„ჩვენი ხალხი დახეტიალობს მსოფლიოში, ადგილს ეძებს, ისევე, როგორც თქვენ ხეტიალობდით ოდესღაც“ – ზელენსკი ებრაელებს

​ვოლოდიმერ ზელენსკიმ ისრაელის ქსენეთის წევრებს  ისრაელის წარსული შეახსენა, რომელიც დღევანდელი უკრაინის იდენტურია და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი დრეს ისევე ეძებს თავშესაფარს, როგორც წლების წინ ებრაელი ხალხი ეძებდა. „ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს თავშესაფარს, ისევე, როგორც თქვენ ოდესღაც დახეტიალობდით. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი. მისი მიზანია გაანადგუროს ჩვენი ერი, ჩვენი ქალაქები, ჩვენი კულტურა, ჩვენი შვილები, ეს ოი უნდა შეჩერდეს. ხალხის ხოცვა უნდა შეჩერდეს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი“ – მიმართა პრეზიდენტმა ებრაელ დეპუტატებს და ხალხს. ქსენეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა საომარ მდგომარეობაში ყოფნისას მათთვის დრო რომ გამონახა.

მეტი...

ზელენსკი ისრაელი ქსენეთში ჩაერთო და დეპუტატებს მიმართა

ამერიკის  შეერთებული შტატების კონგრესში, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპარლამენტსა და ბრიტანეთის პარლამენტში ჩართვის შემდეგ, დღეს, ვოლოდიმერ ზელენსკი ისრაელის ქსენეთშიც ჩაერთოს და დეპუტატებს მიმართა.  კითხვა, რომლითაც პრეზიდენტმა ებრაელ დეპუტატებს მიმართა იყო შემდეგი: რატომ არ დაეხმარა ისრაელი უკრაიანას იარაღით და რატომ არ შეუერთდა სანქციებს. „დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას… თქვენ უნდა გასცეთ კითხვებს პასუხი. უკრაინამ 80 წლის წინ გადაწყვიტა და გადაარჩინა ებრაელები. ისრაელის ხალხო, თქვენც გაქვთ არჩევანი”, – მიმართა პრეზიდენტმა ქსენეთს. ქნესეთის სპიკერმა და კანონმდებლებმა ზელენსკის მადლობა გადაუხადეს მიმართვისთვის და თანაგრძნობა გამოუცხადეს მას და უკრაინელ ხალხს დიდი…

მეტი...

მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს, გადარჩენილები მძევლად აიყვანეს

ოკუპანტებმა ლუგანკის ოლქში  მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს. 56 ხანდაზმული ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაჭრილებიც. გდარჩენილი 15 მოხუცი კი გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს.  

მეტი...

„თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომი“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ მან, ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ზელენსკის თქმით, თუ ორი პრეზიდენტის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი ვიხილოთ. „მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1%,  რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი,…

მეტი...

უკრაინაში სულ 6 რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელია განცხადებით, უკრაინაში 6 რუსი გენერალი დაიღუპა. როგორც მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რუსული ჯარი სამოქალაქო პირებზე ნადირობს. „მოკლულია 6 გენერალი: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცერი. ე.ი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.  

მეტი...

„რუსები ჩვენც რომ მოგვადგნენ სადმე გავფრინდებით?“ – ომის ბავშვები

(ეკა გულუას ბლოგი) ფსიქოლოგიური განადგურება, ფსიქოლოგიური ტერორი და განცდა, რომ  წუთი წუთზე ფერფლად იქცევი… ზუსტად ასე იყო 13 წლის წინ, როდესაც საქართველოში აგვისტოს ომი დაიწყო. დღეს კი ანალოგიურს განიცდიან მშობიარე ქალები, მეძუძური დედები და ის ადამიანები, რომლებიც ომის დამთავრებას ბუნკერებში ელოდებიან, თუმცა, ოკუპანტები იქაც წვდებიან და ბომბავენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 23 ივლისი, 2008 წელი, გინეკოლოგთან მივედი კონსულტაციაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მშობიარობა დაწყებულია. სასწრაფოდ მომამზადეს და შემიყვანეს საოპერაციოში. როცა გავიღვიძე უკვე დედა ვიყავი, ტყუპებიც დაბადებულები იყვნენ და საომარი მოქმედებებიც იწყებოდა.  კარგად ვერ ვხვდებოდი, ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, თუმცა,…

მეტი...

თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვა, შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნება – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი

ბორის ჯონსონის განცხადებით რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერავინ შეაჩერებს და შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნება. „პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება. თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას  საქართველოსა და შემდეგ მოლდოვაში. ეს იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი მთელ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“ – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.  

მეტი...

რუსეთმა იმ ცენტრს დაარტყა, სადაც უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ

ოკუპანტებმა ჟიტომირთან, უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრი დაბომბეს, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. სარაკეტო თავდასხმისას 100-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა. ,,მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებმა უკრაინის ჟიტომირის რაიონის ოვრუჩის დასახლებასთან შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს, სადაც უკრაინაში ჩასული უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ“ – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

მეტი...

მარიუპოლში სკოლას დაარტყეს, სადაც მოსახლეობა იმალებოდა

ოკუპანტებმა მარიუპოლში სახელოვნებო სკოლის შენო ბა დაბომბეს, რომელსაც მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, „სკოლა-თავშესაფარში“ დაბომბვის დროს 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სკოლის შენობა დაინგრა. მოსახლეობა კი ნანგრევებში მოყვა. მსხვერპლისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

უკრაინა იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთთან

ქვეყანაში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა ჩერდება, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან. „პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

„ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“, – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ისევ რუსი ჯარისკაცების გვამებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნიდან არავის მიაქვს. „განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, 14 000-ზე მეტი გვამია უკრაინის ტერიტორიაზე. „რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ. აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები:  შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ?…

მეტი...

ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან 50-ზე მეტი გარდაცვლილი სამხედრო ამოიყვანეს

უკრაინაში, ოკუპანტის ჯარების მიერ სამხედრო ყაზარმის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი სამხედრო გარდაიცვალა. ნაწილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ადგილობრივი თავდაცვის უწყების ინფორმაციით,  ყაზარმაში 200-ზე მეტი სამხედრო პირი იმყოფებოდა.  

მეტი...

ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 60, ქვემო ქართლი – 18, შიდა ქართლი – 14, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

ვირუსით 475 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 311 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 507  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.72%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 641 874. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.

მეტი...

“ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი „ქალაქ ნავსადგურის“ მარიუპოლის ბლოკადას ომის დანაშაულს უწოდებს და აცხადებენ, რომ  ეს არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ. მარიუპოლში 400 000-ზე მეტი ადამიანი ორ კვირაზე მეტია ბლოკადაშია. მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგიის, არ აქვთ გათბობა, წყალი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. „ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლი შევა პასუხისმგებლობის ისტორიაში სამხედრო დანაშაულებისთვის. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც. და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის” – აცხადებს…

მეტი...