ლიეტუვას პრემიერი უკრაინაში იმყოფება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე უკრაინაში ჩავიდა. პრემიერი უკრაინელ კოლეგას შეხვდა და საკუთარი თვალით ნახა ის სისასტიკე, რაც რუსულმა არმიამ უკრაინაში ჩაიდინა. „დღეს გავმართე შეხვედრა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტესთან. ჩვენ ერთად მოვინახულეთ რუსული ჯარების მიერ განადგურებული ბოროდიანკა. უკრაინაში განხორციელებული გენოციდისათვის რუსეთი უნდა დაისაჯოს. მადლობა ლიეტუვას ომის დანაშაულების გამოძიებაში ჩართვისთვის. ერთად შევაჩეროთ რუსეთი“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი შმიგალი.  

მეტი...

უკრაინიდან რუსეთში იძულებით 33 000 ადამიანი გადაიყვანეს

უკრაინის სახალხო დამცველის – ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით 33 000 ადამიანი გადაიყვანეს. „რუსეთის ფედერაციასა და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტირებული 33 000 მოქალაქის მონაცემები დადასტურდა. მოწმეები აცხადებენ, რომ „რაშისტები“ და „კადიროველები“ ადგილობრივებს უკანონოდ აპატიმრებენ, აწამებენ და სჯიან პრო-უკრაინული პოზიციის ნებისმიერი გამოვლინებისთვის. რუსული არმიის ქმედებები მარიუპოლში არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი”, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.  

მეტი...

ლავროვის განცხადებით, რუსეთი „სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თამამად აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ შეჩერებას. რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე“  – ასეთია ლავროვის გზავნილი. მისი განმარტებით, პუტინმა კეთილი ნება გამოიჩინა, როცა პროცესების შეჩერების ბრძანება პირველი მოლაპარაკებისას გასცა. „პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა. მოსკოვი არ აპირებს შეაჩეროს ოპერაცია, როცა მხარეები შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, – განაცხადა ლავროვმა.…

მეტი...

„ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული“  –  პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობაზე  

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი ირიბად მთავრობას მიანიშნებს, რომ ეს არის ეროვნული საკითხი და კითხვარის შევსების საკითხში ოპოზიცია-პოზიცია თუ მოსახლეობა ერთიანად უნდა იყოს ჩართული. „ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. ეს არის ერონული საქმე. ეს არის ეროვნული ინტერესი და არ წარმომიდგენია ამაზე ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. ამ საქმის მიმართ ჩვენ ყველანი ვართ გაერთიანებულნი. ეს ეხება მთლიანად საქართველოს მოსახლეობას თუ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა. ჩვენი მომავალი სასწორზეა და უნდა გადავწყვიტოთ როგორ გვინდა რომ…

მეტი...

„ბორელს ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომს რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებს და მიზეზებსაც განმარტავს. მისი თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი არის ის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრულ დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში. „უკრაინისგან  დაიწყეს ერთგვარი პლაცდარმის შექმნა მოსკოვის საბოლოოდ დასათრგუნად და მის დასაქვემდებარებლად დასავლეთის მიერ აშენებულ გლობალურ სისტემაში. რუსეთი არასდროს დაემორჩილება ამ ზეწოლას. ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიით და ტრადიციებით შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების წევრი მხოლოდ თანაბარი პირობებით საერთ ო უსაფრთხოების სისტემაში. რაც შეეხება ბორელის სიტყვებს, ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა. უკრაინაში სპეცოპერაციის კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ ბოლო…

მეტი...

„ქართული ოცნება“ მზად არის, საპარლამენტო დელეგაცია ბუჩაში ჩავიდეს

მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკრაინული მხარის მიწვევას იღებენ და განადგურებულ ბუჩაში ჩასვლას გეგმავენ, სადაც საკუთარი თვალით გაეცნობიან არსებულ სისასტიკეს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა,  იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ კითხვებზე პასუხს მიიღებს, რაც უკრაინის მთავრობასთან აქვს, მაშინ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა. „საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი.  დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან – რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ,…

მეტი...

ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან წევრის სტატუსის მისაღებად

მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა ევროკავშირის საბჭომ მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა“, – აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. მისი შეფასებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემა პირველი ნაწილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ევროკავშირის საბჭოს დავალებით, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა თქვენი განაცხადის შეფასების მიზნით, რომლის პირველი ნაწილიც ითვალისწინებს თქვენთვის კითხვარის გადმოცემას. ამ კითხვარის მეშვეობით, გვსურს გავიგოთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. კიდევ ერთი ასპექტი შეეხება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს თქვენი პირველი ნაბიჯია ევროპულ გზაზე“ – განაცხადა  კითხვარის გადაცემის ცერემონიაზე  ევროკომისარმა, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.

