უკრაინაში ბავშვთა სახლი დაიბომბა

ლუგანსკის ოლქში ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საავადმყოფოს მიზანმიმართულად დაარტყეს. Sky News-ის ცნობით, საავადმყოფოდან 7 ბავშვი და 15 ზრდასრულის გაყვანა მოხდა. შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

ცხედრები ქუჩაში ყრია – ჰუმანიტარული კატასტროფა ჩერნიგოვში

ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ არტოშენკოს განცხადებით, ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. გათიშულია ელექტროენერგია და ასობით ცხედარი ქუჩაში ასვენია. „კვირაზე მეტია, არ გვაქვს ელექტროენერგია. იმის საშუალებაც არ არის, რომ აღვადგინოთ მისი მოწოდება. დაბომბვების შედეგად, გარდაცვლილთა ცხედრები საათობით რჩება ქუჩებში, რადგან შეუძლებელია მორგთან დაკავშირება და მათი გადასვენება. პროდუქტის შემოტანა თითქმის არ ხდება. ადამიანები იძულებულები არიან საკვები საგანგებო ვითარებაში მოამზადონ. აქაურობა ანტისანიტარიაა“ – აღნიშნა მერმა „უკრაინსკაია პრავდასთან.“ ქალაქში ძირითადად, ის ადამიანები რჩებიან, ვისაც ზრუნვა სჭირდება და წასასვლელი არსად აქვთ.

მეტი...

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე თბილისშია

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.

მეტი...

“უკრაინის ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა, სახლ-კარ დაპყრობა ვერ მოხდება“ – ანტონიო გუტიერეში

„10 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა ლტოლვილად, თუმცა ომი არ წყდება. ორ კვირაზე მეტია, მარიუპოლი ალყაშია რუსეთის ძალების მიერ და იბომბება. რისთვის? მაშინაც კი თუ მარიუპოლი დაეცემა, უკრაინა ვერ იქნება დაპყრობილი ქალაქების, ქუჩების, თუ სახლების სათითაოდ დაკავებით“ – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინელი ხალხი ცხოვრობს ჯოჯოხეთში. „ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასვლა. ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა, კიდევ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს, რამდენ შენობას გაანადგურებს, რამდენი მარიუპოლი დაეცემა, რამდენი უკრაინელი და რუსი დაიღუპება, ვიდრე ყველა გააცნობიერებს,…

მეტი...

ბათუმში, „ალტ ინფო“-სა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც რუსულ პროპაგანდასა და უკრაინაში რუსეთის საომარ ქმედებებს  აპროტესტებდნენ. აქცია „ალტ ინფოს“ ოფისის მიმდებარედ იმართებოდა. ადგილზე მობილიზებლები იყვნენ სამართალდამცველები იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა, „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შესალოა მომხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო პოლიციელებით, შენობიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც აქციის მონაწილებს დაუპირისპირდნენ. გამოყენებული იყო ზის ხელკეტი. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა, ვინ არიან ისინი, ამ დროისთვის უცნობია. ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება“ – ზელენსკი იტალიელ დეპუტატებს

„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება. უკრაინა მუდამ იყო სურსათის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ შევძლებთ რუსეთის საარტილერიო დარტყმების ქვეშ თესვას?“ – ამ კითხვით, საომარ მოქმედებებში  მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტს მიმართა და მაქსიმალური დახმარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, რაც უკრაინაში ხდება, არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ ევროპის განადგურების მცდელობა. „ნავთობისა და გაზის ექსპორტით უზარმაზარი რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს, რომელიც ომის მოსამზადებლად მიმართეს და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის კონტროლი, თქვენი ღირებულებების განადგურება, არა მხოლოდ ჩვენის. უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში.…

მეტი...

ვეტერანებისთვის 124-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

26 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 124-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. როგორც ვეტერანთა სამსახურიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში,…

მეტი...

„მკვლელები იტალიას დასასვენებლად იყენებენ“ – უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტს მიმართავს და ოკუპანტი რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენებას სთხოვს.  ვირტუალური ჩართვა იტალიელი კანონმდებლების ფეხზე წამოდგომითა და ტაშით გაიხსნა და ასევე მქუხარე ტაშით დაიხურა. „ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხანი ამზადებდა, რომლისთვისაც ერთი ადამიანი დიდი ხანი ემზადებოდა. „ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ერი, რომელსაც არასოდეს უნდოდა ომი, ისეთივე ევროპულია, როგორც თქვენ. იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. კარგად იცით ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანებას გასცემენ და პროპაგანდას ეწევიან, თითქმის ყველა იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები. დაბლოკეთ ყველა, ვისაც რუსეთში რაიმე გავლენა…

მეტი...

