უკრაინაში მყოფი პრეზიდენტები ქვეყნის აღდგენის „მარშალის გეგმის“ მსგავს გეგმას უჭერენ მხარს

უკრაინის მხარდასაჭერად, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი კიევში იმყოფება. მათ შეხვედრა გამართეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დაათვალიერეს ის ქალაქები, სადაც რუსეთმა სისასტიკე ჩაიდინა. ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმის მინიჭებას უჭერს მხარს. ,,ირპენსა და ბოროდიანკსა რუსული ნგრევის ახალი კვალი ატყვია. სახლების, ეკლესიებისა და ხიდების დანგრეულია. უკრაინა იმსახურებს დიდ ძალებს აღმშენებლობისთვის, როგორიცაა მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომისგან გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. მოვიდა დრო დაგეგმვის“, – უკრაინაში მყოფმა ლევიტსმა. აღნიშნულ ინიციატივას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც იზიარებს. განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან…

მეტი...

სამი სამზე – უმრავლესობა ოპოზიციას უკრაინაში გამგზავრებას თანაბარი პირობებით სთავაზობს

„ოპოზიციას შევთავაზე დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის მხრიდან, სამი – მათი მხრიდან, მაგრამ ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი შეფასებით, უკრაინაში ვიზიტი არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, თანაფარდობა უფრო სხვაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში განხორციელდება. „უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

კრემლში ევროპელებს მოუწოდებს მედვედჩუკის მდგომარეობით დაინტერესდნენ  

რუსეთი, ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ მედვედჩუკი მას არ სჭირდება და რუსეთთან კავშირი არ აქვს, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ კრემლი თვალყურს ადევნებს მის ბედს. „თვალყურს ვადევნებთ უკრაინული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” ხელმძღვანელის ვიქტორ მედვედჩუკის ბედს და ევროპელ პოლიტიკოსებსაც ამისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებაზე. მიზანშეწონილია ველოდოთ, რომ ისინი შეაჩერებენ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნისგან“, – აცხადებს პუტინის პრეს-სპიკერი პესკოვი. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, პუტინის ნათესავი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში მაშინ დააკავეს, როცა ის შინაპატიმრობიდან გაქცევას ცდილობდა. ის სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. უკრაინული მხარე კი რუსეთს მედვედჩუკის…

მეტი...

„პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

უკრაინა, რუსეთის გასაგონად კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მათ „პოლიტიკური ნაგავი“ მედვედჩუკის სახით ქვეყანაში არ სჭირდებათ. ამიტომ, მზად არიან, ის რუსეთს უკრაინელი მებრძოლების სანაცვლოდ გადასცენ. „ის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის გავლენის აგენტი იყო. ის პუტინის ნათესავია. მისი ინტერესები ყოველთვის იყო ევროპასთან კავშირების დაწვა და რუსეთთან დაახლოება.  მის ინტერესებში არასდროს შედიოდა უკრაინა ევროკავშირის წევრი ყოფილიყო. ის გაიქცა შინაპატიმრობიდან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მისი ცოლი კი ომამდე 1 კვირით ადრე გაიქცა ბელარუსში. ის პუტინის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის გასამართლდება უკრაინის კანონმდებლობით. ამასთანავე, უკრაინა მზადაა, ის გაცვალოს ჩვენს ტყვეებში. ჩვენ ეს პოლიტიკური ნაგავი უკრაინაში…

მეტი...

კრემლი მედვედჩუკზე უარს ამბობს და არ მოჰყავს

უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას, წაიყვანონ მოღალატე მედვედჩუკი და მოხდეს მისი უკრაინელ ტყვეებში გაცვლა, კრემლი უარით პასუხობს. როგორც „ბიბისის“ ინფორმაციაში ვკითხულობთ კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას არ თანხმდება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“. შეგახსენებთ, რომ  უკრაინაში ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება მისი შვილის ნათლია თავად პრეზიდენტი…

მეტი...

მაკრონის პოზიციით კიევი იმედგაცრუებულია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასება, რომ რუსეთთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ არაშესაფერისია, ოფიციალური კიევისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა.  როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანი აცხადებს, მოძმე ერები, როგორც ამას მაკრონი აფასებს,  ბავშვებს არ ხოცავენ. „რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია. „მოძმე“ ერები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სიმხეცეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ. ემანუელ მაკრონს,…

მეტი...

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო  USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვას. გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. „ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვა აუციელებელი და მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სემეკში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვისა და გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით, სემეკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. მისასალმებელია USAID-ის აქტიური ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კიბერუსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებისათვის, “, – განაცხადა გიორგი ფანგანმა. USAID-ის ორგანიზებით გამართულ…

მეტი...

