მაროდიორმა-ჯარისკაცებმა რუსეთში 2 ტონამდე მოპარული ნივთები გაგზავნეს  

ტექნიკა, მანქანების ნაწილები, საბურავები, ავეჯი, ტანსაცმლი, ტელევიზორები, კონდენციონერები, უნიტაზები, ოქრო, ფეხსაცმელები – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რუსმა სამხედო-მაროდიორებმა უკრაინიდან მოიპარეს, შეფუთეს და საფოსტო გზავნილებით რუსეთში გაგზავნეს. ყველაფერი გადაღებულია, ყველაფერი აღბეჭდილია, ყველა სახე კარგად ჩანს, ვინც საფოსტო განყოფილებაში მივიდა, დოკუმენტები გააფორმა და ნაძარცვი ქონება სახლში გაგზავნა.  უფრო მეტიც, არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახის წევრებს უკავშირდებიან და უყვებიან, რა მაგარი ნივთები ჩაიგდეს ხელთ და რას უგზავნიან მათ. გახარებული ოჯახის წევრები კი ეუბნებიან, რომ ყველაფერი საჭიროა, რაც შეხვდებათ ყველაფერი გაგზავნონ. უფრო მეტიც, ავალებენ კიდეც, რა სჭირდებათ და რა გაუგზავნონ. არსებობს კადრები,…

მეტი...

უკრაინა ყველას მადლობას უხდის, ვინც რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა

დღეიდან, ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება და ყველას მადლობას უხდის, ვინც გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს. სამხედრო დამნაშავეების ადგილი გაეროში იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, არ არის. მადლიერები ვართ ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს“, – წერს დმიტრო კულება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი და ბოლივია. 58 წევრმა კი კენჭისყრაში…

მეტი...

პუტინის ქალიშვილების სანქციებში მოქცევისთვის რუსეთი ყველას პასუხს აგებინებს

კრემლი იმუქრება რომ რუსეთის ქალიშვილების სანქციებში მოქცევისთვის ყველა პასუხს აგებს.  კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქმედებები ახსნას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სანქციებში პუტინის ქალიშვილებიც მოყვნენ. „ხაზი, რომელიც გრძელდება ოჯახის წევრთა მიმართ შეზღუდვების შემოღებაზე, ეს საკუთარ თავზე მეტყველებს. ეს არის ის, რაც ძნელი გასაგები და განსამარტია. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ ოპონენტთან გვიწევს საქმის ქონა. რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც მიიჩნევს საჭიროდ“ – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.  

მეტი...

რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს  

93 ხმა  24-ის წინააღმდეგ, რუსეთის წევრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში შეჩერებულია. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კი უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიცამ, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ და მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის. რეზოლუციის პროექტის მიედვით, გენერალური ასამბლეა შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას“.

მეტი...

„დავეხმარებით უკრაინას, თავი დაიცვას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარულ თუ იარაღის მიწოდების ნაწილში დაეხმარებიან, არამედ, დახმარება რუსეთისგან მომავალი ქიმიური თუ ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვაც იქნება. „მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე განცხადებით,  რუსეთის მიერ მიყენებული ზიანი არის გლობალური. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ეს…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს“ – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი დასრულდა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეთანხმება მიღწეულია, რომ პარტნიორებთან  თანამშრომლობა გაგრძელდება. „მოკავშირეები და პარტნიორები გმობენ იმ დანაშაულს, იმ მკვლელობებს, რისი მომსწრეც გავხდით უკრაინაში. მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს და საერთაშორისო დონეზე დაიწყოს გამოძიება. მოკავშირეები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ  დავეხმაროთ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი მოქალაქეები და შესაბამისად, გააძევონ რუსული ჯარები. ასევე, მოკავშირეები აძლიერებენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„ერთმორწმუნე ერი მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრითაა დაკავებული“ – მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს

„სამწუხაროდ, არიან მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც იხოცებიან და იტანჯებიან. ის მტარვალი, მტანჯველიც, სამწუხაროდ, მართლმადიდებელია“ – აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უკრაინასთან მიმართებაში. როგორც მეუფემ სადღესასწაულო ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა, ათეული წელია ეს მტანჯველი, საკუთარ თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრითაა დაკავებული. „ჩვენ საკუთარი ნებით შევედით გიორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის იმპერიაში, მაგრამ მალევე. ხელმოწერა ქვემეხებისა და ზარბაზნების ქვეშ მოხდა. საქართველოში ამას მოჰყვა უამრავი ამბოხი. ჩვენ გვახსოვს უამრავი მტერი – არაბები, სპარსელები, მონღოლები. გვახსოვს, როგორც ჩვენი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: რჯულიანი და ურჯულო მტერი როგორ იავარყოფდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არცერთ დამპყრობელს…

მეტი...

ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე ძირს უთხრის მოლაპარაკების პროცესს

რუსეთი უკრაინას მორიგ ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკება და ვითარების განმუხტვა მის ინტერესებში არ შედის. რუსეთის საგარეო მინისტრი ირწმუნება, რომ კიევმა გზას გადაუხვია და რუსეთს შეთანხმების ახალი, განსხვავებული პროექტი შესთავაზა. „ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია და დაცილებულია სტამბოლში 29 მარტს გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დებულებებისგან“ – აცხადებს ლავროვი. მისი თქმით, „სტამბოლის დოკუმენტში“ უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ  უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე, ახალ პროექტში კი ეს მკაფიო მინიშნება არ არის. „არსებული შეუსაბამობა ადასტურებს კიევის ნამდვილ ზრახვებს, რომლითაც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. კიევის რეჟიმი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების…

მეტი...

„პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“ – „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადება

დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სისასტიკეზე ერთიან პოზიციას აფიქსირებენ. როგორც G7-წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ეს არის სასტიკი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს. სამოქალაქო პირების დაღუპვის, წამების მსხვერპლთა და სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი სურათები, ასევე სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ცნობები აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი ხალხის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად სიტყვით საბერძნეთის პარლამენტში გამოვიდა. ზელენსკიმ ვირტუალური ჩართვისას მთავარი აქცენტი ისევ მოსახლეობის ხაცვაზე გაკეთა და სანქციების გაძლიერება და მეტი იარაღი მოითხოვა. „დღეს უკრაინის ქალები მხოლოდ ნანგრევებია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენს მშვიდობიან ქალაქს გაუკეთა, მაგრამ ასევე თქვენს მშვიდობიან მარიუპოლს. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდი ბერძნული თემის სახლი. უკრაინულ-ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. უკრაინასა და საბერძნეთს შორის კავშირი იმდენად ძველია, რომ ახლა მისი საწყისის პოვნა შეუძლებელია. ბერძნული პოლიტიკა ჩვენს შავი ზღვის სანაპიროზე, კულტურული გაცვლა და ვაჭრობა, საზოგადოების ცხოვრება,  ეს ყველაფერი ათასობით წლის ისტორიაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და…

მეტი...

ჯართის შეგროვება, მესაქონლეობა, სატვირთო მანქანის დაცლა – ბავშვთა მძიმე შრომა საქართველოში

„სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების, სეზონური შრომის და შრომითი მიგრაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას. შინა მეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში არასრულწლოვნების ჩართვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომლის მოსმენა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ბავშვებს, თავის გადასარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ. „სიღარიბეს რომ თავი დააღწიონ, ბავშვებს ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, როგორიცაა ჯართის შეგროვება,  სატვირთო მანქანებზე მუშაობა, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები. კვლავ პრობლემურია, შრომით საქმიანობაში ჩართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო პროცესიდან დროებითი გამოთიშვის შემთხვევები, რაც ყოველთვის არ აღირიცხება და რეაგირების მიღმა რჩება.…

მეტი...

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი საკითხია, რომლსაც სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცელი თავი ეძღვნება. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, მსგავსი საკითხების გამოძიებისას პროფესიონალიზმის პრობლემა ხშირია. რაც შეეხება ციფრებს, 2021 წელს სს დევნა 252 საქმეზე დაიწყო, 53 საქმეზე გამოძიება შეწყდა, 187-ზე კი პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი. „საგულისხმოა, რომ 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 255- 2552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის 252 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 53 საქმეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო სულ 187 არასრულწლოვანი იქნა დაზარალებულად ცნობილი.  საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ…

მეტი...

უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს

უნგრეთის გადაწყვეტილებას, რომ ოკუპანტი  რუსეთისგან  გაზი რუსულ რუბლში იყიდოს, უკრაინა „არამეგობრულ ქმედებას“ უწოდებს და უნგრეთს აკრიტიკებს. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ქმედებები აძლიერებს  და ახალისებს რუსეთს ახალი სისასტიკე უკრაინელების წინააღმდეგ. „თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება, აი, როგორ უნდა მოიქცეს ის –  შეწყვიტოს ევროკავშირში ერთიანობის განადგურება, მხარი დაუჭიროს ახალ ანტირუსულ სანქციებს, გაუწიოს სამხედრო დახმარება უკრაინას და არ შექმნას რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების დამატებითი წყაროები. არასოდეს არ არის გვიან ისტორიის სწორ მხარეზე მოხვედრა”, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

დავით ნარმანია KIU-ს სტუდენტებს შეხვდა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო სემეკის ფუნქციები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებით ახალგაზრდების, სტუდენტების დაინტერესება. ენერგეტიკას საქართველოში აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ამ კუთხით, ახალგაზრდების ჩართულობა, მათი იდეების გენერირება სექტორის მუდმივი ზრდისთვის აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ მქონდა  ლექცია ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, სადაც ხარისხიანი სწავლისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. გამოიკვეთა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა დაინტერესება  ენერგეტიკის მიმართ დიდია და ჩვენ…

მეტი...

