„რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტი  აცხადებს, რომ მალე დადგება „ისტორიული დღე“ როცა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება. „ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში. 2008 წელს  რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის. მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ…

მეტი...

ოკუპანტები ახალგაზრდა ქალს რამდენიმე საათი აუპატიურებდნენ

ახალგაზრდა უკრაინელი ქალი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს, ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, 33 წლის ქალი იხსენებს, რომ ოკუპანტებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს, შემდეგ, ქალი იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა. მას რუსი სამხედროები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ. მსხვერპლი ყვება, რომ მცირეწლოვანი შვილი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა. მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის.  

მეტი...

ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს სანქციებს უკანონოს უწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ლავროვი ჩინეთთან განიხილავს ამერიკისა და დასავლეთის სანქციებია და ჩინეთს დახმარებას სთხოვს. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს დასავლეთის სანქციები და მას  უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. ჩინეთის საგარეო მინისტრი ვან ი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა. „მინისტრებმა დეტალური გაცვალეს პოზიციები უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა…

მეტი...

წალენჯიხის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, წალენჯიხის საკრებულოს წევრს – გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთ დაკავებულ პირებს კი გირაოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. კონკრეტულად კი, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარიანი გირაო,  დანარჩენებს კი 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გელა აბულაძე უდანაშაულოა და ის ბრალს არ აღიარებს. აბულაძეს თავდებში უდგებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია „საქართველოსთვის.“ კერძოდ: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი. ასევე, წალენჯიხის საკრებულოს წევრები. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი…

მეტი...

მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა  ალყაში მოქცეულ ქალაქ-ნავსადგურ მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. სახალხო დამცველი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს. „ოკუპანტებმა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შენობა მიზანში ამოიღეს. მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნეს შენობას, რომელზეც თეთრ ფონზე, წითელი ჯვარი იყო გამოსახული, რაც დაჭრილებისა და ჰუმანიტარული ტვირთის არსებობის შესახებ მიუთითებს. ეს რუსეთის არმიის მორიგი ომის დანაშაული. ერთადერთი, ვინც წითელი ჯვრით აღნიშნული შენობები და ავტომობილები დაბომბა, იყო ჰიტლერის ჯარები. მოვუწოდებ, მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს, ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებებს“ – აცხადებს  დენისოვა.  

მეტი...

Energy Community სემეკს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. აღნიშნული შეთანხმება სემეკსა და Energy Community-ს შორის  დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ახალმა ხელმძღვანელმა, არტურ ლორკოვსკიმ  და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მნიშვნელობასა და როლს. სემეკში გამართულ Energy Community-ს სამდივნოს ახალი ხელმძღვანელის გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მათ ენერგეტიკული თანამეგობრობის წარმომადგენელებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ელექტროენერგეტიკისა და…

მეტი...

გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მედიის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს. შეგახსენებთ, რომ საუბარია, რა შემთხვევაში იტყვის უკირაინა ნატოს წევრობაზე უარს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაეროს უშიშიროების საბჭოს წევრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. გერმანია კი მეორე ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობას აცხადებს. ბრიტანეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

მეტი...

რუსებმა ხერსონში უკრაინელი მღვდელი გაიტაცეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონში მღვდელი გაიტაცეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, სერგეი ჩუდინოვიჩი ოთხშაბათს, დილის 8:30 საათზე ეკლესიიდან სამმა პირმა უცნობი მიმართულებით წაიყვანა. ადგილზე მყოფ მოქალაქეებს კი საბუთები და მობილურები, კერძოდ კი შეტყობინების გასაგზავნი სოციალური ქსელების პირადი ანგარიშები შეუმოწმეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ვინაობა არ გაამხილეს და არც საბუთები წარადგინეს. “უკრაინსკაია პრავდას” განცხადებით, სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონში მდებარე  ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.

მეტი...

პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს და უკრაინისგან დანებებას ითხოვს

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებებისა და კონკრეტული დადებითი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. როგორც პუტინი აცხადებს, მარიუპოლის მიმართულებით ცეცხლი მანამ არ შეწყდება, სანამ უკრაინელი ჯარისკაცები არ დანებდებიან. „რთული ჰუმანიტარული სიტუაციის გადასაჭრელად უკრაინელმა ნაციონალისტმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი“, – ასეთია კრემლის გზავნილი.  

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ნორვეგიას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს სთხოვს

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიის მთავრობას შეიარაღებით დახმარებას სთხოვს და ჩამონათვალსაც კი უგზავნის, რა სჭირდება მას. „ჩვენ გვჭირდება ხომალდების საწინააღმდეგო სისტემები. ასევე, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშნიანი მანქანების საწინააღმდეგო სისტემები, რათა დავიცვათ ჩვენო თავისუფლება და თქვენი თავისუფლება. სანქციები ერთადერთი გზაა რუსეთის შესაჩერებლად, სანქციების პაკეტი ყოველკვირეულად უნდა იზრდებოდეს. მადლობელი ვარ, რომ თქვენ შეუერთდით ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, მინდა, კიდევ ერთი რამ გააკეთოთ. ევროპული კომპანიები არ უნდა ეხმარებოდეს მას, ვინც ათასობით ადამიანი გაანადგურა და გაანადგურა ქალაქები. კომპანიებმა უნდა შეაჩერონ რუსეთის შესაძლებლობები, გაანადგურონ მეზობლები. როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ საზღვაო აღჭურვილობა, როდესაც ისინი…

მეტი...

„ევროპის კონტინენტის ბედი წყდება უკრაინის მიწაზე, უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში“ – ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში  

„თავისუფლება უნდა იყოს აღჭურვილი უფრო მეტად იარაღით, ვიდრე ტირანია“ – უკრაინის პრეზიდენტი ამ წუთებში ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიას მადლობას უხდის დახმარებისთვის და მეტს ითხოვს, განსაკუთრებით კი შეიარაღებას. „რუსეთი ანადგურებს დემოკრატიას, ის ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს. ეს აგრესია ჩვენს საზღვრებს სცდება. ევროპის კონტინენტის ბედი ახლა წყდება უკრაინის მიწაზე,  უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში. ჩვენს ერთად უნდა დავდგეთ, რომ გავაჩეროთ რუსული აგრესია. მადლობელი ვარ თქვენი, კონკრეტული დახმარებისთვის, როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის ტირანიის წინააღდეგ. რუსეთი ახალ ძალებს აგზავნის ჩვენს გასანადგურებლად. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად.…

მეტი...

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს“ – კრემლი

“კრემლი დადებითად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო თავისი წინადადებების კონკრეტული ფორმულირება” – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. პესკოვი ეხმაურება მედიის განცხადებებს, რუსეთის უკრაინიდან გასვლის შესახებ და ამბობს, რომ მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, რუსული მხარის პოზიცია კი ყველასთვის ცნობილია. „არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია , ემოციებისგან თავის შეკავება. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, გააჩნია გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“ – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით უკრაინასთან ვაჭრობას არ აპირებს

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ყირიმი არის ის თემა, რომელიც არანაირ მოლაპარაკებას ექვემდებარება და ეს საკითხი დღის წესრიგში არც არასდროს დადგება. „ყირიმი რუსეთის ნაწილია. ეს საკითხი არ განიხილება. გამორიცხულია რუსეთის რომელიმე რეგიონის შემდგომი ბედი ვინმესთან განვიხილოთ“ – განმარტავს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თურქეთში რუსულ-უკრაინულმა მხარემ იმსჯელა, სწორედ ყირიმი იყო. როგორც უკრაინული დელეგაციის წევრი –  მიხეილო პოდოლიაკი აცხადებს, ყირიმზე შეთანხმება ცალკე უნდა მოხდეს და არა ერთიან კონტექტსში და ამ თემაზე მსჯელობა მაქსიმუმ 15 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მეტი...

