იყო, სადაც რუსები არ ზრუნავდნენ ბირთვულ უსაფრთხოებაზე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, შექმნილი მდგომარეობა მიუთითებს რუსეთის მხრიდან…

მეტი...

პუტინი ირწმუნება, რომ „აზოვსტალიდან“  მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინული მხარე არ უშვებს

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ის მოწადინებულია, „აზოვსტალის ქარხანაში“ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვოს, თუმცა, მათ ამის საშუალებას უკრაინული მხარე არ აძლევს. აღნიშნული განცხადება მან გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას გააკეთა და ზელენსკის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შეადარა. „უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულები არიან, ისინი გამოუშვან. თუ არა და ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც “ისლამური სახელმწიფო” სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს – გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.…

მეტი...

დღეს, რუსეთი ორ „არამეგობარ ქვეყანას“ გაზს მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო „არამეგობარი ქვეყნები“ სათანადოდ დასაჯოს. ამჯერად, რუსეთს სანქცია პოლონეთსა და ბულგარეთს ეხება. დღეიდან, რუსეთი, ამ ქვეყნებს გაზს არ მიაწოდებს. პოლონური მხარე ინფორმაციას ადასტურებს. ვარშავის ინფორმაციით,  რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდებას იმ მიზეზით შეუწყვიტა, რომ მათ უარი განაცხადეს რუსულ რუბლში ვაჭრობაზე. „გაზპრომმა“ ბულგარეთს და პოლონეთს, ორივეს აცნობა, რომ 27 აპრილიდან ბუნებრივი აირს ვერ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ, ვლადიმერ პუტინმა „არამეგობარ ქვეყნებს“ რუსეთთან ვაჭრობის შემთხვევაში ანგარიშების რუსულ ბანკში გახსნა და რუსულ რუბლზე ვაჭრობა მოსთხოვა, რაზეც ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა.

მეტი...