„მსგავსი ვიზიტი კატეგორიულად მიუღებელია“ – კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ჩასვლაზე

მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელების ჩასვლასა და შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვას უპასუხა. როგორც კალაძე განმარტავს, მსგავსი ვიზიტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როცა მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია,” – განაცხადა კალაძემ. „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

მეტი...

ავსტრალიის სანქციებში, დამატებით, 67 რუსი ოლიგარქი მოექცა

უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს „შავ სიაში“ აქცევენ. ამჯერად, რუსეთის მოქალაქეებს სანქციები ავსტრალიამ დაუწესა. სანქციებში კი 67 ადამიანი მოექცა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი აცხადებს, მთლიანობაში ქვეყანას 600-მდე ადამიანი ჰყავს შეყვანილი. სანქციები ეხებათ: რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს; ოლიგარქებს; პუტინთან დაახლოებულ პირებსა და რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერებს.  

მეტი...

„ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება მეტი იარაღი“- ჟოზეფ ბორელი

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნა, სადაც ამ წუთებში უკრაინის საგარეო მინისტრს დმიტრო კულებას უსმენენ. შეხვედრის დაწყებამდე კი მედიასთან განცადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, სადაც აქცენტი უკრაინის იარაღით მომარაგება იყო. „სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები.  მეტი რესურსი, მეტი სამხედრო შესაძლებლობა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოებიდან რუსეთის მეტი იზოლაცია, მეტი სანქციები. დღეს, იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩები დაამტკიცებენ სანქციების მეხუთე პაკეტს და ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შესათანხმებლად გადაეცემა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართება გაერო-ში და იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს რუსეთის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის…

მეტი...

ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, უკრაინის მხარდაჭერის დასადასტურებლად უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავა. აღნიშნული განცხადება ბორელიმ ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა. „ყველამ იცის, იმ სისასტიკის შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ბუჩაში და სხვა ახლომდებარე დასახლებებში კიევის ოლქში. უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალთ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გავიგებთ უკეთესად, რა ხდება იქ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გრძელდება, სადაც მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის მხარდაჭერაა. ბრიუსელში იმყოფება უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულებაც.

მეტი...

პირველი შემთხვევა, როცა ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 0-ია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.  

მეტი...

ვირუსით 324 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 625 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 324  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 721  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.43%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 708-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.9%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე.  

მეტი...

ნაწამებია კიდევ 11 ადამიანი, რომელთა ცხედრები უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა

ყოველდღიურად, უკრაინული მხარე რუსეთის მხრიდან, მათ ტერიტორიაზე ჩადენილ ახალ-ახალ სისასტიკეს აწყდება. ამჯერად, ქალაქ გოსტომელში, ავტოფარეხში აღმოჩენილია 11 ცხედარი. ყველა მათგანს წამების კვალი ატყვია. წამების შემდეგ ისინი დაწვეს. კადრებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უმძიმესი ვითარებაა ბოროდიანკაში, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.  

მეტი...

„ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები, ასეთ დროს მოლაპარაკების სურვილი არ არის“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე, სხვადასხვა ადგილებში თითქმის ყოველ დღე პოულობს ამოხოცილ და დამწვარ ოჯახებს. ასეთ დროს კი რუსეთთან მოლაპარაკების სურვილს და შედეგს ვერ ხედავს. „ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. ისინი ნაცისტები არიან. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ. იმის შემდეგ, რაც ბუჩაში ვნახე, რუსეთის ფედერციასთან მოლაპარაკების დიდი სურვილი არ არის, რადგან, ცხადია, ვისთან გვაქვს საქმე. სურს თუ არა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება, აუცილებელია, ყოველდღიურად გადაიდგას ნაბიჯები რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. რუსეთთან მოლაპარაკების მცირე შესაძლებლობებიც კი უნდა გამოვნახოთ. ამის გარეშე, ომის გასრულება ძნელია“ – განაცხადა…

მეტი...