უკრაინაში ცხედრებიც კი დანაღმეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ყველანაირ სისასტიკეზე მიდიან. პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მტერმა ცხედრებიც კი დანაღმა. ადგლოვრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისა და სახლებში დაბრუნებისაგან. „ძალიან ბევრი ნაღმია ყველგან. დანაღმულია ცხედრებიც კი.  ვისაც უნდა ირპენში დაბრუნება, საკუთარ სახლში დარჩეს, თუ ასეთი არსებობს. ნ აქ ვპოულობთ დანაღმულ ცხედრებს. გეტყვით როდის იქნება შესაძლებელი დაბრუნება. რუსეთის უკან დახევაზე საუბარი ნაადრევია”- განაცხადა დენი სენკომ.

მეტი...

რატომ უჩივის მმართველი გუნდი პრეზიდენტს და რას ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოსგან?!

„ჩვენ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე იმ საკონსტიტუციო სარჩელთა დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება. აქვე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის დასჯას არავინ აპირებს. „არავის სჯის საკონსტიტუციო სასამართლო. ერთადერთი, რასაც გააკეთებს, ეს არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება. თუ ვინმეს აქვს მცდელობა კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება“, – განაცხადა კობახიძემ. „პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს…

მეტი...

„პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს „ცოდვებს“ უთვლის

„აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება არ არის პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, არსებობს მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარს აცხადებს. „5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, არის მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში…

მეტი...

„პრეზიდენტმა 5 ელჩის დანიშვნას და ერთის გამოწვევას ხელი არ მოაწერა“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტთან კინკლაობას არავინ აპირებს, თუმცა, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევაზე უარი თქვა. „ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით. ფაქტები  შემდეგია – გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სამი წარდგინება გაეგზავნა და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია, თითქმის, ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამ ნაწილში უკვე არასწორი ინფორმაცია გვაქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, არათუ უპასუხოდ დატოვა ეს…

მეტი...

უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები გურჯაანელი ვეტერანებისათვის

მიმდინარე წლის 2 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: გურჯაანი, კურორტი ახტალა, თამარ მეფის ქუჩა N9.  

მეტი...

პოლონეთი რუსულ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირის იმპორტზე უარს ამბობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის იმპორტი შეწყვიტოს. „ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რათა საბოლოოდ მოვიდეს გონს. როდესაც სხვები ევროპაში რუსეთს უყურებდნენ, როგორც ბიზნესპარტნიორს, ჩვენ ვიცოდით, რომ ის ნავთობს და ყველაზე მეტად, გაზს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებდა“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მეტი...

მიკოლაევში 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში, რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მიკოლაევის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, შენობაში დაცვის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ცხრასართულიან შენობაზე სარაკეტო დარტყმა გუშინ დილით განხორცილდა. იერიშის შედეგად განადგურდა ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ოფისი. სენკევიჩი აცხადებს, რომ შესახლოა, სამიზნე სწორედ კიმი ყოფილიყო, რომელიც იმ დროისათვის ოფისში არ იმყოფებოდა.

მეტი...

რაჭაში ღვარცოფი მოედინება (ვიდეო)

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ღვარცოფი მოედინება. ტერიტორია დაუსახლებელია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივები გაფრთხილებულნი არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერი დავით მხეიძე ავრცელებს. “ამბროლაურში ვაჟა ფშაველას ქუჩის მიმდებარედ, მთის ფერდობიდან დაიძრა მიწის მასა, ღვარცოფის სახით მოედინება. ამ ეტაპზე სტაბილურია სიტუაცია. მოსახლეობას საფრთზე არ ემუქრება. დილით ჩამოვლენ გეოლოგები, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისად იმოქმედებენ. თუ პრევენციული ღონისძიებები გახდა საჭირო ჩვენც ჩავერთვებით” – განაცხადა მერმა.

მეტი...

