„ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართველ დეპუტატებთან ერთად, საკუთარი თვალით ნახა ოკუპანტების მიერ სასაფლაოდ ქცეული ირპენი და ბუჩა. შალვა პაპუაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ყველაფერი გავლილი აქვს. „მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. ქართველები ის ხალხია,…

მეტი...

ქართული დელეგაცია ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

უკრაინაში  მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრები უკრაინის რადა თავმჯდომარესთან ერთად, განადგურებულ ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა. სტეფანჩუკმა მათ სწორედ ის ტერიტორიები დაათვალიერებინა, სადაც ოკუპანტებმა სისასტიკე ჩაიდინეს და მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს. „ჩემს კოლეგასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფებით ქალაქ ირპენში. ჩვენ უკან არის კულტურის სახლი.  ხედავთ, ის იყო სამხედრო ობიექტი, სადაც რუსების სამხედრო ნაწილებს სურდათ შეღწევა. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ არაერთი ლოკაციაზე მოგვენახულებინა, ეს არის ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც ვნახეთ სამარხები, სადაც ახლა უცხოელი კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს უკრაინაში ჩამოსვლისთვის, რადგან ყოველთვის უკეთესია…

მეტი...

რადაში ქართულ-უკრაინული შეხვედრა დასრულდა

უკრაინის რადას თავმჯდომარე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს კარგი ჟესტია სამომავლო თანამშრომლობისთვის. „მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან. განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. მსურს დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან…

მეტი...

უკრაინაში კიდევ 2 მებრძოლი დაიღუპა

დღეს, უკრაინაში 3 მებრძოლი დაიღუპა. ერთი მებრძოლი დილით დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით. ერთი დაჭრილი მებრძოლი კი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. უკრაინა-რუსეთის ომს სულ 9 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი,  ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, დავით გობეჯიშვილი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველო დაიღუპა

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველო დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი  სამხედრო, არკადი კასრაძე დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა მეორე ჯარისკაცი, ზურა მუშუქია. ინფორმაციას ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ…..დიდება გმირებს“- წერს ვანო ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ჩამოსვენებული ერთი მებრძოლი დღეს დაკრძალეს, მეორეს კი ხვალ, ასევე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს დავით მენაბდიშვილის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

მეტი...

დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან . “მიშას სექტორის” წევრებმა აქციის გამართვა სცადეს, თუმცა მათ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები დაუპირისპირდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ოცნების ოფისს განარიდა.  

მეტი...

„არ მაინტერესებს, ვინ სად წავიდა, რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე ჩვენს ხალს ვესაუბრები განვითარებაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს. არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა,  „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და აცხადებს. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, მათ შორის, სამოქალაქო ომმა,  აღარ განმეორდება. „ომის პარტიას“ და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, რომ  ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, მათ შორის, სამოქალაქო…

მეტი...

„დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია“ – პრემიერი

„დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით. მისი თქმით, მთავრობა არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში პროვოკაცია მოაწყოს.  

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია რადაში შეხვედრას მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს. „ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ქართული დელეგაცია ამ წუთებში რადაში იმყოფება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან. საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს „სიურპრიზი“ მოუწყო და კიევში დამოუკიდებლად, გიორგი მარგველაშილთან ერთად ჩავიდნენ. გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ ერთად უკრაინაში ჩავიდა

მეტი...

ბორის ჯონსონს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფედერაციის ტერიტორიაზე  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი. ბორის ჯონსონთან ერთად,  რუსეთში  ვერ შევლენ: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესი და კიდევ 10 ბრიტანელ პოლიტიკოსი. როგორც კრემლში განმარტავენ, რუსეთმა გადაწყვეტილება ბრიტანეთის მტრული პოლიტიკის გამო მიიღო.

მეტი...

„არავინ იცის სად დაეცემა, ან ვის მოკლავს“ – მიხაილო პოდოლიაკი  

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის ქალაქები ყოველ ღამე იბომბება. პოდოლიაკის შეფასებით, კარგია რომ ეს ბომბების ცვენის ხმა დანარჩენ ევროპას არ ესმის, „52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განგაშისა და რაკეტების საშინელ ხმას. არავინ იცის, თუ  სად დაეცემა ისინი და ვის მოკლავს.  ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით. არავინ იცის სად დაეცემა ეს ბომბები და ვის მოკლავს. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები“,- განაცხადა პოდოლიაკმა.  

მეტი...

ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ბირთვული იარაღის საფრთხეებზე საუბრობს და მსოფლიო ლიდერებეს აფრთხილებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა  მზად უნდა იყოს ამ რეალობისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს  შესაძლებლობა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში, რადგან, მისთვის ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელობას არ წარმოადგენს.

