ევროპარლამენტი უკრაინას სწრაფად შემსვლელ კანდიდატად აღიარებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ადასტურებს, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარებენ. გარდა აღიარებისა. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენაშიც მაქსიმალურად დაეხმარებიან. „უკრაინას ვაღიარებთ ევროკავშირში ოფიციალურად და სწრაფად შემსვლელ კანდიდატად. ამას მე გპირდებით ევროპარლამენტის სახელით“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ, რომელიც უკრაინაში იმყოფება.  

მეტი...

თბილისში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. დასახლებაში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში 2 პირი შეიჭრა, მესამე  კი გარეთ ელოდებოდა.  ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დაჭრილია ერთ-ერთი თავდამსხმელი. ისინი „სუბარუს“ ტიპის ავტომანქანით მიიმალნენ. ამ ეტაპზე, სხვა, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

უკრაინული მხარე კმაყოფილი იქნება თუ პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში შედგება

უკრაინული მხარე კმაყოფილი და მადლობელია თურქეთის, რომელმაც რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში არსებითი წვლილი შეიტანა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, მიესალმებიან, თუ ორი პრეზიდენტის შეხვედრის მასპინძელი მხარეც თურქეთი იქნება. როგორც კულება განმარტავს, პრეზიდენტმა ერდოღანმა მოლაპარაკებისთვის სწორი ატმოსფერო შექმნა. „მადლობელი ვართ თურქეთის პრეზიდენტის ძალისხმევისთვის. სწორედ იმის წყალობით, რომ პრეზიდენტმა პირადად მიაქცია ყურადღება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებას და შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა. დიპლომატიური ენით, ეს არის  სწორი ატმოსფეროს შექმნა მოლაპარაკებებზე. რადგან მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებამდე.  თუ პრეზიდენტი ერდოღანი  მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას, მხოლოდ მივესალმებით ამ…

მეტი...

თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება, მის რეპუტაციის საფრთხე ემუქრება

ევროკავშირი ჩინეთ-რუსეთის თბილ ურთიერთობებში საფრთხეს ხედავს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთის რეპუტაცია სერიოზულად შეილახება. „ჩინეთის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, თუ რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ომის გაგრძელება და მსოფლიო ეკონომიკის მეტად შეფერხება არავის ინტერესში შედის“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.  

მეტი...

გერმანია უკრაინას საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარია 56 საბრძოლო ტანკზე, რომელსაც საომარ მოქმედებებში მყოფი უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს.  

მეტი...

ბუჩაში დანაღმულია სახლები, ქუჩები, ტექნიკა და ცხედრებიც კი  

ქალაქ ბუჩაში ამ დრომდე რჩებიან რუსი დივერსიული ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმლით გადაადგილდებიან და ყველაფერს ნაღმავენ. „აქტიურად მოდის შეტყობინებები მოქალაქეებისგან –  შეუძლიათ  თუ არა ქალაქში დაბრუნება. ქალაქი ბუჩა ოკუპირებულია,  ის არ არის უსაფრთხო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ქალაქიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანეს, მაგრამ, რჩებიან დივერსიული ჯგუფები და რუსი ჯარისკაცები. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილები და დივერსიულ აქტებს გეგმავენ. ეს ტერიტორია  მთლიანად დანაღმულია. ნაღმავენ  სახლებს,  ქუჩებს, ტექნიკას, ცხედრებსაც კი. არ მიუახლოვდეთ უცხო საგებს, არ შეეხოთ ტექნიკას“ – აცხადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

მეტი...

