მეგრული ან სვანური – პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის სკოლებში არჩევით საგნებად ისწავლებოდეს

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სკოლებში არჩევით საგნად მეგრული და სვანური დაემატოს. ინიციატივა პრეზიდენტმა დედაენის დღეს გააჟღერა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველას ევალება ქართულისა და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, სხვა ენებიც დაიცვას. „რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”,…

მეტი...

„ფართო მოხმარების პურზე ფასი არ გაზრდილა“ – მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ფართო მოხმარების პურზე ფასი არ გაზრდილა. „ფართო მოხმარების პურზე ფასი გაზრდილი არ არის, თუმცა ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ და ზეგ. იცით, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რეალობა იცვლება, თუმცა რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც იქნება მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეისთვის ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ მარაგები იყოს და არ შეიქმნას პრობლემა, ამის მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ასევე ვაკვირდებით ფასებს და თუ დავინახავთ ამ საკითხზე მნიშვნელოვან ცვლილებებს, შემდგომ მოხდება მსჯელობა, თუ რა ღონისძიებები…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის მარაგი არსებობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ არის  და მარაგი არსებობს. „დღეს, რეალურად ბაზარზე რაც არსებობს, ანუ ხორბლის და ფქვილის შესაბამისი მარაგი გვაქვს და ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ადგილობრივი წარმოების, თვითუზრუნველყოფის ზრდაზე. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი და ღონისძიება, რასაც გავატარებთ, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა პარლამენტში ოთარ შამუგიამ, რომლსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მეტი...

გენოციდი – უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები სწორედ ასე აღიარა

უკრაინის რადამ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ჩადენილი სისასტიკე განიხილა და მას შეფასებაც მისცა. გენოციდი – სწორედ ეს არის ის, რა აღიარებაც რადამ რუსეთის ქმედებებს მისცა. რადას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მისი თავმჯდომარე  რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა რადას  365-მა წევრმა მისცა.  

მეტი...

„არაადამიანურმა სურათებმა, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, შეცვალა ატმოსფერო“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო მინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებასა და მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაში, აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარმა მოვლენებმა დიალოგის პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. „რაც მეტად გრძელდება პრობლემა, უფრო რთული ხდება გამოსავალი. მიუხედავად ყველა სირთულისა, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. არაადამიანურმა სურათებმა, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, შეცვალა ვითარება. მომხდარმა უკრაინულ მხარეს უარყოფითი ატმოსფერო შეუქმნა. საბოლოოდ, ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა მოლაპარაკების პროცესზე“,  – აცხადებს თურქეთის საგარეო მინისტრი. შეგახსენებთ, რომ რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სწორედ თურქეთში შეხვდნენ. თურქეთში იგეგმებოდა პრეზიდენტების შეხვედრაც, რომელიც ამ დროისთვის გაყინულია. როგორც ჩავუშოღლუ აცხადებს, თურქეთი მაინც ცდილობს, ეს შეხვედრა შედგეს.

მეტი...

სერგეი შოიგუ რეანიმაციაში გადაიყვანეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მძიმე მდგომარეობით რეანიმაციაში გადაიყვანეს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 მაღალჩინოსანი დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ნავთობის კომპანია „იუკოსის“ მფლობელი ავრცელებს. რუსული მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.  

მეტი...

„ტყის ახალი კოდექსი ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს“ – მინისტრი

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო – ტყის ახალი კოდექსი“, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“, – ფორმატში სიტყვით  გამოსვლისას გააკეთა. მინისტრის განცხადებით, კოდექსმა განსაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები.  ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საქმიანი ეზოები და ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა. კოდექსმა შექმნა ტყეების სარეკრეაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. სატყეო სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქმიანი ეზოების მშენებლობას ქვეყნის  მასშტაბით და ჯამში წლის…

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მომდევნო ეტაპი შედგა. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, უკრაინაში 30 ადამიანი დააბრუნეს. მათ შორის 22 სამხედრო  პირია, რვა კი სამოქალაქო. „დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა.  

მეტი...

