ოკუპანტის ჯარებმა მელიტოპოლის მერი გაათავისუფლეს

მელიტოპოლის მერი, რომელიც რუსებმა საკუთარ კაბინეტში მძევლად აიყვანეს, თავისუფალია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ტიმოშენკო ადასტურებს. „ახლახანს წარმატებით დასრულდა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაცია. ვანია უსაფრთხოდ არის. მხოლოდ პრეზიდენტი და ოფისის ხელმძღვანელობა ესაუბრა მას“, – წერს ტიმოშენკო. მერი ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს.  

მეტი...

„დავეხმარებით უკრაინას, რომ მისი საჰაერო სივრცე დაცული იყოს“ – ჯო ბაიდენი

ამ წუთებში, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საგანგებო განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკა დაეხმარება უკრაინას, რომ  მისი საჰაერო სივრცე იყოს დაცული. „უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ძალიან დიდი სიმამაცე. პუტინმა დაბომბა სახლები, სკოლები, კლინიკები. რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ექიმები, პაციენტები ეს ტრაგედიაა მსოფლიოსთვის. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გვერდით და რუსეთი გადაიხდის ამ საფასურს. ჩვენ ვანადგურებთ პუტინის ეკონომიკას და ეს სანქციები დროდადრო დამძიმდება. უკრაინელი ხალხი არასდროს იქნება პუტინის მსხვერპლი. მეტი დახმარება, მეტი იარაღი უკრაინას, მეტი დახმარება უკრაინელ ჯარისკაცებს. ჩვენ ვამარაგებთ უკრაინას უსაფრთხოების სისტემებით, იარაღით, ტყვიამფრქვევებით. 350 მილიონი დოლარი გამოვყავით დამატებითი დახმარების…

მეტი...

„ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას“ – პუტინი უკრაინაში წარმატებული ოპერაციით ამაყობს

რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კმაყოფილია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით და აცხადებს, რომ ტაქტიკამ გაამართლა. „რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ გაამართლა. „რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენერალურ შტაბთან ერთად, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას და გმირობას. ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აირიდონ“ , – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, დონბასში ომის დაწყებისას კიევს შესთავაზეს, უაზრო სისხლისღვრის თავიდან აცილება, თუმცა, მან ეს არ გაითვალისწინა: „„არ ისურვეს! რას იზამ“ – აღნიშნა პუტინმა „სინანულით“. პუტინი ამტკიცებს,…

მეტი...

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ მას სხვა გზა არ დაუტოვა

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპაცია არ სურს და ეს მის გეგმებში არც შედის. ამავდროულად, პუტინი თავს იმართლებს და  აცხადებს, რომ მას უკრაინამ სხვა გზა არ დაუტოვა. „კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსეთის ჯარების გამოჩენა დაკავშირებული არ არის ამ ქვეყნის ოკუპაციასთან. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს. უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ დაგვიტოვეს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს გამო არ წარმოშობილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიყავით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, რომელიც კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის პარალელურად გამართა. „მათ…

მეტი...

„მათ რუსი ხალხი გადმოაფურთხებს, როგორც პირში შემთხვევით შეფრენილ ბუზს”-  პუტინი ისევ იმუქრება

კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის პარალელურად, კრემლში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტიც გამოჩნდა. მან მედიასთან „მეხუთე კოლონა“ ახსენა და დაიმუქრა, რომ რუსი ხალხი ყველას „გადმოაფურთხებს“ ვინც ამას იმსახურებს. მან აქცენტი იმ ადამიანებზე გააკეთა, ვინც მენტალურად უკრაინის მხარესაა, თუმცა, რუსეთში სიმდიდრეს ვერ თმობს. „ისინი შეეცდებიან ფსონი დადონ მეხუთე კოლონაზე, იმ გამყიდველებზე, რომელებიც ფულს შოულობენ აქ და ცხოვრებენ იქ. გეოგრაფიულ მდგომარეობას კი არ ვგულისხმობ, არამედ მათ მონურ აზროვნებას. არ განვსჯი მათ, ვისაც აქვს ვილა მაიამიზე ან საფრანგეთის რივიერაზე;  არც მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ფუაგრას, კიბორჩხალას ან გენდერული თავისუფლების გარეშე. პრობლემა ამაში არ არის. პრობლემაა, რომ ბევრი…

მეტი...

