რუსი ჟურნალისტი პატიმრობას გადაურჩა

მოსკოვის ოსტანკინოს  სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. ჟურნალისტი პატიმრობას გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი პუტინის რეჟიმმა იმის გამო დააკავა, რომ პირდა[ირ ეთერში შევარდა და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატი გაშალა. მოსკოვში გაუჩინარებული ჟურნალისტი ნაპოვნია, ის სასამართლოს განჩინების მოლოდინშია

მეტი...

„ცილისწამება და ბინძური კამპანია“ – ოთარ შამუგია რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების გატანის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბინძური კამპანია. „მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს  – საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა“ – აცხადებს მინისტრი. მის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს. „მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ  ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მეწარმეების…

მეტი...

უკრაინაში დაჭრილი უცხოელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

„ფოქს ნიუსის“ ოპერატორი, რომელიც 14 მარტს უკრაინაში დაიჭრა, გარდაიცვალა. პიერ ზაკრჟევსკი უკრაინის ომს ჟურნალისტთან ერთად აშუქებდა. მას ოკუპანტის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაცხრილეს. რაც შეეხება კორესპონდენტს, ის დაჭრილია და უკრაინის კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტი...

პუტინმა სანქციები კანადის პრემიერსაც დაუწესა

რუსეთის პრეზიდიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველას სამაგიეროს უხდის, ვინც მას სანქციები დაუწესა. პუტინი სანქციებს სანქციებით პასუხობს და ამერიკის მსგავსად, სანქციებში კანადასაც აქცევს. რუსეთმა, სანქციები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსაც. განცხადების მიხედვით რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სანქციები წესდება კანადის უმაღლესი თანამდებობის პირების, დეპუტატებისა და „ანტირუსული მოღვაწეების“ მიმართ. სულ „შავ სიაში“ სამასზე მეტი ადამიანია შეყვანილი. რუსეთმა ჯო ბაიდენს სამაგიერო გადაუხადა და სანქციები დაუწესა

მეტი...

ნატო ომში მაშინ ჩაერთვება, თუ  მას შეეხებიან

ნატო რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ რუსეთი ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან რომელიმეს შეეხება. აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. „ჩვენი, როგორც ალიანსის პასუხისმგებლობა არის დავიცვათ ნატოს თითოეული მოკავშირე. ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში”, – უპასუხა  სტოლტენბერგმა უკრაინელ ჟურნალისტს.  

მეტი...

რუსეთმა ჯო ბაიდენს სამაგიერო გადაუხადა და სანქციები დაუწესა

ოკუპანტი რუსეთი ამერიკის სანქციებს სანქციებით პასუხობს. ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე შეეხო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ამით გაჩერებას არ აპირებს და სანქციების გაფართოებას კიდევ გეგმავს.  

მეტი...

მოსკოვში გაუჩინარებული ჟურნალისტი ნაპოვნია, ის სასამართლოს განჩინების მოლოდინშია

მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საუბარია საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, რომელიც „ვრემიას“ საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში შევიდა და წამყვანის უკან,  უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერი გაშალა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ეთერში გავიდა. მას შემდეგ ჟურნალისტს ადვოკატები ეძებდნენ, თუმცა, ვერსად იპოვეს, გაუჩინარებული ჟურნალისტის კვალს დღეს მიაგნეს. ის, ადვოკატთან ერთად, ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე იმყოფება. ფოტოს კი სასამართლო დარბაზიდან ადვოკატი ავრცელებს. ჟურნალისტს ბრალად ედება ბრალი ედება არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზება, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას. ბანერზე, რომელიც ჟურნალისტმა პირდაპირ…

მეტი...

