რუსმა ჯარისკაცებმა 2 389 ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსმა ჯარისკაცებმა 2 389 ბავშვი გაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს. „დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების იძულებით გადაყვანა გატაცების ნიშნებით ხდება. ეს იგივეა, რაც საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების ნგრევითა და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხის წინაშე აყენებს“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტოში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.  

მეტი...

„უკრაინა რუსეთის ულტიმატუმს მხოლოდ მაშინ შეასრულებს, თუ სრულად განადგურდება“ – პრეზიდენტის სიტყვა

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რუსეთი უკრაინას სრულად გაანადგურებს. „უკრაინას არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, მის შესასრულებლად აუცილებელია, უკრაინელი ხალხის სრულად გაანადგურონ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? საჭიროა ყველას განადგურება, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად იქნება შესრულებული. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი – ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას. ჩვენ ამას ოკუპირებულ ქალაქებშიც ვხედავთ. როდესაც რუსები შემოდიან, ხალხი არ აძლევს მათ ამ ქალაქებს. ისინი დროშებს კიდებენ, ადამიანები კი ხსნიან. მათ მოკლეს ადამიანი, ადამიანები მიიმალნენ, მაგრამ…

მეტი...

უკრაინელებს უკრაინელების შეფარებისთვის კომპენსაციას გადაუხდიან

უკრაინა საკუთარი ქვეყნიდან დევნილების შეფარებისთვის კომპენსაციას გამოყოფს. ის უკრაინელები, რომლებიც საკუთარ, დევნილებად ქცეულ მოქალქეებს შეიფარებენ, დაეხმარებიან და თანხას გადასცემენ. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა. „ვაფართოებთ პროგრამას, რომ ოჯახებმა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს იღებენ სახლში, ასევე მიიღონ კომპენსაცია კომუნალური გადასახადებისთვის. თითოეული ადამიანი, რომელიც გამოეხმაურა უბედურებას და უფასო თავშესაფარი მისცა თანამოქალაქეებს, ყოველთვიურად 450 გრივნას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

უკრაინის საგარეო უწყება ჩინეთს მიმართავს

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთს მიმართავს და მოუწოდებს, ომის დასრულებაში მეტი აქტიურობა გამოიჩინოს. ,,ათწლეულების განმავლობაში, უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას, გაგებასა და სარგებელს ეფუძნება. ჩვენ ვიზიარებთ პეკინის პოზიციას, უკრაინის წინააღმდეგ ომის, პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ და მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გლობალურ ძალას, ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს”, – აცხადებს კულება.  

მეტი...

ოკუპანტებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები

უკრაინის ქალაქ ხერსონში, ოკუპანტის სამხედროებმა მორიგი სისასტიკე ჩაიდინეს. თავისუფლების მოედანზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა  რუსეთის წინააღმდეგ აქციას მართავდა, ცეცხლი გახსნეს. ხალხი თავს იქ აფარებდა, ვის სად შეეძლო. ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, ადგილზე წაიქცა. არიან დაჭრილები. უკრაინული ხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჯერ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.

მეტი...

როგორ დასრულდა რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება?! – არახამიას განცხადება

​უკრაინულ-რუსული მოლაპარაკება დასრულებულია. საათნახევრიანი ვირტუალური შეხვედრით მხარეებმა არსებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა, მუშაობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „შეხვედრა „ონლაინ“ რეჟიმში გაიმართა. 10:30 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდა ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა. ამის შემდეგ კვლავ სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაგრძელდა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ“,- აცხადებს დავით არახამია, რომელიც მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობს.  

მეტი...

კრემლის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრა ჯერ არ შედგება

კრემლი პოზიციებს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თანხმობას აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედროდა, პუტინის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ შესახვედრი არაფერია. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ -უკრაინის მოლაპარაკებებზე. „იმისთვის, რომ საუბარი შეეხოს პრეზიდენტების შეხვედრას, ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. უნდა ჩატარდეს და შეთანხმდეს მოლაპარაკებების შედეგები. ამ ეტაპზე, რაიმე სახის არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად ჯერ საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ადრეა, უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი“,- აცხადებს პესკოვი.  

მეტი...

„ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“ –  აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს სიტუაცია განსაკუთრებული და უნიკალურია, რადგანაც, ჩვენ რუსულ ჯართან ერთად ვცხოვრობთ. „ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი და მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა…

მეტი...

„მტერი უკვე არ ოცნებობს კიევის აღებაზე, რადგან მას „ყელში გაეჩხირა“ ჩერნოგოვი, სუმი…“ – თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის გმირ დამცველებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დამსახურებითა და არაადამიანური თავგანწირვით, მტერი კიევის აღებაზე არც ოცნებობს. „მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა უკრაინის მასშტაბით. მარიუპოლი დღეს იცავს კიევსაც, დნეპრსა და ოდესასაც. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ხერსონის, ენერგოდარის და სხვა ქალაქების მოსახლეობა შიშველი ხელებით გამოდის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ბრძოლა საკუთარი მიწისთვის აიძულებს მსოფლიოს  აღიაროს ის, რაზეც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით. უკვე გაეროს გენერალურმა მდივანმაც კი აღიარა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს მორიგ…

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დანიაც უერთდება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – იეპე კოფოდის განცხადებით, ქვეყანა სრულად უერთდება იმ სანქციებს, რომელიც მსოფლიომ რუსეთს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაუწესა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, სანქციები ნავსადგურებზე წვდომის შეზღუდვასაც შეეხება. „ჩვენ ვხედავთ რუსული მხრიდან განურჩეველ სამხედრო მოქმედებებს მოქალაქეების, სკოლების, საავადმყოფოების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ თავდასხმა ხორციელდება სამოქალაქო შენობებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს არის სავარაუდო ომის დანაშაული, რასაც  უნდა მოჰყვეს შედეგები. უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერის გაგრძელება. ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ პუტინი და მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა იეპე კოფოდმა.…

მეტი...

„ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთს ისე დაუტკბა, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ ქვეყნის ჩაბარებასაც რუსეთისთვის აპირებენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა. „ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის. სხვათა შორის, ესენი ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, პროვოკაცია მზადდება ტერიტორიების შიგნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ან ერთ ორ წელიწადში საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ…

მეტი...

სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს წყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც  სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს. კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და  მათი ლიბერალიზაციის პროცესს,  მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და  მომსახურების ხარისხის სტანდარტებს.   ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები. კურსი უფასოა, დაიწყება 11 აპრილს და ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 19:00 საათზე. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე…

მეტი...

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის მხარდასაჭერად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მხარს არ უჭერს აღნიშნულ ვიზიტს თუმცა, პრემიერი კიევში ჩასვლას მაინც აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, უკრაინაში ჩასულიყვნენ. აღნიშნულ მოწოდებას რამდენიმე ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა და უკრაინას ესტუმრა. ეს ქვეყნები იყვნენ: პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვენია. მათ რიცხვს უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთის შეუერთდება.  

მეტი...

ჩინური თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრები დაიღუპნენ

ჩინეთში ავიაკატასტროფა მოხდა. China Eastern Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელსაც 133 მგზავრი გადაჰყავდა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავს მგზავრები კუნმინიდან გოუანჟოუში გადაჰყავდა. თვითმფრინავი  მთებში ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო  „ბოინგ 737“.  

მეტი...

სანაპიროზე ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა

თბილისში, სანაპიროზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო, მწვანე ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი. შეჯახება იმდენად მძიმე იყო, ავტობუსის მარცხენა გვერდი მთლიანად დაზიანდა. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს,  

მეტი...

ავტობუსების ნომრები შიცვალა – გაეცანით რა ნომრებს შეეხო ცვლილება

ავტობუსების სამარშრუტე ნომრებში ცვლილებები განხორციელდა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც  მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა. სისტემაში ავტობუსების გაერთიანების ფარგლებში, შეიცვალა შემდეგი სამარშრუტე ნომრები: ავტობუსი – N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა – N305-მა; N3 ჩაანაცვლა – N313-მა; N4 გახდა – N324; N6 გახდა – N326; N7 გახდა – N367; N9 გახდა – N307; N10 გახდა – N380; N11 გახდა – N381; N12 გახდა – N312; N14 გახდა – N314; N15 გახდა – N315; N17 გახდა – N317; N18 გახდა – N318; N20 გახდა – N320; N21…

მეტი...

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2021 წელს მომზადდა 16 პროექტი და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში 444 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის, გაგრძელდა ქ. ქუთაისთან მუხნარი ტყის (საღორიის ტყე) აღდგენის სამუშაოები 272 ჰექტარ ფართობზე. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა…

მეტი...

ოკუპანტებმა ხორბალი და ჰუმანიტარული დახმარება გაიტაცეს

სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, ოკუპანტის ჯარები ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებაზეც გადავიდნენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კონტაქტი გაქრა  ჰუმანიტარული დახმარების ხუთ მძღოლსა და ერთ ექიმთან. ასევე, ქალაქ-ნავსადგურ  ბერდიანსკიდან 5 ხომალდის გატაცება მოხდა, რომელიც ტონობით ხორბლით იყო დატვირთული.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება, საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში. სასამართლოში თავად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილსაც მიიყვანენ. პროკურატურა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.  

მეტი...

უკრაინის ომთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიმდინარე კვირას პოლონეთში ჩავა. ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას შეხვდება და უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ანჯეი დუდასთან პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მორიგი მხარდაჭერისა და უკრაინელი ლტოლვილების საკითხს განიხილავს. „პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – აცხადებენ თეთრ სახლში.    

მეტი...

უკრაინის ქიმიურ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა

უკრაინაში, „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. დიმიტრ ჟივიცკის ინფორმაციით, გაჟონვა სადაც მოხდა, ახლოს დასახლებებია. „ყურადღება! 21.03.2022, დილის 04.30 საათზე “სუმიხიმპრომიდან” ამიაკის გაჟონვა მოხდა!”, დაწერა მან სოციალურ ქსელში. „ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა. ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება. (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.  

მეტი...

ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არიან გარდაცვლილები

რუსმა სამხედროებმა კიევის პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ჭურვი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. სავაჭრო ცენტრი კი მიწასთან არის გასწორებული.  

მეტი...

გაეროს ინფორმაციით უკრაინას 10 მილიონი ლტოლვილი ჰყავს

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყანაში  დაახლოებით 10 მილიონი ლტოლვილი გავიდა.     „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ომის მწარმოებლების პასუხისმგებლობებს შორის არის ტანჯვა, რომელიც მიაყენეს სამოქალაქო პირებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები. უკრაინის ომი იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონი ადამიანი გაიქცა – ან იძულებით გადაადგილებული ქვეყნის შიგნით, ან როგორც ლტოლვილები საზღვარგარეთ“, – აცხადებს კომისარი.  

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დღეს გაგრძელდება

უკრაინული და რუსული მხარეების მოლაპარაკების ფორმატში დღეს ისევ შეიკრიბებიან. საუბარია ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც ისევ ომის დასრულების შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი , მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, ქვეჯგუფებში უაღრესად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.

მეტი...