„ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ“ – არესტოვიჩი

​ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ეს მსოფლიომ უნდა იცოდეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს არსებული უმძიმესი ვითარება. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რომელიც თავად იყო ჩასული უკრაინაში, აცხადებს, რომ ეს არის პუტინის ომის დანაშაული. „შეძრწუნებული ვარ რუსეთის სისასტიკით ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ოლქებში. ეს არის პუტინის ომის დანაშაულის მწარე რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს აქ რაც ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად“, – აცხადებს რობერტა მეცოლა. კადრებში ჩანს მოკლული ბავშვები, ნაწამები ადამიანები.…

მეტი...

„სანქციების დაწესება არ მოხდება, ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან არ მოხდება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერი აცხადებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მას ვერავინ შეაცვლევინებს. „პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც, მე ყოველთვის ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ“ – აცხადებს…

მეტი...

ოკუპანტები ყოველ 6 საათში ერთ ბავშვს კლავენ

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპანტის ჯარისკაცები ყოველ 6 საათში ერთ ბავშვს კლავენ. ყოველ სამ საათში კი ერთი ბავშვის ტრავმირებას ახდენენ. სახალხო დამცველი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს, შესაბამისად იმოქმედოს. „მივმართავ გაეროს, გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.  

მეტი...

„დასავლეთმა სანქციების დაწესებით საღ აზრს გადაუხვია“ – კრემლში ზელენსკისთან შესახვედრად ემზადებიან

ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს, ომში ჩართული პრეზიდენტების შეხვედრა და მოლაპარაკებებია. როგორც კრემლში აცხადებენ, პრეზიდენტების მოლაპარაკება კი იმ შემთვევაში შედგება, თუ ხელმოსაწერი დოკუმენტი მზად იქნება. „იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად მომზადდება დოკუმენტი, რომელიც მზად იქნება მხარეებს შორის ხელმოსაწერად, სწორედ ეს გახდება საფუძველი პრეზიდენტების შეხვედრის“ – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი. მისივე შეფასებით, სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, ყველაფერს ართულებს და საღ აზრს მოკლებულია. „ეს არის საღი აზრიდან გადახვევა. მას შემდეგ, რაც ჩვენ პრეზიდენტს სანქციები დაუწესეს, როგორც ჩანს, უკვე გამოდის, რომ ისინი ნებისმიერი სისულელისთვის მზად არიან“ – განმარტავს პესკოვი.  

მეტი...

„შემდგომი სანქციები უკვე გზაშია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპა, რუსეთთან დაკავშირებით არსებულ სანქციებზე არ გაჩერებულა, პირიქით ახალ პაკეტზე ისევ მუშაობს. „შოკირებული ვარ გათავისუფლებულ კიევის ბუჩას რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ამაღელვებელი კადრებით. ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა გზაშია. დიდება უკრაინას!“, – აცხადებს შარლ მიშელი.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში 18 000-მდე სამხედრო დაკარგა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ცოცხალი ძალის დანაკარგზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 18 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საკმაოდ დიდი მსხვერპლია წვევამდელებში. რაც შეეხება შეიარაღებას, უკრაინამ რუსეთში დაკარგა  644 ტანკი, 1 830 ჯავშანტრასპორტი, 325 ერთეული საარტილერიო სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 143 თვითმფრინავი, 134 შვეულმფრენი, 7 ერთეული საზღვაო ხომალდი და 89 უპილოტო საფრენი აპარატი.

მეტი...

პოლონეთი თანახმაა, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს

მას შემდეგ, რაც კრემლმა ღიად დაიწყო საუბარი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, შესაბამისი, ე.წ. შემაკავებელი სამზადისი მსოფლიოს ქვეყნებმაც დაიწყეს. ერთ-ერთი, ამ მხრივ პოლონეთია. ვარშავა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა აღმოჩნდა, მზად არის, რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად დამატებითი ზომები მიიღოს. კერძოდ, პოლონეთი მზაობას აცხადებს,  საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს. ქვეყნის  ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ეს იქნებოდა დამატებითი მექანიზმი, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება მოხდეს.  

