პუტინი „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობას სთავაზობს

რუსეთის დუმა უახლოეს დღეებში ვლადიმირ პუტინის კანონპროექტს დაამტკიცებს, რომელიც „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირებას ეხება. პუტინის ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღება პირველად მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეეძლება. უფრო მეტიც, მსურველებს, უფლება ექნებათ, რუსეთს მოქალაქეების დაჩქარებული წესით გახდნენ.

მეტი...

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ისევ იმუქრება

კრემლის პრესსპიკერი განცხადებით, შესაძლებელია,  უკრაინის მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე სრული კონტროლი განხორციელდეს. პესკოვი განცხადებით, ეს  ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური დაცულობით მოხდება. „თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სრული კონტროლი დაამყაროს მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე. საუბარია ზონებზე, რომლებიც ჰუმანიტარული ევაკუაციისთვის არ გამოიყენება“, – აცხადებს პესკოვი. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი  გეგმით მიდის: „რუსეთის შეიარაღებული ძალები მუშაობენ მაღალი სიზუსტის იარაღით, რომელიც ანადგურებს მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას. ყველა გეგმა განხორციელდება დადგენილ ვადებში სრულად“ – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

„უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივები უნდა  გამოიყენონ“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერი ინიციატივით გამოდის, რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელიც  უდანაშაულო ადამიანების სისხლის ფასად არის დაგროვებული, გაიყიდოს და უკრაინის აღსადგენად მოხმარდეს. როგორც მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, უკრაინის აღსადგენად საჭიროა მსხვილი ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ბაზაზე შეიქმნება. მისი თქმით, პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას შორის პანიკის დათესვას ცდილობს. „რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ბრმად და სასტიკად ანადგურებს არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს ბავშვებს, ქალებს, ბომბავს საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ანადგურებს მილიონობით ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი აღნიშნულ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის სხვა ევროპულ ქვეყნებსაც, რათა არ ეცადონ,…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრა დროებით დასრულდა და ხვალამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. „ხვალამდე მოლაპარაკებებში ტექნიკური პაუზა გამოცხადდა. ეს ცალკეული დეტალების დასაზუსტებლად და სხვა სამუშაო ქვეჯგუფებთან სამუშაოს წარმოებისთვის მოხდა. მოლაპარაკებები გრძელდება…“ – აცხადებს პოდოლიაკი. მისივე შეფასებით, ბევრი დეტალია, რომელიც რუსული მხარისგან მოითხოვს პასუხს. „აზრთა სხვადასხვაობა იმით აიხსნება, რომ მხარეებს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ. უკრაინა არის საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსი. რუსეთი კი არის ულტიმატუმების გზით საკუთარი საზოგადოების ჩახშობა“, – აცხადებს პოდოლიაკმა.

მეტი...

„20 წლის ვარ და ამდენი ცხედარი არასდროს მინახავს“ – რუსი ტყვე

ოკუპანტი ქვეყნის  ჯარისკაცებმა, რომლებიც უკრაინელების ტყვეობაში აღმოჩდნენ, საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს და დეტალებზე საჯაროს ისაუბრეს. როგორც ტყვეები აცხადებენ, ამდენი გარდაცვლილი ადამიანი არასდროს და არსად უნახავთ. საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე  წვევემდელები აცხადებენ, რომ უარს აცხადებენ პუტინის ბრძანებების შესრულებაზე. ,,გვაპატიეთ რაც გავაკეთეთ, რუსეთი ამ ომს აგებს. პუტინი ამბობდა, რომ აქ არ არიან წვევამდელები, მაგრამ აი, ჩვენ თქვენს წინაშე ვსხედვართ. 20 წლის ვარ და ასეთი ჯოჯოხეთი, რაც აქ ხდება არსად მინახავს ” – განაცხადა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა. მეორეს თქმით კი თითქმის ყველა წვევამდელი დაიხოცა, ვინც მის ირგვლივ იყო. „უკრაინელები ძლიერი ხალხია. ისინი მამაცურად იბრძვიან,…

მეტი...

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებებით, ჯერჯერობით, შედეგი არ არის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-რუსულ დელეგაციებს შორის „ონლაინ“ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. „რთული მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი გრძელდება. ყველა ელის ახალ ამბებს. საღამოს წარმოვადგენთ ინფორმაციას შედეგებზე“, – აცხადებს პრეზიდენტი. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა დასრულდა. ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა.

მეტი...