“ნუ იქნებით მკვლელებისთვის „კურორტი“ – ზელენსკის იტალიის პარლამენტი ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში ვირტუალურად ჩაერთო და პარლამენტის წევრებს მიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსული ძალები ევროპის დანარჩენ ქვეყნებში შეიჭრან. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ სანქციების სია გაზარდონ. „დაუბლოკეთ ყველა ანგარიში ოკუპანტებს, საკუთრება რუს ოლიგარქებს, დაიწყეთ ნავთობზე სანქციები, არ მისცეთ რუსულ გემებს თქვენს ნავსადგურში შესვლის საშუალება, ნუ იქნებით მკვლელებისთვის „კურორტი“, „ისინი“ იყენებენ იტალიას დასასვენებლად“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მიმართვამდე, უკრაინის პრეზიდენტს ტრადიციულად პარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და მქუხარე ტაშით შეხვდნენ. საპასუხოდ, იტალიის პრემიერმა მარიო დარაგიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გმირული წინააღმდეგობა გაუწია მტერს, იტალია კი კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად დაუჭერს…

მეტი...

“ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, ესაა ალყაში მოქცეული ხალხი“ – ანდრეი შევჩენკო

უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნის მედიასთან საკუთარ სამშობლოში რუსეთის აგრესიით გამოწვეულ შემზარავ ტრაგედიაზე საუბრობს. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდას ინტერვიუ ამჯერად „ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი რედნაპმა DailyMail-ისთვის ჩამოართვა. უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ რუსებთან მეგობრობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება. „თავდაპირველად ვამბობდი, რომ არ მჯეროდა, ეს თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ რუსეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და არ მგონია, რომ ოდესმე ძველებური ურთიერთობა აღდგება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბევრი რუსია, ვისაც ომის შეჩერება სურს. ჩემი მესიჯი ყოველთვის ერთია: „გადი გარეთ“. ვიცი, რომ ადვილი არ არის. რუსეთი…

მეტი...

ისრაელის პრემიერი შესაძლოა კიევში ჩავიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა. ბენეტი დათანხმდა შეთავაზებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს მოლაპარაკებებში რუსეთთან. მან უკვე სთხოვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს კიევში ვიზიტისთვის მოემზადონ. აღნიშნულ ინფორმaციას ისრაელის მედია ავრცელებს. ”ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი წყაროების თანახმად, ზელენსკი და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ ბენეტის ვიზიტს კიევში ბოლო ათი დღის განმავლობაში, რადგან მათი აზრით, ვიზიტი ხელს შეუწყობს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას”, – ნათქვამია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კრემლს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ეწვია.

მეტი...

მმართველი პარტია „ომის პარტიას“ ბლოკავს და მის არც ერთ ინიციატივას განიხილავს

„უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ“  – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი  მამუკა მდინარაძე და დასძენს, რომ პარლამენტი მათ ინიციატივებს არ განიხილავს. „მედიაცენტრი მთავარი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა.…

მეტი...

უკრაინაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ომის გამოცდილება აქვს და მის ეტაპირებას ითხოვენ

მიხელ სააკაშვილმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს საქართველო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარემ ელენა შულიაკმა განაცხადა. სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში ამბობს, რომ შესაბამისი წერილი უკრაინის მთავრობამ საქართველოში უკვე გამოგზავნა. წერილში ნახსენებია, რომ სააკაშვილს აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება 2008 წელს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფოს გამოადგება. მისივე თქმით, განცხადება ყველა ქართველმა პარლამენტარმა მიიღო და აპირებს ტელეფონით დაკავშირებასაც. თავის მხრივ, უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ ამ თემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თალაკვაძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დარჩება საქართველოში და ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა.

მეტი...

სამშობიარო საცხენოსნოს სარდაფში

გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს. მშობიარე ქალები, რომლებიც მშობიარობას დღე-დღეზე ელოდებიან და მათთვის გადაადგილება შეუძლებელია, იძულებულები გახდნენ, თავშესაფარი საცხენოსნო სარდაფში მოეწყოთ. სარდაფში რამდენიმე მშობიარე, ახალნამშობიარევი და ჩვილი იმყოფება. მათთან ერთად არიან ის მედდები, რომლები ცდილობენ, დედები და შვილები დაიცვან. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, სარდაფებში ის ქალები ჩაიყვანეს, რომლებიც მშობიარობას ყოველ წუთს ელოდებიან. „ბავშვები ჩამოვიყვანეთ აქ, სარდაფში. ეს ის ახალშობილები არიან, რომლებსაც რეანიმაციაში დაყოვნება უკვე არ სჭირდებათ.  ომის მიუხედავად, ვცდილობთ, სწორედ აქ  შევქმნათ ელემენტარული პირობები მათთვის. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა“ – აცხადებს მედდა მშობიარე ქალები უმძიმეს პირობებში…

მეტი...

