არჩევნენში ემანუალ მაკრონი ლიდერობს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს. ეგზიტპოლების მიხედვით, გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა – 23,3%.

მეტი...

უკრაინაში 1222 ცხედარი აღმოაჩინეს

უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე ყოველდღიურად ვლინდება. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა გარკვეული ტერიტორიები დატოვეს, 1222 ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა, ეს საბოლოო ციფრები არ არის. „უკრაინის ყველა რეგიონში ჩადენილია ომის დანაშაული. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდო, 5600 დანაშაულის შემთხვევას იძიებს. დადგენილია 500-ზე მეტი ომის დამნაშავე“ – აცხადებს გენერალური პროკურორი.  

მეტი...

ევროკავშირი ე.წ. არჩევნებს არ ცნობს და განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგოც ელჩი აცხადებს, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები  დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება. „ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები  დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“…

მეტი...

პუტინმა უკრაინაში ომის მეთაურად გენერალი დვორნიკოვი დანიშნა

უკრაინაში ოკუპანტის გაჩაღებულ ომს ხალი მეთაური ჰყავს. ვლადიმერ პუტინმა ახალი ტაქტიკის შესრულება გენერალ  ალექსანდრ დვორნიკოვს ჩააბარა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დვორნიკოვი რუსეთის სამხედრო ოპერაციებს სირიაში ხელმძღვანელობდა.  

მეტი...

აშშ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო…

მეტი...

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან

„11-13 აპრილს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან. ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას“ – აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ევროკავშირის საელჩოდან მიაწოდეს. ორშაბათს, 11 აპრილს, 18:30, დელეგაცია გამართავს პრესკონფერენციას სასტუმრო ,,მერიოტ თბილისში.“ დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  ლუკას მანდლი, დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ,,ევროპის ხალხთა პარტია“ (EPP)/ავსტრია; იოზას ოლეკასი; „სოციალისტები და დემოკრატები (S &D)/ლიტვა ელენა იონჩევა;  სოციალისტები და დემოკრატები (S&D) /ბულგარეთი ლარს პატრიკ ბერგი; ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR)/გერმანია.  ქვეკომიტეტი შეხვდება…

მეტი...

„ზელენსკიმ ლომის ღრიალი აჩვენა“ – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გაოგნებულია უკრაინელი ხალხისა და მათი ლიდერის სიმამაცით. როგორც ჯონსონი აცხადებს, ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრა არავინ და არასდროს განახორციელოს. „უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და გავაგრძელოთ ყოველკვირეულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. ის, რაც პუტინმა ჩაიდინა სხვა არაფერია, თუ არა ომის დანაშაული“ – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 771 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 11, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 148 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 854 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.67%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 470. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი. ე.წ. არჩევნების დასრულების შემდეგ კი რეფენენდუმის ჩატარებას გეგმავენ, რომელიც რეგიონის რუსეთთან მიერთებას გულისხმობს.  

მეტი...

მენაბდიშვილი და ცანავა – ოკუპანტებმა კიდევ 2 ქართველის სიცოცხლე წაგვართვეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები – ზურაბ შანავა და დავით მენაბდიშვილი არიან. ორივე მებრძოლი ოკუპანტების შეტევამ ქალაქ  იზიუმთან იმსხვერპლა, დაჭრილია კიდევ 5 ქართველი მებრძოლი, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2 მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.  

მეტი...

უკრაინამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა

უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად აკრძალვას ეხება. აღნიშნული განცხადება უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა. „უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე.  ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო. რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ, 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად“  აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მეტი...

ევროკავშირმა კიევში წარმომადგენლობა ისევ გახსნა

უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირმა უკრაინაში დახურული წარმომადგენლობა ისევ გახსნა და თანამშრომლები დააბრუნა.  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა აღნიშნულის აღსანიშნავად, წარმომადგენლობის ოფისის გარეთ აღმართული დროშის ფოტო გამოაქვეყნა. მოწოდება დიპლომატიური წარმომადგენლობის დაბრუნების შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა და ყველას სთხოვა, დაბრუნებულიყვნენ. კიევში მუშაობის განახლებას იტალიის საელჩოც გეგმავს.  

მეტი...