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე დასრულდება“ – აცხადებენ კრემლში

კრემლის პრესმდივანი კმაყოფილია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით და აცხადებს, რომ გეგმას მიყვებიან. „რუსეთს აქვს მისი დამოუკიდებელი პოტენციალი, რათა გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში. ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და დროულად დასრულდება“ – აცხადებს დიმიტრი პესკოვი. მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა მთავარ ქალაქებზე შტურმის მიტანისგან თავის შეკავების ბრძანება გასცა. „ოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად გასცა განკარგულება, რათა თავდაცვის სამინისტროს თავი შეეკავებინა საკვანძო ქალაქებზე მყისიერი შტურმის მიტანისგან, მათ შორის კიევზეც, იმის გამო, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები მძიმე სამხედრო ტექნიკას უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში განალაგებენ. ოპერაცია სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა,“-  აღნიშნა პესკოვმა. უკრაინაში 90 ბავშვის გარდაცვალება დადასტურებულია  

მეტი...

ილონ მასკი პუტინს ბრძოლაში იწვევს

ილონ მასკი, ომში ჩართულ  რუსეთის პრეზიდენტს გზავნილს უთვლის. “ვიწვევ ვლადიმირ პუტინს ორთაბრძოლაში,  ფსონი არის უკრაინა” – აცხადებს Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ვლადიმერ პუტინის მისამართით და ეკითხევა: „თანახმა ხარ ამ ბრძოლაზე?”  

მეტი...

უკრაინაში 90 ბავშვის გარდაცვალება დადასტურებულია

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, უკრაინაში, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია 90 და დაშავებულია 100-ზე მეტი ბავშვი.  უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის აფეთქებებისას დაშავდა. დანგრეულია 379 სასწავლო დაწესებულება, რომელთა შორის 59 სრულად არის განადგურებული. ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქშია, სადაც 119 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული, მიკოლაევში – 30, სუმში -28, კიევის ოლქში -35, ხერსონის ოლქში -21, დედაქალაქში კი – 24. პროკურორის ოფისის ინფორმაციით. არსებული მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგანაც, ომი აქტიურ ფაზაშია და ბევრ დანგრეულ შენობამდე ვერც მიდიან. ათასობით ბავშვი კი ისევ…

მეტი...

აქტივისტები ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ

ლონდონში, რუსი ოლიგარქის ფეშენებელურ სასახლეში უკრაინის დროშა ფრიალებს. სამოქალაქო აქტივისტები ელიტარულ დასახლება ბელგრავიაში  რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკის, სასახლეში შევიდნენ და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს. ,,ეს შენობა გათავისუფლებულია” , ,,პუტინ იდი ნ…” ეს პლაკატები რუსი ოლიგარქის სასახლეს „ამშვენებს“. დერიპასკი სწორედ ერთ-ერთია იმ ოლიგარქებს შორის, რომელსაც  დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ოლიგარქის სასახლე 3,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. ფოტოზე, რომელიც „ტვიტერზე“ გავრცელდა ჩანს, ადგილზე მობილიზებული პოლიცია, თუმცა, ისინი არაფერს აკეთებენ.  

მეტი...

პუტინი გენერლებს დაერია

უკრაინაში წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუს გენერლებს დაერია. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების გამო, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე დააკავა.

მეტი...

რუსულ მხარესთან მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს

​უკრაინულ-რუსულუ მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს. როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, კომუნიკაცია მძიმეა, თუმცა, მაინც გრძელდება. „მხარეები აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ დაზუსტებულ პოზიციებს.  კომუნიკაცია მძიმეა, მაგრამ, მაინც მიდის. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები გვაქვს. უკრაინა – ეს საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსია. რუსეთი კი ულტიმატუმებით ჩახშობილი საკუთარივე საზოგადოება,“- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა „ონლაინ“ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

პარლამენტში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის შეყვანისთვის უმრავლესობა პრეზიდენტს აკრიტიკებს  

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, თავისი გამოსვლით „ცეცხლი დაანთო“.  სალომე ზურაბიშვილმა ცოდვები ყველას ჩამოუთვალა – მთავრობას, უმრავლესობას და ოპოზიციას. მმართველმა გუნდმაც არ დააყოვნა, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და საკუთარი ცოდვები გაუხსენა. „გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ ბატონი წარმომადგენელი (უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერეთ წერილი პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა“, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს. მისი შეფასებით, როცა პრეზიდენტი სხვას მიუთითებს შეცდომებისკენ, თავად არ უნდა არღვევდეს კონსტიტუციას. „როდესაც თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისკენ, ამას კადრულობენ ახლაც.…

მეტი...

უკრაინის საკითხზე თურქეთი და გერმანია შეხვედრას გამართავს

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით თურქული და გერმანული მხარეები დღეს შეხვდებიან.  თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებ, გერმანიის მხრიდან კი კანცლერი ოლაფ შოლცი, შეხვედრა ანკარაში გაიმართება. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.  

მეტი...