146 ბავშვის ფეხსაცმელი რუსთაველის გამზირზე დააწყვეს

საქართველოს პარლამენტის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში მოკლული 146 ბავშვის ხსოვნის აღსანიშნავად, 146 წყვილი ფეხსაცმელი მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც ბავშვების ხოცვის წინააღმდეგაა მიმართული. ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსულ აგრესიას 146 ბავშვის სიცოცხლე  ემსხვერპლა, 222 კი დაშავდა. ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად 790 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 75 მთლიანად განადგურდა.

მეტი...

ბრიტანეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა, რაზეც მხარეები სიტყვიერად თითქმის შეთანხმდნენ, ნატოზე უარია. სანაცვლოდ კი, უკრაინა ითხოვს, ქვეყანაზე უსაფრთხოების გარანტიები გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა აიღონ. აღნიშნულ წინადადებას დიდი ბრიტანეთი უკვე გამოეხმაურა. როგორც გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, მზად არიან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ. როგორც  გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი  ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, ბრიტანეთი ერთ-ერთი იქნება, რომელიც  მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. უკრაინული მხარე ალიანსის წევრობაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ  გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებას დოკუმენტალურად აიღებენ. საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ამერიკა, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, ისრაელი და პოლონეთი.  შესაძლოა, უკრაინამ ალიანსის…

მეტი...

„ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია“ – დავით ზალკალიანი

„საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და  დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევრუპული უსაფრთთხოების არქიტექტურას“ – აცხადებს  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ზალკალიანის განცხადებით,  საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო  მხარს უჭერს უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივებას და აფასებს მისიის საქმიანობაში ეუთოს თავმჯდომარეობის წვლილს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებულ მისიაში საქართველოდან 30-ზე მეტი დამკვირვებელი მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონურ მხარეს საერთაშორისო…

მეტი...

არასწორი პარკირებიდან სადგომზე გადაყვანილი მანქანის გამოყვანა 150 ლარი დაგიჯდებათ

თუ ქუჩაში გაჩერებული ავტომანქანა ადგილზე არ დაგხვდათ, ესეიგი, ის არასწორი პარკირებისთვის სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. თუ საკუთარ ავტომანქანას იმავე დღეს გამოიყვანთ, ამისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ, ხოლო თუ შემდეგ დღეებში, დღეში 20 ლარი დაგემატებათ. საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შევიდა და ის 31 მარტიდან ამოქმედდება. დღემდე, ავტოსადგომიდან მანქანის გამოყვანის საფასური 60 ლარი იყო. ყოველდღიური დგომის დანამატი კი 10 ლარი.  

მეტი...

ვირუსს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების553 ახალი შემთხვევიდან: თბილისშიგამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 40, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი –14, სამცხე-ჯავახეთი –7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

მეტი...

ვირუსით 553 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  24 461 კვლევა ტესტით, გამოვლინდა ინფიცირების 553 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1021 პირი, დადებითობის მაჩვენებელი არის 2.26%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 647 796. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.89%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.  

მეტი...

„ერთხელ შენიშვნას მოგვცემენ, მეორედაც, შემდეგ კი სანქციებს დაგვადებენ“ – „შავი ხვრელები“ საქართველოდან რუსეთის მომარაგების

მსოფლიო სანქციებში მოქცეული და დაზარალებული რუსეთი ცდილობს, ყველა შესაძლებლობა და ე.წ. შავი ხვრელები გამოიყენოს, რომ ის საჭიროებები ქვეყანაში შევიდეს, რაც მისთვის აუცილებელია. როგორც კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, საფრთხე რეალურია და ასეთ შემთხვევაში, სანქციებიც არ აგვცდება. რევაზ ვაშაკიძე: „რისკები, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქტები სანქციების გვერდის ავლით შევიდეს, არსებობს. „შავი ხვრელები“ რჩება. რუსეთს, ბუნებრივია, მოუნდება სანქციების დარღვევა და ამ მხრივ საქართველოს გამოყენება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დამაზიანებელი იქნება. შესაძლოა, სანქციების ქვეშ ჩვენს მოვექცეთ“ – განაცხადა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მორიგ კითხვას – როგორია სანქციების გვერდის ავლით…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს ხვალ გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენებენ. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი ავრცელებს. მისი იფორმაციით, დღეს დილით სპეცრეისი ქალაქ ლვოვიდან ვარშავაში, იქედან კი საქართველოში გვიან ღამით შესრულდება. შეგახსენებთ, რომ, დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომში დაიღუპა.

