მანანა არჩვაძე-გამსახურდია საკუთარ შვილს, ცოტნე გამსახურდიას კოლხურ კოშკში არ უშვებს

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას  შვილი, ცოტნე  გამსახურდია ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობის შემდეგ, თბილისში გადმოიყვანეს. ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციის პროცესს სხვაგან, წეროვანის სამედიცინო ცენტრში გადის, რადგან, მანანა გამსახურდია მას კოლხურ კოშკში არ უშვებს. მიუხედავად გერმანელი ექიმების დასკვნისა, რომ მისთვის აუცილებელია რეაბილიტაციის პროცესის მშობლიურ გარემოში გავლა, ცოტნე გამსახურდიასთვის კოლხური კოშკის კარი ჩაკეტილია. „ძაან გაიგებს ცოტნე კოშკშია თუ სად არის, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება“ – ასე პასუხობს მანანა არჩვაძე ექიმების წერილს რეაბილიტაციის ადგილთან დაკავშირებით. „ექიმების წერილში ნათლად წერია რომ იმ მიღწევებსაც დაკარგავთ, რაც ამ ეტაპზე გაქვთ, რადგანაც პაციენტისთვის აუცილებელია რეაბილიტაციის პროცესის მშობლიურ…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს უარს ეუბნება და უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს,  რომ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ისიც მიიწვია უკრაინაში, თუმცა, პაპუაშვილი კოლეგას უარით პასუხობს. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის…

მეტი...

იუნესკო რუსეთს უნდობლობას უცხადებს და სესიაში მონაწილეობას არ აპირებს

ახალ-ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება. ამჯერად, კრემლს უნდობლობას იუნესკოც უცხადებს. კერძოდ, იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყაზანში დაგეგმილი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მიიღოს მონაწილეობა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესია დაგეგმილია ივნისში. წერილის ავტორების ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებული ან დაზიანებულია კულტურის 53 ძეგლი.  

მეტი...

SOS – სალმონელა „Ferrero“-ს შოკოლადში, 10 წლამდე ბავშვები მოწამლნენ

სეს-მა შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო. მიმდინარე წლის 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ. სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო – იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ…

მეტი...

რუსეთის ულტიმატუმი – ბელარუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა უნდა იყოს

ოკუპანტი რუსეთი ულტიმატუმს აყენებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ. „ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო გარანტორებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბელარუსის რესპუბლიკა. ახლა ყველა ამ საკითხის, მათ შორის გარანტორი ქვეყნების სრული სიის შეთანხმება მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ბელარუსის შევიდეს“, – აცხადებს ლავროვი.  

მეტი...

„ეს რის ცივსისხლიანობა“ – ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში გარდაცვლილთა გვამები თავად ნახა

  „თქვენ ნახეთ პუტინის არმიის ცივი სახე.  ბუჩაში ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც მთელი მსოფლიო გლოვობს. ჩვენ ვართ მათ გვერდით ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ წუთებში ბუჩაში იმყოფება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელთან და ევროპარლამენტარებთან ერთად, ადგილზე ეცნობა ვითარებას. ფონ დერ ლაიენი, სწორედ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ათობით გვამი, სპეციალურ „პარკებში“ გახვეული ასვენია. პრეზიდენტმა, ნანახის შემდეგ,  ემოციის შეკავება ვერ მოახერხე სულ ცოტა ხნის უკან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც აღნიშნულ ემოციას ასახავს. „ის, რაც აქ მოხდა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ…

მეტი...

ლიეტუვა საქართველოს მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადოს

საქართველოს მეგობარი ქვეყანა ლიეტუვა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სამწუხაროა. „მწუხარებას გამოვთქვამთ, იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ. მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის ლიდერობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის“ აღნიშნულია ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. ლიეტუვის სეიმის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს: „კმაყოფილებას იწვევს ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, გამოხატოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ“,- ვკითხულობთ  განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის…

მეტი...

სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც მერი აცხადებს, ამ ეტაპზე გარდაცვლილია 50 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. არიან დაჭრილებიც. “4000 ადამიანი გვყავდა რკინიგზის სადგურზე, რომლებიც პირველ მატარებელს ელოდნენ, ისინი დასავლეთ უკრაინაში უნდა გადაგვეყვანა, რა დროსაც სადგური დაბომბეს”, – აცხადებს მერი. მომხდარის გამო მკაცრი განცხადებები გააკეთეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და აშშ-მა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კი რუსეთის კიდევ ურო მეტად შეზღუდვის საკითხს აყენებს. უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გზაშია