ბრიტანეთმა 200-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შემდეგ, ბრიტანეთმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე და პუტინის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციებში აქცევს.  დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 200-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა. სანქცირებულებში შედიან რუსეთის მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების ხელმძღვანელები.  მათ შორის, კომპანია „ლუკოილის“ მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი; კომპანია „სურგუნეფტგაზის“ მფლობელი ვლადიმირ ბოგდანოვი; მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი. სანქცირებულთა სია საკმაოდ ვრცელია. ევროკავშირმა რუს მედიამენეჯერებსა და პოლიტიკოსებს  სანქციები დაუწესა

მეტი...

ემანუელ მაკრონს, რუსეთთან დაკავშირებით „გენოციდის“ ხსენება შეუფერებლად მიაჩნია

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებას, სიტყვა გენოციდს რუსეთთან მიმართებაში არაშესაფერისად მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. როგორც პრეზიდენტმა France 2-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მსგავსი ტერმინების გამოყენებისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდა, რადგანაც, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები), ძმები არიან. „ჩვენ, ომის დანაშაულებებში ვცხოვრობთ, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა უკიდურესად სასტიკი ომი, ცალმხრივად დაიწყო. ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ, ომის დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“, – აღნიშნა მაკრონმა ინტერვიუში. „გენოციდი“ – ჯო ბაიდენის შეფასება უკრაინაზე

მეტი...

უკრაინამ საფოსტო მარკა გამოუშვა, რომელიც რუსულ ხომალდებს „ერთ ადგილას“ აგზავნის

უკრაინულმა მხარემ, „რუსკი კარაბლ“-ის მისამართით გაჟღერებული ცნობილი ფრაზა საფოსტო მარკებზე გადაიტანა. დღეს, აღნიშნული ე.წ. ისტორიული მარკებით უკრაინის პრეზიდენტი გამოჩნდა და ინფორმაცია გაავრცელა. „უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსეთის მისამართით ნათქვამი ცნობილი ფრაზა, რომელიც რუსულ ხომალდს ერთი მიმართულებისკენ მიუთითებს, ახლა საფოსტო მარკებზე იქნება გამოსახული“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და საფოსტო მარკების ფოტოსაც აქვეყნებს. პრეზიდენტი ეთანხმება, რომ რუსულ ხომალდს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს. „ფრაზა, რომელიც უკრაინელი დამცველების უძლეველობის სიმბოლო გახდა, ახლა საფოსტო მარკებზეა. გამოიყენეთ და დაიმახსოვრეთ, რომ „რუსულ ხომალდს“ მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს“, – აცხადებს  ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც რუსული ხომალდი…

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.  

მეტი...

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მაია მელიქიძე ასოციაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. სემეკის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გოჩა შონია, რომლებმაც  სემეკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მაია მელიქიძის კანდიდატურას. ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს მაია მელიქიძის მიერ ERRA-ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში ასოციაციაში განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც ასოციაციის საქმიანობა მეტად ეფექტური გახადა. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასთან ერთად, მაია მელიქიძის ინიციატივით, ასოციაციაში დაიწყო პროგრამები, რომლებიც…

მეტი...

ევროკავშირმა რუს მედიამენეჯერებსა და პოლიტიკოსებს  სანქციები დაუწესა

ამჯერად, ევროკავშირის მორიგ სანქცირებულთა ჩამონათვალში 217 ადამიანი მოხვდა. სიაში არიან, როგორც რუსი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, ისე, მედიამენეჯერები. მათ შორის, РТР-ის გენერალურ დირექტორს ოლეგ დობროდეევი; Московский комсомолец-ის მთავარ რედაქტორს პაველ გუსევი; ТАСС -ის გენერალურ დირექტორ სერგეი მიხაილოვი; ტელეარხ “Санкт-Петербург”-ის გენერალურ დირექტორი ალექსანდრ მალკევიჩი და ჟურნალ Национальная оборона“-ს მთავარ რედაქტორი იგორ კოროჩენკო.  

მეტი...

ტაქსის მძღოლს, რომელმაც თბილისის აეროპორტიდან უცხოელები გაიტაცა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლმა ა.ბ.-მ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, მგზავრობის მაღალი საფასური მოსთხოვა. უარის მიღების შემდგომ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. ა.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში…

მეტი...

ქიმიური იარაღი, რომელიც ყველა ხერხემლიანს 1-დან 10 წუთში ანადგურებს – რა გამოიყენეს უკრაინაში, დადგენა შესაძლებელია

„ძირითადად,  გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია. გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ დროული ჩარევით. ოქროს შუალედი არის 1-დან 10 წუთამდე. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ანტიდოტი“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა, სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორმა ამური რევიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით „ზარინი“ ყველა ხელხემლიანს ანადგურებს და გადარჩება შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთში გაწეული სათანადო დახმარების შედეგად. „ზარინი“ არის  უფერო-უსუნო სითხე, რომლის აქროლება ხდება გადატყორცნის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს კასეტური ბომბები ან სხვა. სამიზნე წერტილის დაზიანების შემდეგ, ის კარგავს გარსს და ხდება მისი აქროლება გარემოში. ძირითადად, ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებით აღწევს…

მეტი...