მეტი...

თურქეთში მოლაპარაკება დღეს განახლდება

დღეს, თურქეთი ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი სწორედ დღეს გაგრძელდება. არსებითი ისევ ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევაა, რადგანაც, უკრაინა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქებში ჩარჩენილ მოქალაქეებს არც წყალი აქვთ და არც საკვები. ათასობით ადამიანი მეტროებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში აფარებს თავს. მათ, ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვთ. გუშინდელი სამშვიდობო მოლაპარაკებით მხარეები მეტნაკლებად კმაყოფილები არიან, თუმცა, უკრაინული მხარის მოთხოვნაა, რუსეთმა შეთანხმების პირობები დაიცვას და შეასრულოს.    

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან უკრაინაში 2 000-მდე ჯარისკაცი გადაისროლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ რუსეთს უკრაინაში ცოცხალი ძალა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაჰყავს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეკრუტირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქ. უკრაინის ტერიტორიაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები გადაიყვანეს. მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაგზავნეს სამი ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ორი ჯავშან ტრანსპორტიორი და დაახლოებით 800 ადამიანი“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში. რამდენიმე დღის უკან ვიდეოც კი გავრცელდა, როგორ გადიოდნენ გარკვეული შენაერთდები ოკუპირებული ცხინვალიდან.  

მეტი...

ლავროვი ჩინეთში იმყოფება

რუსეთის საგარეო  მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მასპინძელი ჩინეთია. ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლავროვის ჩინეთში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ომი და ჩინეთის მხარდაჭერაა.

მეტი...

„მზად უნდა ვიყოთ შეტევისთვის“ – პენტაგონი რუსეთს არ ენდობა

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსულმა მხარემ გარკვეული პოზიციებიდან ჯარის გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, თავად უკრაინის პრეზიდენტი და პენტაგონი აღნიშნულ ინფორმაციას არასანდოს უწოდებს. უფრო მეტიც, როგორც პენტაგონში განმარტავენ, უკრაინა მორიგი დარტყმისთვის მზად უნდა იყოს. „ბოლო დღეების განმავლობაში, კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის მცირე ნაწილმა უკან დაიხია. რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე მასობრივი სისასტიკე განახორციელოს. გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის“, – აცხადებს  პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კიბრი. ანალოგიური პოზიციას აფიქსირებს უკრაინის პრეზიდენტი. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,…

მეტი...

თეთრი სახლი ამერიკელებს აფრთხილებს, უკრაინასა და რუსეთში არ წავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინის ან რუსეთის მიმართულებით გამგზავრებისგან თავი შეიკავოს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცები ამერიკის მოქალაქეების გამოყოფას ახდენენ და ხდება მათო ევაკუაცია რუსეთის ან ბელორუსის მიმართულებით, რაც ასევე საფრთხის შემცველია. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, შტატები მოკლებულია შესაძლებლობას რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს.  

მეტი...

„სანქციები კი არ უნდა მოიხსნას, პირიქით, გამკაცრდეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი იწონებს ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საფუძველი ვრ იქნება. როგორც ზელენსკი განმარტავს, სანქციები არ უნდა მოიხსნას, პირიქით, უნდა გამკაცრდეს. „სანქციების მოხსნის საკითხი ჯერჯერობით  ვერც  დადგება, ვიდრე ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც გვეკუთვნის და ვიდრე არ აღვადგენთ სამართლიანობას. პირიქით, სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს ღირებული“ – აცხადებს პრეზიდენტი.    

მეტი...