„ლტოლვილები თავს მიტოვებულად და განადგურებულად გრძნობს“ – ჯო ბაიდენი პოლონეთში

„ამ თვალებში ტკივილი იკითხება, მხოლოდ ტკივილი და სხვა არაფერი. რა შეიძლება, იყოს მშობლისთვის შვილის ტანჯვაზე უფრო მძიმე. პოლონეთშიც ახლა ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ, რაც ომის შედეგია. ვხედავთ საზღვარზე უკრაინელ ხალხს, რომელთაც მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ გვესმის მათი ხმა, ტკივილი“ – ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა პოლონეთში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მთავარია დემოკრატიის  ერთიანი ძალებით დაცვა. „ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი – სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა. ყველა ჩვენგანი ყოფილა ამ წლების განმავლობაში…

მეტი...

„ესაა ერთი კაცი, სამხედრო დამნაშავე, ომის კრიმინალი“ – ჯო ბაიდენი პოლონეთში

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტს, ანჯეი დუდას თვითმფრინავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამერიკულ სამხედროებთან ერთად, სამხედრო ბაზაზე პიცის ჭამაც მოუწია. შეგახსენებთ, რომ ანჯეი დუდას თვითმფრინავი რომელიც ბრიუსელიდან პოლონეთისკენ მიფრინავდა, ვარშავაში ავარიულად დაეშვა. ჯო ბაიდენმა ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა, გაამხნევა და უთხრა, რომ ისინი საუკეთესო სამხედროები არიან. „მთელი მსოფლიო გვიყურებს, თქვენ ხართ მრავალეთნიკური ამერიკელები. თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. თქვენ ხართ საუკეთესო საბრძოლო ძალა მსოფლიოს ისტორიაში და ამას ბევრჯერ გავიმეორებ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა ანჯეი დუდასთან ერთად, უკრაინა პოლონეთის საზღვართან დაახლოებით 100 კილომეტრში უკრაინელი ლტოლვილებიც მოინახულა და გაამხნევა, რომ მსოფლიო…

მეტი...

„დასავლეთი რუსეთის კულტურის გარიყვას ცდილობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი ყველანაირად ცდილობს რუსული კულტურის გარიყვას. მისივე შეფასებით, ეს თავდასხმაა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰიტლერის მმართველობის პერიოდს გერმანიაში. „ლიტერატურის განადგურების ასეთი მასობრივი კამპანია ბოლოს, დაახლოებით 90 წლის უკან გერმანიაში ნაცისტებს ჰქონდათ. ცდილობენ, გააუქმონ ათასწლოვანი ქვეყანა. ვსაუბრობ პროგრესულ დისკრიმინაციაზე ყველაფრის მიმართ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ოკუპანტებმა 14 ქალაქის მერი მძევლად აიყვანეს

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა  უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად აიყვანეს. მისივე თქმით, რუსეთი ითხოვს, ტყვეთა გაცვლა მხოლოდ პარიტეტის პრინციპით შედგეს. “აქ რუსეთი პარიტეტულობას მოითხოვს – მესაზღვრეების მესაზღვრეებზე, მეზღვაურების მეზღვაურებზე გაცვლას. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში უნდა გავცვალოთ ქალაქის მერები, რომელთა რაოდენობა უკვე 14-ს შეადგენს, ვინც რუსებმა აიყვანეს? ამ საკითხს ჯერ საერთაშორისო დონეზე განვიხილავთ“, – აცხადებს უკრაინის წარმომადგენელი.

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, ჯო ბაიდენიც პოლონეთშია

ამერიკისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე პოლონეთში ხვდებიან. ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში უკვე ჩაფრინდა. ბრიუსელიდან ვარშავაში ავარიულად დაეშვა პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თვითმფრინავი. ანჯეი დუდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად სათადარიგო თვითმფრინავით გაფრინდა და ორივე პრეზიდენტი ამ წუთებში შეხვედრის ადგილზე იმყოფება. პრეზიდენტების შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, ქალაქ ჟეშოვში იმართება. შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი, რომელიც პოლონეთში 2 მილიონს აჭარბებს.  

