კადიროვი პუტინის დავალებას ასრულებს და უკრაინაში 1000 მებრძოლს გზავნის

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ის ვლადიმირ პუტინის დასახმარებლად ნებისმიერ დავალებას შეასრულებს და უკრაინაში საბრძოლველად 1000 ჩეჩენს გზავნის. „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწე, ჩემი ძვირფასი ძმა აპტი ალაუდინოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 1000 მოხალისის მეთაურად გაემგზავრება უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებს კადიროვი. ის ტრაბახობს, რომ ალაუდინოვი გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი სამხედრო მომზადება. კადიროვი აცხადებს, რომ ის უკრაინაში „მშვიდობას დაამყარებს.“ კადიროვი მზადაა, პუტინის ნენისმიერი დავალება შეასრულოს და უკრაინაში „მშვიდობა“ დაამყაროს  

მეტი...

თურქეთის საგარეო მინისტრი უკრაინაშია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში იმყოფება. როგორს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, ეს ნიშნავს მხარდაჭერას და მეგობრობას, რომელსაც უკრაინა თურქეთისგან ყოველთვის გრძნობს. ,,ჩემი თურქი კოლეგა და მეგობარი, მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში მივიღე. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელი ვართ, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური მცდელობისთვის, რათა რუსეთის დამანგრეველ ომს, უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო მოეღოს”, – წერს კულება სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა ყველანი უკრაiნაში ჩასულიყვნენ.  

მეტი...

„უკრაინა არ დათმობს არც ერთ ტერიტორიას“ – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტ ქვეყანასთან  მოლაპარაკებაში უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ტერიტორია დათმოს. „რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მათ კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდიან და საერთაშორისო სანქციები, რაც ძალიან აწუხებს. ისინი საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებენ შეთანხმების გაფორმებისა და მოლაპარაკების აქტის საკითხთან დაკავშირებით. ვენის კონვენციის თანახმად, ნებისმიერი მოლაპარაკება ან შეთანხმება ძალადობრივი ქმედებების პარალელურად ძალადაკარგულად ითვლება. სანამ ცეცხლი არ შეწყდება, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია. ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ერს, ინტერესებს“ –  განაცხადა არესტოვიჩმა. მისივე განმარტებით, ერთადერთი, რაც…

მეტი...

სემეკმა „დიდი დიღომი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დიდი დიღომი“ სემეკის რეგულაციების დარღვევის გამო 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. დაჯარიმების საფუძველია შპს „დიდი დიღომის“ მიერ სემეკის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“, „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი პროცედურების გარეშე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და გაშვება. შპს „დიდ დიღომს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაჯარიმდება.  

მეტი...

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სემეკმა „ქობულეთის წყალი“ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით, 75 ათასი ლარით დააჯარიმა

  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ქობულეთის წყალი“ სალიცენზიო პირობებისა და  სემეკის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით – 75 ათასი ლარით  დააჯარიმა.  კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში არ უზრუნველყო განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას. განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“…

მეტი...

რუსეთი ევროპას აფრთხილებს, რომ მის სითავხედეს ადგილს მიუჩენს

ოკუპანტი რუსეთი ისევ იმუქრება. ამჯერად, მუქარა ამერიკას და „არამეგობარი“ ევროპის მისამართით ისმის, „რუსეთს საკმარისი ძალაუფლება აქვს, რომ  თავხედ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. მისი თქმით, ევროპას ძლიერი რუსეთი აშინებს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა ევროპის დახმარების გარეშეც შეუძლია.

მეტი...

„უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევა“ – რუსეთის ულტიმატუმი

რუსეთის პრეზიდენტი პრესმდივანი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების კომპრომისულ ვარიანტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რომელიც გულისხმობს  უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას. „დიახ, ნამდვილად განიხილება ეს ვარიანტი, რომელიც შეიძლება, განიხილებოდეს როგორც გარკვეული კომპრომისი. სიტუაცია უკრაინაში შეიძლება, გამოსწორდეს მხოლოდ რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეთანხმების მიღწევის გზით“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

„გინდა ევროკავშირში გაწევრიანება ამ სტალინის ქანდაკებებით?“ – ევროპარლამენტარი საქართველოს

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე საკუთარ სოციალურ გვერდზე საქართველოში გადაღებულ სტალინის ფოტოებს აქვეყნებს და ჩვენს ქვეყანას მიმართავს. „საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება ამ სტალინის ქანდაკებებით? ყოველივე ამის შემდეგ, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილი“ – წერს  ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე.  

