„საჭიროა, ყველა ევროპელმა დაბლოკოს რუსული ხომალდებისთვის „პორტები“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს სთხოვს, რუსული გემებისთვის ნავსადგური ჩაკეტოს და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა ხომალდი რუსული სამხედრო გემის გზას გაუყენოს. „მადლობელი ვარ ნავსადგურის  თანამშრომელთა შვედური პროფკავშირის, რომელმაც პირობა დადო, რომ არ მოემსახურება რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებს. ეს სწორია. ეს კარგი მაგალითია, რომელსაც უნდა მიბაძონ ყველა საზოგადოებრივმა სტრუქტურამ, ყველა პროფკავშირმა და ბიზნესასოციაციამ.  საჭიროა, ყველა ევროპელმა დაბლოკოს რუსული ხომალდებისთვის „პორტები“. საჭიროა, ყველა დასავლური კომპანია გავიდეს რუსული ბაზრიდან“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. უკრაინის მთავარ მოთხოვნად ისევ ცის ჩაკეტვა რჩება.  

მეტი...

„ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს“ – პრეზიდენტი მიწასთან გასწორებულ უკრაინაზე

პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ მოსახლეობას ანუგეშებს და იმედს აძლევს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს. ყველაფერი გაცოცხლდება, აღდგენა და სიცოცხლე თავიდან დაიწყება. „უსამართლო და აგრესიული ომი ყოველთვის ძვირი უჯდება აგრესორს.  რაც არ უნდა დაემართოს რუსეთს, ეს არ ანუგეშებს უკრაინელებს, არ გააცოცხლებს დაღუპულებს, არ აღადგენს ქალაქებს და არ მოარჩენს სულიერ ჭრილობას, რომელიც უკრაინის მოსახლეობასთან მუდამ დარჩება. ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს, ამაში ეჭვი არ მეპარება. გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენელი ამისთვის 24/7-ზე მუშაობს, თუმცა ცხოვრება უკვე იქნება სხვანაირი, ათასობით გულის გარეშე, რომელთა ძგერაც ამ ომმა გააჩერა“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.  

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, მან ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების პირობა მიიღო

უკრაინის  პრეზიდენტი ზელენსკი დღეს გამართული აქტიური მოლაპარაკებებით კმაყოფილია. თუმც, ყველაზე უმთავრეს მიღწევად იმას თვლის, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პირობა მიიღო. „ბიუროკრატიულ პროცესებს, რომელსაც წლები სჭირდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის კვირებამდე, თვემდე ვამცირებთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. ევროკავშირთან დამატებით 300 მილიონიან დახმარებაზე შევთანხმდით. ეს ყველაფერი იმისთვის, რათა იგრძნონ, რომ ყველა რაკეტას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა ბომბს, ყოველ გასროლას აქვს თავისი ფასი. რუსეთის ბიუჯეტისთვის, რუსული კომპანიებისთვის, რუსული ამბიციებისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც განასახიერებენ რუსეთის ხელისუფლებას. და სანამ არ იქნება უკრაინის მშვიდობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სტაბილურად უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა…

მეტი...

ბალტიის ქვეყნებმა და ბულგარეთმა რუსი დიპლომატები გააძევა

რუს დიპლომატებს პრობლემები თითქმის ყველაგან ექმნებათ. ამჯერად,  ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აცხადებენ, რომ მათ, ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხდებით,  რუსი დიპლომატების გაძევების ერთი მიზეზი მისი დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა გახდა. მეორე მიზეზი კი რუსეთის აგრესია უკრაინელი ხალხის მიმართ. ესტონეთიდან დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლების მიზნით აქტიური პროპაგანდა გახდა. რაც შეეხება ლიეტუვას, დიპლომატების გაძევება უკრაინელების სოლიდარობა გახდა. ბულგარეთმა კი რუსი დიპლომატები დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო ქმედებები გახდა.  

მეტი...

PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა

PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა. მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ  და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ  მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად 55 ლარად იძენს ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად. თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ. ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლები ევროპარლამენტში ვერ შევლენ  

ევროპარლამენტმა რუს და ბელორუს დიპლომატებს სანქციები დაუწესა. ამიერიდან,  რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლები ევროპარლამენტში ვერ შევლენ. „დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა. დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

მეტი...

„უკანონოდ იქნეს ცნობილი აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“ – უმაღლესმა საბჭომ დადგენილება მიიღო  

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებად იქცა 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“ – ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო. დადგენილების მიხედვით,  უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი ე.წ. არჩევნები. „მსგავსი „არჩევნების“ მიზანი იყო და არის სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობა. ამ რეჟიმს კი, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით, ჩადენილი აქვს  უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ეს დანაშაულები, ჰუმანიტარული სამართლის სხვა უხეში დარღვევები დადასტურებული და დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის…

მეტი...

„მივხვდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ“ – დმიტრო კულება  

უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება, რადგან ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. კულებას თქმით, ეს მანამდეც იცოდა, სანამ თურქეთში რუს კოლეგას შეხვდებოდა, თუმცა, ლავროვის ქმედებამ ეს ადგილზეც დაადასტურა. „მევლუდ ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ლავროვთან შესახვედრად,  მთავარია, ის მოსულიყო გამოსავლის საძიებლად და არა რუსული პროპაგანდის ნარატივზე სასაუბროდ. უკრაინულ მხარეს ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვქონია. თურქულ მხარეს ისიც ვთხოვე, რომ პროტოკოლში ხელის ჩამორთმევა და მოკითხვა არ ყოფილიყო გათვალისწინებული. შეხვედრაზე როცა ლავროვს ვუთხარი, ახლავე დაერეკა რუსეთში მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნების საკითხის მოსაგვარებლდ…

მეტი...

„ბაიდენი მანიაკია, რომელიც ვერ ძღება ამერიკული ჭურვებით დაღუპული ქალების, ბავშვების და მოხუცების სისხლით“ – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სირიის დაბომბვაში ადანაშაულებს და მას ფაშისტების იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს. ის უკრაინის ნგრევაში ბაიდენის როლსაც ხედავს და აცხადებს, რომ სწორედ ის იარაღი აქცევს ნანგრევებად უკრაინას და ხოცავს ადამიანებს, რომელსა ბაიდენი მას აწვდის. „ბაიდენი საჯაროდ, ამაყად წარმოადგენს ამ მტკიცებულებებს, იხსენებს რა, თუ როგორ დაბომბეს ბელგრადი მისი პირადი ინიციატივით და გაანადგურეს სერბული კვარტლები. სწორედ მან გასცა ბრძანება საჰაერო ძალებზე, რომ დაებომბათ სირია. ასევე გვახსოვს, ჯერ კიდევ სენატორობის დროს, როგორ დაჟინებით მოითხოვდა ბაიდენი ერაყში შეჭრას. მსოფლიო არ დაივიწყებს ამერიკელების სისასტიკეს ბაღდადში. სწორედ ამერიკული იარაღი, რომლებსაც ფაშისტები იღებენ ბაიდენის…

მეტი...

„ჯო ბაიდენმა სიბერეში გონების ნარჩენებიც დაკარგა“ – კადიროვი ბაიდენს თავს ესხმის და დამნაშავეს უწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმაზე გადავიდა. კადიროვი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის შეფასებას არც უნდა ბედავდეს. „ჯო ბაიდენმა სიბერეში საბოლოოდ დაკარგა გონების ნარჩენები. ახლა კეთილშობილი „კოვბოის“ როლში შესვლის მცდელობისას მან გადაწყვიტა შეეფასებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას ომის დამნაშავე უწოდა. შეგახსენებთ, საუბარია ჯოზეფ რობინეტ ბაიდენზე, შეერთებული შტატების 47-ე მმართველზე. ეს ის ადამიანია, რომელმაც თავისი ცხოვრების პერიოდში კაცობრიობის წინაშე იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ მისი თითოეული ქმედება დამოუკიდებლად აღებული საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკაცრი განაჩენი გამოუტანონ. უფრო მეტიც, მისი ზოგიერთი მონსტრული დანაშაულის დამტკიცება ბრალდებას არც დასჭირდება“ – აცხადებს განრისხებული კადიროვი.