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ადგილად ისევ თურქეთი განიხილება

თურქეთის პრეზიდენტი აყენებს ინიციატივას, რომ საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაც თურქეთში მოხდეს. როგორც ერდოღანი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი მის შეთავაზებას იღებს. რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია კი დღეს ექნება. როგორც  რეჯეფ თაიფ ერდოღანი განმარტავს, საკითხთან დაკავშირებით ზელენსკის პოზიცია იცის, პუტინის პასუხს კი დღეს მოისმენს. „უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მქონდა მოლაპარაკება. დღეს 16:00 საათზე პუტინთან მექნება საუბარი. მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე ახლა ჩვენ შეგვიძლია ლიდერების შეხვედრის გამართვა, განსაკუთრებით ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად“,- განაცხადა ერდოღანმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინული მხარეების მოლაპარაკების პროცესი, ამ წუთებში, ვირტუალურ ფორმატში გრძელდება.  

მეტი...

პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკების პარალელურად ბელგოროდის აფეთქება პოზიტიური სიგნალი არ არის

უკრაინის საზღვართან, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობტერმინალის აფეთქებას კრემლის პრესსპიკერი, ირიბად, უკრაინას აბრალებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები მოლაპარაკებისთვის კომფორტული არ არის. როგორც პესკოვი აღნიშნავს, პრეზიდენტი პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ყველა საჭირო ზომა არის მიღებული, რომ საწვავის დეფიციტი არ შეიქმნას. „ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით, ცხადია, ინფორმირებულია  პრეზიდენტი. მოხდება ნავთობით მომარაგების შევსება. შეფასება პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. ოპერაციის დროს ჰაერში რუსეთის უპირატესობა აბსოლუტური ფაქტია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, შეფასება ძალოვანმა უწყებებმა უნდა გააკეთონ“,- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ბელგოროდის აფეთქებაში რუსული მხარე უკრაინულ კვალს ხედავს. უკრაინაში კი არ გამორიცხავენ, ეს თავად…

მეტი...

ახალი თავის ტკივილი ბიზნესს – რას  ავალდებულებს მთავრობა მეწარმეს?!

1 ივნისამდე, ბიზნესი ვალდებულია, დამატებითი ხარჯი გაწიოს და საკუთარი ობიექტი თუ ობიექტები იმ მოცულობის სათვალთვალო კამერებითა და დამატებითი ტექნიკით აღჭურვოს, რაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. დადგენილება მარტში მიიღეს და ის შემდეგ სექტორებს ეხება: ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება; ბ) სიგარაბარი; გ) ბაზარი/ბაზრობა; დ) სავაჭრო ცენტრი. დადგენილების მიხედვით, ცვლილება ხორციელდება უსაფრთხოების მიზნით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა: პირის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობა ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ. რაც შეეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური პარამეტრებს,…

მეტი...

რუსეთი თანახმაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტია ყველა ევროპულმა სახელმწიფომ მისცეს  

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების პარალელურად, რომელიც ამ წუთებში ვირტუალურ რეჟიმში გრძელდება, განცხადებას აკეთებს სერგეი ლავროვი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია. „პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში ბოლო შეხვედრაზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე.  ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, – ამბობს ლავროვი. ასევე, რუსი დიპლომატი უკრაინის ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ლავროვი თანახმაა, რომ გარანტორებს შორის რუსეთიც…

მეტი...

ბელგოროდში ნავთობის 8 რეზერვუარი იწვის

ბელგოროდში ნავთობტერმინალზე ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ნავთობტერმინალის 8 რეზერვუარს. რუსული მხარე  უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნავთობტერმინალი უკრაინული ვერტმფრენებიდან დაიბომბა. რუსული მხარის ინფორმაციით, ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს. არსებობს ვერსია, რომ რუსეთმა საკუთარი ნავთობბაზა თავად დაბომბა რომ შემდეგ უკრაინისთვის დაებრალებინა. ქალაქში პანიკაა, მოსახლეობა ევაკუირებულია. კილომეტრიანი საცობებია ბენზოგასამართ სადგურებში. როგორც ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ,  საწვავის ნახევარი თვის მარაგი არსებობს და პრობლემა არ შეიქმნება. ბელგოროდი უკრაინის საზღვართან მდებარე ყველაზე ახლო ქალაქია.  

მეტი...