მეტი...

პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკისრება

გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ აცხადებს, რომ ნატო ამ ომში ვერ ჩაერთვება.  „ნატო არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას მასში სამხედრო ჩართულობით“ – ასეთია გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცის გზავნილი, რომელიც მან ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გააჟღერა. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით.  უკრაინაში ადამიანთა ბედით ძალიან ვღელავთ. პუტინმა უკრაინის მოსახლეობას საზარელი წამება და სიკვდილი მოუტანა. გვაწუხებს იმ ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცების ბედიც, რომელიც ხელმძღვანელობა ამ უაზრო ომში გაუშვა “- აღნიშნა  შოლცმა და მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს დააკისრა. შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცს ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ  იმართა და ევროპაში ამ მკვლელი კედლის დანგრევა სთხოვა. „ეს…

მეტი...

რუსეთი არ აპირებს, ჰააგას დაემორჩილოს და მისი გადაწყვეტილება შეასრულოს

რუსეთი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და  აგრესიის ესკალაცია, არ ემორჩილება. როგორც კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას. „ჩვენი პასუხი არის – არა. არ შეგვიძლია  ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება როგორიცაა „მხარეთა თანხმობა“. აქ არ შეიძლება იყოს რამენაირი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც ჩვენ არ შეგვიძლია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რონ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საომარ მოქმედებებზე იმსჯელა. სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს  სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

მეტი...

„ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და სთხოვა, ეს მონობის კედელი დაანგრიოს. „ეს არ არის ბერლინის კედელი. ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი უფრო დიდი ხდება ყოველ ბომბთან ერთად, რომელსაც უკრაინაში აგდებენ… ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი. ევროპაში კიდევ ერთხელ ხდება ჩვენი ერის განადგურება. რატომ?“ – მიმართა მან პრემიერს. შეგახსენებთ, რომ გერმანია სწორედ ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ომის დაწყებიდან პირველივე დღეს გვერდით დაუდგა და დახმარებას დღემდე აგრძელებს. დახმარების პაკეტთან ერთად, გერმანია რუსეთისთვის…

მეტი...

„11 წლამდე მუხლი აქვს მირტყმული“ – სააკაშვილი ზურაბიშვილს ციხეში საშიმშილოდ ეპატიჟება

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას 11 წლამდე მუხლი აქვს „მირტყმული.“ „საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ, ერთი ორი ასეთი წასცდა, რამდენადაც ვიცი, სასახლისთვის ირანული ჭაღები იყიდა – ერთი მუხლი ეს აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი”,…

მეტი...

უკრაინის ომში დაღუპულ 12 შვილის დედას გმირის წოდება მიენიჭა

38 წლის ოლგა სემიდიანოვა 12 შვილს ზრდიდა. 6 ბიოლოგიური შვილი იყო, 6 კი აყვანილი ბავშვი. ახალგაზრდა ქალი დონეცსკში სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. ის უკრაინის ომში დაიღუპა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ ქალ სამხედროს, ოლგა სემიდიანოვას, რომელსაც 12 შვილი დარჩა, „გმირი დედის“ სტატუსი მიენიჭა.  

მეტი...

2021 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 2 „კანონიერი ქურდი“, 22 ძებნილი პირი და 136 კიბერდამნაშავე

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. „გასულ წელს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 კანონიერი ქურდი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ ია 75 პირი. დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი 22 პირი და ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 53 ავტომობილი. 2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების უშუალო მონაწილეობით, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარდა 12 ერთობლივი ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციები იგეგმება

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულმა პრეზიდენტმა დარბაზში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „მომივიდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსასმსახურიდან, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. საუბარია გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება  ოპოზიციურ ჯგუფებს, რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყონებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველს მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი”, – განაცხადა სააკაშვილმა. მან, საქართველოს პატრიარქის მოწოდების მიხედვით, 12:00 საათზე, სასამართლო დარბაზში სანთელი აანთო და უკრაინის გადასარჩენად…

მეტი...