„ხვალ 12:00 სათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ“ – პარტიარქის მიმართვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას, მრევლს მიმართავს და უკრაინის მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს. „სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ…

მეტი...

„ჩემი ასაკი იქ გაჩერდა, სადაც 100-მდე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა გააჩერა, მეტისმეტს ვითხოვთ?“ – ზელენსკი კონკრესს მიმართავს

„თქვენ დიდებული ერის ლიდერი ხართ, გისურვებთ, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის ლიდერობაა” –  ასე მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონგრესს და კონკრეტულად ჯო ბაიდენს და უკრაინის ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ მოსთხოვა. „თითქმის 45 წლის ვარ. ჩემი ასაკი იქ გაჩერდა, სადაც 100-მდე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა გააჩერა“ – მიმართა პრეზიდენტმა კონგრესს. მისი თქმით, უკრაინას აქვს საჭიროება, დაიცვას უკრაინის ცა. „მე მაქვს საჭიროება – მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა. მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მას კონგრესი ფეხზე წამოუდგა. „სიცოცხლის აზრს ვერ…

მეტი...

ზელენსკი “პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანების” შექმნის იდეით გამოდის

პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესში, სიტყვით გამოსვლისას, ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას „პასუხისმგებლიანი ქვეყნების გაერთიანება“. „გთავაზობთ ასოციაციის შექმნას,  პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანების, რომელსაც ექნება იმის ძალა და შეგნება, რომ კონფლიქტები დაუყოვნებლივ შეაჩეროს და 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იარაღიც კი, სანქციები, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები, ყველაფერი, რაც სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სამყაროს სწრაფად გადასარჩენადაა საჭირო, სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში ვირტუალური ჩართვისას. მან ამერიკის პრეზიდენტსაც მიმართა და უსურვა გახდეს მსოფლიოს და მშვიდობის ლიდერი. „სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ, თუ ეს სიკვდილი არ შეჩერდება“ – პრეზიდენტი ზელენსკი  

მეტი...

„სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ, თუ ეს სიკვდილი არ შეჩერდება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს მიმართავს იყოს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ლიდერი.   პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით ვირტუალურად გამოვიდა, სადაც იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც დრეს უკრაინაში ხდება. „100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. მე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, თუ სიკვდილი არ შეჩერდება. ჩემი მთავარი ფუნქცია ამაშია. როგორც ერის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, გისურვებთ რომ მთელი მსოფლიოს ლიდერი იყოთ. მსოფლიოს ლიდერობა ნიშნავს, რომ მშვიდობის ლიდერიც ბრძანდებოდეთ“ – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში რომელსაც ყველა ფეხზე წამოუდგა. კონგრესი ზელენსკის ფეხზე წამოუდგა და რამდენიმე წუთი ტაში არ გაჩერებულა

მეტი...

კონგრესი ზელენსკის ფეხზე წამოუდგა და რამდენიმე წუთი ტაში არ გაჩერებულა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის გამოჩენაზე ყველა ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წუთი მქუხარე ტაში არ გაჩერებულა. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში სიტყვით ვირტუალურად გამოვიდა და საშინელი ომის კადრებიც აჩვენა. „დღეს საკმარისი არ არის იყო ერის ლიდერი, უნდა იყო მსოფლიოს ლიდერი. ჩვენ ვიცავთ ევროპას, მთელ მსოფლიოს და ამისათვის ვწირავთ ჩვენს სიცოცხლეს. ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთელ მსოფლიოს, რომ პლანეტა გადარჩეს“ – მიმართა პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს. მისი თქმით, უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება. „ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, კიევიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება რუსეთის მიერ, მაგრამ არ ნებდება, ჩვენ ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია……

მეტი...