მზად არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, მშვიდობიანად, აფხაზეთის რუსეთის სივრცეში მოქცევას

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარალელურად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი ჩუმად და უმტკივნეულოდ აფხაზეთშიც განიხილება. 2 წელია  მზად არის დოკუმენტი, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს, თუმცა, რუსეთი შესაფერის დროს ელოდება. აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საფრთხის ქვეშ დგას. „ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თემაზე ადრეც ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა, მას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც კი ამჯერად ბიბილოვმა ეს თემა წამოწია, იმ წამსვე, იმავდროულად, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და დუმაში ერთდროულად გაკეთდა განცხადებები.…

მეტი...

„სასანქციო პაკეტში, უკრაინასთან ერთად საქართველოს დეოკუპაციაც უნდა გაჩნდეს“ – ჯემალ გამახარია (ვიდეო)

„აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთის სახით, დიდ ოკეანეში ჩაიხრჩონ, მაგრამ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ოკეანეში ჩახრჩობა არ სურთ და გადარჩენას ქართულ მხარეში ხედავენ“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დაწყებას გამორიცხავს. „მაქვს ძალიან დიდი შიში, რომ ცხინვალის რეგიონში რაც დაგეგმეს, შეიძლება განხორციელდეს. ჩვენი ბერკეტები ამ შემთვევაში არაფერია. ომის დაწყებას მე პირადად გამოვრიცხავ. ეს უკუშედეგებს გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებაში ხისტი პოზიცია რომ დაეკავებინა, ამით ამართლებდნენ სამხრეთ ოსეთში რაც დღეს ხდება. აქაც გამოჩნდა, რომ ეს პოლიტიკა ბევრს არ…

მეტი...

რუსეთი „არამეგობარ ქვეყნებს“ პროდუქტებს არ მიჰყიდის

რუსეთს ისე გაუჭირდა, ქვეყნიდან პროდუქტების ექსპორტს კრძალავს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ „მეგობარ ქვეყნებს“ მიაწვდის. „საბედნიეროდ, რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სულაც არ არიან ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში. „სოფლის მეურნეობის პროდუქტების საფასურის გადახდას მეგობარი ქვეყნები შეძლებენ როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში“, – ასეთია მედვედევის გზავნილი. შეგახსენებთ, რო „არამეგობარი ქვეყნებისთვის“ რუსეთთან ვაჭრობის სისტემა შეცვალა. მათ რუსულ ბანკებში უნდა გახსნან ანგარიში და მხოლოდ რუსული რუბლით ივაჭრონ.  

მეტი...

ოკუპანტებმა ჩერნობილი დატოვეს, თუმცა, ტყვეები თან წაიყვანეს

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია,ს რომ რუსმა ჯარისკაცებმა  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს, მათ თან წაიყვანეს ის სამხედროები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამ ეტაპისთვის, უკრაინული მხარე ვერ ადასტურებს რამდენი უკრაინელი ტყვე ჰყავთ რუსებს. „რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც ისინი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაიქცნენ, წაიყვანეს ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც 24 თებერვლიდან მძევლად ჰყავთ აყვანილი,”- განმარტავენ „ენერგოატომში“.  

მეტი...

შარშანდელთან შედარებით, გრიპის შემთხვევები გაიზარდა

„გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წლევანდელი წელი იყო განსხვავებული 2020-21 წლის სეზონისგან. შარშან 2 შემთხვევა გვქონდა გრიპი, წელს ლაბორატორიულად დადასტურებულია 100-მდე შემთხვევა“ – განაცხადა იაშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. პროფესორის შეფასებით, ვირუსის შემთხვევები გაზრდილია როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. „როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში, შემთხვევები მომატებულია, თუმცა, არ გვაქვს გრიპის სეზონური მატება. ამაში გარკვეული როლი ითამაშა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა – ნიღბის ტარებამ, დისტანციის დაცვამ. ასე რომ, გრიპის ვირუსის მცირე რაოდენობის უკან დგას კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თუმცა, გიმეორებთ, რომ  მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ სეზონური მატების სახე არ გვქონია“…

მეტი...