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მოქალაქეებს შეხვდა.  სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები,  სემეკის აპარატის წარმომადგენლები და  ენერგოომბუდსმენი. დავით ნარმანიამ მოქალაქეებს განუმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მოუწოდა, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. „სემეკის გადაწყვეტილებები და საქმიანობა ცხადყოფს,  რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებები სრულყოფილად იყოს დაცული. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვები…

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა, სიაში მედვედევიც მოხვდა

დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აგრძელებს. ამჯერად, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში დამატებით 350 ფიზიკურ პირი და კომპანია მოაქცია. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  დიმიტრი მედვედევიც. სანქციები ასევე შეეხოთ: ანდრეი მელნიჩენკოს (სასუქების მწარმოებელი EuroChem Group-ისა და ქვანახშირის კომპანიის SUEK-ის დამფუძნებელი); პეტრ ავენის: ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წევრი და რუსეთის უმსხვილესი კომერციული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი; მიხაილ ფრიდმანს: რუსი მილიარდერი და Alfa-Group-ის თანადამფუძნებელი; სერგეი შოიგუს: რუსი პოლიტიკოსი და არმიის გენერალი, რომელიც 2012 წლიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს;  

მეტი...

„პუტინს, თუ მანამდე მიაღწია, პატარა რეფერენდუმი დასჭირდება, რომ აფხაზეთი რუსეთს მიუერთდეს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ისევ აქტუალური საკითხია. ოფიციალური დოკუმენტი მომზადებულია და ის რუსეთთან  შეთანხმებას ელოდება. ე.წ. საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა აფხაზეთსა და რუსეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით – სწორედ ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის ხელმოსაწერად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან აპირებს. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, აფხაზეთის რუსეთთან შესაერთებლად თითქმის არაფერი რჩება. „ამ პროგრამის მეორე  პუნქტი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. ეს პუნქტი შარშან უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღემდე არ არის დამტკიცებული. ეს დოკუმენტი უკვე მომზადებულია სოხუმში და დევს…

მეტი...

„აფხაზეთში ველოდები უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკრაინის ომის გავლენაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. „უკრაინაში მიმდინარე ომი აფხაზეთზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ველოდები უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს აფხაზეთში. თქვენ მალე ნახავთ, რომ აქედან წავა ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისეთ დღეში არიან, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე მათთვის სიკეთის მომტანი არ არის. მსოფლიოს და ჩვენი ბედი წყდება უკრაინაში; ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ბედი წყდება უკრაინაში. უფრო და უფრო მოველით რუსეთისაგან განდგომას ამ ოკუპირებული რეგიონების. სოციალური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდება და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ცვლილებები მათ პოლიტიკაში“ – განაცხადა ჯემალ…

მეტი...

უკრაინის ელჩი, ამ ეტაპზე ისევ გაწვეულია – საელჩოს სპეციალური განცხადება

საქართველოში, უკრაინის საელჩოში მედიისთვის სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომელიც უკრაინის ელჩის გაწვევას, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასა და სხვა საკითხებს შეეხო. როგოც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ელჩი საქართველოში იმყოფება, თუმცა, ის საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგანაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაწვეულია. როგორც საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა მედიასთან აღნიშნა, თუ ელჩს დააბრუნებენ, ამის შესახებ საგარეო უწყებას აცნობებენ. „თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც…

მეტი...

„მოწინააღმდეგე იგივეა, ხოლო საქართველო 10-ჯერ ნაკლები ძალით იცავდა თავს, ვიდრე დღეს იგივე მტრის წინააღმდეგ უკრაინა“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ფუჭად გასაწირი სიცოცხლე ქვეყანას არ აქვს, მაგრამ არავინ იფიქროს, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება, რომელიმე სახლში დარჩება“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „მძიმეა უკრაინაში მდგომარეობა, იმდენად მძიმე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის 100-მდე ბავშვია დაღუპული და კიდევ რამდენი დაიღუპება, არავინ იცის. მართალია, უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უფრო მეტი სჭირდება. როგორც ჩანს, „შეძახილები“ და სანქციები არ არის საკმარისი. საქართველომ ეს ყველაზე უკეთ იცის, რადგან 2008 წელს ძალთა ბალანსი კიდევ უფრო დიდი სხვაობით იყო, ვიდრე დღეს უკრაინაში.…

მეტი...

„შედეგები პუტინისთვის იგივე იქნება, როგორც ჰიტლერისთვის“ – რა კავშირია ჰიტლერისა და პუტინის პროგრამებს შორის?!