ბორის ჯონსონი კრემლს უმეორებს, რონ უკრაინა ნატოში ჯერ ვერ შევა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ნატოს წევრობაზე განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს და ამბობს, რომ ეს ვერ მოხდება. „უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა. ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის. რა თქმა უნდა, მესმის რასაც ის ამბობს ნატო-ს შესახებ და პოზიციის რეალისტურობასთან დაკავშირებით. ყველა ყოველთვის ამბობდა და ვლადიმერ პუტინსაც განვუმარტეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა“, – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი.  

მეტი...

თურქეთის საგარეო მინისტრი მოსკოვში ლავროვს ხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩავიდა. მისი მასპინძელი რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვია. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრა მოსკოვში რთულ დროს იმართება, თუმცა, დიპლომატია მნიშვნელოვანია. ჩავუშოღლუ უკრაინაში ომს კრიზისს უწოდებს და აცხადებს, რომ   ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მის დასაძლევად. „აუცილებელია  ყველაფრის გაკეთება, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“ – აღნიშნა მან შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის უკან, თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრებს უმასპინძლა.  

მეტი...

უმძიმესი კადრები – გვამები ქუჩაში ყრია

ამ წუთებში, უკრაინიდან შემზარავი ვიდეოკადრები ვრცელდება სადაც ჩანს ქუჩაში მიმოფანტული გვამები. ინფორმაციის მიხედვით, რუსმა ოკუპანტებმა სამოქალაქო პირები პურის რიგში ჩაცხრილეს.   ვიდეოკადრებში ისმის ხმა, როგორ ითხოვენ შველას გადარჩენილი ადამიანები. ეს სისასტიკე კი ჩერნიგოვოში მოხდა.  

მეტი...

რა კომპრომისს ელოდება რუსეთი უკრაინისგან?!

უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებები ვირტუალურ რეჟიმში დღესაც გრძელდება. როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, პუტინის  პრეს-მდივანი აცხადებს, თუ უკრაინა დამილიტარიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ეს კომპრომისად ჩაითვლება. „უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად, დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად“, –  აცხადებს პესკოვი.

მეტი...

ლავროვის განცხადებით, აშშ „კონფლიქტის“ მოგვარებით არ არის დაინტერესებული

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინასთან ომს კონფლიქტს უწოდებს და აცხადებს, რომ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული არ არის დაინტერესებული ეს კონფლიქტი მოგვარდეს. „რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვხელმძღვანელობ ჩვენი მომლაპარაკებლების მიერ მოწოდებული შეფასებებით. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მაინც არის გარკვეული იმედი კომპრომისზე”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგი რამდენჯერმე საჯაროდ გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ გამოსვლებში. მოსახლეობის ევაკუაციის ნაწილში ლავროვი უკრაინას ადანაშაულებს და ამბობს, რომ…

მეტი...

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ – ირალი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთტან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და მის შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიო სანქციებს არ შეუერთდება. როგორც მმართველი გუნდის წარმომდგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, სანქციებზე შეერტებით საქართველო რუსეთს ვერაფერს დააკლებს, პირიქით, დაზარალდება. „გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა სპეციალური განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. როგორც კობახიძე აცხადებს, ეს მხოლოდ „ომის პარტიის“ ინტერესებში შედის. „როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის…

მეტი...

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მერი გაიტაცეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტის კარები აქტიურად ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებსა და სამოქალაქო პირებს. ბოლო ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს სკადოვსკის მერი ალესაქსანდრ იაკოვლევი და მოადგილე იურა პალუხა. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

„აბსურდი და გაუგებარია, რაში მჭირდება მოვიგონო კიევის მერთან საუბარი“ – კახა კალაზე

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვის და ირპენის მერებთან. „მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის…

მეტი...

ოკუპანტებმა მძევლად ექიმები და პაციენტები აიყვანეს

მარიუპოლში ოკუპანტებმა მძევლად სამოქალაქო პირები აიყვანეს. სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და სხვა ადამიანები, დაახლოებით 400 მძევალი ოკუპანტების ხელშია. ისინი თავს დაესხნენ საავადმყოფოს. ქალაქი ისევ იბომბება. მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი ვერ შედგა. მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ადასტურებს.  