გერმანიაში ჯგუფი დააკავეს, რომელიც მინისტრის გატაცებას გეგმავდა

გერმანიაში დაკავებულია  ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის გატაცებაზე მუშაობდა. ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ადასტურებს. პროკურატურის განცხადებით,  დაკავებულები იმ ჯგუფთან არიან კავშირში, რომლებიც კოვიდრეგულაციებს აპროტესტებდნენ. ჯგუფს ქვეყნის მასშტაბით დივერსიული აქტები უნდა მოეწყო და შემდეგ, შესაფერის დროს, მინისტრი გაეტაცებინა. აღმოჩენილია მათი „ჩატ-ჯგუფი“ სადაც გეგმების განხილვა მიმდინარეობდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა მისამართზე ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალები,  ფული. აღმოჩენილია ყალბი კოვიდპასპორტები.

მეტი...

2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მონიტორინგის სისტემების  გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. „ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, განვათავსეთ 2 მეტეოროლოგიური რადარი, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით გვექნება 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს“, – …

მეტი...

„ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, ჩინეთი და ევროპის ქვეყნები“ – ოთარ შამუგია

„ქართული ღვინოპროდუქცია წარმოდგენილი იყო ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, კონკურსსა და ფესტივალზე, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებზე, მოეწყო ათეულობით მედიატური ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეწყვეტილა პანდემიის პირობებშიც; გასულ წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდებოდა ევროპის, ამერიკისა და აზიის მიმართულებით “ , – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო  ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღვინის კომპანიების მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. „მარკეტინგული ხარჯებში იგულისხმება საერთაშორისო ბაზრებზე, სავაჭრო პარტნიორების მოძიების, სხვადასხვა ტიპის…

მეტი...

„სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროს უწყებაში 2020 წელს შექმნილ მიწის  მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე. როგორც მიისტრმა აღნიშნა, მისი უთავრესი ფუნქცია მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაა. ამ მონაცემების საფუძველზე კი შეიქმნება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები. „დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022-2024 წლებში განახორციელებს. ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი…

მეტი...

„140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი“ – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში,  სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების  შესრულების ანგარიში წარადგინა. მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით,   რომელიც პრემიერის ინიციატივით 2021 წელს დაიწყო,  140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2,327 ბენეფიციარმა თანადაფინანსებით მიიღო  სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს  თანადაფინანსებამ 45,6მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, 132-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო თანადაფინანსება, მათ შორის 52 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია.   ტექნიკური  დახმარების პროგრამა…

მეტი...

„საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“ – ოთარ შამუგია

„ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ არის „დანერგე მომავალი“ – პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ  მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მრავალწლოვანი ბაღი 3,600 ჰექტარზე გაშენდა. „პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მოთხოვნად პოზიციებს იკავებს  საექსპორტო პროდუქტები,  როგორიც არის კაკლოვანი  და  კენკროვანი კულტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 ათასი ტონა შეადგინა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და…

მეტი...

„ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, ქვეყანაში  ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი  15-დან 50%-მდე გავზარდოთ“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს. „ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს, რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ  დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში. თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ, პირველ…

მეტი...

„მივესალმები იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“ – კახა ოქრიაშვილი

„ბიძინ-კობახიძის „ღალატის პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. მათ აზრი ერთ დღეში შეიცვალეს, იმისდა მიუხედავად, რომ თვენახევარია ღიად პრორუსული რიტორიკით არიან დაკავებულნი, რაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი შეტევებით გამოიხატება“ – აცხადებს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით. დეპუტატის შეფასებით, ე.წ. ღალატის პარტიამ „ალტ ინფოც“ თავად ჩამოაყალიბა. „ისიც კი იკადრეს, თითქოს, უკრაინელებმა ბუჩაში დახოცილი ადამიანები დაალაგეს,  გენოციდის სურათი დადგეს და ამ საკითხში კარგი „მასწავლებლები“ ჰყავთ, ნაციონალური მოძრაობის წევრების სახით. ამის შემდეგ, უცებ, გონება გაუნათდათ და საპარლამენტო ვიზიტით მიემგზავრებიან უკრაინაში. ყველასთვის საინტერესოა, რა მოხდა. რატომ გამოფინა ახალი…

მეტი...

„ძალიან კარგია, რომ  „ომის პარტია“ დარჩა ბორტს მიღმა“ – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ უარს, გაემგზავროს უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მისი შეფასებით, „ომის პარტიის“  მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა. „მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი, ეს არის…

მეტი...