მეტი...

საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის სპეციალური კითხვარი უკვე მიიღო

ლუქსემბურგში ისტორიული ღონისძიება შედგა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. დოკუმენტი 369 კითხვას მოიცავს და მის შესავსებად, საქართველოს ხელისუფლბას დრო თვენახევარი აქვს. საქართველოსთან ერთად, კითხვარი მოლდოვამაც მიიღო. საუბარია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და არ ევროკავშირის წევრობაზე.

მეტი...

“მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს” – რადას თავმჯდომარე ქართველო კოლეგას

უკრაინის რადას თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართავს:  „ერთადერთი რამ, რაც ენით გამოუთქმელს მხდის, არის კითხვა – არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე  მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, – აცხადებს რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ. რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას იმასაც ახსენებს, რომ როცა საქართველოს უჭირდა, უკრაინას მას ყველა მიმართულებით გვერდით ედგა. „კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ…

მეტი...

პრემიერს იმედი აქვს, იმპორტიორები საწვავზე ფასების კორექტირებას მოახდენენ

„მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. „ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო ინფორმაციით, ნავთობის…

მეტი...

დღეიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

დღეუდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ფარმაცევტი მომხმარებელს ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. „მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელიც წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ…

მეტი...

„კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი კორინავირუსს დამარცხებყლად აცხადებს და ამბობს, რომ ეს საკოორდინაციო საბჭოს დამსახურბაა. „საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია“ – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ხელისუფლებამ გააუქმა მწვანე ბარათები, რადგან მისი ეფექტურობა აზრს კარგავდა. ამას ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა, 2 თვის შემდეგ კი ყველამ ნახა, რომ ხელისუფლებამ პროცესი სწორედ მართა. „მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.…

მეტი...

მედიკამენტების გამოწერის წესი მკაცრდება

„დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება“ – აცხადებს პრემიერი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სწორედ მან დაავალა მინისტრს წესის გამკაცრება. „მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში, ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ, ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური…

მეტი...

„ყველა პროგრესი ქართულ ოცნებას უკავშირდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში, ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეული ყველა პროგრესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ბატონ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. მას შემდეგ, რაც მოვაწერეთ ხელი, წარვადგინეთ აპლიკაცია წევრობაზე, განაცხადი, პროცესი დაწყებულია, ჩვენ ახლა…

მეტი...

თბილისის აეროპორტიდან ტაქსისტმა 2 უცხოელი გაიტაცა

გამთენიისას, საქართველოს აეროპორტიდან 2 უცხოელი გაქრა. მათ კვალს გომბორის უღელტეხილზე მიაგნეს, ხოლო გამტაცებელი ტაქსისტი კი გაქცეულია. შემთხვევა  ასე დაიწყო: რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოში კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. აეროპორტში მათ გააჩერეს ტაქსი. სასტუმროსთან მისვლისას ტაქსის მძღოლმა მათ 250 ლარი მოსთხოვა. არადა, მრიცხველზე 23 ლარი დაეწერა. მათ პრეტენზია გამოხატეს ამაზე, ტაქსის მძღოლმა მათ მანქანა ჩაუკეტა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  გომბორთან მისვლისას, ტაქსის მძღოლმა მათ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტურისტებმა მოახერხეს საქართველოში ერთ-ერთ მომწვევთან დაკავშირება, რომელმაც ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა. ტურისტები იპოვეს და ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა…

მეტი...

ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი – 4, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.  

მეტი...

ვირუსით 107 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 489 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 281 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.95%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 577. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715. ბ

მეტი...

ბზის მოჭრა – 1000 ლარამდე ჯარიმა და სს პასუხისმგებლობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის  ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს; თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე…

მეტი...

ნატო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ   „არჩევნებს“ არ აღიარებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ნატო სპეციალურ განცხადებას აკეთებს და გმობს „არჩევნებს“. ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას. „ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „არჩევნების“ შედეგად მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს  დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.  

მეტი...

კადიროვი უკრაინას ისევ ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინას ისევ ემუქრება. მისი განცხადებით, შეტევა განხორციელდება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც. “შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებზეც“, – ასე იტრაბახა კადიროვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. „ლუგანსკი და დონეცკი – პირველ რიგში ჩვენ სრულად გავათავისუფლებთ… შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ,“- ასეთია მისი გზავნილი.  

მეტი...

მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინაში, რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57 ადამიანია. დაშავებულია რაოდენობა კი 109. დაშავებულთა ნაწილი, რომლებიც შედარებით მსუბუქად იმყოფებიან, გაწერეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურზე იერიში მაშინ მიიტანეს, როცა უკრაინელები დასავლეთ უკრაინისკენ მიემგზავრებოდნენ. უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

მეტი...