მეტი...

უკრაინელი ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით ისარგებლებენ

 თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა – შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ. „მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით. განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო…

მეტი...

რუსეთმა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას დაუწესა

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გარდაცვლილი მამა რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევა, რადგანაც ის ოკუპანტმა ქვეყანამ შავ სიაში შეიყვანა. კრემლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მამა სასუფეველში განისვენებს. “არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ. რაც შეეხება სანქციებში მოქცეულ ჯო ბაიდენს,  პრეზიდენტი ბაიდენი არის „უმცროსი“ და სანქციები მათ  დაუწესეს მამამისს, რომელიც მშვიდად განისვენებს” – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ. შეგახსენებთ, რომ კრემლის განცხადებით, ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესეს და…

მეტი...

უკრაინულ-რუსული სამშვიდობო მოლაპარაკება დღესაც გაგრძელდება

სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები ვირტუალურ რეჟიმში დღესაც შეიკრიბებიან. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს,  კომპრომისებისთვის ადგილი ჯერ კიდევ რჩება. „ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ადგილი რჩება.  შესვენების დროს მუშაობა ქვეჯგუფებშიც გაგრძელდება” – აცხადებს პოდოლიაკი.  

მეტი...

ისრაელმა უკრაინას ზურგი აქცია და ლტოლვილებიც მიღებაზეც უარს ეუბნება

ისრაელმა უკრაინას უვიზო რეჟიმი გააუქმა. უფრო მეტიც, ისრაელი უკრაინიდან  ლტოლვილების თვის კარს ხურავს და მათ მიღებაზე უარს აცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩომ გაავრცელა. როგორც  ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისრაელმა უკრაინელი ლტოლვილების ლიმიტი ამოწურა. მათი განმარტებით,  დაწესდა კვოტა უკრაინის 5 000 მოქალაქისთვის, რომლებიც ქვეყანაში უკვე შევიდნენ. უკრაინა ისრაელის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. „უვიზო რეჟიმის შეჩერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ნებართვის სისტემების დანერგვა უკრაინის მოქალაქეებისთვის არამეგობრული ნაბიჯია. ოპერატიულად ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინისა და უკრაინელების ინტერესებს,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.  

მეტი...

მშვიდობიანი მოქალაქე მანქანიდან გადმოვიდა, ხელი აუწია, მაგრამ მაინც ჩაცხრილეს

რუსმა ოკუპანტები სამოქალაქო პირებს სისასტიკით უსწორდებიან. კადრები, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტმა გადაიღო და გაავრცელა, შოკისმომგვრელია. ოკუპანტებმა კიევში მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. უკრაინის მოქალაქე მანქანას აჩერებს, გადმოდის, ხელებს მაღლა წევს, თუმცა, მას დამიზნებით ესვრიან. მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

ოკუპანტის ჯარებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს  

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ოკუპანტებმა  12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. მაღალსართულიან სახლს ჭურვი დაეცა და ჩამოინგრა. დაზიანდა მის გვერდით მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლიც. არიან დაშავებულები. ნანგრევებიდან მაშველებს მაცხოვრებლები ამოჰყავთ.

მეტი...

აშშ ითხოვს, რომ პუტინი გასამართლდეს როგორც ომის დამნაშავე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში, კერძოდ კი, ბრიუსელში ჩავა, სადაც ის ნატოს ლიდერებს შეხვდება და ევროკავშირის სამიტს დაესწრება. მთავარი განსახილველი თემა კი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება. მანამდე კი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. „ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – აცხადებს სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერი. რეზოლუცია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი…

მეტი...

ომის პერიოდში, უკრაინამ მინიმუმ 565 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

ზარალი, რომელიც უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად მიიღო, ნახევარ მილიად დოლარს აჭარბებს.  პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ციფრები ყოველ დღე იზრდება. „წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთავრობაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს“ – აცხადებს  უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

მეტი...

