პუტინის შვილები სანქციებში კანადამაც მოაქცია 

რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილებს სანქციები კანადამაც დაუწესა. კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვა, კანადაში შესვლა ეკრძალებათ. გარდა აღნიშნულისა, მათი კანადური ქონებაც გაიყინება. პუტინის ქალიშვილებს სანქციები ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მაც დაუწესა.  

მეტი...

ფაშინიანს რუსი სამშვდობოების იმედი აქვს და პუტინს ერთგულებას ეფიცება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. ფაშინიანმა პუტინს ერთგულების ფიცი დაუდო და დაარწმუნა, რომ მისი და რუსი სამშვიდობოების იმედი აქვს. „რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ეს მაამებლური განცხადება ფაშინიანმა პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით. რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, ასევე დსთ-სა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში“ – აცხადებს ფაშინიანი. მისივე შეფასებით, რუსი სამშვიდობოები მშვიდობის მნიშვნელოვანი გარანტია.…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიყინა

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებები გაყინულია. „ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი. სახეზეა, რომ მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე, მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა და თითქმის გაიყინა“, – აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით სტამბულში გაიმართა.  

მეტი...

უკრაინამ ტყვეები გაცვალა

ომში ჩართულ მხარეებს შორის ტყვეები გაიცვალა. ამჯერად, უკრაიაში 76 ადამიანი დაბრუნდა. „დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. სახლებში ბრუნდება 16 მშვიდობიანი მოქალაქეც. ეს იყო ტყვეთა მეხუთე გაცვლა. საერთო ჯამში, 76 ადამიანის“, – აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. დეტალები, რამდენი უკრაინელი რამდენ რუს ჯარისკაცსში გაიცვალა, არ კონკრეტდება.  

მეტი...

ხარკოვში საცხოვრებელი სახლის ეზო დაიბომბა

რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. არსებული ინფორმაციით,  საცხოვრებელი კორპუსის ეზო იმ დროს დაბომბეს ოკუპანტებმა, როდესაც იქ  ადგილობრივები იყვნენ შეკრებილები. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 და დაშავებულია ათობით ადამიანი. ოფიციალური პირების  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა რეაქტიული სარაკეტო სისტემებით განხორციელდა. მათი განცხადებით, პუტინს ხარკოვის განადგურება სურს.

მეტი...

მოსალოდნელი იერიში კიევზე

კიევის მერის ძმა, ვლადიმერ კლიჩკო რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს და დასავლეთის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს. ,,რუსეთი შეეცდება, უფრო უკრაინის დასავლეთისკენ წავიდეს, თუ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე კონტროლს დაამყარებს’’- განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ. კლიჩკო რუსული ძალების წინსვლაში დარწმუნებული არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ კიევზე იერიში, შესაძლოა კიდევ განმეორდეს. “ჩვენ ველით ყველაფერს, განსაკუთრებით დედაქალაქთან დაკავშირებით. თუ ქვეყანაში შეიჭერი, ცხადია, ქვეყნის დედაქალაქს უმიზნებ,“- აღნიშნა კლიჩკომ. მერის ძმამ, დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ქვეყნებს იარაღის გაგზავნისკენ მოუწოდა. “ჩვენ მხოლოდ იარაღით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ეს მკვლელობა და ჩვენი ინფრასტრუქტურის…

მეტი...

„არაორდინალური ვითარებაა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მიმდინარე თვეში, პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის,  თუმცა, მომავალში, რყევები იქნება. ცვლლებები კი დამოკიდებულია იმ ძვირად შემოსულ პროდუქტზე ხირბლის თუ ფქვილის სახით, რომლითაც საბოლოო პროდუქტი იწარმოება. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. „მინისტრმა დააანონსა, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ადგილობრივი ხორბლით უზრუნველყოფა. გასააქტიურებელია მუშაობა იმ მხრივ, რომ კონკურენტულ პირობებში ჩადგეს იმპორტირებულ ფქვილთან ადგილობრივი წისქვილკომბინატები. დღეს მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა. საჭიროა, სტრატეგიულად ამას უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ, რადგან წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანებს, რადგან წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6…

მეტი...

საქართველოს აშშ-ს დელეგაცია ეწვევა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ქვეყანას კონგრესმენები და სენატორები ეწვევიან. კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი. „დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა“, – ნათქვამია საელჩოს…

მეტი...

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია.  ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა “ცხელი ხაზის” მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად,”- აცხადებენ სუს-ში. ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.

მეტი...

,,ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა’’- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ხატია დეკანოიძემ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო. პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია. „ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ წასულა დღის წესრიგიდან. ნებისმიერ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ამის სრული უფლება აქვს. ოპოზიციიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი’’ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იმ ძირითად კომპონენტებზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების ცვლილება იქნება შესაძლებლი. ,, ჩემი წარმოდგენით, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი…

მეტი...

