პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენს დახმარებისთვის მადლობას უხდის

​ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. „მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს და მთელ ამერიკელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხის მხარდაჭერის ლიდერობისთვის. ეს დახმარება, როგორც არასდროს, საჭიროა. ის იცავს ჩვენი დამცველების სიცოცხლეს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და გვაახლოებს ჩვენ უკრაინაში მშვიდობის აღდეგნასთან“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა, სადაც  უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 500 მილიონს ეკონომიკური მიმართულებით გამოუყოფს და ქვეყანაში 100 000 უკრაინელს  მიიღებს. აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის

მეტი...

ამერიკა რუსულ გემებს ამერიკულ ნავსადგურებში არ შეუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით  შეერთებული შტატები, მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. ,,არც ერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა ან რომელიც ეკუთვნის ან მოქმედებს რუსული ინტერესებით, აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება არ მიეცემა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.  

მეტი...

აშშ უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით დამატების 500 მილიონს გამოუყოფს დ 100 000 უკრაინელს მიიღებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონიანი დახმარების პარალელურად, 500 მილიონი დოლარის გამოყოფაც დააანონსა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული დახმარება ეკონომიკური მიმართულების იქნება. „გვაქვს განზრახვა, უზრუნველვყოთ დამატებით 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მთავრობისთვის. ეს ფული დაეხმარებათ მათ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის და რეგიონების დახმარებისთვის, რომელიც განადგურდა რუსების მიერ. გასულ თვეში, ევროპაში ყოფნისას გამოვაცხადე, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელს, რომელიც პუტინის ომის მანქანას გაექცნენ. უკვე მივიღეთ ათობით ათასი უკრაინელი აშშ-ში. დღეს მე ვაცხადებ ახალ პროგრამას უკრაინელებისთვის, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს, რომ ევროპიდან პირდაპირ აშშ-ში ჩამოვიდნენ. ეს უზრუნველყოფს უკრაინელებისთვის მიზანშეწონილ არხებს უსაფრთხო ლეგალური მიგრაციისთვის,…

მეტი...

აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ ისაუბრა. ,,დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას გადავეცით იარაღი და აღჭურვილობა რეკორდულ დროში. გავაგზავნეთ ათასობით ჯავშანსაწინააღმდეგო, ანტისარაეკტო სისტემები, ვერტმფრენები, უპილოტო აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები, სარადარო სისტემები. 50 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა. მხოლოდ აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მყოფ თითოეულ რუსულ ტანკზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დროულად გადაცემას და ვეხმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენ…

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთთან ტყვეების გაცვლა მოხდა. უკრაინულმა მხარემ 19 ადამიანი დაიბრუნა, მათგან ათი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერია. გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილებიც. რუსეთის ინფორმაციით კი, რუსეთმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.  

მეტი...

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც უკეთესი საქართველო ჩაიბარა“ – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი მმართველი გუნდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკეთესი საქართველო ჩაიბარა, ვიდრე სხვა მთავრობამ. „დღეს „ქართულ ოცნებას“ დაფუძნების 10 წლის იუბილე აქვს და თითქმის 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მართავდა ოთხი ხელისუფლება. არ შევჩერდები ზვიად გამსახურდიას მმართველობაზე, რადგან ის ძალიან მოკლე პერიოდს მოიცავდა და ძალადობრივად იქნა დამხობილი. ედუარდ შევარდნაძის მმართველობა მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და მაინც,  უმძიმესი სურათის მიუხედავად, მან  2003 წელს მიხეილ სააკაშვილს უკეთესი საქართველო გადააბარა, ვიდრე მემკვიდრეობით მიიღო. რაც…

მეტი...

გენერლებს, რომლებმაც სიმხეცე ჩაიდინეს, ბრიტანეთი სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაიწყო მუშაობა. გაერთიანებული სამეფოს  სანქციის შემდეგი ეტაპის სამიზნეები ძირითადად სამხედრო მაღალჩინოსნები იქნებიან. გენერლების გარდა, სანქციები შეეხებათ  ფიზიკური პირებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც რუსულ პოლიტიკას და  პუტინის ჯარს უკრაინაში მხარდაჭერას უცხადებენ. „ისინი განგებ ესხმიან თავს ჰოსპიტლებს, სკოლებსა და სატრანსპორტო ჰაბებს. დიდი ბრიტანეთი ურყევია უკრაინისადმი მხარდაჭერაში და პუტინსა და მის რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებაში. სანქციების ახალი ტალღა გენერლებსა და თავდაცვის კომპანიებს ურტყამს, რომლებსაც სისხლი აქვთ ხელზე“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი. ბრიტანულ სანქციებში მოხვდებიან:  რუსული არმიის მეთაური, „ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში“ მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი; საჰაერო-სადესანტო…

მეტი...