რაც ისვრის, ყველაფერი უნდა გავუგზავნოთ

სენატორები უდანაშაულო ადამიანების ხოცვისთვის რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავეს უწოდებენ და სამხედრო დახმარების გაზრდას ითხოვენ. როგორც სენატორი ბენ სასი აცხადებს, უკრაინა  ყველანაირი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. „უკრაინელები მშვიდობისთვის იბრძვიან. პუტინი კი ქალებსა და ბავშვებს ბომბავს. ზელენსკიმ გამოგვიწვია, რომ ჩვენ ასე ვიმოქმედოთ. მას მეტი სჭირდება და რაც ისვრის, ყველაფერი უნდა გავუგზავნოთ. ჯაველინები, დრონები და ყველაფერი“ – განაცხადა სენატორმა.

მეტი...

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ვეტო დაადო უკრაინისთვის „მიგ“-ების გადაცემას“ – სენატის წევრი

სენატის წევრები პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებენ, მეტი დახმარება გამოიჩინოს უკრაინის მიმართულებით და ეს განსაკუთრებით სამხედრო აღჭურვილობას ეხება. როგორც რესპუბლიკელი ტედ კრუზი აცხადებს, ბაიდენმა „მიგ“-ების გადაცემის თანხმობა უნდა გასცეს. „შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველჰყოს მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. უკრაინას უნდა გადავცეთ სტინგერები, ჯაველინები, დრონები და მოიერიშე თვითმფრინავები. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, თვითმფრინავები მას ყველაზე მეტად სჭირდება. პოლონეთმა უკრაინას შესთავაზა „მიგ“-ები, რომლის მართვაც უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ, თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ვეტო დაადო მათ გადაცემას. პრეზიდენტმა მათი გადაცემის ნებართვა დღესვე უნდა გასცეს“ – განაცხადა სენატის წევრმა ტედ კრუზმა.

მეტი...

კადიროვი მზადაა, პუტინის ნენისმიერი დავალება შეასრულოს და უკრაინაში „მშვიდობა“ დაამყაროს  

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებებით კმაყოფილია, თუმცა ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინი მადლობას უხდის ჩეჩნეთს და მის ლიდერს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. „ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია. დასავლეთის ლიდერები არ მალავენ,  რომ სანქციები არ არის მიმართული ფიზიკური პირების ან კომპანიების წინააღმდეგ. მათი მიზანია დაარტყან მთელ ჩვენს შიდა ეკონომიკას, ჩვენს სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროს, ყველა ოჯახს, რუსეთის ყველა მოქალაქეს.   სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთი არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. რამზან ახმატოვიჩ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ შენი სამხედროები, რომლებიც ჩეჩნეთიდან ოპერაციაში…

მეტი...

რამდენიმე წუთში, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მიიყვანენ 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის ფაქტზე, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს. სასამართლომ დღეს მოწმეები უნდა დაკითხოს. დღევანდელ პროცესს ტავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი დაესწრება. ის სასამართლოში ჯერ არ მიუყვანიათ. ყოფილი პრეზიდენტი სიტყვით ისარგებლებს და საზოგადოებას მიმართავს. სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში, სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მეტი...

ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 50, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.    

მეტი...

ვირუსით 888 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 620 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 888  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 831   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.11%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 639 678-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.  

მეტი...

„ნატო ვერ ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავებს, ეს მესამე მსოფლიო ომი იქნება“ – თეთრი სახლი  

თეთრ სახლში, პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნას იარაღით მომარაგებასა და უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით  ლოგიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ზელენსკის ადგილას თავადაც იგივეს მოითხოვდნენ. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით იღებს და ამერიკა რუსეთის თვითმფრინავებს ვერ ჩამოაგდებს. “პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი რეზიდენციის კერძო ბილბლიოთეკიდან უყურა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინელებთან. ამ თვალსაზრისით რაც ზელენსკიმ თქვა ან მოითხოვა, არაფერი ყოფილა მოულოდნელი. ჩვენ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვიყოთ, ჩვენც მოვითხოვდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რადგან ის უყურებს თავის ქვეყანას და ხალხს, რომელსაც თავს სასტიკად ესხმის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის…

მეტი...