„ზარინი“ ირან-ერაყის ომში გამოიყენეს, სადაც 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაავადდა – სამხედრო ექიმი ქიმიური იარაღზე „მედიაცენტრ მთავარში“

სამხედრო ექიმის, სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის ამური რევიშვილის განცხადებით, ქიმიური იარაღი „ზარინი“ 2007 წლამდე უნდა განადგურებულიყო. აღნიშნული რეზოლუცია 1997 წელს მიიღეს, თუმცა, მსოფლიოში ნაშთის სახით, აღნიშნული ქიმიური იარაღის 10% მაინც რჩება. რა არის „ზარინი“  და როგორ ანადგურებს ის მსოფლიოს, რევიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. „ქიმიური იარაღი წარმოადგენს მასობრივი განადგურების საშუალებას. მისი აქტიური ნივთიერებები ძირითადად არის ქლორი, გოგირდი, ფოსფორი. ამ სამი ელემენტის შედეგად  მზადდება სხვადასხვა   მოქმედების, მიმართულებისა და ტოქსიურობის იარაღი. რაც შეეხება „ზარინის“, ის გერმანელებმა 1938 წელს შეიმუშავეს.  მისი მასობრივი გამოყენების ერთადერთი ფაქტი არსებობს ირან-ერაყოს ომის დროს ქურთი მოსახლეობის წინააღმდეგ,…

მეტი...

მმართველი გუნდი უკრაინაში ჩასვლას „ომის პარტიასთან“ ერთად არ აპირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისაღები არ არის, მმართველი გუნდი უკრაინაში „ომის პარტიასთან“ ერთად ჩავიდეს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში და არა საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ,  როგორც ხალხის, ისე სახელმწიფოს მიმართ და ამ კუთხით არის შალვა პაპუაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი. მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, ეს არის ჩვენი…

მეტი...

ვირუსით 2 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი – 18, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 15, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.  

მეტი...

ვირუსით 266 ადამიანი დაინფიცირდა

  Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 862 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 266  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 348  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 235. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194.  

მეტი...

შალვა პაპუაშვილი უკრაინელი კოლეგის მიწვევას დათანხმდა და კიევში მიდის

“უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“ –  აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მზაობას გამოხატავს, ჩავიდეს უკრაინაში. „მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად…

მეტი...

რამდენიმე ქვეყნის ლიდერი უკრაინაში მიემგზავრება

უკრაინის მეგობარი ქვეყნების – პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები კიევში ჩადიან. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს საკუთარი თვალით ნახავენ. ქვეყნების ლიდერები უკვე დაიძრნენ უკრაინისკენ.  

მეტი...

აშშ-დან უკრაინაში დამატებითი დახმარება წავა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების პაკეტს მაქსიმალურად ზრდის. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინაში დამატებით 750 მილიონიან დახმარებას გაგზავნის. დახმარების შემადგენლობის დეტალები დღეს გადაწყდება. საუბარია სწორედ იმაზე, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვდა და რაც დრეს უკრაინას თავდაცვისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განცხადება შტატებში დღეს გაკეთდება.  

მეტი...

ფასის შესამცირებლად, მსოფლიოს ქვეყნები ნავთობს რეზერვებიდან ხარჯავენ

„მსოფლიოს 30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პრეზიდენტი ყველას აიმედებს, რომ მაქსიმალური გაკეთდება ფასების შესამცირებლად. „პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, – განმარტავს პრეზიდენტი ბაიდენი.     ​

მეტი...

„რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ“ – პოდოლიაკი მედვედჩუკზე

სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებულ ვიქტორ მედვედჩუკს რუსები წაიყვანენ თუ უკრაინის ციხეში მოუწევს მთელი ცხოვრები გატარება, პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გადარჩენისთვის ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება. „დღეს მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება, გარანტირებული ხანგრძლივი პატიმრობით. რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ  როგორც ადამიანს, რომელიც რეგულარულად იტყუებოდა უკრაინაში არსებულ განწყობებზე, სძალავდა ფულს და საბოლოო ჯამში, გახდა ომის ერთ-ერთი ინიციატორი“, – აცხადებს პოდოლიაკი. პრეზიდენტი ზელენსკი კი რუსეთს მის გაცვლას უკრაინელ ტყვეებსა და მძევლებში სთავაზობს. უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს.  პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. „გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ –…

მეტი...

„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა,  სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში დაკავებულია ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს. „სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – აცხადებს პრეზიდენტი. სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი  სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თანახმაა, ის უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს. „ის 48 დღე იმალებოდა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნიდან.  განსაკუთრებით ცინიკური მგონია მისი მხრიდან უკრაინული სამხედრო ფორმის გამოყენება. რა გაეწყობა, თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ის ომის წესებს დაექვემდებარება.…

მეტი...

„გენოციდი“ – ჯო ბაიდენის შეფასება უკრაინაზე

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ამერიკის მოსახლეობის მიმართვისას. აღნიშნულ შეფასებას ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები უწოდა. „მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. ნამდვილი ლიდერია ნამდვილი სიტყვები. მადლიერი ვართ” – აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  

მეტი...