მეტი...

ცემა, გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა არასრულწლოვნის თანდასწრებით

დაკავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელიც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემდა, აბულინგებდა, აუპატიმრებდა და თვითმკვლელობამდე მიჰყავდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. მას ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული…

მეტი...

„უკრაინული ნატო“ – სწორედ ამას ითხოვს უკრაინა

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ალიანსის წევრობაზე უარს იტყვის, უნდა შეიქმნას ანალოგიური ორგანიზაცია, ე.წ. უკრაინული ნატო, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. სწორედ ეს არის უკრაინის ალტერნატიული წინადადება, ალიანსზე უარის თქმის სანაცვლოდ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით,  უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამ გზით შექმნას „საკუთარი უკრაინული ნატო“. „გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყანა უკვე გამოეხმაურა უკრაინის აღნიშნულ ინიციატივას რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნან. ეს ქვეყნებია: თურქეთი, გერმანია…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ „კადირველების“ ოჯახებს კარტოფილი დაურიგეს  

ერთი მებრძოლის ფასი კარტოფილითა და ზეთით დაფასდა. სწორედ ეს არის ის საფასური, რაც უკრაინაში დაღუპულმა „კადიროველებმა“ მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ფასად მიიღეს. უკრაინაში დაღუპულმა „კადიროველების“ ოჯახებმა კომპენსაციის სახით  ტომრით კარტოფილი და  მცენარეული ზეთი მიიღეს.  

მეტი...

ომში ჩართული პრეზიდენტების შესახვედრად ყველაფერ მზადაა

„ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის  ყველაფერი მომზადებულია“ –  აღნიშნულ განცხადებს „ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია ავრცელებს. როგორც  მოლაპარაკების პროცესში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, მომზადებულია დოკუმენტის პროექტიც, რომელიც ორმა პრეზიდენტმა უნდა განიხილოს”. „რუსულმა დელეგაციამ დაადასტურა ჩვენი პუნქტები, დოკუმენტის პროექტი შემუშავებულია და ახლა საუბარია კონსულტაციების ჩატარებაზე ორ პრეზიდენტს შორის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწრაფად შედგეს პრეზიდენტების შეხვედრა“, – აცხადებს არახამია. რაც შეეხება ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემას, როგორც არახამია განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.

მეტი...

„უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია ის, რისი მიწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენი გმირი მარიუპოლი აგრძელებს მტრის მნიშვნელოვანი ნაწილის შეკავებას. ამ წინააღმდეგობის წყალობით უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიგო“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და აქვე პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს. მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია ის, რაც უნდა მიეღო შეიარაღების სახით. „რა არის რუსული ჯარების მიზანი? მათ სურთ დაიკავონ როგორც დონბასი, ასევე უკრაინის სამხრეთი. რა არის ჩვენი მიზანი? დაიცავით ჩვენი თავი, თავისუფლება, ჩვენი მიწა და ხალხი. სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური ანტისარაკეტო სისტემები; არ მიუღია თვითმფრინავები; არ მიუღია ის, რისი მოწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს. შეეძლოთ – და კვლავაც შეუძლიათ“ – აცხადებს პრეზიდენტი.…

მეტი...

სანქციების გამკაცრება და თავდაცვითი შეიარაღება – რაზე შეთანხმდნენ ზელენსკი და ჯონსონი?!

უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრინატეთის პრემიერ-მინისტრი  დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბრიტანეთი, პარალელურ რეჟიმში, რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს. „ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონს. შევთანხმდით უკრაინისთვის ახალ თავდაცვით მხარდაჭერასა და  ახალ პაკეტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ასევე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. შევთანხმდით ერთობლივ ნაბიჯებზე მშვიდობის მისაღწევად,“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. რაც შეეხება ბორის ჯონსონს, მისი ინფორმაციით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. „გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას,  მათ შორის, სანქციების გაძლიერებას. უნდა გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა პუტინის სამხედრო მანქანაზე, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რჩებიან,“- აცხადებს პრემიერი.

მეტი...