მაღაროში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ითხვისის მაღაროში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  ერთი დასაქმებული გარდაიცვალა.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია  შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები, რომლებიც მოკვლევას ატარებენ. გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლისაა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

„რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“ – ბიბილოვი რუსეთთან მიერთებაზე

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზე ისევ საუბრობს და ყველას ახსენებს, რომ რუსეთი მათი ისტორიული სამშობლოა. „ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ აბსოლუტურად მართებული იყო. ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს კარგად, მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მივდივართ მასთან, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი  ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი. მისივე შეფასებით, „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან გაერთიანდება. „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთში გაწევრიანდება როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა…

მეტი...

13 წლის დავით მაისურაძის „მშვიდობა“

დავით მაისურაძემ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით  პროტესტი საკუთარი შემოქმედებით გამოხატა.  დავითი 13 წლისაა, მერვე კლასის მოსწავლეა, აგვისტოს ომის პერიოდში დაბადებული ბავშვია. კარგად იცის ახლო წარსული, რაც საქართველომ გადაიტანა. ხედავს, რომ ანალოგიური ხდება უკრაინაში, იხოცებიან ადამიანები, ბავშვები. „მშვიდობა“ – ასეთია ერთი სიტყვით გამოხატული მისი პროტესტი, რომელიც მან სახატავ ფურცელზე გადაიტანა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს ქვეყანაში მომავალ კვირას გადმოასვენებენ

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული მებრძოლების საქართველოში მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, 20-21 აპრილს ჩამოასვენებენ. „წინასწარ ყველაფერი დალაგებულია, როგორ მოხერხდება მათი გადმოსვენება. დღეს დნეპროპეტრივსკიდან გადმოიყვანენ კიევში, სადაც ხვალ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, დასრულდება საბუთების გაფორმება და ყველა საჭირო ტექნიკური დეტალი დაზუსტდება კიდევ ერთხელ. ზეგ გამოემართება მანქანა ლვოვის და შემდეგ ვარშავის მიმართულებით. სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით შესრულდა, მოხერხდება მათი გადმოსვენება საქართველოში. ჯერჯერობით არ ველოდებით რაიმე შეფერხებას დიდი გზაა გასავლელი, შესაბამისად, ჯერ ზუსტად ვერ ვამბობთ გრაფიკს“ – აცხადებს ელჩი. შაგახსენებთ, რომ უკრაინაში, გუშინ კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

ხარკოვში სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი მესაზღვრე დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაიჭრა  რუსული ჯარების მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაბომბვის შედეგად. “დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულაში გადიან მკურნალობას. რუსული დაბომბვის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი”, – განაცხადა სინეგუბოვმა.  

მეტი...

„დღეს ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით’’ – ირინა ვერეშჩუკი

„დღეს, ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა.  ამავდროულად, ოფიციალური კიევი ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად,’’- აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. მისი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფნების აღდგენა აუცილებელია. „დღეს, 17 აპრილს, დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად. ამიტომ, დღეს, სამწუხაროდ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით.  ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. რც შეეხება მარიუპოლს, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.  

მეტი...

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით 50 მილიონ ევროს (54 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი- 45 მილიონი ევრო ჰუმანიტარული პროექტებისთვის უკრაინას გადაეცემა,  5 მილიონი ევრო  კი მეზობელ მოლდოვას. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაფინანსება მოხმარდება „ყველაზე აქტუალური ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორიცაა – გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება, უსაფრთხო სასმელ წყალი და ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტები.

მეტი...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

9 დეპუტატისგან შემდგარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკსა და დეპუტატებს შეხვდნენ. მათ ასევე მოინახულეს, ქალაქები – ბუჩა და ირპენი. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.  

მეტი...