უკრაინიდან ყოველდღიურად 70 ბავშვი ხდება ლტოლვილი

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დროიდან, ყოველდღე 70 000 ბავშვი ხდება ლტოლვილი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის პრესსპიკერი ჯეიმს ელდერი აცხადებს, არსებული ციფრები შოკისმომგვრელია. „24 თებერვლიდან უკრაინაში უამრავი ბავშვი დაიღუპა. კიდევ უფრო მეტი – დაშავდა. 1.5 მილიონზე მეტი ბავშვი ქვეყნიდან გაიქცა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინაში ომის დაწყებიდან საშუალოდ ყოველდღიურად 70 000-ზე მეტი ბავშვი გახდა ლტოლვილი. ეს ბოლო რიცხვი განსაკუთრებით შოკისმომგვრელია. ყოველ წუთში 55 ბავშვი ტოვებს ქვეყანას,“- აღნიშნა ჯეიმს ელდერმა. მისვე შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც ლტოლვილებს დიდი რაოდენობით იღებს, პოლონეთია. ლტოლვილთა აღნიშნული კრიზისი კი  უპრეცედენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  

მეტი...

ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 154, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 79, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 82, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.  

მეტი...

ვირუსით 1 099 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 099  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.16%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 638 790-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.41%.  

მეტი...

„სასუქი შავი ნიადაგისთვი“ – უკრაინა დახოცილ რუს გენერლებზე

 ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი განადგურებულია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს და ლიკვიდირებულთა ვინაობასაც ასახელებს. გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი, პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი, პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია, პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი, ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი, ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი. “სიკვდილი ელის ყველა რუს სამხედროს, რაც არ უნდა “ელიტურად” თუ “განსაკუთრებულად” ჩათვალონ ოკუპანტებმა. უკრაინის მიწაზე მას ერთი ფასი აქვს – სასუქი შავი ნიადაგისთვის.…

მეტი...

სემეკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის. უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო და პირველადი საჭიროების საგნები სემეკის თავმჯდომარის ინიციატივით, მისი და კომისიის წევრების, თანამშრომლების ფინანსური ჩართულობით შეგროვდა. „ვაგზავნით პირველ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა ქართველების დახმარება და გვერდში დგომა ყველანაირად იგრძნოს. ჩვენ ვიცით, რა არის ომი, ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერასა და თანადგომას ასეთ წუთებში. ჰუმანიტარულ ტვირთში გავითვალისწინეთ ყველა საჭირო მედიკამენტი, სამედიცინო დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა  მშრალი საკვები პროდუქტი. ეს არის პირველი დახმარება სემეკის მხრიდან. საჭიროებიდან გამომდინარე, გავუწევთ სხვა სახის დახმარებებსაც,“-…

მეტი...

ზელენსკი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკრაინას გულშემატკივრობენ,  კიევში იწვევს. აღნიშნული გაცხადება პრეზიდენტმა სამი ქვეყნის ლიდერთან ერთად გააკეთა. „დღეს კიევს ეწვია სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

„ეს ძალიან დიდი უბედურება იქნება“ – შესაძლოა, ბელარუსმა აფხაზეთი აღიაროს

კრემლი აქტიურად მუშაობს, რომ ბელარუსმა ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. როგორც „მედიაცენტრი მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიმართულებით კრემლი გააქტიურებულია. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გვიდასტურებს. როგორ მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც აფხაზეთში 12 მარტს ჩატარდა, ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელიც კი იყო დამკვირვებლად ჩასული. „ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლები იყვნენ რუსეთიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, იყო „საზოგადოებრივი პალატა“, წარმომადგენლები დნესტრისპირეთიდან,  ლუგანსკიდან,  სამხრეთ ოსეთიდან და ასე შემდეგ. თუმცა, აფხაზეთში პირველად გამოჩნდა „რუსეთისა და ბელორუსიის კავშირის საპარლამენტო კრება.“  ამ კრებიდან აფხაზეთში იმყოფებოდა კრების პასუხისმგებელი მდივანი, ბელორუსი სერგეი სტრელჩენკო, რომელიც…

მეტი...