„უკრაინა მარტო არ არის“ – ბრიტანეთმა 1000-ზე მეტი რუსი ოლიგარქი „გააშავა“

ბრიუსელში, „დიდი შვიადიანის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს და რუსეთს  კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ უკრაინა მარტო არ არის და ეს მან კარგად უნდა იცოდეს. ერთ-ერთი, ვინც ამ გზავნილს ბევრჯერ აჟღერებს, ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონია. „გზავნილი, რომელიც პუტინს შეუძლია, მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის მოსახლეობასთან ერთად. დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას მისი მოძალადე მეზობლის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს, და ის დამარცხდება“, –…

მეტი...

„დიდი შვიდეული“ რუსეთს აფრთხილებს

აშშ; დიდი ბრიტანეთი;  საფრანგეთი; გერმანია; იტალია;  კანადა და  იაპონია – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ბრიუსელში, „დიდი შვიდიანის“ ფორმატში შეიკრიბნენ და რუსეთს გაფრთხილება კიდევ ერთხელ შეუთვალეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ოკუპანტი რუსეთი გააფრთხილეს,  ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც კი იფიქროს. „ვაფრთხილებთ რუსეთს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების მუქარის შესახებ. ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას სხვა ქვეყნებისა და აქტორების მიმართ, რომლებმაც გააფართოეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია”, – აცხადებენ ლიდერები. „დიდი შვიდეულის“…

მეტი...

ტყვეები გაცვალეს, უკრაინის კუნძულიდან გატაცებული მესაზღვრეები დააბრუნეს

უკრაინის კუნძულ „ზმეინიზე“ მომხდარი ფაქტი ყველას კარგად ახსოვს. საუბარია კუნძულზე, რომელსაც რუსული სამხედრო ხომალდი მიადგა, საზღვრის დამცველები მათ არ დანებდნენ. ოკუპანტებმა კი ისინი დაატყვევეს. 11 მეზღვაური დღეს თავისუფალია. უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების პირველი გაცვლა სწორედ დღეს შედგა. გაცვლის პროგრამის ფარგლებში კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული მეზღვაურები დააბრუნეს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 11 რუსი სამოქალაქო მეზღვაური, რომელიც ოდესაში დააკავეს, 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე გაცვალეს.  

მეტი...

„ვიმსჯელეთ იარაღის მიწოდებაზე, არის სამხედრო საკითხებიც, რომელიც ვერ ვისაუბრებ“ – მაკრონი   

ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ლიდერებმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრზე გადაინაცვლეს და რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე იმსჯელეს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა G7-ის დასრულების შემდეგ განაცხადა, სანქციები გაძლიერდება. „განვიხილეთ სანქციების გაძლიერების საკითხი. ყველა თანხმდება, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსულ ეკონომიკაზე სანქციებით, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. პუტინს სხვა გზა დარჩება, გარდა მოლაპარაკებებისა. პასუხისმგებლები ვართ ამ სანქციების აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა გავაკონტროლოთ, რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით ამ სანქციების წნეხს თავს არ არიდებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. „დიდი შვიდიანის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა დახმარებას…

მეტი...

გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის 91% უკრაინაში თავდაცვით-საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებოდა

დღეს რომ უკრაინაში იყოთ, ჩაერთვებოდით რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში? – კვლევა აღნიშნულ საკითხზე  იპმ-მა ჩაატარა. შედეგები კი შემდეგია: რესპონდენტების უმრავლესობა, 91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში, მხოლოდ გამოკითხულთა 9% არ გამოხატავს ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში ჩართვის სურვილს. კვლევის მონაწილეების 46.1% აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას რითიც შეძლებდა: მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის სურვილს ჯამში 34.2% გამოთქვამს, მათ შორის 17.9% მზადაა ჩაერთოს სამოქალაქო-მოხალისეობრივ აქტვიობაში, ხოლო 16.3% ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის მზაობას გმოთქვამს; სამხედრო დახმარების შესაძლებლობას რესპონდენტების 11.1%, დევნილებისთვის დახმარების სურვილს 5.1% ხოლო ბავშვებისთვის…

მეტი...