რუსეთი ლიეტუვის, ესტონეთის და ლატვიის საკონსულოებს ხურავს

რუსეთი  ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის- ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის  საკონსულოებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიეტუვის საკონსულოები სანქტ-პეტერბურგში და პსკოვში, ასევე ესტონეთისა და ლიტვის გენერალური საკონსულოები სანქტ-პეტერბურგში დაიხურება და მათი ყველა თანამშრომელი გამოცხადდება “პერსონა ნონ გრატად”. რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება  მიღებულ იქნა ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის და მხარდაჭერის გათვალისწინებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულოს თანამშრომლებმა  რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია განსაზღვრულ ვადაში.

მეტი...

გამოკითხულთა 64 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას-NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 22 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 7 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. 6 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის სხვა პარტიები, ხოლო 64 პროცენტი აცხადებს, რომ არც ერთი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით…

მეტი...

მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელოდებიან-NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით. კვლევის თანახმად, უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 16 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23%-დან 39%-მდე გაიზარდა). „მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრი უკრაინაში იმყოფება. დანიისა და ესპანეთის პრემიერები ომში მყოფ ქვეყანაში მხარდაჭერისა და ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდენ და საკუთარი თვალით ნახეს არსებული სისასტიკე. „შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეის ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს ესპანეთის პრემიერი სოციალურ ქსელში. პრემიერები, დღის ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან.

მეტი...

სანქციების ახალი ტალღა დიდი ბრიტანეთიდან

გაერთიანებულმა სამეფომ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც შეეხება სისასტიკის ჩამდენ გენერლებს, კერძო პირებსა და ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას. „რუსები მიზანმიმართულად უმიზნებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და სატრანსპორტო ცენტრებს მარიუპოლში და მის ფარგლებს გარეთ – ისევე, როგორც ეს გააკეთეს ჩეჩნეთსა და სირიაში“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში. ამასთან, საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ „დიდი ბრიტანეთი ურყევია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი და პუტინისა და მისი რეჟიმის პასუხისგებაში მიცემისას. დღევანდელი სანქციების ახალი ტალღა შეეხება გენერლებსა და თავდაცვის კომპანიებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ხელში“, –…

მეტი...

“საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი” შემცირებულია-Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, “საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი”  3.18-დან 3.07-მდე არის შემცირებული. დოკუმენტის თანახმად,  2,5-დან 2,25-მდე შემცირდა, საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. ამასთან შემცირებულია სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ჯგუფებისთვის. ანგარიშის თანახმად, 2.75-დან 2,5-მდეა შემცირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. “ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებით და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობაში,”- წერია ანგარიშში.  

მეტი...

პოლიციელი, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელი, რომლის შემთხვევით გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე  ბრალდებულმა ისარგებლა სიტყვით, მან აღნიშნა, რომ  მომხდარის გამო წუხს და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ბრალდებულმა ერიკ წურწუმიამ სხდომათა დარბაზში მოკლე კომენტარი გააკეთა. ,,სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი”- განაცხადა წურწმუმიამ. საქმის პროკურორის განცხადებით კი პოლიციელის კანონით გათვალისწინებული პირობის არარსებობის მიუხედავად, დეტექტივმა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი კუთვნილი იარაღი და მისი გამოყენებით შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ…

მეტი...

ლატვიამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ლატვიის პარლამენტმა, სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი  უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას. ლატვიის სეიმი მხარს უჭერს დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივას, გააერთიანონ ძალები უკრაინაში ჩადენილი რუსული სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით. ლატვიის სეიმი კატეგორიულად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. სეიმი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასაც მიმართავს და მოუწოდებს სასწრაფოდ დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომ მას სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცეს.  

მეტი...

„დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს” – პუტინი თავდაცვის მინისტრს დავალებას აძლევს

პუტინის ბრძანებით, „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი შეჩერებულია. მან თავდაცვის მინისტრს დაავალა, უკრაინულ მხარეს იარაღის დაყრა და ჩაბარება კიდევ ერთხელ შესთავაზოს. ამჟამად ქალაქში ვითარება მშვიდია. ეს საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ წესრიგის დამყარება. რაც შეეხება მათ ვინც იმალება ქარხანა „აზოვსტალში“, ქარხანა საფუძვლიანად არის ბლოკირებული. დაახლოებით 3-4 დღე დაგვჭირდება, რომ სამუშაო აზოვსტალშიც დავასრულოთ“ – უთხრა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პუტინს შეხვედრაზე. შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონებზე არამიზანშეწონილად მიმაჩნია. ვბრძანებ, რომ გააუქმოთ. ეს ისა შემთხვევაა, როცა განსაკუთრებულად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც…

მეტი...

„იქ დაახლოებით 1000 სამოქალქო პირი და 500 დაჭრილია“ – უკრაინა „ მწვანე დერეფანს“ ითხოვს  

უკრაინის ვიცე-პრემიერი რუსულ მხარეს მოუწოდებს, ქალაქ მერიუპოლში, კერძოდ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიიდან სასწრაფოდ უზრუნველჰყოს ე.წ. მწვანე დერეფანი. „რუსებისგან ვითხოვთ, სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“. იქ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ისინი ყველა უნდა გამოვიყვანოთ „აზოვსტალიდან“, – აცხადებს ვერეშჩუკი. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ უკრაინელ სამხედროებს, სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, იარაღი დაყრა და ჩაბარება შესთავაზა.

მეტი...

„ენერგეტიკულად, მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

​სემეკ-ის  თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“  ელექტროენერგიის მხრივ, რუსეთთან ქვეყნის დამოკიდებულებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები. მისივე შეფასებით, გაზაფხულზე ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ადგილობრივ მოთხოვნის სრულად უზრუნველსაყოფად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ და ენერგიის იმპორტი საჭირო არ იქნება. „ენერგეტიკულად მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები. ელექტროენერგიას ვიღებთ როგორც რუსეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კონკრეტულ თვეს, თუ რომელი ქვეყნიდან ვიღებთ ელექტროენერგიას დამოკიდებულია კონკურსის საფუძველზე – ფასზე, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ მარტში შედარებით გაიზარდა იმპორტი, უბრალოდ მარტი შედარებით ცივი თვე იყო და მაღალი მოხმარება იყო და ენერგიის იმპორტი ხდებოდა. ახლა,…

მეტი...

„ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რუსული ელექტროენერგიისგან უფრო დისტაცირდეს“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

​სემეკ-ის თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანა შეეცდება, დისტანცირება მოახდინოს. „იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის იმპორტზე რაღაც ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება, ან ა.შ. ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე უფრო მეტად დისტანცირდეს. უბრალოდ, როცა იაფი ენერგია არის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, უარი ვთქვათ და სხვა ქვეყნიდან უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ეს მერე ზეწოლას ტარიფზე ახდენს, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

შოიგუმ პუტინს მოატყუა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსულ ძალებს 3-4 დღე დასჭირდებათ მარიუპოლში ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის ასაღებად. კრემლში პუტინთან შეხვედრაზე, რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ თქვა, რომ “დარჩენილი ნაციონალისტები და უცხოური ბატალიონები დაბლოკილი” არიან ,,აზოვსტალის” ქარხანაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოუგუ იტყუება. ქალაქს ამ დრომდე იცავენ უკრაინული ჯარები. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ  მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და “აზოვის” პოლკმა მარიუპოლის პორტიდან 500-მდე სასაზღვრო მოსამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს და “აზოვსტალის” ტერიტორიაზე შეიყვანეს.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 7 პირი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა. ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი – 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ.…

მეტი...

ახალი სერვისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით – დავით ნარმანია „მედაცენტრ მთავარში“

„303#ok – სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება“ – აღნიშნულ თემაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ – დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე  კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა ხოლო, *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“. სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა და არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია…

მეტი...

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს – ზაზა ბიწაძეს, ალიკა ცაავას და არკადი კასრაძეს სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ. საქართველოს ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში სავარაუდოდ პარასკევს საღამოს, ხოლო დანარჩენი ორი ჯარისკაცის ცხედარს სავარაუდოდ შაბათს გადმოასვენებენ. უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.  