მეტი...

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ის მოხალისე მებრძოლები არიან, რომლებიც ქალაქ ირპენში გარდაიცვალნენ. ისინი ირპენში რუსებთან შეტაკებისას გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები უცხოური ლეგიონის წევრები იყვნენ და დავით ქაცარავასთან ერთად იბრძოდნენ. საქართველოს საელჩო ინფორმაციას იკვლევს მათი წარმომავლობის შესახებ. როგორც კი მათი საქართველოს მოქალაქეობის დადასტურდება, დაიწყება საქართველოში გადმოსვენების ღონისძიება. როგორც საელჩოში აცხადებენ, ოფიციალურად უნდა მოხდეს მათი იდენთიფიცირება. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

მეტი...

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

​რუსეთ-უკრანის ომს ორი ქართველი მებრძოლი შეეწირა. დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ისინი ქალაქ ირპენში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპნენ. გარდაცვლილთა ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. მებრძოლების ჯგუფი დაბომბვაში მოყვა. არიან დაჭრილებიც.  

მეტი...

ვინც კიევს იარაღს მიაწვდის, მოსკოვი მას ემუქრება   

რუსეთს საგარეო მინისტრმა დასავლეთის მისამართით მუქარა ხმამაღლა განაცხადა და აღნიშნა რომ, უკრაინისთვის მიწოდებული ნებისმიერი იარაღის ტვირთი იქნება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე. „ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს. დასავლეთი ცდილობს, რუსეთის მარგინალიზებას, რომ შეაჩეროს მისი განვითარება. მოსკოვზე ზეწოლა უპრეცედენტოა, ნებისმიერი ტვირთი უკრაინისთვის იარაღით, გახდება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე. მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. მოსკოვს სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საერთო იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. ზელენსკიმ იცის, რომ ჯო ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია და ცის დახურვაზე მისი პოზიცია ცნობილია. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს…

მეტი...

„ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას” – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ითხოვს, ევროპამ სასწრაფოდ უნდა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება. მისი შეფასებით, ევროკავშირის ქმედებები საკმარისი არ არის. „საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

ომის „პუტინის ომად“ მოხსენიებისთვის უკრაინა გერმანიას გაუბედაობისთვის აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი  გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაუბედავი ნაბიჯია. საუბარია სიტყვებზე, სადაც შოლცი ამბობს, რომ მხოლოდ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე ომზე „კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი. ევროპაში ეს შეიძლება, გახდეს ცრუ ტენდენცია, ვინაიდან რუსების 71% კატეგორიულად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს“, – აცხადებს პოდოლიაკი. შოლცს გაუმართლებლად მიაჩნია რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმები, შეურაცხყოფა და დაკნინება, რადგან, მისი თქმით ეს პუტინის ომია.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპულია 109 ბავშვი, დაშავებულია 130-ზე მეტი    

რუსეთის კარების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, არსებული ციფრები გაცილებით დიდია. „დაბომბვისა და ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რაიონი კი – 21″, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად სულ მცირე 5 უკრაინელ ბავშვს კლავს.  

მეტი...

ურაინაში 320 000-მდე უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინის  სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. უწყების ინფორმაციით, დაბრუნებულთა 90% მამაკაცები არიან და ისინი ქვეყანაში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად დაბრუნდნენ. უკრაინული მხარე, მეგობარი ქვეყნებისგან ისე იარაღით მომარაგებას ითხოვს. განსაკუთრებით კი ცის დაცვას.

მეტი...