მეტი...

“თურქეთს არ შეეძლო სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო თურქეთს არ შეეძლო დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის”-  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში სატელეფონო საუბარი, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აქვს დაგეგმილი, რომლითაც სამიტს შეაფასებს. “ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ცალკე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ატომურ ელექტროსადგურს  რუსეთთან ერთად. ამათ განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ არაფერია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მგრძნობიარობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მეტი...

აშშ და ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნულამდე ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისასალმებელი და შესასრულებელია ევროკავშირის ინიციატივა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება ნულამდე დავიდეს. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს,  ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. „პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისა და მანიპულირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი  რესურსების  იმპორტი. ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის სუბსიდირების ნაწილი. ევროკავშირთან  შევთანხმდით ერთობლივ გეგმაზე ამ ამოცანის შესასრულებლად. უნდა დაჩქარდეს გზა უსაფრთხო და სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით. მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ ევროპას შეამციროს დამოკიდებულება…

მეტი...

“აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს” – რუსეთის თავდასხმისთვის პოლონეთიც ემზადება

პოლონეთი, რომელიც ომს გაქცეულ უკრაინელ დევნილებს იფარავს, რუსეთის თავდასხმის მოლოდინშია. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ. როგორც პრეზიდენტი დუდა აცხადებს, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია და თუ პოლონეთზე თავდასხმას გაბედავენ თავს დაიცავენ. „ჩვენ ვართ ერი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში თავს არავის დასხმია. ყოველთვის გვინდოდა მშვიდობიანად ცხოვრება და ასე გაგრძელება გვსურს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება, „ვინმე“ თავს დაგვესხას. თუ „ვინმეს“ სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს.…

მეტი...

მარიუპოლში თეატრის დაბომბვას 300-მდე სამოქალაქო პირი

ოკუპანტების მიერ დაბომბილ მარიუპოლის თეატრს დიდი მსხვერპლი აქვს. დრამატულ თეატრში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა, რუსეთის ჭურვს  300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის საბჭომ დღეს გაავრცელა. დრამატულ თეატრს ასობით ადამიანი აფარებდა თავს. „თეატრს 1300-მდე უკრაინელი აფარებდა თავს. მძიმეა დავიჯეროთ ეს შემზარავი ამბავი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ შეძლო გაქცევა, თუმცა, მათი მოყოლილი, ვინც ამ ტერორისტული აქტის დროს შენობაში იმყოფებოდა, სხვა რამეს ამბობს” – აცხადებენ ადგილობრივ საბჭოში. საუბარია შენობაზე, რომელიც ოკუპანტებმა 16 მარტს დაბომბეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ორივე მხარეს თეთრი საღებავით ესერა „ბავშვები“, ოკუპანტებმა მას მიზანმიმართულად მაინც დაარტყეს.  

მეტი...

შიმშილი და პურის დეფიციტი არ გვემუქრება, თუმცა, პურს იმ ფასად ვერ ვიყიდით, როგორც დღეს

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტისა და საწვავზე ფასების ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე პირდაპირ აისახა. ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა და ამჯერად პურის ჯერიც დადგა. ტონა ხორბლის ფასი 350-დან 500 დოლარამდე ავიდა, საბაჟო მოსაკრებლის ჩათვლით, ფქვილზე ფასი გაზრდილია. საქართველოში კი საბოლოო პროდუქტზე ცვლილებას დაახლოებით 0.20 ლარით ელოდებიან. „შიმშილი, წყვეტილობა. პურით მომარაგების დეფიციტი არ გვემუქრება. რაც შეეხება ფასებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, ხორბლის ფასი 40 დოლარით გაძვირდა. 500 დოლარამდე ავიდა  ტონა ხორბლის ფასი, რაც ძალიან დიდი ციფრია. პროცესები მწვავედ დგას. თითქმის ყველაფერი გაძვირდა, წყალი გაძვირდა, ელექტროენერგია გაძვირდა, ბუნებრივი აირი გაძვირდა, შესაფუთი მასალა გაძვირდა, რომელი ერთი…

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით ჟირინოვსკი გარდაიცვალა

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიის” ხელმძღვანელი  ვლადიმერ ჟირინოვსკი კლინიკაში გარდაიცვალა. ჟირინოვსკი, კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაში იყო. ინფორმაციას, ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს. დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი კი მის გარდაცვალებას არ ადასტურებს.  

