უკრაინული მხარე აცხადებს, რომ „ჰუმანიტარულ დერეფანზე“ შეთანხმება არ არსებობს

უკრაინული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „აზოვსტალდან“ მოსახლეობის გამოყვანაზე არანაირი შეთანხმება არსებობს. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ორმხრივი თანხმობა სჭირდება. „ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი,“- აცხადებს  ვერეშჩუკი. შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მზად არიან, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფნები გახსნან. რუსეთი მზაობას აცხადებს, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გახსნას

მეტი...

რუსეთი მზაობას აცხადებს, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გახსნას

რუსული მხარე თანახმაა, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი დღეს გახსნას. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მათი ინფორმაციით,  მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეებს გაუშვებენ. „მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „აზოვსტალის“ დატოვებისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ჯგუფების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენონ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის დასაწყებად, ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშები უნდა აღმართონ. უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, ჯერჯერობით, განცხადების იქით, რუსულ მხარესთან რანაირი შეთანხმება, მოსახლეობის გამოსაყვანად მიღწეული არ არის. უკრაინა „აზოვსტალში“ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების…

მეტი...

უკრაინა „აზოვსტალში“ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მოლოდინშია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არის მოლოდინი, რომ რუსეთი, რომელიც „აზოვსტალის ქარხანას“ ვერ იღებს, ეს ქიმიური იარაღის გამოყენებით შეძლოს. „საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ მიწის ზედა ნაწილი მთლიანად განადგურებულია. მიწის ქვეშ, გვირაბში კი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი რჩება. რუსეთმა ქარხანაში მყოფ სამხედროებს „მწვანე დერეფანი“ სამჯერ შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით – მათ იარაღი უნდა დაეყარათ და რუსებს ჩაბარებოდნენ.

მეტი...

რუსებმა რკინიგზის სადგური დაბომბეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში მატარებლის  რამდენიმე სადგური დაბომბეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაბომბილია  5 სადგური. უკრაინის მხარე ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი.  

მეტი...

რუსები უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები უკრაინელი ტყვეებით ვაჭრობენ. კერძოდ, როგორც პოდოლიაკი აცხადებს, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ. მიხაილო პოდოლიაკი ვიდეოსაც ავრცელებს,  რასაც ოკუპანტის ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს უგზავნიან. თუ ტყვეების დედები ჯარისკაცებს გამოსასყიდს არ გადაუხდიან, და ეს გამოსასყიდი 5 000 ევროა, მათი შვილი მოკვლით იმუქრებიან.

მეტი...

რუსები უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები უკრაინელი ტყვეებით ვაჭრობენ. კერძოდ, როგორც პოდოლიაკი აცხადებს, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ. მიხაილო პოდოლიაკი ვიდეოსაც ავრცელებს,  რასაც ოკუპანტის ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს უგზავნიან. თუ ტყვეების დედები ჯარისკაცებს გამოსასყიდს არ გადაუხდიან, და ეს გამოსასყიდი 5 000 ევროა, მათი შვილი მოკვლით იმუქრებიან.  

მეტი...

„ბრძოლა კიევისთვის მოგებულია“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინიდან დაბრუნებული ამერიკის სახელმწიფო  მდივანი ენტონი ბლინკენი ჟურნალისტებს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან შეხვდა. როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის დელეგაციას შორის შეხვედრა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და არაერთი საკითხი განიხილეს. ამერიკული დელეგაცია უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, მატარებლის ფანჯრებიდან ბევრი ვერაფერი ნახეს, თუმცა, კიევის ქუჩები სავსე იყო ომის სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებებით. „რუსული სისასტიკე ყოველდღე საშინელებებს მართებს ადამიანებს“, – აღნიშნა ბლინკენმა მედიასთან. მისივე თქმით, უკრაინამ კიევისთვის ბრძოლა მოიგო და ასეც იქნება.  

მეტი...

„სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინაში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინაში ჩასვლა შეაჯამა.  როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა,  რუსეთი ცდილობდა, საკუთარი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე დაემტკიცებინა. „რუსეთი ცდილობდა, უკრაინისთვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წაერთმია, თუმცა, ეს ჩაიშალა. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომის დანარჩენი ეტაპი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი“ – განაცხადა სახელმწიფო  მდივანმა ჟურნალისატებთან. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს მიატოვებს თავისუფლებისთვის და საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის მებრძოლ უკრაინას და…

მეტი...

„მადლობა აშშ-ს უპრეცენდენტო დახმარებისთვის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და შტატებს უპრეცენდენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის. „აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკი განმარტავს, მარალი დონის შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა უკრაინის თავდაცვის გაძლიერება,   ფინანსური მხარდაჭერაა, უსაფრთხოება და სანქციები რუსეთის მიმართულებით.

მეტი...

ვირუსით გარდაცვალება ისევ 0-ია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა – 1, იმერეთი – 9, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – 0, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 0, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 58 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 243 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.37%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 313. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.14%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 004.

მეტი...

უკრაინაში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ

უკრაინის გასაძლიერებლად, მხარდასაჭერად და თანამშრომლობის გამოსახატად, ამერიკის შეერთებული შტატებია სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინაში იმყოფებიან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის, სადაც თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები განიხილეს. ამერიკა უკრაინას დამატებით 322 მილიონ დოლარიან დახმარებას გამოუყოფს და დახმარების პაკეტი ეტაპობრივად გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ზელენსკისათან შეხვედრაზე გააჟღერა. გარდა აღნიშნულისა, აშშ ისევ გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან, რომ დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში. ასევე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე ოფიციალურად წარადგენს უკრაინაში ელჩად  ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზეა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის – ლოიდ ოსტინის განცხადებით კი ამერიკული…

მეტი...

ემანუელ მაკრონი მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩიეს

„მე ყველას პრეზიდენტი ვიქნები“ – აცხადებს მეორე ვადით არჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი. ის ამომრჩევლებს მადლობას უხდის და საფრანგეთის გაძლიერების პირობას დებს. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რომ  განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის“ – ასე მიმართა მაკრონმა ამომრჩევლებს. მისივე განცხადებით, მიღებული ხმები მას უდიდეს ვალდებულებას აკისრებს, რაც შესრულდება კიდეც. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას…

მეტი...

„კიევი ისევ დგას… ვაგრძელებთ დახმარებას“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი უწყვეტი იქნება.  „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“ – ასეთია ბაიდენის მთავარი გზავნილი. „2 თვე მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო. კიევი კვლავ დგას, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან.  ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დასაცავად“, – აცხადებს ბაიდენი. აღნიშნულის დასტურია იცი, რომ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში იმყოფებიან. ამერიკა უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს – სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა 

მეტი...

ამერიკა უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს – სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად მორალურ პასუხისმგებლობასაც იღებს და უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა  განაცხადეს. მათი განცხადებით, ამერიკელი დიპლომატები ქვეყანაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე მიიღეს.  ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადეს, რომ დამატებით, 713 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ. ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ისე ჩავიდნენ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ გავრცელებულა. მათი უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ქვეყანაში ჩავიდნენ.  

მეტი...