“ქვეყანაში ხორბლის ერთთვიანი მარაგი დარჩა” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ქვეყანაში ხორბლის როდენობა შემცირებულია და დაახლოებით ერთთვიანი მარაგი დარჩა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტზე ფასი მიმდინარე თქვეს შენარჩუნდება, თუმცა რა იქნება შემდეგ, რთული სათქმელია. „ყაზახეთიდან ხორბალზე შეზღუდვა დაწესდა. ყაზახური ხორბალი გაძვირდა კიდეც.  სტრატეგია დღეს უფრო გადართულია არა იმაზე, რა ფასად შეიძლება, ხორბალი გვქონდეს, არამედ იმაზე, რომ მარაგის მხრივ, ხორბალი სახელმწიფოებს ჰქონდეთ. დადებითი ის არის, რომ ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს და შეგვიძლია შემოტანა, თუმცა ფასის მხრივ მსოფლიო ტრენდს მივყვებით და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“ –…

მეტი...

რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციის“ შემდეგ ფაზას იწყებს – „სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ – აცხადებს ლავროვი

მიწასთან გასწორებული უკრაინის ქალაქებისა და ასობით მოკლული ადამიანის ფონზე, რუსეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ეს არაფერია და „სპეცოპერაციის“ შემდეგ ფაზას გახსნილად აცხადებს. „სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება. რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს“ – ასეთია ლავროვის გზავნილი, რომელიც ყველაფერში აშშ და ნატო დაადანაშაულა, რომლებიც პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივიდნენ. „სპეცოპერაციის რეალური მიზეზი არის მრავალი ქვეყნის თვითკმაყოფილება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით საკუთარ თავს გამარჯვებულები უწოდეს და საბჭოთა და რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე დაპირებების დარღვევით, ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება დაიწყეს. ეს ალიანსი იყო თავდაცვითი, როდესაც ნატო და ვარშავის პაქტი…

მეტი...

რუსეთი ომის გაჭიანურებაში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს

ოკუპანტ ქვეყანა ომის გაჭიანურებაში ისევ დასავლეთის ინტერესებს ხედავს და აცხადებს, რომ ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ. ამჯერად, განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. „უცხოური შეიარაღების რაოდენობის მიწოდების ზრდა თვალსაჩინოდ მიუთითებს მათ მიზანზე, მოახდინონ კიევის რეჟიმის პროვოცირება, რომ მათ იბრძოლონ ბოლო უკრაინელის დაღუპვამდე. სწორედ მათ ინტერესებში შედის მოქმედებების ხანგრძლივად გაგრძელება და დროის გაჭიმვა“, – აცხადებს შოიგუ აშშ-სა და დასავლეთის გასაგებად. ცოტა ხნის უკან, რუსეთმა კონრეტული თანხაც კი დაასახელა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად, აშშ-მა სერიოზული მოგება ნახა. რუსეთი „წუხს,“ რომ ზელენსკი დასავლეთმა მოატყუა

მეტი...

რუსეთი „წუხს,“ რომ ზელენსკი დასავლეთმა მოატყუა

ოკუპანტი ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეწუხებულია, რომ უკრაინა დასავლეთს ენდო, თუმცა, მოტყუვდა.  როგორც ლავროვი აცხადებს, პრეზიდენტი ზელენსკი გამოიყენეს. „ზელენსკის რომ ეთანამშრომლა და მინსკის შეთანხმებების განხორციელება ეცადა, კრიზისი დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა. დასავლეთმა უღალატა ზელენსკის. ვფიქრობ, მათ უბრალოდ გამოიყენეს ის რუსეთის წინააღმდეგ, ის შეცდა“ – აცხადებს ლავროვი ერთ-ერთ საერთაშორისო მედიასთან.  

მეტი...

დიდი წისქვილებიდან მხოლოდ 4 მუშაობს, მცირე წისქვილები გაჩერდა – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოში ხორბლის შემოტანა მინიმუმამდე შემცირდა. არსებულ პირობებში წისქვილკომბინატებს მუშაობა არ უღირთ და ერთმანეთის მიყოლებით იხურებიან. აღნიშნულ საკითხზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, „ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“, – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“. ასოციაციის დირექტორი მთავრობას მიმართავს და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას სთავაზობს. „მსოფლიოში…

მეტი...

დეტექტივი დააკავეს, რომლის შემთხვევითი გასროლით წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

წყნეთში, მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, დაკავებულია ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი დეტექტივი. „გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო…

მეტი...

