ნიუ იორკის მეტროში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა  

ნიუ იორკის მეტროში თავდასხმა მოხდა. მამაკაცმა ბრუკლინის მეტროში ცეცხლი გახსნა. დაჭრილია 13 ადამიანი. მამაკაცი, რომელსაც აირწინაღი ეკეთა, მიიმალა. მამაკაცმა ცეცხლი მეტროს ვაგონში გახსნა. თავდასხმა პიკის საათის დროს მოხდა, როცა მეტროში უამრავი ხალხი იყო. მომხდარი ტერორისტულ აქტად არ შეუფასებიათ.  

მეტი...

ვინც დანაშაული 2004 წლის იანვრამდე ჩაიდინა, სს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. კანონის მიხედვით, ის პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან  გათავისუფლდებიან. ამნისტია იმ პირებსაც შეეხება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს. ამნისტირებული პირები კი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან. ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე – 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე – 224-ე, 236-ე – 239-ე, 253-ე – 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე – 379-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. გარდა ამისა, ამნისტია…

მეტი...

ძლიერი ქარის მოგლეჯილ ხეს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა ვარკეთილში ხე მოგლიჯა, რომელიც ქალს დაეცა. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა, 40 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკაში რიტორიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.  

მეტი...

ლუკაშენკო ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეს პროვოკაციას უწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტი  ალექსანდრ ლუკაშენკო მამა-მარჩენალ პუტინის მაამებელ მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბუჩაში ადამიანების ჟლეტვა მორიგი ფარსია. განცხადება მან ვლადიმერ პუტინთან ერთად გააკეთა. „ყველა ერთხმად ყვირის – უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ „გავხსენით“ დასავლეთის ეს ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები,  გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც იმეორებს რუსეთის თავდაცვის უწყების გავრცელებულ ინფორმაცის, რომ ბუჩასთან დაკავშირებულია კადრები „მორიგი პროვოკაციაა“. ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს,…

მეტი...

„პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ასევე სხვების მიმართ“ – ბარაკ ობამა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პუტინის სისასტიკეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ყოველთვის დაუნდობელი იყო. „პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ასევე სხვების მიმართ. რუსეთის პრეზიდენტი უგუნურია ისე, როგორც არ მოელოდით რვა, ათი წლის წინ, მაგრამ საფრთხე ყოველთვის იყო… უნდა დავდგეთ მათთან ერთად, ვისაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სჯერა, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ – აცხადებს ობამა.

მეტი...

ქარიშხალმა ხეები წააქცია, სახურავები ახადა და მანქანები დააზიანა

ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს  ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. „ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის…

მეტი...

რუსეთის მხარდაჭერისთვის, შესაძლოა, მამაოს კაბა გახადონ

მამა ვახტანგი (თოხაძე) გურიაში, „ალტ ინფოს“ ოფისში იმყოფებოდა. მამაომ გურიაში სახლი და „ალტ ინფოს“ ოფისი აკურთხა, რომელმაც ამ სახლში დაიდო ბინა. როგორც მამაო აცხადებს, სმენია, რომ უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ და აუპატიურებენ, თუმცა, მისივე შეფასებით, ასეთი რამეები ომში ყველგან ხდება. შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარის, მეუფე იოსებ კიკვაძის  ინფორმაციით,  მამა ვახტანგ თოხაძის საკითხის შესახებ საგანგებო კრებაზე იმსჯელებენ.   მეუფე იოსები აცხადებს, რომ  მამა ვახტანგის  საქციელი მიუტევებელია. „ძალიან ცუდი რამ გაუკეთებია, ამას ჩვენი მხრიდან , რეაგირება მოჰყვება. დავიბარებთ და ვნახოთ რას იტყვის. ფაქტობრივად  პარტიაში ერთიანდება ადამიანი, რაც დაუშვებელია. ჩვენი „პარტია“ არის სარწმუნოება და არ…

მეტი...

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაითიშა

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.  

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს ჩავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება. ,,საპარლამენტო დელეგაციის მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის უკვე დაწყებულია. დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები.  საქართველო უკრაინაში, რა თქმა უნდა, დააფიქსირებს ერთიან პოზიციებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, დელეგაციის 3 წევრი მმართველი პარტიიდან იქნება. ,,საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება.  ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინის მხარესთან დეტალების შესათანხმებლად. მე ვიქნები დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ვფიქრობ 3 დეპუტატი ვიქნებით, მმართველი პარტიიდან” – განაცხადა დავით სერგეენკომ.  