რას იზამდა მოსახლეობა რუსეთის ჯარი საქართველოში რომ შემოსულიყო?! – კვლევის შედეგები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  იპმ-მა საზოგადოებრივი ზარის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე: რას მოიმოქმედებთ, თუ რუსული ჯარები, უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც შემოვლენ, პასუხები ასე გადანაწილდა: ·        გამოკითხული მოსახლეობის 42.7%, მზად არის რომ დარჩეს ქვეყანაში და იბრძოლოს იარაღით ხელში; 24.2% ქვეყანაში დარჩება და შეეცდება უსაფრთხოდ იყოს; ·        რესპონდენტების 16.7% გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში); ·        კვლევის მონაწილეების 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო); ·        3% აცხადებს, რომ მიტინგებს შეუერთდება; ·        გამოკითხულთა 1.7% აღნიშნავს, რომ წავა ქვეყნიდან; მორიგ კითხვას – შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა ისევ მოხდა

რამდენიმე წუთის უკან საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის  ეპიცენტრი სოფელ სამების მიმდებარედ დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

ნატო-ს სამიტი დასრულდა, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა დაიწყო

​ნატოს-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. აქაც, მთავარი თემა უკრაინა და რუსეთ-უკრაინის ომია. G7-ის შეხვედრაში მონაწილეობან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.  

მეტი...

უკრაინის პარალელურად, ნატო საქართველოს დახმარებასაც განიხილავს

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანასაც ექნება. „მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის აგრესიის გამო, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ. ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხი განიხილეს და მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას შეიარაღება მიაწოდო. „მე ავიღე ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი არ წავიდეს წინ და არ მოხდეს მისი ესკალაცია.…

მეტი...

ნატო უკრაინას ყველანაირი იარაღით მოამარაგებს – ნატოს სამიტზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს

ბრიუსელში ნატოს სამიტი დასრულდა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო უკრაინას სხვადასხვა სახის იარაღით მოამარაგებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. „სულ მალე, ჩვენ გადავისვრით იქ კიდევ უფრო მეტ სარაკეტო დაცვის სისტემებსა და რეაქტიულ თვითმფრინავებს. ჩვენ გვაქვს ასევე წყალქვეშა ნავები და მნიშვნელოვანი ნაწილი საბრძოლო გემებისა. ასევე, გავაძლიერებთ სხვა ტიპის დაცვას და ჩვენ უფრო გავამძაფრებთ და გავაღრმავებთ ჩვენ სამხედრო წვრთნებს რათა გავამტკიცოთ ჩვენი თავდაცვა. გაძლიერდება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.  რასაკვირველია, ჩვენ მოვამარაგებთ უკრაინას სამხედრო ანტისატანკო და დრონების სისტემებით რომელიც არნახულად ეფექტურია. გარდა ამისა, ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული…

მეტი...

„ადგილზე ხორბალი – გზაში ხორბალი – ახალი  ხორბალი“ – მსოფლიოს ხორბლის მიწოდების 30%-ით მოაკლდა

პურის ფქვილის პარალელურად, ფასი ხორბალზეც გაიზარდა. ფასის ზრდასთან ერთად, რუსეთიდან ხორბლის შემოტანა მცირდება, უკრაინიდან კი საერთოდ ვერ შემოდის. როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ერთთვიანი მარაგის მიუხედავად, ხორბლის ბაზარზე პროცესი შემდეგნაირად მიდის: პროცესი კი შემდეგია: ადგილზე ხორბალი – გზაში ხორბალი – ახალი კონტრაქტი. „რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, მთლიანად, მსოფლიოსთვის. მსოფლიო ბაზარს ხორბლით რუსეთი და უკრაინა 30%-ით ამარაგებდა. აქედან 20% იყო რუსეთიდან მიწოდება, 10% კი უკრაინიდან მიწოდება. შესაბამისად, ამ პერიოდში, მსოფლიოს ხორბლის მიწოდების 30% მოაკლდა, რამაც გამოიწვია სერიოზული რყევები ფასებში.…

მეტი...

„თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი მოგვეცით“ – ზელენსკის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს

„თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი მოგვეცით. მოგმართეთ ტანკებისთვის, რომ  ჩვენს ქალაქებზე ბლოკადის მოხსნა შეგვძლებოდა – მარიუპოლზე, ბერდიანსკზე, მელიტოპოლზე, ქალაქებზე, სადაც რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი ასობით ათასი ადამიანი, ხელოვნურად ქმნის შიმშილს. თქვენ გაქვთ არანაკლებ 20 ათასი ტანკი, უკრაინამ ერთი პროცენტი გთხოვათ, რომ გადმოგეცათ ან მოგეყიდათ, მაგრამ ვერ მივიღეთ ცხადი პასუხი“ – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს. პრეზიდენტმა ნატოს სამიტის მონაწილეებს შეახსენა, რომ თითქმის ერთი თვეს, უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას ეხვეწება, თუმცა, მან ის ვერ მიიღო, რასაც ამდენი ხანია, ითხოვს. „უკვე ერთი თვეა გიმეორებთ,…

მეტი...

„არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს“ – ზელენსკის ჩართვა ბრიუსელში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს ვირტუალურად ჩაერთო. პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის არმიის სიძლიერეზე, გამბედაობასა და გამძლეობაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯარი ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებს. „არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში”  – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს სამიტზე. მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მებრძოლებმა საკმაოდ კარგად დაამტკიცეს, რომ რისი გაკეთება შეუძლიათ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ზელენსკის განცხადებით, მთავარი, რაც უკრაინას დღეს სჭირდება, არის იარაღი. ბრიუსელში, მსოფლიოს ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.  

მეტი...

საქართველოს ხორბლის ერთთვიანი მარაგი აქვს

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორმა, ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის ერთთვიანი მარაგი არსებობს და დეფიციტი არ იქნება. სილაგავა განმარტავს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 20-25 პროცენტით გაძვირდა, სახელმწიფო კი პურის ფასის სუბსიდირებას განიხილავს. “ყაზახეთი არის ხორბლის შემოტანის ალტერნატივა, ასევე რუმინეთიც. ჩვენ უმტკივნეულოდ გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, რადგან გვაქვს დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე, ეს არის უსაფრთოხების ბუფერული ბალიშები. დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში არის გაძვირებული ხორბალი.  ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქცია და მაისამდე, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ფასი. ამის შემდეგ, ობიექტურია, რომ ახალი…

მეტი...

ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ

უკრაინის აქტიური დაბომბვისა და რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარის პარალელურად, ბრიუსელში მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. ნატოს სამიტი მუშაობას შეუდგა. სამიტის დაწყებამდე კი ამერიკის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს. ბრიუსელში დღეს მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება. ყველა საკითხი უკრაინა-რუსეთის ომს და რუსეთის შეჩერებას შეეხება. ნატო-ს ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე უკვე აქტიურ ფაზაშია. მისი დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვირტუალურად ჩაერთვება. „ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შეხვედრის დროს მოგვმართავს”, – აცხადებს  იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელში დიდი დღეა, ლიდერები რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ

მეტი...

მორიგი გამარჯვება – სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ მიიღო

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხინვალის მხრიდან შეტანილი 370 ინდივიდუალური სარჩელი დაუშვებლად სცნო. „ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულებულია და მას ხელახლა არავინ მიუბრუნდება. „აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა…

მეტი...

„საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“ – იენს სტოლტენბერგი

„დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი და დღევანდელი სამიტის არსებით მნიშვნელობაზე საუბრობს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. „საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დახმარებოდნენ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“, – აცხადებს  სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ლიდერები დრეს ბრიუსელში იკრიბებიან, სადაც არსებითი გადაწყვეტილებები უნდა…

მეტი...

“შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს” – ბორის ჯონსონი ზელენსკიზე

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ლომს და მის ფავორიტ ჩერჩილს ადარებს და აცხადებს, რომ მას ღრიალის პრივილეგია აქვს. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარი ერის შესანიშნავი ლიდერი აღმოჩნდა. გააერთიანა ერი და მის ხმად იქცა. მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია ლომი და ის აჩვენებს ნებას და დაუმორჩილებლობის განცდას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ზელენსკი მის პოლიტიკურ კუმირს – უინსტონ ჩერჩილს ჰგავს. ჯონსონი, ზელენსკის მეტად გასამხნევებლად,  უახლოეს დღეებში, კიევში ვიზიტს გეგმავს.  

მეტი...

პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია, სახელმწიფო კი სუბსიდირებაზე ფიქრობს (ვიდეო)

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ხორბლის ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „მედაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდა ყველა შემთხვევაში იქნება. „მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, უფრო გაძვირებული ფქვილისა და ხორბლის შემთხვევაში, რაც ალბათ იქნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასუბსიდიროს პურის ფასი. შესაძლოა 80 ლარის ფარგლებში იტრიალოს 1 ტომარა ფქვილის ფასმა. ასევე იმპორტირებულის გაძვირება მოხდება. გაძვირებას, რაც აუცილებლად იქნება, რადგან ხორბალიც გაძვირებულია, სახელმწიფო სუბსიდირებით დააზღვევს“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, სუბსიდირების საკითხი, რომ ძირითად პირზე ფასი არ გაიზარდოს, 99%-ით გადაწყვეტილია. „…

მეტი...

„რუსული გაზის ყიდვა იგივეა, რაც უკრაინელების ხოცვა“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ გუსული გაზის ყიდვა კატასტროფაა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – დასახმარებლად ერთ ხელს უკრაინას უწვდიდე, მეორე ხელით კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – აცხადებს დმიტრო კულება.  

მეტი...

“მაისამდე პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ პურის ფქვილის მარაგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, საქართველოში მაისამდე მარაგი არსებობს. „ის, რომ შიმშილი გვემუქრებოდეს, ან წყვეტა გვქონდეს ფქვილით მომარაგებაში, არასწორია. რაც შეეხება ფასებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო ხორბლის ფასმა კიდევ 40 დოლარით მოიმატა. 500 დოლარამდე ავიდა 1 ტონა ხორბლის ღირებულება, ეს ძალიან დიდი ციფრია.  არა მარტო საქართველოში, პროცესები ძალიან მწვავედ დგას მსოფლიოში. მთელი ევროპა სასურსათო სუვერენიტეტზე გადადის“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით,  ჯერჯერობით, პურის ფასი შენარჩუნებული იქნება, თუმცა,…

მეტი...

ზელენსკი ბრიუსელში გამართული სამიტისგან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტისგან, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. სამიტზე ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლები იქნებიან. ზელენსკის თქმით, სწორედ ამ ღონისძიებით გადაწყდება ვინ არის უკრაინის მეგობარი და ვინ მტერი. „ყველა პოლიტიკოსებმა უნდა დაუჭიროს მხარი თავისუფლებას. მათ უნდა ხელი უნდა შეუწყონ სიცოცხლისთვის ბრძოლას. ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატოდან, ევროკავშირიდან და „დიდი შვიდეულიდან“ – განაცხადა მან. უკრაინის პირველმა პირმა, ქვეყნის იარაღით მომარაგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა,აღნიშნა, რომ ისევ მთავარ მოთხოვნად რჩება უკრაინის ცის დახურვა.

მეტი...

სასაფლაო დაღუპულთა რაოდენობას ვერ იტევს  

​ჩერნიგოვოში კატასტროფაა. როგორც მერი  ვლადისლავ ატროშენკო აცხადებს, უკვე მიცვალებულთა დაკრძალვაც შეუძლებელია. ქალაქი ცხედრებით აივსო და არც იციან, სად წაიღონ. „საქალაქო სასაფლაოზე მიცვალებულები არ ეტევა. გარდაცვლილებს პროზექტურაში საკმაოდ დიდხანს ვტოვებთ. ძველ სასაფლაოებსაც ვიყენებთ, თუმცა, იქაც შეუძლებელია მიცვალებულის დაკრძალვა” – აცხადებს მერი.  