პუტინი უკრაინის მიმართ მოთხოვნებს აყალიბებს და შუამავლად თურქეთს იყენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ, თურქეთის პრეზიდენტს აცნობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოთხოვნების პაკეტი უკვე წარუდგინა, პუტინის მოთხოვნის პირველ კატეგორიაში შედის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი; გაიაროს განიარაღების პროცესი, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი. რაც შეეხება მეორე პაკეტს, შემდეგია: პრეზიდენტ ვოლოდიმირზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკება ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება; საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმს შეეხება.  

მეტი...

SOS! გაფრთხილდით – როგორ იპარავენ თაღლითები საბანკო ანგარიშიდან თანხებს?!

​კიბერ თაღლითები საბანკო ანგარიშებიდან მოქალქეებს თანხას სხვადასხვა მეთოდებით სძალავენ. „მედიაცენტრმა მთავარმა“ გამოავლონა ერთ-ერთ მეთოდი, როგორ შეიძლება თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, „მაი მარკეტზე“ განათავსა განცხადება, რომ ყიდდა გარკვეულ საოჯახო ნივთს (საბავშვო საწოლს). განცხადების გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში, მას პირად ნომერზე დაუკავშირდნენ. „გამომეხმაურა უცხო ნომრიდან პიროვნება, რომელმაც მომწერა რომ ამ საოჯახო ნივთის ყიდვა აინტერესებდა. მწერდა რუსულ ენაზე. არც ფასზე შემვაჭრებია, არც მისამართი უკითხავს, არც ანგარიშის ნომერი, მითხრა, კურიერი დღესვე მოვა და ნივთს წამოიღებსო. გამიკვირდა და ვკითხე, როგორ, ნახვა არ გაინტერესებთ-მეთქი? მითხრა არა, ფოტო საკმარისიაო. მიმოწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. ვკითხე,  თანხის გადახდას როგორ…

მეტი...

უკრაინა 14 000-ზე მეტი ცხედრის გატანის მოთხოვნით წითელ ჯვარს მიმართავს

უკრაინა 20 დღეზე მეტია, რუსეთისგან ელოდება, საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს მოითხოვს და გადაასვენებს, თუმცა, რუსეთის მხრიდან მსგავსი არაფერი ისმის. ამჯერად, უკრაინამ წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა და დაღუპული რუსი ჯარისკაცრების გადასვენებას ითხოვს. „დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დავაყენეთ ოკუპანტების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვებისა და მათი იდენტიფიკაციის საკითხი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთს ჯერ არ მოუმართავს მსხვერპლთა ცხედრებისა და ნეშტების ექსტრადირებაზე, რომელთა რაოდენობამ დიდი ხანია 14 000-ს გადააჭარბა“, – აცხადებს უკრაინული მხარის წარმომადგენელი ირინა ვერეშჩუკი.  

მეტი...

„პუტინი შეჩერებას არ აპირებს, პირიქით, საპირისპიროდ მოძრაობს“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტისგან ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ის შეჩერებისთვის მზად იყოს.  როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, ვაშინგტონი მისი შეჩერების ნიშებს ვერ ხედავს. „ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს. პირიქით, თუ მოუსმენთ მის გუშინდელ კომენტარებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს… ვაფასებთ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის და სხვათა ძალისხმევას, მაგრამ დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერ ჩართულობას დეესკალაციისთვის. რუსეთის ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ომის დასრულების ნებისმიერ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას,“- აღნიშნა ბლინკენმა.  

მეტი...

“ჩვენ არ გვჭირდება 13 000 გარდაცვლლი რუსი ჯარისკაცი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის  პრეზიდენტი რუს დედებს მიმართავს, გადაამოწმონ, სად იმყოფებიან მათი შვილები, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, წვევამდელების დედებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რომ მათი შვილები გარდაიცვალნენ, არადა, ისინი ტყვეები არიან. „ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთში დაბრუნებაზე. ბევრი მათგანი რუსეთში არც კი ახსოვთ, არც კი ცდილობენ მათ წაყვანას. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ოჯახებმა უკვე მიიღეს, თუმცა ისინი ჩვენს ტყვეობაში არიან და ცოცხლები არიან. ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით, ისინი, ვინც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი…

მეტი...