„ნაციონალები“ „ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლას არ აპირებენ

ვინ და როგორ წავა უკრაინაში – ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისევ დავის და დაპირისპირების თემად რჩება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანახმაა, უკრაინაში თითო წევრის შემადგენლობით გაემგზავროს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით დაგეგმილ ვიზიტზე უარს აცხადებს. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ,,ენმ” არ აპირებს იმ დელეგაციაში ყოფნას, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, თუნდაც მასში ოპოზიციური პარტიები იყვნენ. „შიდა გარჩევები უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით ნამდვილად უხერხულია. ამ დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენი ფრაქციის წევრები არ იქნებიან.  რაც შეეხება ვიზიტს, მე ჩავალ კიევში, ბევრჯერ ჩავალ, აქამდეც ვიყავი“ – აცხადებს დეკანოიძე. უკრაინაში დელეგაცია სამი სამზე არ გამოდის,…

მეტი...

ავსტრალიამ სანქციებში დამატებით 14 რუსული კომპანია შეიყვანა

ავსტრალიის ე.წ. შავ სიაში კიდევ 14  რუსული სახელმწიფო კომპანია მოექცა. სანქცირებულებში მოხვდა ავტომწარმოებელი „კამაზი“; ასევე გემთმშენებელი კომპანია „სევმაში“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“. სანქციები შეეხო ელექტრომწარმოებელ კომპანია „როსელექტრონიკს“. უკრაინაში ომის წარმოების შემდეგ, ავსტრალიამ ე.წ. შავ სიაში 600-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი შეიყვანა და პირობას იძლევა, რომ სია გაფართოვდება.  

მეტი...

უკრაინელი ოლიგარქის – მედვედჩუკის 55 სახლი, 26 მანქანა და სხვა ქონება დაყადაღებულია

ლვოვის  რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლიგარქისა და პუტინთან დაახლოებული პირის – ვიქტორ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა. ჩამონათვალში შედის უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი. როგორც უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩამონათვალში იახტები და სხვა ძვირადღირებული ქონება შედის. რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი, 17 ავტოსადგომი და იახტა. ასევე, 25 კომპანიის აქცია. „პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

მეტი...

„ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება, ეს არის სამძიმარზე წასვლა“ – ლევან იოსელიანი

ოპოზიციის ნაწილისთვის მისაღებია პარლამენტის თავმჯდომარის ახალი შეთავაზება, რომელიც უკრაინაში პოზიცია-ოპოზიციის ერთად გამგზავრებას ეხება. კერძოდ, დელეგაციის შემადგენლობაში უმრავლესობის 3 წარმომადგენელი იქნება და ოპოზიციიდან თითო-თითო. როგორც პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან „მოქალაქე“ ლევან იოსელიანი აცხადებს, დელეგაცია უკრაინაში სამძიმარზე მიდის და არა პოლიტიკურ ღონისძიებაზე. „კარგია, რომ „ქართულმა ოცნება“ ეს კომპრომისი გამოიჩინა ოპოზიციის მიმართ და თქვა, ყველანი ერთად წავიდეთო. ახლა უკვე პასუხისმგებლობა ტავად პოლიტიკურ პარტიებზეა – ვინ წავა და ვინ არ წავა, ჩვენ რა თქმა უნდა მივდივართ და ყველა. მოდის ერთადერთი საკითხია „ნაციონალური მოძრაობ რას იზამს, ამ შემთხვევაში, მათი არწამოსვლა იქნება უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და უკრაინის…

მეტი...

უკრაინაში დელეგაცია სამი სამზე არ გამოდის, ფორმატი ფართოვდება

უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემადგენლობა ისევ შეიცვალა. თუ ადრინდელი შეთავაზება პარიტეტს – სამი სამზე (უმრავლესობა და ოპოზიცია) ითვალისწინებდა. ამჯერად, საუბარია რომ უმრავლესობიდან ისევ 3 წარმომადგენელი იქნება, ოპოზიციიდან კი თითო დეპუტატი. ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს. როგორს შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ოპოზიციის წარმომადგენლებს თითო პოლიტიკური ჯგუფიდან  თითო წარმომადგენელი შესთავაზა. „ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, ყოფილიყო  თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, უკრაინაში უახლოეს დღეებში დაგეგმილ…

მეტი...

რუსეთი კიევს დაბომბვით ემუქრება

კრემლი კიევს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინა რუსეთს დივერსიებს მოუწყობს, კიევის თავზე რუსული ბომბი დაეცემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების სამთავრობო კვარტალში ჩამოგდებას აანონსებს. გაფრთხილება კი შემდეგია: „თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დივერსიები და თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება,  რუსეთი თავდასხმას პირდაპირ კიევზე მიიტანს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამჩნევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დივერსიისა და თავდასხმის  მცდელობებს. თუ ეს  გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც“ – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. რუსი გენერალი იგორ კონაშენკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ღიად იმუქრება, რომ   კიევს დაარტყამენ.  