„დღეს, იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“ – დმიტრო კულება ბრიუსელში ისევ იარაღს ითხოვს    

ამ წუთებში, ბრიუსელში ნატოს სამიტი იწყება. ადგილზე იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელსაც ნატოს წვერი ქვეყნებისთვის მხოლოდ სამი გზავნილი აქვს: იარაღი, იარაღი და ისევ იარაღი. „ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრებისთვის ჩამოვედი. დღის წესრიგი ძალიან მარტივია და ის მხოლოდ სამ პუნქტს მოიცავს. ეს არის: იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, უკრაინის დასახმარებლად და პუტინის შესაკავებლად საუკეთესო გზა იარაღის მოწოდებაა.   ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ და როგორ მოვიგოთ, თუმცა, იარაღის საკმარისი მარაგის გარეშე ეს გამარჯვება მხოლოდ დიდი მსხვერპლით მიიღწევა. რაც მალე მივიღებთ მეტ იარაღს, მით უფრო მეტი…

მეტი...

„მეტი განსხვავებული სისტემები თქვენს ქვეყანას“ – იენს სტოლტენბერგი უკრაინას

​NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე ნეტოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიასთან განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრთან ერთად გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა დმიტრო კულებას უკრაინელი ხალხის სიმტკიცისა და ბრძოლისუნარიანობისთვის და მეტ დახმარებასაც დაჰპირდა. „შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას. კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი – რა შეიძლება განვიხილოთ თქვენს დასახმარებლად. მოკავშირეები ბევრი ტიპის იარაღს უგზავნიან უკრაინას. მოვუწოდებ მათ, მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ თქვენს ქვეყანას, ეს აუცილებელია თავდაცვისთვის. ველი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე“- განაცხადა ეინს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დაწყების წინ. შეგახსენებთ, რომ დრეს, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გრძელდება. ბრიუსელში საბჭოს სხდომა იწყება, ადგილზე დმიტრო…

მეტი...

ბრიუსელში საბჭოს სხდომა იწყება, ადგილზე დმიტრო კულებაც ჩავიდა  

მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში,  უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება. NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, მთავარი თემა ისევ უკრაინა და მიმდინარე ომი იქნება. ალიანსის შტაბ-ბინაში შეკრება უკვე დაიწყო. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს, რომელიც უკვე ადგილზე იმყოფება. „უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

მეტი...

ერთ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა – აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკა აძლიერებს უკრაინის დახმარებას. „ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ, უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მივაწვდით. მათ აქვთ და ექნებათ ყველა საჭირო იარაღო. ომი მალე უნდა დასრულდეს. უნდა შეწყდეს სიკვდილი, რასაც უკრაინაში რუსეთი ახორციელებს. მოუხედავად იმისა, რომ თითქოს რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ისინი ძალებს დონბასში აძლიერებენ“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ისევ იარაღის მიწოდებაა.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს,  მართლმადიდებელი ეკლესია  ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას კათალიკოს პატრიარქი აღავლენს.  ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ლიტერატურის მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. „მედიაცენტი მთავარი“ გილოცავთ ხარების უდიდეს საუფლო დღესასწაულს.

მეტი...

უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე ევროკავშირმა დეკლარაცია მიიღო

ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკესთან დაკავშირებით, საქართველოც მიუერთდა. დეკლარაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა. „სამხედრო დანაშაულისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ისევე როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და სამხედრო მაღალჩინოსნები, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ყველა ზომას. სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორების მიერ წამოწყებულ გამოძიებას სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევას.…

მეტი...

„თუ პრევენციული ქმედებები არ იქნება მეორედ, ეს იქნება მთელი დასავლეთის ისტორიული შეცდომა“ – ზელენსკი ისევ ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა და მოთხოვნა მსოფლიოს მიმართ უცვლელია – იარაღი და მეტი სანქცია. ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა, ასევე საუბარია, რომ  რუსმა სამხედროებმა შეცვალეს ტაქტიკა და ცდილობენ, ქუჩებიდან და სარდაფებიდან გარდაცვლილთა ცხედრები გაიტანონ. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ კვალი დაფარონ. „თუ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენთვის რეალურად საჭირო შეიარაღებით მომარაგება, რომლის თაობაზეც არაერთხელ მოგმართეთ, მაშინ რუსეთი განიხილავს ამას როგორც ნებართვას იერიშისთვის, ნებართვას დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისივე განცხადებით, იარაღით მომარაგებასთან ერთად, აუცილებელია სანქციების უფრო გამკაცრება. „კიდევ შეიძლება იმ სანქციების დაწესება, რომელსაც…

მეტი...