ევროკავშირმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ევროკავშირის „შავ სიაში“ დამატებით კიდევ 19 რუსი დიპლომატი მოხვდა. უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადა. როგორც ბორელი განმარტავს, მათი საქმიანობა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. “დღეს, მე, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , – განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ. როგორც ბორელმა განმარტა, საუბარია ათობით პოლიტიკოსზე, ბიზნესმენზე, პროპაგანდისტზე, ასევე, სამხედრო და სხვა სახის კომპანიებზე.  

მეტი...

რუსეთი შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც დაბლოკონ

აშშ ითხოვს, რუსეთს, უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება შეუჩერდეს. აღნიშნული განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა გააკეთა. სწორედ ის იყო პირველი გამომსვლელი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის შემდეგ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ შეფასებისთვის სიტყვა გადასცა. ლინდა ტომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ სისასტიკესა და ადამიანთა ხოცვაზე ისაუბრა. „ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – ზელენსკის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოს სისასტიკის ამსახველი ვიდეოს ნახვა სთხოვა

„ეს არის ყველაზე საზარელი დანაშაული, რაც კი კაცობრიობას გადახდენია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი ცდილობენ, ნაცარტუტად აქციონ უკრაინა. ანადგურებენ ყველაფერს, რომ ადამიანებდა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ისინი არ ინდობენ თავშესაფრებსაც კი, სადაც შეხიზნულია მშვიდობიანი მოსახლეობა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე. მან, გამოსვლის დასრულების შემდეგ საბჭოს იმ ვიდეოს ნახვა სთხოვა, რომელიც უკრაინის სისასტიკეს ასახავს. „სამწუხაროდ, ბუჩა არის ერთადერთ მაგალითი, რისი ნახვაც დღეს შეიძლება. თუმცა, არის სხვა ქალაქებიც, სადაც იგივე სისასტიკის ნახვა შეიძლება. ეს არის ბარბაროსული მოპყრობა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის სამხედრო დანაშაული და დარწმუნებული ვარ, გაეროს თოთოეული…

მეტი...

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მას შეხვედრა ჰქონდა ახლადდანიშნულ ელჩთან – ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით კასიანოვის დაბარების მიზეზი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გუშინდელი განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საქართველოს გამოყენებით  ცდილობს სანქციებს თავი დააღწიოს. კერძოდ, როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაციას, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებს სუს-მაც გაავრცელა და უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების მოსთხოვა.…

მეტი...

„ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოდის. პრეზიდენტი უკრაინაში რუსულ სისასტიკეზე საუბრობს და საბის წევრებს აცნობს, რა ჩაიდინეს ოკუპანტებმა მათ მიწაზე. „ისინი არც თუ ისე შორს არიან კიევიდან. არ არსებობს მცირედი სამხედრო დანაშაულიც კი, რაც არ ჩაიდინეს. ისინი კლავენ ყველას, ქალებს კლავენ, სახლებთან კლავენ ადამიანებს და მთელ ოჯახებს ანადგურებენ. დიდებს, პატარებს, ყველას კლავენ და შემდეგ წვამენ გვამებს. მე თქვენ მოგმართავთ იმათი სახელით, ვინც დაიღუპნენ, ვინც აწამეს, ვინც დახვრიტეს, ზოგიერთები კი ჭაში ჩააგდეს. მანქანებს სრესენ შუაგულ ქუჩაში. ქალებს აუპატიურებენ ბავშვების თვალწინ. ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის დასანგრევად და გასანაგურებლად. ის…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწერა – რუსეთი ყველა მიმართულებით იბლოკება

რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესდა. ექვსპუნქტიანი პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი და  დაუნდობელ ომის წარმოებისთვის რუსეთი კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს. 1. რუსეთიდან, წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს ამცირებს; 2. ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკზე, მათ შორის სიდიდით მეორე, VTB ბანკზე; 3. ევროკავშირის ნავსადგურებს, რუსული გემების და რუსეთისა და ბელარუსიის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებზე წვდომის აკრძალვა; 4.10 მილიარდი ევროს ღირებულების შემდგომი ექსპორტის აკრძალვები გადამწყვეტ სფეროებში (ნახევრადგამტარები, მექანიზმები და…

მეტი...

ნატო უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსთვის უკრაინის მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით  უკრაინის შეიარაღება გაგრძელდება. „ჩვენი  ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური, სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მჭიდრო კავშირია,  თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რა ძალა აქვთ მათ ბრძოლის ველზე. რაც უფრო მეტად შევძლებთ ბრძოლის ველზე მათ მხარდაჭერას, რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მთავარია უკრაინის დახმარება. შემდეგ კი უკრაინის…

მეტი...

„სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში საომარ მოქმედებებსა და ადამიანების ხოცვას სისასტიკეს უწოდებს. როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, ასეთი სისასტიკე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. „ეს არის საშინელება, რომელიც უკრაინელი ხალხის ტანჯვას იწვევს.  ეს  ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ომის ბუნებას, მის მიერ კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას.  კიევისგან მოშორებით, რუსული ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას ვხედავთ იმისათვის, რომ გადაჯგუფდნენ, ხელახალი შეიარაღება მიიღონ და აქცენტი აღმოსავლეთზე გადაიტანონ. მომავალი კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ჩვენ, რუსეთის შემდგომ ბიძგს ველით, რათა შეეცადოს, აიღოს მთელი დონბასი და ოკუპირებულ…

მეტი...

პესკოვი ჯო ბაიდენს თითს უქნევს და მის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს

პოსკოვისთვის პუტინის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. კრემლის პრესსპიკერისთვის მიუღებელია ვლადიმირ პუტინის მისამართით ისეთი სიტყვების გაჟღერება, რომელიც მის დისკრედიტაციას მოახდენს და შეურაცხყოფას მიაყენებს. პესკოვი თითს ამერიკის პრეზიდენტსაც უქნევს და მის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პირადი შეურაცხყოფა გრძელდება, რაც ცუდია. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეს ჩვენ მიუღებლად და სამარცხვინოდ მიგვაჩნია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვი განსაკუთრებით ჯო ბაიდენის შეფასებებმა ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო აღაშფოთა. კერძოდ, იმან, რომ ჯო ბაიდენმა პუტინი ომის დანაშაულში დასდო ბრალი. „შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში… ის…

მეტი...

4 ქვეყანა საკუთარი ტერიტორიიდან რუს დიპლომატებს აძევებს

დასავლეთს ქვეყნები პირობას ასრულებენ და ბუჩაში ოკუპანტების მხრიდან დატრიალებული ტრაგედიის გამო, თავიანთი ტერიტორიებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ.  ეს ქვეყნებია: იტალია, დანია, შვედეთი და ესპანეთი. იტალიის განაცხადით, ქვეყანას 30 რუსი დიპლომატი დატოვებს დანიიდან 15 დიპლომატს გააძევებენ. როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი აცხადებს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „დანია 15 რუს დაზვერვის ოფიცერს გააძევებს, რომლებიც კოპენჰაგენში, რუსეთის საელჩოში მუშაობენ. ისინი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“ – განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს გააძევებენ. მთლიანობაში, ევროპიდან 125-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. პროცესი კიდევ გაგრძელდება.

მეტი...

„საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე“ – მიხეილ სააკაშილი სასამართლოზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო მას თანაგრძნობას უცხადებს როგორც პუტინის პირად ტყვეს და საქართველოში დელეგაციების სწორედ მის საკითხზე ჩამოდიან. „ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე.  აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე“ – განაცხადა…

მეტი...

მტკიცებულება, რომ ბუჩაში მოსახლეობა ოკუპანტებმა ამოხოცეს, მოპოვებულია

​ბუჩაში დატრიალებულ სისასტიკეს რუსული მხარე უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თავად უკრაინული მხარის ჩადენილი და „ფეიკია“ რომ მსოფლიო ამ სიყალბეში დააჯეროს. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს ეკუთვნის. ის ირწმუნება, რომ ეს სიყალბე უკრაინამ მას შემდეგ დადგამ რაც რუსის ჯარები ბუჩადან გავიდნენ. რაც შეეხება რეალობას, სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა ამტკიცებს, რომ, ეს სისასტიკე სწორედ იმ პერიოდშია ჩადენილი, როცა ქალაქი ბუჩა რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული. ვიდეო და სატელიტური ფოტომასალა შესაძლებლობას იძლევა აღინიშნოს, რომ დახოცილთა გვამები დასახლებულ პუნქტში სამ კვირას მეტი ხნის განმავლობაში გამოჩნდა. ამ დროს ბუჩა რუსი სამხედრო მოსამსახურეების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ერთ-ერთ…

მეტი...

„ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას“ – საპატრიარქოს სამძიმარი ბუჩას

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩაში დატრიალებულ სისატიკესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თანაგრძნობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. „ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას, – აცხადებენ საპატრიარქოში და თანაგრძნობას გამოხატავენ. „გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები,…

მეტი...

„უკრაინიდან საქართველოში კონტრაბანდული პროდუქტი შემოვიდა და ეს იყო სააკაშვილი“ – კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის, ირაკლი კობახიძე ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინიდან საქართველოში კონტრაბანდული პროდუქტი შემოვიდა და ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. „სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება – არ დამტკიცებას,  ეს უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

რამდენომე წუთის უკან, სქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო.  მიწისძვრის სიძლიერემ კი 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

„თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება“ – იაგო ხვიჩია საქართველო-რუსეთის თანამშრომლობაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ფარულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი თემაა, რომელზეც კომენტარები აქტიურად კეთდება. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, ამჯერად, აშშ-მა საქართველო გააფრთხილა, თუ ფაქტები დადასტურდა, მძიმე რეალობის წანაშე აღმოვჩნდებით. „გამორიცხული არაფერია. რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება. ასევე, სხვადასხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ვთქვათ, ამ საქმეში გარეულები არიან. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო. ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება…

მეტი...