„გერმანია ამბობს: მოიცადეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – უკრაინა გერმანიას მიმართავს

უკრაინის საგარეო მინისტრი გერმანიას მიმართავს და სთხოვს, მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და უკრაინა შეაჩეროს. „სამწუხარო სათქმელია, რომ თქვენ ნამდვილად დიდი როლი ითამაშეთ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში და იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებთ რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში“  – აცხადებს  დმიტრო კულებამ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში. საგარეო მინისტრის თქმით, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება. „უკრაინას სჭირდება იარაღი. შესაძლოა, დრო მოვიდა, რომ ჩვენ მივიღოთ ყველა აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ თავდაცვა. ვისურვებდი, მენახა გერმანია სანქციებთან დაკავშირებით მოწინავე პოზიციებზე. გარკვეულ შემთხვევებში, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უფრო წინ წავიდეს, მაგრამ გერმანია ამბობს: მოიცადეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დაველოდოთ…

მეტი...

„არც ერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა“ – პრეზიდენტი მთავრობას და უმრავლესობას აკრიტიკებს  

„ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა, არც ერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა.  არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო. ბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. მისივე თქმით, მან ყველა საერთაშორისო ვიზიტი გააუქმა და ასეთ დროს, მსგავსი მიდგომები დამაზიანებელია. „არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.…

მეტი...

„დროა, ყველამ გაიგოს, პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან პოზიციას და ოპოზიციას შეახსენებს, რომ ის არავის კუთვნილება არაა და საკუთარ მოვალეობას კონსტიტუციის შესაბამისად ასრულებს. „დროა, ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება,.პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“. პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მით უმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა… ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის…

მეტი...

„ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის“ – პრეზიდენტი მათ მიმართავს, ვინც მას ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან იმისი ახსნა და თვის მართლება მოუწია, რატომ გამოვიდა ის რუსთაველის გამზირზე სიტყვით (ვიდეოჩართვით), როცა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მიმართავდა. „აბსურდია, სხვა რომ არ ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისთვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა. წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავ  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და თხოვა, დააბრუნოს  უკრაინის ელჩი საქართველოში „ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

„მე არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა და ყველას გასაგებად აღნიშნა, რომ ის ამ თემას არ დაუბრუნდება. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ომიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭო ერთხელაც არ შეკრებილა. „მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ერთობლივ პასუხისმგებლობას.  ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ…

მეტი...

„ნუ გიხარიათ, ოპოზიციაც სცოდავს, როცა ცდილობს საქართველო გააშავოს“  – სალომე ზურაბიშვილი  

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდის, ოპოზიციისა და ხელისუფლების ცოდვებზე ისაუბრა. ჩამოთვალა მთავრობის ცოდვები და ოპოზიციას ასე მიმართა: „ნუ გიხარიათ, ოპოზიციაც სცოდავს“. „ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა; ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა  უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვან დოკუმენტზე ერთპიროვნული ხელის მოწერისთვის აკრიტიკებს

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა“ – ეს განცხადებს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა. საუბარია, განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ კაბინეტში ერთპიროვნულად მოაწერა მაშინ, როცა ეს სხვა ქვეყნებმა პრეზიდენტის, პარლამენტისა და სხვა ოფიციალური პირების მონაწილეობით გააკეთეს.

მეტი...

„ხელისუფლება სცოდავს“ – საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც, დღეს ყველა სცოდავს. მისი განცხადებით,  უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. „ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია. ეს ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. მას გამართლება არ აქვს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა…

მეტი...

„საზოგადიება თქვენზე ბევრად შეგნებული, ფხიზელი და მამაცია“ – პრეზიდენტი მთავრობას და პარლამეტს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობასა და პარლამენტს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ საზოგადოება მათ ფხიზლად და მამაცურად დგას. ეს განცხადება ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა. „დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. როგორც ჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ, ახალი გზები იხსნება. საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. პასიურად არ უნდა ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი ყველა აქ მჯდომის ვალდებულება. ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების…

მეტი...

„დაბომბილი ერთმორწმუნე ერების ეკლესიები“ – პრეზიდენტი პარლამენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამეტში დაიწყო. პრეზიდენტმა დეპუტატებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დიდ ეკრანზე უკრაინის ომის ამსახველი კადრების გაშვება და უკრაინის ჰიმნის მოსმენა. „დღეს ჩვენს თვალწინ შემზარავი კადრებია. დაბომბილი, საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები თუ ერთმორწმუნე ერების ეკლესიები. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა მხოლოდ პატივისცემასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და  დგას უკრაინელების გვერდით“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა სოლიდარობის ნიშნად კიდევ ერთ სთხოვა დეპუტატებს ფეხზე წამოდგომა, ეკრანზე უკრაინის ომის კადრების გაშვება და უკრაინის ჰიმნი.  