მეტი...

ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 6, იმერეთი – 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი – 9, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

ვირუსით 237 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 932 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 648 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.03%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 472. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842.

მეტი...

ტოტალიზატორში ათასობით საბიუჯეტო თანხის გადარიცხვისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბუღალტერი დააკავეს

სუს-ი ადასტურებს ინფორმაციას, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის დაკავების შესახებ. საუბარია 143 985,13 ლარზე, რომელიც წლების განმავლობაში ბუღალტერმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტოტალიზატორებში გადარიცხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში. ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ…

მეტი...

„ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ნაკლებია“ – ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. მისივე  თქმით,  რუსეთისგან გარკვეულ საკითხებზე პასუხს ელოდებიან. „უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. არ მგონია, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შანსი გვქონდეს.  არის რამდენიმე შეთავაზება, რომელზე პასუხსაც ველოდებით რუსეთის ფედერაციისგან. წინადადებებია სხვადასხვა მიმართულებით, იგივე, ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, დერეფნებისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ევაკუაციისთვის და სხვა ასპექტებისთვის, რამაც შეიძლება შეამციროს მშვიდობიან მოსახლეობაზე დრამატული ეფექტი, რომელსაც ვხედავთ.  უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. უნდა გავაჩუმოთ იარაღი და დავაჩქაროთ მოლაპარაკებები მშვიდობისთვის,”- აღნიშნავს ანტონიო გუტიერეში.

მეტი...

რუსეთი ადასტურებს, რომ გემ „მოსკვაზე“ საბრძოლო მასალები აფეთქდა

შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა. აფეთქების მიზეზი კი ხანძარი გახდა. „კრეისერ „მოსკვას“ საბრძოლო მასალა გემზე ხანძრის შედეგად აფეთქდა. გემი სერიოზულადაა დაზიანებული. მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს,“- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. კრეისერი „მოსკვა“ სწორედ ის ხომალდია, რომელიც უკრაინის ზმეინის კუნძულს მიადგა და მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვა. მესაზღვრეებმა კი ხომალდი „ერთი მიმართულებით“ გაგზავნეს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრაზა გახდა: „რუსკი კარაბლ იდი…“

მეტი...

„თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხისმგებელი ზელენსკი იქნება“ – რუსეთი უკრაინას აფრთხილებს

რუსეთი დაკავებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდგომარეობით ძალიან შეწუხებულია. თუ ის ადრე აცხადებდა, რომ მედვედჩუკს რუსეთთან კავშირი არ აქვს და უკრაინელი ტყვეებში მის გაცვლის არ განიხილავენ ამჯერად კრემლისგან გაფრთხილებისა და თითის დაქნევის გზავნილები ისმის. კერძოდ, რუსეთის დუმის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხისმგებელი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება. “ზელენსკიმ ოპონენტს ხელბორკილები დაადო. აი ასეთია პოლიტიკური თავისუფლება უკრაინაში, მაგრამ აშშ და ევროკავშირი დუმს, თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს,” – აცხადებს ვოლოდინი. ის თავად აღიარებს, რომ მედვედჩუკი მხარს უჭერს დამოუკიდებელი უკრაინისა და…

მეტი...

ამერიკის საპასუხოდ, რუსეთმა კონგრესმენებს სანქციები დაუწესა

კრემლი აშშ-ს  სამაგიეროს უხდის. მას შემდეგ რაც ამერიკამ რუს ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა, რუსეთმაც არ დააყოვნა და კონგრესმენები ანალოგიურ სანქციებში მოაქცია. კრემლის სანქციებში 398 კონგრესმენი მოექცა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს ნაბიჯი სარკისებური ზომაა, გასულ თვეს აშშ-ის მიერ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის დაწესებული სანქციების გამო. რუსეთმა სანქციებში კანადელი სენატორებიც მოაქცია.  

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევრო გამოუყო

შეიარაღებისა და აღჭურვილობისთვის ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო დაამტკიცა. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, თანხა მთლიანად მიმართულია სამხედრო დახმარებისთვის. „მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“ – ასეთია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის გზავნილი.

მეტი...