ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. შესაბამისად,  ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკაში” საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ  აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის არმიას. აზერბაიჯანული მხარე კი  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტის ხაზის დარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ არ არსებობს სახელწოდება „მთიანი ყარაბაღი“.  

მეტი...

„პუტინის მისამართით სიტყვა ჯალათს არ გამოვიყენებდი“, – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ყველას მთავარი ამოცანაა ომის შეჩერება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერ მოხდეს ვითარების გამწვავება. „უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. მე ასეთ ლექსიკას არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, თუმცა შევაჩეროთ ისე, რომ ამ ომში არ ჩავერთოთ და არ მოვახდინოთ ესკალაცია. ეს არის ჩვენი ამოცანა“ – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონის  შეფასებით, მისი მთავარი ამოცანაა, დაიცვას ფრანგები საკუთარ მიწაზე. „ჩემი ვალდებულებაა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, დავიცვა ფრანგები ომისგან ჩვენს მიწაზე. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომ ის შეჩერდეს.…

მეტი...

ომში ჩართული მხარეების მოლაპარაკება თურქეთში იგეგმება

უკრაინა-რუსეთის  სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი თურქეთში გაიმართება. ინიციატივა თურქეთის საგარეო მინისტრს ეკუთვნის. შეხვედრის თარიღად კი დასახელებულია 28-30 მარტ. ინფორმაციას უკრაინის მხარის წარმომადგენელი  დავით არახამია ადასტურებს. „გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით პირისპირ გაიმართება თურქეთში 28-30 მარტს“, – განაცხადა დავით არახამიამ.  

მეტი...

საპროტესქტო აქციაზე 10 პირი დააკავეს

თბილისში საწვავის ფასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე, საპატრულო პოლიციამ აქტივისტებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. დაუმორჩილებლობის გამო, სამართალდამცველებმა 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ წუთებში სავალი ნაწილი ნაწილობრივ  გახსნილია. აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აქციზის გაუქმებას მოითხოვენ, რაც მათი თქმით ფასების კლებას გამოიწვევს.   თბილისი პარალიზებულია, ცენტრალური გამზირები ბლოკირებულია

მეტი...

თბილისი პარალიზებულია, ცენტრალური გამზირები ბლოკირებულია

თბილისის მოსახლეობამ, საწვავის მაღალი ფასის გამო  ცენტრალური ქუჩები გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა, ცენტრალური ქუჩები ზოგან მანქანებით ჩახერგეს, ზოგან კი თავად დგანან და არავის ატარებენ. საცობებში მოყვა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე რიგითი მოქალაქეები რომელიც ასევე სოლიდარობას უცხადებენ აქციას. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია და ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები მოსახლეობასაც მიმართავენ, რომ გააჩერონ მანქანები, გამოვიდნენ სახლებიდან და მათ შეუერთდნენ. „ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს ის სიტუაცია რაც ქვეყანაშია. გააჩერონ მანქანები და გვერდში დაგვიდგნენ. საქართველოს აკლია ერთსულოვნება, მაგრამ ამას აუცილებლად მივაღწევთ, გამოვიდეს ვინმე და აიღოს ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა. ძვირდება საწვავი –…

მეტი...

ფინეთმა რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა

ფინეთის რკინიგზის კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, კომპანია ვალდებულია შეზღუდვების პირობები შეასრულოს. ფინეთში რუსეთიდან მიმავალი სატვირთო მატარებლების მიღება დღეს 12:00 საათიდან შეწყდა.

მეტი...