მეტი...

ბაიდენი პოლონეთში ლტოლვილებს შეხვდება

ჯო ბაიდენი ბრიუსელიდან პოლონეთში გაემგზავრება და უკრაინიდან ლტოლვილ მოსახლეობას შეხვდება. ვარშავაში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დუდასაც შეხვდება, სადაც ლტოლვილთა დახმარებისა და საჭიროებებზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინიდან 2 მილიონამდე ლტოლვილი მოსახლეობა მიიღო. ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მსჯელობენ, დამატებით დახმარებაზე, რომელიც ლტოლვილებისკენ იქნება მიმართული. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან ის ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროცესს მოწყვეტილები არიან და არავინ იცის როგრო მოხერხდება მათი საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილება.  

მეტი...

„რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მიზნის მიღწევამდე არ შეაჩერებს“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი,  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რო რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მანამ არ შეწყვეტს, სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება. მედვედევი ომს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და მიზნად “დენაციფიკაცია,”  “დემილიტარიზაციას” ასახელებს. „რუსეთმა დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან მოსკოვის მიერ დასახული მიზნები დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი ჩატარების გეგმები განისაზღვრება მთავარსარდლის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. პრეზიდენტმა თავისი შეფასება წარმოადგინა”, – აცხადებს მედვედევი. ის უკრაინას შეახსენებს, რომ, რუსეთი მის მომავალზე ზრუნავს. „ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს…

მეტი...

„სჯობს, ახლა დაგვეხმაროთ იარაღით, ვიდრე მერე ეძებოთ საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს ისევ იარაღით მომარაგების თხოვნით მიმართავს და აფრთხილებს კიდეც, რომ სჯობს ეს ახლა გააკეთოს, ვიდრე მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯერი დადგება. „სჯობს უკრაინას  ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია, ეს თქვენს ინტერესებშია და ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია. სიცოცხლემ სიკვდილს უნდა აჯობოს“ – ასეთია პრეზიდენტის მიმართვა.

მეტი...

ვირუსით 10 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 34, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.  

მეტი...

ვირუსით 590 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 918  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 247   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 645 301-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.86%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.  

მეტი...

ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად ემზადება

ომის დასრულების შემდეგ, დანგრეული და განადგურებული უკრაინის აღდგენაზე ევროკავშირი იზრუნებს. კერძოდ, ევროკავშირი  პირობას დებს, რომ სპეციალური  ფონდი შეიქმნება, რომელიც უკრაინის აღდგენას მოხმარდება. „უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად”, – ვკითხულობთ განცხადებაში. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 2022 წელს 62 მილიარდი დოლარს გადააჭარბებს.  

მეტი...

სანქციები ლუკაშენოს – რუსეთის მხარდაჭერისთვის ბელარუსიც ისჯება

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ავსტრალიის სანქციებში მოექცა.  ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მხარდაჭერის გამო „დაისჯებიან.“ ავსტრალიის სანქციები ეხება ლუკაშენკოს მეუღლესა და მის შვილს, რომლებიც მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ბელორუსის გარდა, ავსტრალიის სამიზნეა 22 „რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი“, მათ შორის მედიასაშუალებების Russia Today, Strategic Culture Foundation, InfoRos და NewsFront-ის რედაქტორები. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ავსტრალია განაგრძობს სანქციების დაწესებას და განმარტავენ რომ რუსეთის მხარდაჭერისთვის ყველამ მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.  

მეტი...