,,რუსეთი – ქვეყანა, რომელიც ადამიანების მკვლელობით იღებს სიამოვნებას“ – ლევან იოსელიანი

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში წასული საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა დეპუტატებმა, ომის შედეგად განადგურებული ქალაქების შესახებ მედიასთან ისაუბრეს. დეპუტატების განცხადებით ბუჩასა და ირპენში არსებული მდგომარეობაზე საუბარიც კი უმძიმთ, იმდენად რთულია ადგილზე არსებული ვითარება. ,,იმის აღწერა ენით შეუძლებელია, რაც აქ ვნახეთ.  რუსეთის ფედერაცია არის ქვეყანა, რომელიც უდანაშაულო ხალხის მკვლელობით იღებს სიამოვნებას’’- აცხადებს ლევან იოსელიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე კი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შემდეგნაირად აფასებს:  ,,ძალიან ბევრი ადამიანური დანაკარგია, ქალაქები ცარიელია, აქ პირდაპირ ჩანს ომის კვალი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოშიც დატოვა’’. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში პარასკევს გაემგზავრა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით…

მეტი...

მიკოლაევის მაცხოვრებლები სასმელად მდინარის წყალს იყენებენ

დაზიანებული მილსადენის გამო, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში მოსახლეობა უკვე ოთხი დღეა, სასმელად  მდინარის წყალს იყენებს. მილსადენი რამდენიმე დღის წინ საომარი მოქმედების შედეგად დაზიანდა და ამ დრომდე მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ვიტალი კიმის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება, თუმცა  წყლის პრობლემა მალე მოგვარდება. მიკოლაივი რეგულარულად იბომბება რუსული ძალების მიერ, მაგრამ ამ დრომდე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ.

მეტი...

უკრაინაში ომს 200-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად უკვე 202 ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 563-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. განცხადების თანახმად, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რეალური რაოდენობის დასადგენად.  

მეტი...

რუსეთი უკრაინაში იარაღს ბელორუსიიდან აგზავნის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, შეიარაღების გადასროლაც  სწორეთ აღმოსავლეთში  ხდება. „რუსული ძალები აგრძელებენ ბელორუსიიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით საბრძოლო  და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას. საუბარია ხარკოვსა და სევერდონეცკის მიმდებარე ტერიტორიებზე. რუსეთის მთავარი სამიზნეა, უკრაინამ უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე  და განამტკიცოს საკუთარი რეგიონალური დომინირება“ – განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ 21 წლის მებრძოლ, ნიკა შანავას დღეს  საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოკუპანტების მიერ მოკლული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად, დილიდან მოქალაქეები ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიდიან. 21 წლის გმირი კარპატსკი სიჩის ბატალიონის ქართულ დანაყოფში მსახურობდა, რომელმაც მოახერხა და პოზიციები არ დათმო არც შეტაკებების სტადიაზე და არც მას შემდეგ. ქართველი მებრძოლი რუსული ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. უკრაინაში დაღუპულ კიდევ სამ მებრძოლს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ. მათ კიევის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომს 9 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მეტი...

რუსეთი ზელენსკის ორ პირობას უყენებს

ოკუპანტი ქვეყანა უკან დახევას არ აპირებს.  მას არც მსოფლიო სანქციები აშინებს და პრეზიდენტს ზელენსკის ორ მოთხოვნას უყენებს. უკრაინის მისამართით წაყენებული პირობა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააჟღერა. „პირველი –  პრეზიდენტმა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან. მეორე – დააფიქსიროს შეთანხმების საფუძველზე ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ ვალდებულება, ასევე ვალდებულება დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებს დუმის სპიკერი.  

მეტი...

‘’მჯერა, უკრაინაში ვიზიტით ორ ხალხს შორის მეგობრობა გაღრმავდება“ – თეა წულუკიანი

​‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მე მინდა თითოეულ დეპუტატს, რომელიც ამ დელეგაციაშია, მათი ხელმძღვანელის ბატონი შალვას მეთაურობით, ვუთხრა მადლობა ამ ნაბიჯისთვის და რა თქმა უნდა, ველოდებით მათ მშვიდობიან დაბრუნებას“ – აცხადებს  კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მისივე შეფასებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის  ვიზიტი ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს. „მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული არამხოლოდ მეგობრული ნაბიჯი იქნება, არამედ ვიზიტი, რომელიც უფრო გაამყარებს ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ან პოლიტიკური სხვადასხვა პოზიციები ვერ დააზიანებს“, – განაცხადა წულუკიანმა.  

მეტი...

ვირუსით 115 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 018 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 272 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.43%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 044-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.23%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.

მეტი...