მოქალაქეები საწვავის ფასს აპროტესტებენ

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით აქციები მიმდინარეობს. ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, სადაც ათასობით აქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზეა შეკრებილი. მათ შორის არიან ავტომობილებისა და სამარშუტო ტაქსის მძღოლები. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფასები. აქტივისტები საუბრობენ საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ მოსალოდნელ პრობლემებზეც. “ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოხმარების წყარო, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტირდება პროდუქტი და ხორციელდება დისტრიბუცია. შესაბამისად იმატებს პროდუქტების თვითღირებულება, რაც ფასების ზრდას იწვევს. ამიტომ ჩვენ ვაპროტესტებთ საწვავის ღირებულებას, რათა მოხდეს ყველა დანარჩენ პროდუქტზე ფასების კლება”- აღნიშნავს ერთ–ერთი აქტივისტი.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ. საგარეო უწყების ცნობით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაწყებულია. დავით გობეჯიშვილის ცხედარს კიევის პროზექტურიდან ჯერ პოლონეთში, შემდგომ კი საქართველოში ჩამოასვენებენ. გობეჯიშვილის ოჯახმა არ იცოდა მისი საომარ მოქმედებებში ჩართვისა და უკრაინაში გამგზავრების შესახებ. შეგახსენებთ, რომ, დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომში დაიღუპა.

მეტი...

„შეუძლებელია, პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მორიგ გზავნილს ავრცელებს. თეთრი სახლის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პუტინის პრეზიდენტად დარჩენა შეუძლებელია. „პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი. ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

მეტი...

ცხინვალიდან სამხედროებს უკრაინაში გზავნიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ცხინვალში განთავსებული სამხედრო ბაზიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს. საომარ მოქმედებებში მინაწილეობის მისაღებად რეგიონის მაცხოვრებლებიც გაჰყავთ. ინფორმაცია ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურით ვრცელდება. “ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები”,-აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით გამგზავრების წინ ე.წ. პრეზიდენტმა სამხედროები თავად მოინახულა.

მეტი...

ვირუსით 4 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 14, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მეტი...

ვირუსით 357 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 358 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.27%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 646 316. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403.

მეტი...

„რუსეთმა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან ძალდატანებით გაიყვანა”- ირინა ვერეშჩიუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის  ირინა ვერეშჩიუკის განცხადებით, რუსეთს იძულებიღ გაჰყავს ადამიანები უკრაინიდან. მისი ინფორმაციით, უკვე ქვეყანა 40 ათასმა მოქალაქემ დატოვა და ისინი კვაზიდერეფნების საშუალებით, გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებიან. „არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ „გადარჩენა“ აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ან რუსეთში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. მისი ინფორმაციით, კიევიდან დევნილი მოსახლეობა, ბელარუსში გადაჰყავთ.  

მეტი...

ჩერნობილის მიმდებარედ, სლავუტიჩი რუსეთმა დაიკავა

„წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში და იმ აქციაზე საუბრობს, რომელიც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა შეიარაღებული ოკუპანტის ჯარების წინააღმდეგ გამართეს. „ყველანი ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც სლავუტიჩში გაიმართა. ყველამ ერთად ვუთხარით ოკუპანტებს: „წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ“. სლავუტიჩში რუს ოკუპანტებს ისეთივე პროტესტით დახვდა, როგორც სხვა ქალაქები. უკრაინა ერთიანია მისწრაფებაში, იცხოვროს თავისუფლად და დამოუკიდებლად, საკუთარი ოცნებებისთვის და არა სხვების ავადმყოფური ფანტაზიებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ სლავუტიჩში, რომელიც დღეს ოკუპანტების ხელშია, მოსახლეობა რუსის ტანკებს დროშებითა და პლაკატებით დაუდგა წინ და იმ მიმართულებისკენ მიუთითეს, სადაც უნდა წავიდნენ.  

მეტი...

რუსეთს სანქციები მაშინ მოეხსნება, როცა უკრაინას დატოვებს

დიდი ბრიტანეთი არ აპირებს, ოკუპანტ რუსეთს სანქციები მოუხსნას. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება. როგორია ბრიტანეთის წინაპირობა, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა „დეილი ტელეგრაფთან“ განმარტა. „სანქციები უნდა მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარის სრულად გაყვანის შემთხვევაში. ასევე უნდა მოხდეს ვალდებულების აღება, რომ აგრესია არ განახლდება. ასევე, უნდა იყოს სანქციების ხელახლა დაწესების შესაძლებლობა, თუ აგრესია გაგრძელდება“ – განაცხადა  საგარეო  მინისტრმა.  

მეტი...