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, პროგრამა, მეთოდები და სხვა ყველაფერი რასაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ახორციელებს, ანალოგია 1920 წლის ჰიტლერის გეგმების, რომელიც სწორედ 24 თებერვალს დაიწყო. „უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. 24 თებერვალი პუტინმა შემთხვევით არ შეარჩია. ეს არის ჰიტლერის ფაშისტური პარტიის დაბადების დღე. 1920 წლის 24 თებერვალს მან ჩაატარა დიდი კრება, სადაც გამოცხადა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ჩამოყალიბება. პროგრამაც კი დაამტკიცეს, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის პროგრამას. დასავლეთიდან შემოჭრა, დილის 04:00 საათზე და სხვა ყველაფერი გვაგონებს ფაშიზმს და ანალოგია ძალიან აშკარაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მას ზუსტად ჰიტლერის ბედი…

მეტი...

რუსეთის სანქციები აფხაზეთსაც დაეტყო – „არჩევნებზე“ მხოლოდ 15% მივიდა (ვიდეო)

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ვერ დასრულდა. 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18 ადგილი კი თავისუფალია. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხეს აფხაზური მოსახლეობა სერიოზულად აფასებს. „თუ ომამდე აფხაზეთის ამომრჩეველთა რაოდენობა 340 000 იყო, ამ „არჩევნებზე“  130 000 ამომრჩეველი დააფიქსირეს, თუმცა, ესეც არ არის რეალური, უფრო რეალურია დაახლოებით 70-80 000 ადამიანის მონაწილეობა. რაც შეეხება შედეგს, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად.  ერთი ნაწილი საერთოდ არ მივიდა „არჩევნებზე“, ვინც მივიდა, ხმები ასეთია: პირველად  მოხდა, რომ ე.წ. პირველ ტურში, 12 მარტს, 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18…

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა

უკრაინის რადის პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანა 20-მდე დეპუტატმა დატოვა. „არსებობს სხვადასხვა რიცხვი, ახლა კონკრეტიკას არ მოვყვები. დაახლოებით 20 სახალხო დეპუტატია უკრაინის გარეთ. მოდი ასე ვთქვათ. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ არაპატრიოტული გამოვლინებები“, – აცხადებს კორნიენკო. მისი თქმით, გაქცეულ დეპუტატებზე ქვეყნის უშიშროება „იზრუნებს“.  

მეტი...

მდინარაძის განცხადებით, ქვეყნიდან გაწვეულ უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია  

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკრაინის საელჩომ და უკრაინულმა მხარემაც გააკეთა. „როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა ან სხვადასხვა ინსინუაციების დრო ნამდვილად არ არის.…

მეტი...

„ომის მე-20 დღე – ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ“ – უკრაინა

უკრაინული მხარე რუსეთ-უკრაინის დაწყებიდან მე-20 დღეს აფასებს და აცხადებ, რომ უკრაინა უძლეველია. „პუტინის რუსეთს ბრძოლა პრაქტიკულად არ შეუძლია, მათ მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეუძლიათ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი. „ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ომის მე-20 დღე,  ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ. ცვლილებები არ გვაქვს. ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის. არ იცვლება ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ გაკვირვებით უყურებენ ამ ყველაფერს და თავიანთთვის წყვეტენ, მზად არიან თუ არა აიღონ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორსაც უკრაინა იღებს. არ იცვლება ის ფაქტი,…

მეტი...

„პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა“ – უმრავლესობა ზურაბიშვილზე

მმართველო გუნდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაში დღემდე ვერ ერკვევა. დაპირისპირება კი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეხება, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოდან გააჟღერა. „ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად…

მეტი...

„თუ პრეზიდენტი გულისხმობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს და ეს ღიად თქვას“ – ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან

მმართველ გუნდსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ღიად გამოიკვეთა. პარლამენტში გუშინ გაკეთებული მკაცრი კრიტიკისა და განცხადებების გამო, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს თითს უქნევს და მას საკოსნტიტუციო სასამართლოში უჩივის. მმართველი გუნდი პარლამენტში პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს  „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. საუბარია იმ პუნქტებზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ცოდვებზე საუბრობს. „გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა – „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავდა…

მეტი...