უკრაინაში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ ავიაიერიშს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, შემაძრწუნებელია ის, რაც დღეს რუსეთმა განახორციელა. „შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა იმ რეგიონში, სადაც რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს. ქმედება აუცილებელია, მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღი უკრაინისთვის გზაშია ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახანს დამტკიცდა”, – განაცხადა შარლ მიშელმა. რუსეთმა პირდაპირი იერიში სწორედ იქ მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა და დასავლეთ უკრაინაში გადასვლას ცდილობდა. 39 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო

  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების მიზანია, რუსეთის ჯარების უგუნური, არაჰუმანური და აგრესიული ქცევის შეჩერება. „ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი 2022 წლის აგვისტოდან კრძალავს ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის რუსეთისგან შეძენას, იმპორტსა და ტრანსპორტირებას. ამჟამად, ევროკავშირი წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტს ახორციელებს; რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის იბლოკება ევროკავშირის ნავსადგურებზე წვდომა. გამონაკლისს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სურსათი, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და ენერგოპროდუქტები; ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსულ და ბელარუსულ ავტოტრანსპორტს ეკრძალება სახმელეთო გადაზიდვა. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა მედიკამენტები, სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტი, მათ შორის ხორბალი, ასევ ჰუმანიტარული სახმელეთო…

მეტი...

რუსეთის მსგავსად, „არამეგობრული ქვეყნების“ სია ბელარუსმაც გამოაქვეყნა

რუსეთის შემდეგ, „არამეგობრული ქვეყნების“ სია ბელარუსმაც შეადგინა. ჩამონათვალში საქართველო არ შედის. ბელარუსის „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალში 13 სახელმწიფო და სახელმწიფოთა შორისი კავშირი მოხვდა. სიის სათავეში კი ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოსდევს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ავსტრალიის კავშირი, კანადა, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, მონტენეგრო და შვეიცარიის კონფედერაცია.  

მეტი...

უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მორიგი სისასტიკე ჩაიდინეს. მათ კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. 30-მდე ადამიანი დაიღუპა,  100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გვამები სადგურის ტერიტორიაზე ყრია. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა კარგად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ. სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა. ხალხი სადგურიდან დასავლეთ უკრაინაში გადადიოდა.  

მეტი...

ციხის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადირება მოხდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ.-ს ექსტრადირების შესახებ განცხადება გაკეთდა. ძებნილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ჩამოიყვანეს.  პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, საუბარია მძიმე დანაშაულის  ძებნილ პირზე. 2022 წლის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.კ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე…

მეტი...

რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს  1 მლნ ლარი დაემატა. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის…

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი და ჯოზეფ ბორელი უკრაინაში გაემგზავრნენ

უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევში გაემგზავრნენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენი კიევში მატარებლით ჩავა. მათ რამდენიმე დღის წინა დააანონსეს, რომ კიევში ჩასვლას გეგმავდნენ. დელეგაციაში ევროპარლამენტის წევრებიც არიან.  

მეტი...

ოკუპანტებმა 16 წლის ფეხმძიმე და 78 წლის მოხუცი გააუპატიურეს  

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აღმოჩენილია 600-ზე მეტი ცხედარი. ვისი ამოცნობაც მოხერხდა, ცხედრებს შორის 40 ბავშვია. კრივოი-როგის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი  ოკუპანტებმა 16 წლის გოგო და 78 წლის ქალი გააუპატიურეს.  ეს სისასტიკე კი ხერსონში მოხდა. როგორც ალექსანდრე ვილკულა ვიდეომიმართვაში აცხადებს, აგრესორებმა ასევე, დაბომბეს ნავი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. „ჰერსონის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვაწყდებით, უმძიმეს ისტორიებს. გააუპატიურეს 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის მოხუცი. რუსმა ჯარისკაცებმა წყალსაცავთან კრივოი-როგის ოლქში, ჩაცხრილეს ნავი, რომელსაც  ხალხი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოჰყავდა. მას ესროლეს პირდაპირ გრადებიდან. ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 უფროსი. დაიღუპა 13…

მეტი...

ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 766 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.  

მეტი...

ვირუსით 273 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 782 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  273  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 577  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.31%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 981. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.2% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564.  

მეტი...

დამატებით 500 მილიონი ევრო უკრაინას

შარლ მიშელი უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას აანონსებს. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთლიანობაში კი, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს აღემატება.  

მეტი...

აშშ-მა რუსეთს სტატუსი ჩამოართვა

სენატმა რუსეთი ახალ მარწუხებში მოაქცია და  ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება სენატის წევრებმა ერთხმად მიიღეს. გარდა აღნიშნულისა, მუდმივი სავაჭრო ურთიერთობების სტატუსი ბელარუსისაც გაუუქმდა. რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს  

მეტი...