„მოსახლეობის დაღუპვა და მარიუპოლის თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოს ხდის რუსეთთან მოლაპარაკებებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ქალაქ მარიუპოლზე და უფრო მეტი რუსული დანაშაულის აღმოჩენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შემდგომ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის, „ჩვენი მოქალაქეების განადგურებამ მარიუპოლში, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, შეიძლება მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს ბოლო მოუღოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისივე შეფასებით, სანამ რუსეთი აგრძელებს ომის ესკალაციას და უფრო აშკარაა რუსული ომის დანაშაული არ იქნება მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა, – აღნიშინა პრეზიდენტმა.  

მეტი...

ევროკავშირი რუსულ ბანკებს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი გეგმავს სანქციების დაწესებას რუსეთის უმსხვილეს კრედიტორ „სბერბანკსა“ და სხვა რუსულ ფინანსურ ფირმებზე. ინფორმაციას, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „ჩვენ უფრო მეტი ყურადღებით ვადევნებთ თვალს საბანკო სექტორს, განსაკუთრებით სბერბანკს, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს“, – განუცხადა ფონ დერ ლეიენმა ,გაზეთ Bild am Sonntag-ს სანქციების მეექვსე რაუნდის შესახებ კითხვაზე.

მეტი...

რუსებმა უკრაინელებს წამზომი ჩაურთეს და დანებებისთვის დრო 13:00-მდე მისცეს

06:00 საათიდან 13:00 საათამდე – ეს სწორედ ის დროა, რაც რუსულმა მხარემ უკრაინელებს დაუწერა იარაღის დასაყრელად და ჩასაბარებლად. ეს ხდება დღეს, კვირას, ბზობის დღესასწაულზე უკრაინაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ ჯარს, რომლებიც  ალყაშემორტყმულ მარიუპოლში იბრძვიან, ულტიმატუმს უყენებს. რუსული მხარის ინფორმაციით, გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან. მარიუპოლი რამდენიმე კვირაა ალყაშია. უკრაინული ჯარები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში, ალყაში იმყოფება. „ძალიან მძიმე ვითარებაა, ჯარისკაცები ბლოკირებულები არიან, დაჭრილები ვერ გამოგვყავს“ – ზელენსკი მარიუპოლზე

მეტი...

ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში იარაღი გადაჰქონდა  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჯარებმა უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც დასავლეთისგან მიწოდებული იარაღით იყო დატვირთული. „ოდესის რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს უკრაინული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მიწოდებული დიდი ოდენობით იარაღი გადაჰქონდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.  

მეტი...

„ძალიან მძიმე ვითარებაა, ჯარისკაცები ბლოკირებულები არიან, დაჭრილები ვერ გამოგვყავს“ – ზელენსკი მარიუპოლზე

„მარიუპოლში ძალიან მძიმე ვითარებაა. ბლოკირებული არიან ჩვენი ჯარისკაცები, ბლოკირებული არიან დაჭრილები“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენკი და დასძენს რომ რუსები უკრაინელებისგან დანებებას ითხოვენ. „ჰუმანიტარული კრიზისია, არც საკვები, არც წყალი, არც მედიკამენტები, მაგრამ ბიჭები თავს იცავენ. მხოლოდ მადლიერება საკმარისი არაა, რადგან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.  მარიუპოლის საკითხზე მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იქნებოდა. გვინდოდა დაჭრილების, ჩვენი ქალებისა და ბავშვების გაყვანა, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა“, -აცხადებს პრეზიდენტი. უკრაინული მხარე კონტაქტზეა ქარხანაში მყოფ ჯარისკაცებთან, თუმცა, შედეგი არ არის. „მათ იციან, რომ დღემდე ყველაზე მძლავრ მისიას ასრულებენ. ამიტომ, მტერი მათ ისე…

მეტი...

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას –  ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა სწორედ ის თარიღია, როცა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას – ბაიაობას, ანუ ბზობას აღნიშნავს. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლი ტაძრებში ბზის ტოტებით მიდია, სადაც მას აკურთხებენ. ტაძრების დიდ ნაწილში კი ნაკურთხი ბზა უფასოდ რიგდება. ბზა სიმბოლოა უფლისთვის მიგებებისა. „მედიაცენტრი მთავარი“ ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ბზობის დღესასწაულს.  

მეტი...