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც ექვსი წელი 16 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. „აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 მარტის N221866 ბრძანების…

მეტი...

,,NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა”- ჯო ბაიდენი

,,NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით,’’ – აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა. ბაიდენმა დასძინა, რომ უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა. „განცვიფრებული ვარ, რას აკეთებენ თქვენი დახმარებით, რჩევებისა და შეიარაღების უზრუნველყოფით, რასაც თქვენ აწვდით, NATO-ს სხვა წევრებთან ერთად. იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა.  

მეტი...

გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. “გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება,” – განაცხადა ბაერბოკმა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ გერმანიას სურს რუსული ენერგეტიკის იმპორტისგან სრულ დამოუკიდებლობის ეტაპობრივად მიღწევა.

მეტი...

,,ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის”- ჯეიმს აპატურაი

,,მადრიდის სამიტზე ველოდები, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ‘’– ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აპატურაის განცხადებით,  უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე როგორც  ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერ და ენერგო უსაფრთხოება. „როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ, როგორ შეუძლია საქართველოს უკეთესად უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ ამას…

მეტი...

მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება – მსოფლიო ბანკი

სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება“ – აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და ამ კრიზისს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან აკავშირებს. როგორც დევიდ მალპასი აცხადებს, მსოფლიოში სურსათი შემცირდება და პარალელურად, იმ ადამიანების შემოსავალიც, რომლებსაც არსებულ ფასებში მისი შესყიდვა შეეძლებათ. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება. დიახ, ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება.  მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება. მნიშვნელოვანია, მსოფლიოში სასუქისა და საკვების მიწოდების გაზრდა.“

მეტი...

„ველოდებით პასუხს, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ომში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტებთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს. მისი გზავნილი ორივე ქვეყანას უკვე გადასცეს. როგორც გაეროს წარმომადგენელი განმარტავს, გენერალურმა მდივანმა  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედარა მოითხოვა და შესაბამისი წერილი ორივე ქვეყნის წარმომადგენელს გადაეცა. როგორც გაეროში განმარტავენ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მას მერე იქნება, რაც ქვეყნებისგან პასუხს მიიღებენ.

მეტი...

მარიუპოლიდან ევაკუაციას დღეს ელოდებიან

უკრაინული მხარე შეეცდება, ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა დღეს მოახერხოს. გუშინ დაგეგმილი და ჩავარდნილი პროცესი სავარაუდოდ დღეს შედგება. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აკეთებს. ​მისი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების გეგმა ქალაქიდან 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდა. შესაბამისად, შეეცდებიან. პროცესი დღეს განახლდეს.

მეტი...

თურქეთი ფიქრობს, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებსაც ომის გაგრძელება სურთ

თურქეთის საგარეო მინისტრის შეფასებით, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება სურს. მისი შეფსებით, ეს ქვეყნები ფიქრობენ, რომ ამ გზით რუსეთი დასუსტდება. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნულთან დაკავშირებით „სიენენ თურქის“ ეთერში ისაუბრა. საგარეო მინისტრ დარწმუნებულია, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა, მსგავს  შეხვედრებზე საუბარი ჯერ ადრეა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავს.  

მეტი...

„როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება“ – ბორის ჯონსონი რუსეთთან საუბრის აზრს ვერ ხედავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. პრემიერის შეფასებით, საქმე გვაქვს ნიანგთან, რომელსაც ფეხი ყბებში აქვს მოქცეული. „,როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას შენი ფეხი მის ყბებში აქვს. ეს ის სირთულეა, რასაც უკრაინელები აწყდებიან”, – აცხადებს  ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, უკრაინა მზად არის,  ყველანაირი პირობის გარეშე, მოლაპარაკება მარიუპოლში გაიმართოს. ,,დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების სპეციალური ეტაპი სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი…

მეტი...

თეთრი სახლი კრემლს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს

უკრაინაში შეჭრისა და ჩადენილი სისასტიკის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს.  სანქციებში მოექცა მთავარი კომერციული ბანკი და 40-ზე მეტი ფიზიკური  და იურიდიული პირი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციებში მოხვდა  ,,კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის ,,მაინინგ” ინდუსტრიაში მუშაობს და მსოფლიოში სიდიდით მესამეა”. ასევე, შტატებმა 635 რუსეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  

მეტი...