მეტი...

უკრაინამ ლვოვის რეგიონში რუსული საკრუიზო რაკეტები ჩამოაგდო

ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინულმა საზენიტო სისტემებმა  რუსული საკრუიზო რაკეტები ჩამოაგდეს, რომლებიც შაბათს დილით ლვოვის რეგიონისკენ გაისროლეს. „16 აპრილის დილას, რუსი ოკუპანტების SU-35 თვითმფრინავებიდან ლვოვის რეგიონში რაკეტები გაისროლეს“, – განაცხადა რეგიონის სამხედრო გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფებმა  დასავლეთით საზენიტო-სარაკეტო იარაღის გამოყენებით ოთხი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. კოზიცკი თქმით, რუსული თვითმფრინავი, რომელმაც რაკეტები გაისროლა, მეზობელი ბელორუსის ბარანოვიჩის აეროდრომიდან აფრინდა.

მეტი...

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს დავით მენაბდიშვილის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება. დღეს ქართველ გმირს დავით მენაბდიშვილს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გარდაცვლილი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად დილიდან სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეები და  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები იკრიბებიან. 49 წლის სამხედრო დავით მენაბდიშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვთან, ქალაქ იზიუმში  ემსხვერპლა. გარდაცვლილი კარპატსკი  სიჩის ბატალიონში ირიცხებოდა. რაც შეეხევა ნიკა შანავს, მას ხვალ დაკრძალავენ. მენაბდიშვილი და სანავა  9 აპრილს,  დანაყოფთან ერთად წარმატებული ოპერაციიდან ბაზაზე ბრუნდებოდა, როდესაც რუსულმა არმიამ ტერიტორია დაბომბა. რის შედეგადაც,  ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ. რუსეთ-უკრაინის ომს ექვსი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე უკრაინაში რჩება კიდევ…

მეტი...

„გინდ ყაზახეთთან ისაუბრე და გინდ რუსეთთან“ – ხორბალზე ფასი ყაზახეთმაც გაზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე გაზრდილი მოთხოვნის პროპორციულად, ფასი ყაზახეთმაც გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი არაერთი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ხელმიუწვდომელი, ქვეყნები ყაზახეთის ბაზრისკენ გადაერთნენ, რამაც ფასებზეც იმოქმედა. „დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არსებული მარაგების დიდი ნაწილი უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლითა და ხორბლის ფქვილით ივსება. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო ახალი ბაზრის მოძიების საჭიროების წინაშე დადგა“ – აღნიშნა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე შეფასებით, ყაზახეთიდან ფქვილის შეძენა საბოლოოდ მაინც გამოიწვევს პურის ფასის გაზრდას. „გინდ ყაზახეთთან ისაუბრე და გინდ რუსეთთან ფასები ერთნაირია. ფასი ყაზახეთმაც გაზარდა“ – „პურის მრეწველთა…

მეტი...

პურის ფასი შესაძლოა, 1.50 ლარით განისაზღვროს 

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ზოგიერთი დასახელების პურის ფასი გაიზარდა, ფასნამატი დაახლოებით 10 თეთრს შეადგენს. არსებობს რეალური მოლოდინი იმისა, რომ პურის ფასი კიდევ გაიზრდება და 1.50 ლარი გახდება. თუმცა, ეს დამოკიდებულია შემოტანილი ფქვილის ფასზე. პურის ფასის ცვლილება რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რაზეც „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ დეტალურად ისაუბრა. მალხაზ დოლიძის განმარტებით, საქართველოში წარმოებული ხორბალი არსებული ბაზრის მხოლოდ 10-15 % აკმაყოფილებს, დარჩენილი მარაგის შევსება კი იმპორტირებული პროდუქტით ხდება. „ძალიან ბევრი მეწარმე რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე იყო დამოკიდებული. მარტის ბოლოს 50 კილოგრამიანი პურის ფქვილის ტომარა 65-70 ლარი ღირდა, საბაჟოს გახსნის  შემდეგ…

მეტი...

პურზე ფასის ცვლილება მაისის შემდეგ იგეგმება

„თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე“ – აცხადებს „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ დოლიძემ იმ ძირითადი მიზეზები განმარტა, რაც პურის ფასზე გავლენას ახდენს. „როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს? ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა. ყველაფერი გაძვირდა – წყალი, მარილი, საფუარი, საწვავი და სხვა, რაც ფურის ფასზე მოქმედებს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მეტი...

„არ ვამბობ, რომ ფასი ისე გაიზრდება, როგორც შაქარზე, ცხიმზე, პურზე ფასი შესაძლოა 0.20 თეთრით შეიცვალოს“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირზე ფასების ცვლილების საკითხზე ისაუბრა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველაფერზე მომატებულია ფასი, რისგანაც ფური იწარმოება, შესაბამისად, პურზე ფასის გადახედვაც მოხდება. „მარტის ბოლოს, 50 კილოგრამიანი პურის ფქვილი 65-70 ლარი ღირდა, მას შემდეგ კი 75 ლარი გახდა. ანუ, ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილის ღირებულება კი 80 ლარია. ამას თუ დავუმატებთ გადასახადს – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტრიბუციის, ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებში და დღის წესრიგში დადგა ფასწარმოქმნის გადახედვის საჭიროება.  არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა, უსაშველოდ,…

მეტი...

ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი – 15, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.  

მეტი...

ვირუსით 346 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 703 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 346 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.98%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 929. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684.    

მეტი...

ნაპოვნია 900 მოკლული ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ნაწილობრივ გათავისუფლდა, 900 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ყველა მათგანი  სამოქალაქო პირია. როგორც რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. „საუბედუროდ, ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს. ყველაზე მეტი ცხედარი აღმოჩენილია გათავისუფლებულ ბუჩაში“, – აცხადებს  ნებიტოვი.

მეტი...

რა შემთხვევაში გაიზრდება პურის ფასი?!

რამდენიმე დღეა, პურის გარკვეულ სახეობაზე ფასი გაიზარდა, მატება დაახლებით 0.10 ლარია. დაანონსებული მოლოდინი, რომ მაისამდე პურზე ფასი არ გაიზრდება, ნაწილობრივ გამართლდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, ფართო მოხმარების პურზე ფასი გაზრდილი არ არის, თუმცა ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ და ზეგ. აღნიშნულ თემაზე, „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. 11:00 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.  

მეტი...

ზელენსკი ჯო ბაიდენს სთხოვს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს, რუსეთი იყო. კერძოდ,  მისი ტერორისტების სპონსორ ქვეყნად აღიარება. როგორც ამერიკული პრესა წერს, ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნოდა. მან  ჯო ბაიდენს სთხოვა, იფიქროს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენის პასუხი კი იყო რომ ის იფიქრებს რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებსა და შემაკავებელ მექანიზმებზე.

მეტი...

„რუსეთისთვის ფულის გადახდა დემოკრატიის განადგურებაა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ მიმართავს და ახსენებს, რომ რუსეთისთვის ფულის გადახდა და ოკუპანტ ქვეყანასთან რუსული ფულით ვაჭრობა დემოკრატიის განადგურებას ნიშნავს. „დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რომ რუსეთისთვის ფულის გადახდა ენერგორესურსებისთვის არის ნამდვილად ფულის გადახდა დემოკრატიის განადგურებისთვის“, – ასეთია პრეზიდენტის მორიგი გზავნილი. პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე სამყარო ევროკავშირი არის უკრაინის გზა და  კითხვარის შევსება, რომელიც საწყისი ეტაპია ამ დიდ გზაზე, უკვე დაწყებულია. პრეზიდენტის განცხადებით, კითხვარის ნაწილი შევსებულია.  

მეტი...

„ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბრძოლის ველზე უკრაინელების ბრძოლისუნარიანობაზე“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„პერიოდულად ხედავთ მედიაში, უკრაინულსა და დასავლურში, შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ომი. ზოგი ამბობს რამდენიმე კვირას, ზოგი რამდენიმე წელს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთზე გავლენის მქონე ინსტრუმენტების ეფექტურობა, რომელსაც იყენებს უკრაინა და მთელი ჩვენი ანტისაომარი კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და სანქციები რუსეთის მისამართით. „მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის ოდენობაზე. თუ ვინმე მეუბნება – ერთი წელი ან წლები, მე ვპასუხობ: შენს ხელშია, ომი გაცილებით ხანმოკლედ აქციო. რაც უფრო მეტს და სწრაფად მივიღებთ ყველა იმ იარაღს, რომელიც მოვითხოვეთ, მით უფრო გაძლიერდება…

მეტი...

გერმანიის მორიგი დახმარება უკრაინისკენ მიემართება

პრეზიდენტს ზელენსკის მიმართვა გერმანიის მიმართ, გათვალისწინებულია. გერმანიის მთავრობის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში, უკრაინა გერმანიისგან სოლიდურ სამხედრო დახმარებას მიიღებს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, საუბარია 1 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომელსაც გერმანიის მთავრობა მალე დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას რამდენიმე დღის თხოვნით მიმართა, მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების შესახებ.  

მეტი...

გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ ერთად უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფება. მასთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები – ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო. „უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ უკრაინაში წარმოდგენილი იყოს მაღალი დონის წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, კიდევ ერთხელ აჩვენოს მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით. გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი…

მეტი...