მეტი...

არასამთავრობოები ითხოვენ, ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი და პასუხები, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს

369 კითხვა და მასზე გაცემული პასუხები საქართველოს მოსახლეობისთვის საჯარო უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და ისინი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. საუბარია, იმ კითხვარზე, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა გაწევრიანების შორს მიმავალ გზაზე. „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.  ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს…

მეტი...

ასობით გაუპატიურებული მსხვერპლია, მათ შორის  მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები  –  ზელენსკი

,,ასობით გაუპატიურებული მსხვერპლია, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები ან ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილებიც კი. საშინელებაა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ასეა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას  განაცხადა რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარების შეზღუდვისთვის კონკრეტული ვადები უნდა დაწესდეს. “ჩვენ უნდა მივიღოთ მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მეექვსე სანქციების პაკეტში. ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება, მათ შორის ნავთობზე. კონკრეტული ვადები უნდა დაწესდეს ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. “- აღნიშნა პრეზიდენტმა ლატვიის პარლამენტში ჩართვისას. იპოვეს 14-დან 24 წლამდე გოგონები,…

მეტი...

იპოვეს 14-დან 24 წლამდე გოგონები, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატიურად აუპატიურებდნენ

„უკრაინელ გოგონებს ჯგუფურად აუპატიურებდნენ. ბუჩაში, მხოლოდ ერთი სახლის სარდაფში გოგონები იპოვეს, რომლებსაც სისტემატურად აუპატიურებდნენ. რუსი სამხედროები კი მათ ეუბნებოდნენ, რომ ისე უმოწყალოდ აუპატიურებდნენ რომ არასდროს კაცთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ რომ უკრაინელები არ გაემრავლებინათ“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი და იმ მორიგ სისასტიკეზე საუბრობს, რაც ოკუპანტის ჯარებმა უკრაინაში ჩაიდინეს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, გოგონები სარდაფში 25 დღის განმავლობაში იყვნენ გამოკეტეს. სექსუალური ძალადობის შედეგად კი 9 გოგონა დაფეხმძიმდა. „მსგავსი სექსუალური ძალადობის ფაქტების დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჩვენამდე ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

მეტი...

ნიკა კვარაცხელიას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობა დაუკვეთეს

,,არ იცნობდა კავილიძე-ჭელიძეს და იმ ორ საცოდავ ახალგაზრდას არ შეეძლოთ, მოეკლათ ჩემი შვილი, ამ დონეზე შემიძლია, ვიფიქრო, რომ ჰყავს დამკვეთი“ – ამის შესახებ მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედამ განაცხადა. კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის თქმით,  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კანონის სრული სიმკაცრით, ჯგუფური ძალადობისთვის უნდა დაისაჯონ. „თუ თანამზრახველები არ არიან დასჯილები, იკვეთება, რომ გამოძიება არ მუშაობდა კარგად. თანამზრახველები აქამდეც უნდა იყვნენ დაკავებულები. მაქვს ეჭვი, რომ „ვიღაცეები“ „რაღაც-რაღაცებს“ აკეთებინებენ. ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, ჰქონდა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა წარმატების საწინდარი“ – განაცხადა იზა ომაძემ.

მეტი...

ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელისთვის გაგზავნილ საჩუქრებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს

ისრაელის  მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელის მინისტრებისთვის გაგზავნილ საჩუქრებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს. როგორც მედია წერს, ჩინეთის საელჩომ ისრაელის სამთავრობო უწყებებს საჩუქრად თერმოსები გაუგზავნა, რომლებშიც გეგმური შემოწმების შედეგად, საეჭვო დეტალები აღმოაჩინეს. დამატებითი შემოწმების შედეგად, ეს იყო ჯაშუშური მოწყობილობა. მედიის  ინფორმაციით, ჩინეთის საელჩომ საჩუქრები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში გააგზავნა. სასაჩუქრედ განკუთვნილი თერმოსი მანამ შეისწავლეს, ვიდრე მინისტრის ოფისში მოხვდებოდა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ყველა სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლები გააფრთხილა, გამოიჩინონ სიფრთხილე საჩუქრების მიღებისას.

მეტი...

„ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს“ – გიორგი ხოჯევანიშვილი

„ქართული ოცნება ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარს ათქმევინებენ პირდაპირ მხარდაჭერაზე. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი იყოს ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული, თქვენ ისევ კონფრონტაციის რეჟიმში რჩებით. ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ჰუმანიტარული პროცესების და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იყოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის მოძმე ერის გვერდით გამორჩეულად მდგომი ქვეყანა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის ომი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასაც ეხება. „უკრაინის ომი ის…

მეტი...

პუტინის განცხადებით, მისი ჯარი უკრაინაში თანამედროვე იარაღს შედეგიანად იყენებს

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ამართლებს, თუმცა, მას ანტირუსულ ძალებთან შეტაკებას უწოდებს და არა ომს. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო და მიზანი აუცილებლად შესრულდება. „რუსეთის შეიარაღებული ძალები ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს. უკრაინელებმა დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება“ – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.  

მეტი...

უკრაინის თავდაცვა ოკუპანტებისგან ტერაქტებს ელოდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავენ. დაზვერვის ინფორმაციით, ტერაქტები მოსალოდნელია სამოქალაქო ობიექტებსა და პირებზე. „გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით. ასევე, სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე. შესაძლებელია, რომ ეს ტერაქტები საზოგადოებისთვის ისე იყოს მიწოდებული, როგორც უკრაინული ბატალიონების გაკეთებულია – შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის“,-  აცხადებს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.

მეტი...

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის , ანნა მალიარის განცხადებით, შესაძლოა, ფოსფორის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული. „ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – განაცხადა მალიარმა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.

მეტი...

უკრაინის საზღვართან სარკინიგზო გზა დაზიანდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის – ვიაჩისლავ გლადკოვიის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სარკინიგზო გზა დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  გუბერნატორი „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს. „შებეკინის საქალაქო რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი. მიზეზების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს გუბერნატორი.

მეტი...

ერგნეთში მოლაპარაკება დაიწყო

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ  დაკავებული საქართველოს მოქალაქეები  და „ბორდერიზაცია“,  ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებულის, მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული. „მამუკა ჩხიკვაძის ე.წ სასამართლო ჩანიშნულია მიმდინარე კვირაში . დაფიქსირდა „ბორდერიზაციის“ 1 შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, როგორც ყოველთვის, აქტიური კერა აქ გახლავთ. რაც შეეხება წვრთნებს , რომელიც მიმდინარეობს პერმანენტულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე,…

მეტი...

ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისიდან უცხოელები გაიტაცა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი – 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე…

მეტი...

არასრულწლოვანთა  ქორწინების 129 შემთხვევა და  სავარაუდო დანაშაულის 101 ფაქტი

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინება  კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ,,ადრეულ ასაკში ქორწინების მანკიერი პრაქტიკა, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რეფერირების პროცედურის გამართულად ფუნქციონირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა“ – ვკითხულობთ ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქორწინების მიზეზით სკოლა 36 არასრულწლოვანმა მიატოვა. ,,სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2021 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 129 შემთხვევა შეისწავლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდო დანაშაულის 101ფაქტზე დაიწყო გამოძიება,…

მეტი...

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომი 2-3 კვირა არ შეწყდება

უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. როგორც ბრიტანული სამხედრო დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას,  უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები მინიმუმ   2-3 კვირა არ დასრულდება. როგორც ბრიტანული მხარე აცხადებს, რუსეთი იერიშს ძირითადად დონეცკსში, ლუგანსკში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში ახორცეიელებს.

მეტი...

ქალის მკვლელობის  22 ფაქტიდან, 11 ოჯახის წევრის მიერ არის ჩადენილი 

,,წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა.  ასევე, გაზრდილია ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტები“ –  ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა – სხვა მოტივით“…

მეტი...

ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი -17, შიდა ქართლი – 28, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.  

მეტი...

ვირუსით 131 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 138 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 392  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 131  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.69%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 969-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე.  

მეტი...

„100 000 ადამიანი მარიუპოლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს“ – ირინა ვერეშუკი 

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ციხეებში  700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება.  აღნიშნულის შესახებ ირინა ვერეშუკმა ,,როიტერთან” ინტერვიუს დროს  ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ ამჟამად ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება. “მანამდე იყო საევაკუაციო მატარებლები და ხალხი მათ იყენებდა. თუმცა,  მარიუპოლში იმყოფებოდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რა თქმა უნდა ყველას არ შეეძლო მატარებლის გამოყენება. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილენკომ გაუწია საევაკუაციო მატარებლებს ორგანიზება და მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის დატოვება შეძლო. ამ დრომდე, როგორც ვიცი, გამოსვლას ვერ ახერხებს 100 000 ადამიანი. ამაზე პასუხისმგებლობა…

მეტი...

იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაში პუტინის ქალიშვილებიც არიან

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. გაიყინა რუსეთის 398 მოქალაქის ქონება, რომელთა შორისაც არიან ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები – კატერინა და მარია. სანქცირებულთა სიაში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, მეუღლე მარია ლავროვა და ქალიშვილი ეკატერინა ვინოკუროვაც მოხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეგახსენებთ, იაპონიამ რუსი პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 25 მარტსაც დააწესა. სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა.

მეტი...

მარიუპოლის მერი არ გამორიცხავს, მოსახლეობაში მსხვერპლი 20 000-საც აღემატებოდეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყებიდან, ქალაქში, სულ მცირე, 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესს“ განუცხადა. ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი 20 000-საც აღემატებოდეს. როგორც ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს. მისი თქმით, რუსი სამხედროები თავიანთი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ.

მეტი...

ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს დანაშაულის დამკვეთი – ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდება. ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულები  უმძიმესი დანაშაულის შემსრულებლები არიან. „საქმეში რა მტკიცებულებებიც არსებობს, ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ორივე ბრალდებული აღმსრულებელია  ამ უმძიმესი დანაშაულის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დადგინდეს, ყველა ის პირი რომელსაც რაიმე ფორმით წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში, იქნება ეს ორგანიზატორი თუ წამქეზებელი. რაც ყველაზე მთავარია, გამოვლინდეს ამ დანაშაულის დამკვეთები“ – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა. ცნობისთვის, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს, განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო…

მეტი...

3 ქვეყანა უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად 2,5, მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც თანხებს არ იშურებენ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ჩადენილი სამხედრო დანაშაულის დასადასტურებლად. ეს სამი ქვეყანა  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2,5 მილიონ ევროს გამოუყოფს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰააგის სასამართლო არის საუკეთესო ადგილი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების გასასამართლებლად.

მეტი...

„ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაშ, პუტინსა და მის რეჟიმს პასუხისმგებლობაში მივცემთ“ – დიდი ბრიტანეთი  

უკრაინაში, კერძოდ კი ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს, პენტაგონის პარალელურად,  დიდი ბრიტანეთიც სწავლობს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პუტინს პასუხისმგებლობა ემუქრება. ,,ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა ქიმიური საშუალებები გამოიყენეს. ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ამ კონფლიქტის ესკალაცია იქნება და ეს მოიტანს პუტინისა და მისი რეჟიმის პასუხისგებას“ – აცხადებს ლიზ ტრასი. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მარიუპოლშ შესაძლოა, ქიმიური იარაღი “ზარინი” იყოს გამოყენებული. უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას აშშ იკვლევს

მეტი...

უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას აშშ იკვლევს

მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში განცხადებას ავრცელებენ. როგორც  პენტაგონის სპიკერ, ჯონ კირბი აცხადებს, ამ ეტაპზე არ დასტურდება ქიმიური იარაღის გამოყენება. „ამ ეტაპისთვის, ვერაფერს დავადასტურებთ. სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. სოციალური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში, პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა განალაგეს. თუ აღნიშნული ინფორმაცია  სიმართლეა, შემაშფოთებელია და ასევე ასახავს იმ ვითარებას, რომელიც გვქონდა უკრაინაში, რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა, ცრემლსადენი გაზი, შერეული ქიმიური საშუალებები”, – აცხადებენ პენტაგონში. “რუსებმა მარიუპოლს ქიმიური იარაღით შეუტიეს“ – ანდრეი ბელეცკი

მეტი...

“რუსებმა მარიუპოლს ქიმიური იარაღით შეუტიეს“ – ანდრეი ბელეცკი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მარიუპოლზე იერიში ქიმიური იარაღის გამოყენებით განახორციელეს. როგორც “აზოვის“ ხელმძღვანელი ანდრეი ბელეცკი აცხადებს, შეტევა განხორციელდა აზოვსტალის ქარხანაზე. „რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე. მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს – რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის განურჩევლად გამოყენებისა“, – აცხადებს  ბელეცკი ვიდეომიმართვაში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს იყო ქიმიური იარაღი “ზარინი.”  

მეტი...