აშშ ტაშს უკრავს იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთი გაეროდან დროებით გააძევა

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება გუშინ შემდეგი თანაფარდობით: 93 ხმა  24-ის წინააღმდეგ, მიიღეს. „აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია. რუსეთის ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის. რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოში მუშაობას და დეზინფორმაციის გავრცელებას“ – აცხადებენ თეთრ სახლში. რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს  

მეტი...

“მტერი თავს გვესხმის რაკეტებით” – თავდაცვის მინისტრი

„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში. რუსეთი ძლიერი შეტევის განხორციელების მიზნით ძალების კონცენტრაციას ახდენს“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღების გაუმჯობესებას ითხოვს. რეზნიკოვის შეფასებით, უკრაინამ მოიგო ომის პირველი ეტაპი და ეს მოხერხდა პარტნიორებისგან მიღებული იარაღის წყალობით, თუმცა, რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა და კონფლიქტი გაჭიანურებულ ფაზაში და სხვა ფორმატში გადააქვს. „მტერი თავს გვესხმის რაკეტებით, იყენებს თვითმფრინავებს, MLRS სისტემებს და შორი მანძილის არტილერიას. ანადგურებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს. დაბომბვა ხორციელდება რუსეთის, ბელარუსის, ასევე შავი და აზოვის ზღვების ტერიტორიიდან. ასეთ პირობებში ომი გადადის რესურსების კონკურენციის ფაზაში, რომლებიც რუსეთში თითქმის უსასრულოა, უკრაინასთან…

მეტი...

უკრაინა საბჭოური იარაღის ნაცვლად ისეთ იარაღს ითხოვს, რომელსაც ნატო იყენებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის  განაცხადები, მათ ახლა თანამედროვე შეიარაღება სჭირდებათ, ისეთი, როგორსაც ნატოს ჯარები იყენებენ. „საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მხოლოდ მცირე ხნით გააძლიერებს უკრაინას. უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს იარაღი, რომელსაც ნატოს ქვეყნები იყენებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია მრავალი მიზეზის გამო. მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე მოგვაწოდოთ მძიმე იარაღი. რუსეთის ლიდერები ომის დამნაშავეები არიან. ამას ყველა აღიარებს. როდესაც ისინი სამხედრო მარცხს განიცდიან, მაშინვე დაკარგავენ ძალაუფლებას. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და შეგვიძლია მისი დამარცხება. ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები, რომლებმაც უსაზღვრო ტკივილი მოგვიტანეს“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მეტი...

„გთხოვთ, დაბრუნდით“ – ზელენსკი საელჩოებს მიმართავს

პრეზიდენტი ზელენსკი საელჩოებს მოუწოდებს კიევში დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელონ. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინის „გაცოცხლება“ ახლა აუცილებელია. ზელენსკი დიპლომატიურ მისიებს მიმართავს რომ დაბრუნდნენ კიევში და მუშაობა ძველებურად აღადგინონ. ”საელჩოები ბრუნდებიან კიევში. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოების და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. გთხოვთ დაბრუნდით, ვინც მამაცი ხართ, გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა. ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია” – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში.  

მეტი...

ევროკავშირი რუსეთს კიდევ უფრო მეტად ზღუდავს

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ქვეყნების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რუსეთს ემბარგო დაუწესდება. „მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე; ასევე,  დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე; შეიზღუდება სატვირთო და საზღვაო გადაზიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან; შემოვა აკრძალვა რუსული ხიზილალასა და არყის იმპორტზე“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებსა და მათ პროპაგანდისტებს.  

მეტი...

„ყველა ჯალათს ვიპოვით“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან სისასტიკეს, სხვადასხვა ქალაქში ყოველ დღე აწყდებიან.  პრეზიდენტის შეფასებით, ყველაზე დიდ საფრთხეს მარიუპოლში ელიან. „ველოდებით მორიგ პროვოკაციებს. პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ. ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერგაექცევით“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში.  

მეტი...

„მსოფლიოს უკრაინელების სიმამაცის 10% რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ქვეყნების სისუსტეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ სიმამაცე აკლიათ. „მთელ მსოფლიოში, ყველას, იმ სიმამაცის 10%-ი მაინც რომ ჰქონდეს, რაც უკრაინელებს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია.  უკრაინას სჭირდება მეტი შეიარაღება, რაც საშუალებას მოგვცემს გამარჯვებას მივაღწიოთ ბრძოლის ველზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ”,- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.  

მეტი...