„გაანადგურეს 230 სკოლა, 155 საბავშვო ბაღი და მოკლეს 128 ბავშვი“ – ზელენსკი ევროპის საბჭოს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინაში არსებულ კატასტროფულ ვითარებაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაანადგურა. „რუსი ჯარისკაცები  ვერ ხედავენ რა არის ღირსება. მათ არ იციან რა არის სინდისი. მათ არ ესმით, რატომ ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას ასე ძალიან. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს ქვეყანა.  უკრაინაში მათ გაანადგურეს 230 სკოლა, 155 საბავშვო ბაღი და მოკლეს 128 ბავშვი. ქალაქები, სოფლები, შენობები, საავადმყოფოები მხოლოდ ფერფლადაა ქცეული. რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტები დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახეს წარწერა „პრესა“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის…

მეტი...

„თქვენ დააგვიანეთ, ახლა გთხოვათ, არ დააგვიანოთ“ – ზელენსკის მიმართვა ევროსაბჭოს

პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, ამჯერად მაინც არ დააგვიანონ და მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მსოფლიო სანქციები დროული რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში ომს არ გააჩაღებდა. „თქვენ დაბლოკეთ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“. მადლობელი ვართ ამისთვის. თუმცა, ცოტათი დაგვიანებული იყო. სანქციები დროული  რო ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. როგორც იქნა, ახლა ჩვენ ვამზადებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.  გთხოვთ, არ დააგვიანოთ. ხედავთ ყველაფერს, ვინ რისი ღირსია. ნახეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს, ამისთვის ყველაფერი გაქვს. ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა” , – განაცხადა ზელენსკიმ ევროპის საბჭოს მიმართვაში.

მეტი...

რუსეთი გაზით თუ ნავთობით მსოფლიოს ვერ დააშანტაჟებს

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განკარგულება, რომ არამეგობარ ქვეყნებს ენერგომატარებლებს მხოლოდ რუსულ ვალუტაში მიჰყიდიან, ჩავარდნილია. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი, მსოფლიოს ვერ დააშანტაჟებს და მის ცვლილებას რუსული რუბლით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არავინ დააკმაყოფილებს. ,,ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა”, – განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსეთის ე.წ. არამეგობარ ქვეყნებთან მხოლოდ რუსული რუბლით ივაჭრებენ. მან აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად და ხელშეკრულებების შესაცვლელად ერთკვირიანი ვადა დააწესა.   ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით კი რუსეთს არავინ მისცემს უფლებას,…

მეტი...

„რუსეთის სურვილი სატირის ჩარჩოების მიღმა გადის“ – რუსეთს  „ევრო 2028“-ის მასპინძლობა სურს

რუსეთი ცდილობს, ფეხბურთში „ევრო 2028“-ის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. მან სპეციალური განაცხადიც გააკეთა და დარეგისტრირდა მასპინძლობის „სექტორში“. რუსეთთან ერთად, დარეგისტრირებულია იდევ 2 კანდიდატი – დიდი ბრიტანეთი (ირლანდიასთან ერთად) და თურქეთი. როგორც ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რუსეთის სწრაფვა არასერიოზული და ილუზიაა. „მხოლოდ ის ფაქტი, რომ რუსეთს უნდა რაიმე სპორტული ან კულტურული ღონისძიება ჩაატაროს, სატირის ჩარჩოების მიღმაა. არც კი ვიცი, საერთოდ ვინმე თუ არის, ვინც მათ განაცხადს სერიოზულად განიხილავს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ რუსები ჯარს გაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა მიიღებს”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მეტი...

ლავროვის შვილს დიდ ბრიტანეთში ვილა ჩამოართვეს

ბრიტანეთი, რუსეთის მხრიდან უკრაინაში გაჩაღებული საომარი მოქმედებებისა და ადამიანების ხოცვის გამო, სანქციებს რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ოჯახის წევრებსაც უწესებს. ერთ-ერთი, ვინც ბრიტანეთის სანქციებში მოექცა, რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილია. ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ვრცელ სიას სერგეი ლავროვის ქალიშვილი  პოლინა კოვალიოვაც მიამატა. მას, ვილის გარდა,  ბინადრობის ნებართვას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშებსაც გაუყინავენ.  

მეტი...