ჯო ბაიდენი პუტინისგან კიბერშეტევას ელოდება

„პუტინის შემდეგი ესკალაცია შეიძლება იყოს პირდაპირი კიბერშეტევა აშშ-ზე“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს რუსეთის “განვითარებული დაზვერვა”, რომელიც აშშ-ს მიმართ კიბერთავდასხმების ვარიანტებს იკვლევს. ამის მიზეზი არის ის, რომ ამერიკული ჯაშუშური სააგენტოები ვლადიმერ პუტინის ნაბიჯებს წინასწარ პროგნოზირებდნენ და რუსულ საინფორმაციო პლათფორმებს თავს ესხმოდნენ. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ბაიდენი ასევე ამერიკის მოსახლეობას, წერილობითი განცხადებით მიმართავს და „ონლაინ“ დაცვისკენ მოუწოდებს. „დროა კერძო სექტორმა, რომელიც ფლობს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს და ყოველთვის არ ითვალისწინებს მთავრობის გაფრთხილებებს, დაუყოვნებლივ გაამკაცრონ თავიანთი ონლაინ დაცვა.”

მეტი...

“გაბრაზებული ვარ, რომ არ აიცერით ასეთი „სისხლით ნაშოვნი“ ვაქცინით” – ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გულდაწყვეტილი და გაბრაზებულია, რომ საქართველოს 400 000 დოზა ვაქცინა უფუჭდება. „გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით ასეთი ძვირფასი და „სისხლით ნაშოვნი“ ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა. მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ. სხვა ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ 400 000-მდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა თვის ბოლოს უმთავრდება.

მეტი...

400 000-მდე ვაქცინას ვადა თვის ბოლოს გასდის  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაბრაზებული და გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს 400 000-მდე დოზა ვაქცინა უფუჭდება. „აუთვისებელი რჩება 400 ათასამდე დოზა ვაქცინა, რომელსაც ვადა მარტის ბოლოს გასდის. შარშან ქვეყანამ 5 მლნ დოზა ვაქცინას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის . აქედან „ფაიზერი“ გვქონდა 2 მილიონზე მეტი. აქედან 1 მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველად ჩამოსული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გვაჩუქა, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეს „ფაიზერი“ დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა…

მეტი...

აშშ უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთში პოტენციური შეჭრის საშიშროების გამო უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს. არსებულ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. მათივე თქმით, შესაძლებელია, პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების “სტინგერისა” და რუსეთიდან შეძენილი “მე-17” ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა. მედიის ინფორმაციით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში,ახალი სანქციების პაკეტებს დააწესებენ.  

მეტი...

პრეზიდენტ ზელენსკის მოსაკლავად გაგზავნილი ჯგუფი დაკავებულია

უკრაინაში, ქალაქ უჟგოროდთან ახლოს 25 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი დააკავეს, რომლებიც კიევისკენ მიიწევდნენ. მათი დავალება კი დივერსიული აქტების მოწყობა და პრეზიდენტ ზელენსკიმდე მიღწევა იყო. სამხედროები თეთრი ფერის მიკროავტობუსებით გადაადგილდებოდნენ და უკრაინელი სამხედროების ფორმა ეცვათ. ე.წ. ქილერების ჯგუფი დაკავებულები არიან, გაშიფრულია ის სქემაც, ისინი უკრაინის დედაქალაქ კიევში შესვლას გეგმავდნენ. მათ კიდევ ერთი მიკროავტობუსი მიყვებოდა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ტიპის იარაღით.  

მეტი...

რამდენიმე დღეში, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს

„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი – „პაქსლოვიდი“, ეს მედიკამენტი სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება“ – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი. მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იქნება უფასო ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. „ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება,“- განაცხადა მინისტრმა.  

მეტი...

ქვეყანაში, ერთის გარდა, არსებული ყველა შეზღუდვა უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან, ​კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა ღია სივრცეში პირდაბის ტარების გაუქმებასთან ერთად, რეგულაციების მოხსნა კვების ობიექტებსაც ეხება. „უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორმლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან „პისიარ“ ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქციანციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება“,…

მეტი...

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ.  

მეტი...

ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 65, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 76, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მეტი...

ვირუსით 1 053 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 614 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 053  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 067  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.87%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 643 295-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.78%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.

მეტი...