მეტი...

უკრაინაში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს 264 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს და დასძენს, რომ ციფრები საბოლოო არ არის.

მეტი...

„რუსეთზე დამოკიდებულების ერთ დღეში ჩაკეტვა რეცესიამდე მიგვიყვანს“ – ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე ბრიუსელში არიან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც G7 წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირებაა. აღნიშნულ ინიციატივას ყველა მხარს უჭერს, თუმცა, ფიქრობენ, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მაგალითად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ფიქრობს, რომ ქვეყნები რეცესიამდე არ უნდა მივიდნენ. „ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას დაასრულებს, მაგრამ ამის ერთ დღეში გაკეთება ქვეყნებს რეცესიამდე მიიყვანს” – ასეთია ოლაფ შოლცის გზავნილი. შოლცი შიშობს და დარწმუნებულია, რომ გერმანია ენერგო რესუსრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს, თუმცა, რუსულ გაზზე ერთ დღეში უარის თქმა ასობით ათას სამუშაო ადგილს საფრთხეს შეუქმნის. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

ბრიუსელში დიდი დღეა, ლიდერები რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ

დღეს ბრიუსელში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. შვიდი ქვეყნის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბრიუსელში უკვე ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ლიდერები  რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მორიგ სანქციებს განიხილავენ და ახალ პაკეტს დააანონსებებენ.  შეზღუდვები რუს ჩინოვნიკებსა და  ოლიგარქებს შეეხებათ. შვიდეულის შეხვედრის შემდეგ კი ევროსაბჭოს საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია სხვადასხვა მიმართულებით დახმარების პაკეტზე. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და ევროპულ საბჭოს ვირტუალურად ჩაერთვება და სიტყვით გამოვა. ბრიუსელში განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება, რომელზეც ჯო ბაიდენიც ისაუბრებს. შშ-ის პრეზიდენტი  ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება. სასაუბრო თემა კი…

მეტი...

უკრაინამ ბრიტანეთისგან მნიშვნელოვანი გარანტიები მიიღო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან, ბორის ჯონსონთან კომუნიკაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო. ,,მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან. ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მხარდაჭერის შესახებ, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ზელენსკიმ და ჯონსონმა განიხილეს, უკრაინის იარაღით მომარაგებაა. ბორის ჯონსონი გეგმავს,  ისარგებლოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს მინისტერიალით და არსებითად გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება. „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

„უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

დღეს ბრიუსელში სამი სამიტი იმართება. სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უნდა მიიღონ. სამიტამდე კი პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტი უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც კრემლმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დაიწყო საუბარი. ვოლოდიმირ ზელენსკი კი დასავლეთს ისევ მიმართავს და ახსენებს, რომ უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია. „უნდა შევაჩეროთ რუსეთი, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თავისუფლების მხარდასაჭერად, თუმცა, ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. გთხოვთ, წინ აღუდგეთ ამ ომს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს: „თქვენი სახელმწიფო მსოფლიოსგან…

მეტი...

რუსეთი ამერიკას სამაგიეროს უხდის

ოკუპანტი რუსეთი ამერიკას სამაგიეროს უხდის და ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მათ აშშ-ის საელჩოს  წარმომადგენელი დაიბარეს, რომელსაც სია გადასცეს. ე.წ. შავ სიაში შეყვანილ დიპლომატებს რუსეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ცხედარი საქართველოშია. გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ დასახვედრად უამრავი ადამიანი მივიდა. მოქალაქეები მებრძოლებს სანთლებითა და მუხლმოდრეკილები დახვდნენ. მებრძოლებს აეროპორტში  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დახვდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მოქალაქეებმა  ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს  დაიღუპნენ.  მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. კიდევ ერთი ქართველის ცხედარის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეტი...