დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.  სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა, რომლიც მოდულიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ…

მეტი...

პუტინის განცხადებით, ევროპას რუსული გაზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს, რომ მათ, რუსეთის გარდა სხვა გზა არ აქვთ და თუ ნავთობის მომარაგების ალტერნატიული წყაროების ძიებაზე გადავა, ეს მისთვის მტკივნეული იქნება. „რეალობა ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე, ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების გონივრული ჩამნაცვლებელი არ არსებობს. ბაზარზე არ არის როგორც სათადარიგო მოცულობები, ისე სხვა ქვეყნებიდან მიწოდების შესაძლებლობა. აშშ-დან გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდება“, – აცხადებს პუტინი. მან რამდენიმე კვირის უკან გაცემული ბრძანებაც გაიხსენა, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებს“ ეხება. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, ე.წ. არამეგობრული ქვეყნების ბანკები თანხის გადაცემას აყოვნებდნენ. შეგახსენებთ, რომ პუტინმა „არამეგობარი ქვეყნებისთვის“ სანქცია…

მეტი...

„ბიჭს უნდა, რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს“ – არესტოვიჩი პუტინზე

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის აფეთქება რუსეთის ინტერესებშია. „ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს“ – აცხადებს არესტოვიჩი. მისი შეფასებით, მსგავს სისასტიკეს პუტინს მსოფლიო არ აპატიებს. „დავუშვათ, ააფეთქეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შემდეგ რა ხდება? აუფეთქებენ საპასუხოდ, ან აამოქმედებენ ისეთ ძალას, რომლებსაც ვერ  გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი. დასავლეთი, დაინახავს რა დაკვამლიანებულ ნანგრევებს დაარტყამს ჯარს ან რომელიმე ქალაქს. მთელი მსოფლიო გამონაკლისის გარეშე გაიგებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ შეჩერდება“, – აცხადებს არესტოვიჩი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს…

მეტი...

ქართული ლოკოკინა ევროკავშირის ბაზარზე

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა. ევროკომისიის (ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU2022/34 რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკრაინაში გაემგზავრნენ. დელეგაციაში 8 დეპუტატი იმყოფება. 3 წევრი – საპარლამენტო უმრავლესობიდან, 5 – ოპოზიციიდან. შემადგენლობა კი ასეთია:  პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ ისინი უკრაინაში სამძიმრის სათქმელად ჩადიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.  

მეტი...

​სუს-მა „ნაციონალების“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ნაციონალები“ უკრაინაში პროვოკაციას გეგმავდნენ. გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დრეს, გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა, რომ „ნაციონალები“ უკრაინაში პროვოკაციებს გეგმავდნენ. „სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ნაციონალები“ პროვოკაციებს გეგმავდნენ“ – გიო ვოლსკი    

მეტი...

იმპორტირებული შოკოლადში სალმონელა არ დადასტურდა

უცხოეთიდან მიღებულ შეტყობინებაზე, რომ გარკვეული სახეობის შოკოლადში შესაძლოა სალმონელა ყოფილიყო, საქართველოში კვლევა ოპერატიულად დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, კვლევა დასრულდა, თუმცა, სალმონელა არ გამოვლინდა. „მიმდინარე წლის 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ“ – აცხადებენ უწყებაში. მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო. დღეის მდგომარეობით,…

მეტი...

„სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ნაციონალები“ პროვოკაციებს გეგმავდნენ“ – გიო ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პროვოკაციებს გეგმავდა. მისივე თქმით, ყველაფერი დადგენილია და ქართულმა სპეცსამსახურმა ინფორმაცია უკრაინულ სპეცსამსახურს გადაუგზავნა. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, სხვადასხვანაირად არის შეფასებული.  ზოგი ამბობდა, რომ გაუწბილდათ მოლოდინები და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, პოლიტიკური მოსავალი ვერ აიღეს, რასაც აპირებდნენ. არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც იყო საუბარი.  დადასტურდა, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებული და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა…

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სამძიმარზე დღეს ჩადის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს ჩავა. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიას დაუდასტურა. „საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასში ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენს მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ.  ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლები ამ დელეგაციაში.  ქვეყანა საომარ ვითარებაშია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, რომ მთელი დღე შეხვედრებს დაეთმოს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“,- განაცხდა არჩილ  თალაკვაძემ მედიასთან.  