უკრაინამ ქალაქი მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა და კონტროლი დაიბრუნა

კიევის ოლქთან, ბუჩას რაიონში მდებარე ქალაქ მაკაროვს ისევ უკრაინის სამხედროები აკონტროლებენ. უკრაინულმა მხარემ, ქალაქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. „ჩვენი დამცველების დამსახურებით, დღის განმავლობაში, ქალაქ მაკაროვში უკრაინის დროშა აღიმართა. მტერი გადაგდებულია,” – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.  

მეტი...

ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს (ვიდეო)

  სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების საწარმო დალუქეს, სადაც გაუკვეველი წარმოების, საშიში პროდუქტის წარმოება ხდებოდა. ჰიგიენური პირობები კი, სადაც ძეხვეულობას აწარმოებდნენ, ვერანაირ ნორმებში ჯდებოდა. ანტისანიტარია და სიბინძურე – ასეთ პირობებში ხდებოდა წარმოება. რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი…

მეტი...

„თითქოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შერცხვენა მიუსაჯეს“ – პრეზიდენტი ოკუპანტის ჯარებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის მფრინავებს, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანებს უშენენ ბომბებს, უგულოები და უსულოები უწოდა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ისინი სასიკვდილოდ გაგზავნეს უკრაინაში. „მათ სიცარიელე აქვთ გულის ნაცვლად, სულის ნაცვლად და ყველაფრის ნაცვლად, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. ჩვენმა სამხედროებმა უკვე იმდენი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს… გონების ნაცვლად რა აქვთ მათ „პილოტებს“? აქაც სიცარიელეა…“ აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკი ხერსონში ჩაცხრილულ მშვიდობიან მოქალაქეებზეც საუბრობს და ამბობს რომ ისინი ცარიელი ხელებით საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ. „ქუჩებში მშვიდობიანად, იარაღის გარეშე თავიანთი თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და აქცია გამართეს, მაგრამ ცეცხლი დაუშინეს. რუსმა ჯარისკაცებმა არც…

მეტი...

„იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის  მოსახლეობას ამხნევებს და გამაგრებისა და ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მათ უნდა გააკეთოს ყველაფერი მონების განსადევნად. „ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გიჭირთ, როდესაც თქვენ გტკივათ, როდესაც თქვენ წინააღმდეგობას უწევთ, ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დროს გული გვეგლიჯება, ვინაიდან ჩვენ თქვენს გვერდით არ ვართ. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, ვიდრე ჩვენ არ განვდევნით უცხოებს. თქვენი პროტესტი არის გმირობა. ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ასეთი ადამიანები გვყავს. მივმართავ ყველა უკრაინელს, გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ჩვენი ერის გადასარჩენად. იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ ოკუპანტები! რომ უკრაინამ იცოცხლოს და ჩვენ…

მეტი...

„რუსეთის გამოგზავნილი მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ. მათ ეშინიათ. პროპაგანდისტებს ამ შიშის სიძულვილად გადაქცევა შეუძლიათ. შემდეგ კი მოჰყვება ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი თავისუფალი ხალხის მისამართით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და სამხედროებს, რომლებიც სამოქალაქო პირებს ხოცავენ, მონებს უწოდებს. „რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში. ხერსინო, გამაგრდი. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ კადრებს თქვენი ქალაქიდან. თქვენს მოედნებსა და ქუჩებში ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით, ჩვენი სახელმწიფოს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან იყო. ჩვენთან რუსეთი არაა. დაიმახსოვრეთ. წინააღმდეგობა უკრაინელებისთვის სულის თვისებაა. თქვენ, სამხრეთით მყოფო ჩვენო უკრაინელებო, წამითაც არ იფიქროთ, თითქოს უკრაინას თქვენ არ ახსოვხარ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ყველა იმ ქალაქისა და…

მეტი...

ზელენსკის შეფასებით, ომი პუტინთან შეხვედრის გარეშე არ დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის წესრიგში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის აუცილებლოაბას ისევ აყენებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამის გარეშე შეუძლებელია გაგება, რითვის არის პუტინი მზად. „ნებისმიერ ფორმატში, ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ. ასევე, რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამა თუ იმ კომპრომისზე არ წავალთ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ ჯერ არც ის არის გარკვეული, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება. „უპირველეს ყოვლისა საჭიროა, ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება. რადგან ჩვენ შეიძლება სხვა…

მეტი...

უკრაინა, რუსეთთან კომპრომისზე რეფერენდუმის საფუძველზე წავა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმი მიიღებს. საუბარია უსაფრთხოების გარანტიებსა და დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე. „ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა ვთქვათ –  „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები“. არიან ნატო-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი ასპროცენტიანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც ნატო-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია. ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების ამა…

მეტი...