ოკუპანტების ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა

რუსეთის ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. კიევში, დრანცკის რაიონში რუსული საავიაციო რაკეტის განეიტრალებას მსხვერპლი მოჰყვა – ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, რომლებსაც ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ.  

მეტი...

რუსულმა მხარემ  დაკავებული მერი 9 რუს წვევამდელში გაცვალა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა, ტყვეების  გაცვლის პროცესის შესაბამისად გათავისუფლდა. მერი ცხრა რუს ჯარისკაცზე გაიცვალა, რომლებიც 18-19 წლის წვევამდელები იყვნენ. მერს უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაც შესთავაზეს, თუმცა, ის წინააღმდეგი წავიდა. ოკუპანტის ჯარებმა მელიტოპოლის მერი გაათავისუფლეს  

მეტი...

„იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“, – დმიტრო კულება

უკრაინული მხარე იარაღისა და საბრძოლო მასალის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვას თავად მიხედავენ. იარაღი და სანქციები ის ორი კომპონენტია, რაც რუსეთს აიძულებს, უკან დაიხიოს. ასეთია უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადება. „არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც განასხვავებს რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებებში, პირველი არის უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის სასტიკი წინააღმდეგობა ადგილზე; მეორე –  სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები, რომლებიც იწვევს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებასა და დაზარალებას. ამ პირობებში, რუსეთის პოზიციის ყოველი ცვლილება კონსტრუქციულია. მე ვიცი ორი რამ: თუ უკრაინა მიიღებს საკმარის იარაღს თავის დასაცავად, თუ სანქციების ზეწოლა გაგრძელდება, მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე…

მეტი...

ამერიკა უკრაინას „ჭკვიან ბომბებით“ მოამარაგებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გუშინ, თეთრ სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ეხებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკა დაეხმარება უკრაინას, დაიცვას საკუთარი ცა. ერთ-ერთი მიმართულება, რითაც აშშ უკრაინას დაეხმარება, საბრძოლო იარაღების მიწოდებაა, მათ შორის – Switchblade ტიპის 100 დრონი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის,  მაიკლ მაკკოლის განცხადებით, “კამიკაძე დრონები” უკრაინას დახმარების ახალი, 800 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. ეს არის ე.წ. ჭკვიანი ბომბები, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, სამიზნე სისტემებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მათ ისე აპროგრამებენ, რომ შეუძლია, ათობით მილის დაშორებით მდებარე სამიზნეები ავტომატურად გაანადგუროს. „დავეხმარებით უკრაინას, რომ მისი…

მეტი...

თეატრი დაიბომბა, სადაც მოსახლეობა აფარებდა თავს

ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ  მარიუპულში თეატრი დაბომბეს. თეატრში ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს. „შენობა ახლა მთლიანად დანგრეულია. რუსებს არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ, რომ ეს იყო სამოქალაქო თავშესაფარი. გადაარჩინეთ მარიუპოლი! შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები!“- აცხადებს  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.  

მეტი...

ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურად და ეკონომიკურად მხარს დაუჭერს

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ჩინეთ-რუსეთის საეჭვო ურთიერთობა ერთ-ერთი საკრიტიკო თემა გახდა. კერძოდ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დახმარება ჩინეთს სთხოვა. აღნიშნულმა, რუსეთთან ერთად, აგრესია ჩინეთის მიმართაც გამოიწვია. დღეს კი, ჩინეთი იძულებული გახდა, უკრაინის სუვერენიტეტისათვის დიპლომატიურად დაეჭირა მხარი და ასევე დიპლომატიურად თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. „ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთი მუდამ იქნება ი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, – ეს განცხადება…

მეტი...