მეტი...

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 3700 ადამიანი თავში დამიზნებითაა მოკლული

უკრაინაში აღმოჩენილ ათასობით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ამ ეტაპზე, 3700 შემთხვევაში, სადაც ექსპერტებმა იმუშავეს, დადგინდა, რომ ისინი თავის არეში, დამიზნებით არიან მოკლულები. როგორც უკრაინის პროკურატურაში აცხადებენ, ყველა დასახლებასა და ყველა სახლში შესვლა შეუძლებელია. ამიტომ, ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რაც ამ დრომდე შეისწავლეს. ექსპერტიზაში კი ფრანგი ექსპერტები არიან ჩართულები. მოკლულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო პირები, კერძოდ კი, ქალები და ბავშვები არიან.  

მეტი...

დოკუმენტი გასაჯაროვდება – გადაწყვეტილება მიღებულია

369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც საწყისი ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საჯარო გახდება. საუბარია კითხვარზე, რომელიც ქართულ მხარეს რამდენიმე დღის უკან მიიღო და რომელიც საწყისი ეტაპია ე.წ. ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა დღეს გაიმართა. როგორც საგარეო მინისტრმა მედიასთან განაცხადა, დოკუმენტი საჯარო იქნება. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადებაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბარება. ჩვენთვის ცნობილია რომ არის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ…

მეტი...

198 მოკლული ბავშვი და 355 დაშავებული

რუსეთის სისასტიკის შედეგები უკრაინაში ყოველ დღე მზარდია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურის ავრცელებს, დაიღუპა 198 ბავშვი და დაჭრილია  355. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უწყების ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგანაც, ყველა დასახლებულ პუნქტში და ყველა სახლში შესვლა ამ დრომდე შეუძლებელია. ის ტერიტორიები რომელიც დღემდე რუსის ჯარის ალყაშია, ვერ კონტროლდება. სახეზეა ის, რომ სადაც ხდება შესვლა,  ახალ-ახალ ცხედრებს ნახულობენ.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას მორიგ დახმარებას უგზავნის

24 სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანა; 50 ტონა გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა და სხვა სამედიცინო ინვენტარი – ეს სწორედ ის ტვირთია, რასაც უკრაინა საფრანგეთისგან მიიღებს. როგორც პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, უკრაინას საფრანგეთს მხარდაჭერა ყოველთვის ექნება, თუმცა, მთავარია ომი შეჩერდეს.  

მეტი...

„ბევრმა მომილოცა, მაგრამ არ ვიღებ ამ მოლოცვას, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ“ – მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც მისი შილის მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასამართლომ 16 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც შვილმკვდარმა დედამ აღნიშნა, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მათ (ბრალდებულებს) გადარჩენა და გამოსწორება სჭირდებათ. ,,ნიკოს შემთხვევა ყველას გაჭირვება იყო.  ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. საქმეზე გამოყოფილ მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების…

მეტი...

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნ.კ.-ს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ა.ჭ.-ს 17 წლით, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე…

მეტი...

ERRA-ს პრეზიდენტსა და სემეკის წევრს, მაია მელიქიძეს უკრაინის მარეგულირებელი კომისია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროს მარეგულირებელი  ეროვნული კომისია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ERRA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს და მადლობას უხდის, ასოციაციაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისათვის. უკრაინის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წერილში ხაზგასმულია  იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც  მაია მელიქიძის ხელმძღვანელობით ასოციაციამ გამოიჩინა უკრაინის მიმართ. წერილში აღნიშნულია ERRA-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა უკრაინის მარეგულირებლის განვითარების საქმეში და აქტიური ჩართულობა ასოციაციის მიერ დაარსებული უკრაინის მხარდამჭერი ფონდის საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის მარეგულირებლის ექსპერტების გადამზადებას და მათთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაცნობას.  

მეტი...

დელეგაცია უკრაინაში დღეს უნდა წასულიყო, თუმცა, ამ დრომდე ისევ შეუთანხმებლობაა

​სამძიმრისთვის ვიზიტი უკრაინაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან  დღეს უნდა შემდგარიყო, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ თბილისშია და დელეგაცია გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მოსაგვარებელია ორგანიზაციული საკითხები და უკრაინელ კოლეგასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. მისივე შეფასებით, ამ ვიზიტის ჩაშლა „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, თუმცა, ის მაინც შედგება. „მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი იყო  ვიზიტი ჩაეშალათ, რაც არ შედგა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დელეგაციის გარეშე გარეშე რომ დარჩა, ეს ლოგიკურია. რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება ჩვენი…

მეტი...

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წელი; ბრალდებულ დავით მეგრელიშვილს – 16 წელი – ასეთია 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წუთის უკან გამოცხადდა. მათ ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებოდათ ბრალად.

მეტი...

ვირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი – 11, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.    

მეტი...

ვირუსით 235 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 318 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 235  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.16%.  Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 707-ს.  

მეტი...

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებას აშშ გააკონტროლებს

თეთრი სახლი ახალ ოფისს ხსნის, რომელიც, კონკრეტულად, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებას გააკონტროლებს.  სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების კოორდინაციის ოფისს  ელჩი გაუწევს. სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი ოფისის მუშაობას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს. „ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი უკვე შეუდგა მუშაობას. ის იმუშავებს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში. ითანამშრომლებს სხვადასხვა უწყებასთან ადმინისტრაციაში და ასევე იმუშავებს მოკავშირეებთან, რომ უზრუნველყოს, სანქციების შესრულების კონტროლი“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ჩამოასვენეს

დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა, ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მებრძოლებს აეროპორტში პატივით დახვდნენ. ადგილზე შეიკრიბნენ ოჯახის, წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. მთელს პერიმეტრზე საქარველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს და სანთლები აანთეს. ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი უკრაინაში 9 აპრილს დაიღუპნენ. მათი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რუსეთ-უკრაინის ომს ექვსი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე უკრაინაში რჩება კიდევ ერთი ქართველის ცხედარი, რომელიც 19 მარტს დაიღუპა. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება მარიუპოლში აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.  

მეტი...

სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ შავი ზღვის ფსკერზეა

რუსული მხარე ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. როგორც კრემლის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცეცხლმოდებული გემი ბუქსირით ხმელეთისკენ გადაჰყავდათ, თუმცა, მან ნავსადგურამდე ვერ მიაღწია. „სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ნავსადგურში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცის უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ხომალდს გუშინ ხანძარი გაუჩნდა. რუსული მხარე აღნიშნულში უკრაინას ადანაშაულებს და იმუქრება, რომ კიევსაც დაარტყამს. ჩაძირული ხომალდი სწორედ ის ხომალდია, რომელიც უკრაინის კუნძულ „ზმეინის“ მიადგა და მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვა. მერე რაც მოხდა, მთელმა მსოფლიო გაიგო, რუსული ხომალდი „ერთი მიმართულებით“ გაუშვეს და…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში,  საჰაერო თავდასხმის  განგაში გამოცხადდა. „საჰაერო განგაში გამოცხადდა. ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში“, – აცხადებენ კიევის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ რუსული კრეისერი „მოსკოვა“-ზე ხანძრის გაჩენისა და გემის ჩაძირვის შემდეგ, რუსეთი უფრო გააქტიურდა და უკრაინას კიევზე დარტყმით დაემუქრა.  

მეტი...

ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასასვლელად მზად არის

დასავლელი ლიდერების შემდეგ, ომში მყოფ უკრაინაში ჩასასვლელად მზაობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც აცხადებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს,  მიმდინარეობს განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღების პროცესშია.  

მეტი...