კონსტიტუციის დარღვევისთვის მმართველი გუნდი პრეზიდენტს „დასჯის“

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა და იმსჯელა, სწორედ პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტმა „კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“ – აცხადებენ მმართველ გუნდში. „კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას…

მეტი...

უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება მაისამდე მზად იქნება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება მაისამდე უნდა გაფორმდეს. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლქის არესტოვიჩი აცხადებს, მაისის თვე მაქსიმუმი იქნება. „ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისისა,  ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება. ან სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული ძალიან სწრაფად, ერთ-ორ კვირაში, ჯარების აყვანით და ყველაფრით, ან იქნება მაგალითად, სირიელების მოგროვების მცდელობა მეორე რაუნდისთვის და როდესაც ჩვენ მათ დავფქვავთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის ან აპრილის ბოლოს იქნება შეთანხმება“, – განაცხადა არესტოვიჩმა. რუსეთ-უკრაინული მოლაპარაკება, ვირტუალურ რეჟიმში დღესაც გაგრძელდება.

მეტი...

ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 253, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 156, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.    

მეტი...

ვირუსით 1 716 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 857 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 716  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.64%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 637 691. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.7%.  

მეტი...

უკრაინაში გარკვეული გადასახადები უქმდება – პრეზიდენტის რადიკალური გადაწყვეტილება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უპრეცენდენტო საგადასახადო რეფორმა იწყება. კერძოდ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება  ყველა კომპანიისთვის საგადასახადო შემოწმების გაუქმების შესახებ. უკრაინაში უქმდება დღგ-სა და მოგების გადასახადი. ნაცვლად კი, წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი. მცირე ბიზნესი კი გადასახადს  ნებაყოფლობით გადაიხდის. „ბიზნესის მაქსიმალური დერეგულაცია. ვაუქმებთ ყველა შემოწმებას ყველა ბიზნესისთვის, რომ ყველამ იმუშაოს ნორმალურად“ – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

უკრაინის ელჩი დაბრუნდა

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყნიდან გაიწვია, თბილისშია. ელჩი დრეს ჟურნალისტებს შეხვდება და განცხადებას გააკეთებს. გუშინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა და სთხოვა, ელჩი დაებრუნებინა. ზელენსკიმ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც საელჩოში განმარტეს, აღნიშნულის მიზეზი უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გახდა – კერძოდ, სანქციების ნაწილში თავშეკავება და სპეციალური რეისის დაბლოკვა, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანა. რჩება თუ არა ელჩი საქართველოში, პრესკონფერენციის შემდეგ გახდება ცნობილი.

მეტი...

„არჩევნები“ ოკუპირებულ აფხაზეთში და შედეგები

აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს და არალეგიტიმური „არჩევნების“ შედეგებს განიხილავს. კერძოდ, რა იცვლება ე.წ. არჩევნებით და რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არჩვნებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გაავრცელა. ისინი გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს და მას არალეგიტიმურად აფასებენ. ასევე, რუსეთს მოუწოდებენ, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

მეტი...

ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ამ ეტაპისთვის, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება  აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – აცხადებენ  ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში.

მეტი...

რუსეთმა უკრაინა „ისკანდერით“ დაბომბა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა  უკრაინაში „ისკანდერები“ გამოიყენა. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის – ოლეგ სინეგუროვის ინფორმაციით,  ხარკოვი რუსეთის ტერიტორიიდან სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით” დაიბომბა. „უკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის საცხოვრებელი ზონის დაბომბვას და ანადგურებენ ისტორიულ ცენტრს. სროლა გრძელდება ჩუგუევოში, იზიუმსა და დერგაჩიში. დღეს მტერმა იერიში მიიტანა, მათ შორის, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით”. თავდაცვის შტაბის ინფორმაციით, ხარკოვს შეუტიეს რუსეთის ტერიტორიიდან”, – აცხადებს  სინეგუროვი.