ვირუსით 3 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 28, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.    

მეტი...

ვირუსით 578 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 540 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 578  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 389  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.36%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 008-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.11%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.  

მეტი...

დააკავეს ექთანი, რომელმაც 150 ლარის სანაცვლოს ყალბი „კოვიდ პასპორტი“ გასცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომლებმაც  150 ლარის სანაცვლოდ ვაქცინაციის  ყალბი ბარათი დაუმზადეს და არავაქცინირებული პირი ვაქცინირებულთა ბაზაშიც დაარეგისტრირეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით. ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის…

მეტი...

ვინც რუსეთს მხარს დაუჭერს და დაეხმარება, აშშ მკაცრ სანქციებში მოაქცევს – კითხვა საქართველოზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ, სადაც საქართველო რუსეთის „მოკავშირედაა“ მოხსენიებული კერძოდ, საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როგორც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას და ინფორმაციას მუდმივად იღებენ. „ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გაგრძელდება.…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვა

დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვირტუალური სიტყვით გამოვა.  პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს წევრებს იმ მძიმე ვითარებას გააცნობს, რაც ოკუპანტებმა ბუჩაში დაატრიალეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრებს, რაც, ამ ეტაპზე, უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.  

მეტი...

რუსეთი ყველას სამაგიეროს გადაუხდის, ვინც რუსი დიპლომატები გააძევა

პუტინის, ლავროვისა და პესკოვის პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებისთვის სამაგიეროს გადახდის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც ალაპარაკდა. რუსი დიპლომატების გაძევებით შეშფოთებული მედვედევი აცხადებს, რომ ყველას სამაგიეროს გადაუხდიან და „ეს ქვეყნები“ თავად დაზარალდებიან. „ჩვენი პასუხი იქნება სიმეტრიული და დესტრუქციული ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ვინ დასაჯეს? პირველ რიგში საკუთარი თავი. თუ ასე გაგრძელდა, ადაკვატური იქნება, როგორც მე დავწერე 26 თებერვალს,  დასავლეთის საელჩოებისთვის კარის ჩაკეტვა,”- აცხადებს მედვდევი. ინფორმაციისთვის, სხვადასხვა ქვეყანამ რუს დიპლომატებს კარი ჩაუკეტა. მათ შორის, გერმანიამ რამდენიმე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საფრანგეთი კი 35 რუს დიპლომატს საზღვარს უკეტავს.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს საქალაქო სასამართლოში მიიყვანენ

დღეს, საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული და მას თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.  

მეტი...

ორი რეფერენდუმი ერთის ნაცვლად – „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შესაერთებლად ემზადება

“სამხრეთ ოსეთში” ე.წ. არჩევნებისთვის ემზადება. 10 აპრილის შემდეგ კი ორი დიდი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, რომელმაც, ბიბილოვის განმარტებით,  მოსახლეობის ნება უნდა აღასრულოს. საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ოფიციალურ გაფორმებაზე. „შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩავატაროთ. ერთი –  რუსეთთან შეერთების შესახებ და მეორე – ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ“ – ასეთია ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის გეგმები. ე.წ. პრეზიდენტის მტკიცებით,  „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა  რეალურია.  

მეტი...

„დამნაშავეებთან მოლაპარაკება არ არის საჭირო“ – პოლონეთი პუტინს ჰიტლერსა და სტალინს ადარებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინის რეჟიმთან არაეფექტური იქნება. პუტინის ანალოგად მას ჰიტლერიც მოჰყავს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ახსენებს, რომ მას არავინ ელაპარაკებოდა, რადგან აზრი არ ჰქონდა. „ბატონო პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან და რა მიიღეთ შედეგად, შეაჩერეთ თუ არა რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო. საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს, სტალინა, პოლ პოტთან…“ აცხადებს მატეუშ მორავეცკი. პოლონეთი  უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასაც ითხოვს.  

მეტი...

უკრაინას იმედი აქვს, რომ ახალი საგარეო მინისტრის დანიშვნით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება, მას იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრი უკრაინასთან ურთიერთობას გამოასწორებს. „მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – ასეთია დმიტრო კულებას შეფასება.

მეტი...

აშშ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს რამდენიმე დღეში წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ოკუპანტ რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი წარუდგინოს. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, ახალი სანქციები, დიდია ალბათობით, მიმდინარე კვირას გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, სანქციების სხვადასხვა მიმართულების იქნება და მათ შორის, ენერგეტიკაც მოიაზრება. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მაღალჩინოსნებთან ევროპის მთავარ დედაქალაქებში, ისევე, როგორც ბრიუსელში, სანქციების სრულ სპექტრთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციების ან ზეწოლის ვარიანტების ჩათვლით“ – განაცხადა სალივანმა. ასევე, რუსეთის სანქციების პარალელურად, აშშ უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტსაც გამოაცხადებს.  

მეტი...