მეტი...

„უკრაინაში ყველაფერი ისეა, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში იყო“ – რადას თავმჯდომარე

უკრაინის რადას თავმჯდომარე უკრაინაში დრეს მომდინარე საომარ მოქმედებებს 2008 წლის საქართველოს ადარებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც მაშინ საქართველოში. “ამჟამად უკრაინის არმია ისევე როგორც უკრაინელი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.  ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე,  ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში.  რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა რუსულმა არმიამ ქალაქები სირიასა და ლიბიაში,” – აცხადებს რუსლან  სტეფანჩუკი. მისი შეფასებით უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. „მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები,…

მეტი...

მაღალსართულიანი კორპუსი დაიბომბა, არის მსხვერპლი

ოკუპანტის ჯარებმა კიევის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი. დაბომბვა ობოლონის რაიონში მოხდა. ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. რამდენიმე გარდაცვლლი და დაშავებული კი გამოიყვანეს.  

მეტი...

მეძუძური დედა და ჩვილი გარდაიცვალა

მარიუპოლში ოკუპანტების მიერ რამდენიმე დღის უკან დაბომბილი სამშობიარო სახლის კადრები და ეს მშობიარე ქალი ყველას კარგად ახსოვს. ფეხმძიმე ქალმა, რომელიც სამშობიაროს დაბომბვისას ბავშვს ელოდებოდა, იმშობიარა, თუმცა, დედაც და ჩვილის გარდაიცვალა.

მეტი...

ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 14, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.    

მეტი...

ვირუსით 466 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 234  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.9%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 635 975. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829.  

მეტი...

ოკუპირებული ქალაქის მერი აცხადებს, რომ, რეგიონში რუსული არხები დაიწყებს მაუწყებლობას  

ქალაქ მელიტოლის მერად, რომელიც რუსული მხარის მიერ არის ოკუპირებული, გალინა დანილჩენკო დაინიშნა.  როგორც ახალი მერი აცხადებს, რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებს მაუწყებლობას. მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი რუსულმა მხარემ დააკავა. ახალი მერი კი ახალი „უფროსის“ დავალებების შესრულებას იწყებს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კი რუსეთის მიერ დანიშნული, ოკუპირებული მელიტოპოლის ახალი „მერის“, გალინა დანილჩენკოს მიმართ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას დასთანხმდა

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ომში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაშია ჩართული, თურქეთია.  როგორც თურქეთის საგარეო მინისტრი განმარტავს, პუტინი წინააღმდეგი არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, აღნიშნულის შესახებ რუსეთის  პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა.

მეტი...

უკრაინულ-რუსული მხარეები მოლაპარაკებისთვის დღეს შეიკრიბებიან

უკრაინის და რუსეთის დელეგაციის წევრების ე.წ. ბელორუსის ფორმატში დღეს ისევ შეიკრიბებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადით, მხარეები მოლაპარაკებისთვის ემზადებიან.  

მეტი...

პრეზიდენტი დღეს პარლამენტში მივა და ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. პრეზიდენტი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ჩააბარებს. ერთ-ერთი აქტუალური თემა კი უკრაინა-რუსეთის ომი და აქართველოს პოზიცია იქნება. პრეზიდენტი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და გამოწვევებზეც ისაუბრებს, რაც დღეს ქვეყანაშ არსებობს.

მეტი...

უკრაინულ-რუსული დელეგაციები პრეზიდენტების შეხვადრას აგვარებენ

უკრაინის პრეზენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორი ქვეყნის დელეგაცის ჩართულია ონლაინ კონსულტაციებში, თუ სად და როგორ უნდა მოხდეს ორი პრეზიდენტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა. „ჩვენი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეო ფორმატში. ჩვენი დელეგაციის წევრების ამოცანაა რომ ყველაფერი გააკეთონ პრეზიდენტების შეხვედრისთვის“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, მთავარია, უკრაინამ, ამ მოლაპარაკებებში შედეგი მიიღოს. „ეს რთული ამბავია. ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში აუცილებელი შედეგი მიიღოს. ეს აუცილებელია  მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

„თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, რუსული რაკეტები ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ცის ჩაკეტვას ისევ ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლიდერებს არწმუნებს, რომ ოკუპანტის რაკეტა ნატოს ქვეყნებშიც ჩავარდება. „შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. ახლა კი გიმეორებთ – თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. პრეზიდენტის თქმით, ერთ დღეში, უკრაინის ტერიტორიაზე 30 რაკეტა ჩამოვარდა. „მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო სამშვიდობოების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი…

მეტი...