მეტი...

პრეზიდენტმა სამხედროებს უკრაინის სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა  განკარგულებას  სამხედრო მოსამსახურისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ. ,,ხელი მოვაწერე განკარგულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 234 სამხედრო მოსამსახურისთვის, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ, რომელთაც გამოიჩინეს პირადი გამბედაობა და გმირობა ჩვენი მიწისთვის ბრძოლაში, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მარადიული მადლობა, ყველა ჩვენს გმირს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 234 სამხედრო პირიდან  59 ჯარისკაცი ომში დაიღუპა. ჯილდო კი მათ ოჯახებს გადაეცემა.  

მეტი...

ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები უკრაინაში უვიზოდ შევლენ

ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში სავიზო პროცედურებს ამარტივებს, რომელიც ჰუმანიტარულ მისიებში ჩართულ პირებს შეეხება. პრეზიდენტმა, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. გადაწყვეტილება ეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან საერთაშორისო სამედიცინო ან ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ფონდების ან პროგრამების, ასევე სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკისა  თუ ევროპის სანქციების რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად იზრდება. თითქმის არ დარჩა რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები, ვინც სანქციებში არ მოექცა. ამჯერად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის და რუსეთზე ზეწოლა კიდევ გაგრძელდება. „ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. მეოთხე და დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, დემოკრატიის ნგრევაზე, ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებზე,  მიიღებს პასუხს მსოფლიოსგან და ეს მხოლოდ დასაწყისია“, -აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.  

მეტი...

„აირჩიეთ – სიცოცხლე და გადარჩენა, ან სიცოცხლის წართმევა“ – ზელენსკის შეთავაზება ოკუპანტის ჯარებს

„მართალია, თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს, თქვენ ძალიან ბევრნი ხართ. თუმცა, თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ“, – აცხადებს უკრაინის პრზიდენტი ვიდეომიმართვაში და რუს სამხედროებს დანებებას, გადარჩენას და ადამიანურად მოპყრობას სთავაზობს. „მინდა, ვუთხრა რუს სამხედროებს, მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე –  რუსო წვევამდელებო, მისმინეთ განსაკუთრებით ყურადღებით. რუსო ოფიცრებო, თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ.  თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს. თქვენ ძალიან ბევრნი ხართ. თუმცა, თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ… ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. თქვენ საუბრებში მოვისმინეთ, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ ომზე, ამ სირცხვილზე და საკუთარ სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში ნათესავებთან – ჩვენ ეს ყველაფერი…

მეტი...

აშშ-მა სანქციებში კიდევ 11 რუსი ჩინოვნიკი მოაქცია   

ამერიკის შეერთებულმა შტატების სანქციები, ამჯერად,  11 რუსი სამხედრო პირს ეხება. მათი ყველა აქტივი იყინება. ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა „როსგვარდიის“ ხელმძღვანელ ვიქტორ ზოლოტოვს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორ დმიტრი შუგაევს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორ ალექსანდრ მიხეევს და რუსეთის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს. მათ შორისაა ინგუშეთის ყოფილ პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვს. მათი ყველა ქონება დაყადაღდება. მათთან დაკავშირებულ კომპანიებს კი ტრანზაქციები შეეზღუდება..  

მეტი...

უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებები კარგად მიდის

უკრაინული მხარე ომის შეჩერებასთან დაკავშირებით უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებებით ამჯერად, შედარებით კმაყოფილია. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მუშაობა  საკმაოდ კარგად მიდის. „საკითხზე (ომის დასრულებაზე) მუშაობდა ჩვენი დელეგაციაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე. საკმაოდ კარგად, როგორც მაცნობეს. თუმცა, ვნახოთ, ხვალ გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლების ქმედებები მსოფლიოს ახალი სანქიებისკენ  უბიძგებს, რაც მას აძულებს,  უკან დაიხიოს. მხარეები მოლაპარაკებას დღესაც გააგრძელებენ. როგორც გუშინ, შემდეგი ეტაპიც ვირტუსლური იქნება.  

მეტი...