„რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარე რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ ბირთვული ომის რისკებზე განცხადებას აკეთებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულება აცხადებს, რუსეთის მხრიდან ბირთვულ ომზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს გრძნობენ. „როგორც ჩანს, რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით. საუბარი მესამე მსოფლიო ომის  საშიშროებაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს,”- წერს კულება „ტვიტერზე“. შეახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია. რუსეთი ისევ იმეორებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს

მეტი...

რუსეთი ისევ იმეორებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს

ოკუპანტი ქვეყანა ისევ ბირთვულ ომზე ალაპარაკდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ბირთვული ომის საფრთხე რეალურია. „ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.  ბევრია, ვინც მზად არის, ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე, ამას ნამდვილად არ ვისურვებდი.  რისკი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები ხელოვნურადაა გაბერილი და ძალიან ბევრია ამის მსურველი, საშიშროება სერიოზულია, რეალურია, არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს. არავითარ შემთხვევაში უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. ზელენსკი და მისი გუნდი, ლამის, ითხოვს ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე”  – აცხადებს ლავროვი. მისივე შეფასებით, თურქეთში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. “უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეთანხმების…

მეტი...

„რუსეთში ხანძარი შესაძლოა, პარტიზანულ ომს ნიშნავდეს“ – არსეტოვიჩი

უკრაინული მხარს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მასიური ხანძარი რუსეთის ტერიტორიაზე, პარტიზანული ომის დასაწყისი იყოს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, ყველაფერი ამას მიანიშნებს. „უცნობია, რა ხდება რუსეთში, უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ, რუსეთში, გარკვეული პერიოდის დაშორებით არაერთი სტრატეგიული ობიექტი დაიწვა.  

მეტი...