აზოვსტალის ქარხანა ინტენსიურად იბომბება

უკრაინული მხარის ინფორმაციით აზოვსტალის ქარხანა ინტენსიურად იბომბება. როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს ოკუპანტები არავის და არაფერს ინდობენ. „ოკუპანტები ინტენციურ იერიშს ახორციელებენ „აზოვსტალის“ მიმართულებით. ასევე, ინტენსიურად, არტილერიით და ტანკებით უტევენ  მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელ სექტორს. არ ინდობენ არავის და არაფერს“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.  

მეტი...

ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი – 26, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.      

მეტი...

ვირუსით 342 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 329 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 460-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.36% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.  

მეტი...

უკრაინის ინფორმაციით, „შავი ზღვის ფლოტი“ „სპეცოპერაციაზე“ უარს აცხადებს

უკრანული მხარის ინფორმაციით, „შავი ზღვის ფლოტის“ შემადგენლობის ნაწილი უკრაინაზე იერიშის მიტანაზე უარს აცხადებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, რაც მათთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. „შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს აღწევს. ,, შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დაწერა მოხსენებები, ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ,“- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მეტი...

ამ ეტაპზე, ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა. „პრეზიდენტი წასვლას არ გეგმავს, ნება მიბოძეთ, უბრალოდ დავადასტურო ეს“, – განაცხდა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მედიასთან. ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაემგზავრება უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება წინასწარ, ვინ იქნება ეს პირი  და როდის შედგება ვიზიტი. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კიევში აშშ-ის საელჩოს მუშაობა, შესაძლოა განახლდეს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. „უპირობოდ, ეს არის ჩვენი მიზანი. აშკარაა, რომ ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფსაკიმ. გასულ კვირას, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ…

მეტი...

უკრაინაში სარაკეტო და საჰაერო დარტყმები გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში შეტევითი ოპერაცია მთელი ინტენსივობით გრძელდება. „მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე. ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები სრული ინტენსივობით გრძელდება. „დასავლეთის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გაძლიერდა. სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში რუსი აგრესორები ახორციელებენ შეტევით და თავდასხმით ოპერაციებს გარკვეულ ტერიტორიებზე,“ – აცხადებენ შტაბში.  

მეტი...

უკრაინაში ომის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე  სამსჯელოდ და გადაწყვეტილებების მისაღებად, გაეროში უშიშროების საბჭო იკრიბება. საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთადერთ საკითხს განიხილავს და ეს არის უკრაინა. უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრება.  ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებებიდან დღემდე, უკრაინას 4.9 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას აფარებენ თავს.  

მეტი...

“მე წავალ კიევში” – საფრანგეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება”, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  „ფრანს 5-თან“ ინტერვიუში. მისი შეფასებით, საფრანგეთი გეგმავს, რუსულ გაზსა და ნავთობს ემბარგო დაუწესოს. მისივე განცხადებით, უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის დადასტურების შემდეგ, პუტინთან არ უსაუბრია. „ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. მე მასთან მას შემდეგ პირდაპირი საუბარი არ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალში გავაკეთო.  წავალ კიევში მაშინ, როცა თან წავიღებ რამე სასარგებლოს. ამ სვლამ უნდა მოიტანოს ცვლილება“ – აცხადებს მაკრონი.

მეტი...

„მარიუპოლო არ დაცემულა“ – პენტაგონი

უკრაინაში ბოლო საათებში  მიმდინარე სისასტიკეს პენტაგონი აქტიურად აკვირდება. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს,  მარიუპოლი არ დაცემულა. „ვაკვირდებით, ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში. განსაკუთრებით აქტიურობაა მარიუპოლსა და მის მიმდებარედ. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად. მარიუპოლი არ დაცემულა, ის მედგრად დგას და იბრძვის“ – აცხადებს ჯონ კიბრი. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქციეს და სიცოცხლის სანაცვლოდ ჩაბარებას ითხოვენ. „მარიუპოლში, ალყაში  მყოფი სამხედროები არ ჩაბარდებიან, მათ დახვრეტენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

მეტი...

„ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის კამპანიას“ – თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის სისასტიკეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს,  ეს სისასტიკე მიმართულია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. „რუსეთმა დაიწყო ინტერვენციაზე, ომზე მეტი. ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ის დარტყმები, რომლებიც ბოლო საათებში ვნახეთ ლვოვზე, კიევის გარეუბნებზე, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი თვითმხილველებიც გავხდით ბუჩაში, ეს არის რუსების მხრიდან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკის კამპანიის, ტერორის კამპანიის ნათელი რეალობა“ – აცხადებს  ნედ პრაისი.  

მეტი...

„მარიუპოლში, ალყაში  მყოფი სამხედროები არ ჩაბარდებიან, მათ დახვრეტენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა,“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის მოწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყანა უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ დანებებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლი ალყაშია და სამხედროები ამ ეტაპამდე ოკუპანტის შემოტევებს იგერიებენ. „ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. იბრძვიან და იგერიებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება. რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ…

მეტი...