ჯო ბაიდენს ეჭვი აქვს, რომ პუტინი თვითიზოლაციაშია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. როგორც პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პუტინს თანამშრომლების ნაწილი შინაპატიმრობაში ჰყავს. „როგორც ირკვევა, არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით მართალია, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა ზოგიერთი მრჩეველი. მაგრამ ზედმეტად ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, რადგან ამის ბევრი მტკიცებულება არ გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა მედიასთან.  

მეტი...

პრეზიდენტმა ზელენკიმ უკრაინელ გენერლებს ჩინი ჩამოართვა

„შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტ, რომელმაც  ორ უკრაინელ გენერალს უმაღლესი სამხედრო წოდება ჩამოართვა. „კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ ანტიგმირებთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუსწორდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება. ის სამხედრო ოფიცრებს შორის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების სამხედრო ფიცს, აუცილებლად ჩამოერთმევათ უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. გენერლობა ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს…

მეტი...

აშშ, სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „არამეგობრულ ქვეყნებთან“ დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი კონკრეტული ქმედებით პასუხობს. კერძოდ, ჯო ბაიდენ აცხადებს, რომ აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. საუბარია პუტინის განკარგულებაზე, რომელიც მიხედვითაც, დღეიდან „არამეგობრული ქვეყნები“ ვალდებულები არიან, რუსულ ბანკში რუბლის ანგარიში გახსნას და გაზი რუბლით იყიდონ. „ფასები სწორედ  ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის. თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ“ – აცხადებს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატები  სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. „დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან   მილიონი…

მეტი...

„იმ მიმართულებიდან გადიან, სადაც ვურტყამთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარი არსად წასვლას არ აპირებს და ტყუილია ოკუპანტი ქვეყნის განცხადება. რომ თითქოს, გარკვეული პუნქტებიდან გადიან. როგორც ზელენსკი განმარტავს, ოკუპანტის ჯარები გადიან იმ ადგილებიდან, სადაც სუსტები არიან და მიდიან იქ, საიდანაც უკეთ განახორციელებენ იერიშს. „ვიცი, რომ ყველას გსიამოვნებთ წაკითხვა და ახალ ამბებში ნახვა, რომ ჩვენი უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან ოკუპანტებისგან. დიახ, ეს ასეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა,  ყოჩაღები არიან, მადლობა მათ. რუსი სამხედროები ტაქტიკას ცვლიან.  ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც…

მეტი...

ომი არ სრულდება, უკრაინას ლეტალურ იარაღს ბრიტანეთიც მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინისთვის  შეიარაღების მიწოდებას. როგორც თავდაცვის მდივანი განმარტავს, მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში მეტი ლეტალური შეიარაღების გაგზავნაზე შეთანხმდა. ბენ უოლესის განცხადებით, საუბარია იმ შეიარაღებაზე, რაც დღეს უკრაინას თავდაცვისთვის ყველაზე მეტად სჭირდება – საჰარო და სანაპირო დაცვის სისტემები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ჯავშანმანქანების საწინააღმდეგო საშუალებები. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მტრის ჩანაფიქრი შემდეგია –  ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს.

მეტი...

ავსტრალია უკრაინას საბრძოლო მასალით მოამარაგებს

უკრაინაში რუსეთის სისასტიკის პარალელურად, უკრაინას მსოფლიო ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით აძლიერებენ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ავსტრალია. როგორც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, გადაწყვეტილება მიღებულია. „ავსტრალია უკრაინაში მხოლოდ ლოცვებს არ გზავნის. ჩვენ ვაგზავნით  იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს, ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, – ასეთია პრემიერის გზავნილი. ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად გამოვიდა, სწორედ ავსტრალია იყო. ქვეყანას უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ შეიარაღებით დახმარება სთხოვა, რომელიც ოპერატიულად დაკმაყოფილდა.  

მეტი...