ზელენსკლიმ დაჭრილები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. პრეზიდენტი კლინიკაში თანამებრძოლებთან ერთად ფეხით მივიდა. უკრაინის დამცველებს მალე გამოჯანმრთელება და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა. ასევე, მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.

მეტი...

ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის გამო, აშშ რუსეთს პასუხს მოსთხოვს

უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის  მკვლელობის გამო აშშ  რუსეთზე სათანადო პასუხს გასცემს და სანქციებს დაუწესებს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, ამერიკულ მხარე შეისწავლის დეტალებს და შესაბამისად იმოქმედებს. „ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შოკისმომგვრელი და შემზარავია. აშშ-ის ოფიციალური პირები კონსულტაციებს გაივლიან უკრაინელ მხარესთან იმის დასადგენად თუ როგორ მოხდა ეს” – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი. უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

მეტი...

რამზან კადიროვი ჩეჩნეთში ჩავიდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფება. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით კადიროვი ქალაქ ივანკოვში იმყოფება. ინფორმაციას მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ადასტურებს. „ის უნდა გამოჩნდეს და ვირთხასავით სარდაფში არ უნდა იმალებოდეს. ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ, რამზან. შენ ხომ არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვში, სადღაც სარდაფში. ჩაჯექი ტანკში – წადი შტურმით კიევზე…“ – აცხადებს გერაშენკო.

მეტი...

ზელენსკი-პუტინის შეხვედრისთვის ადგილის დაზუსტება მომდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შეხვედრის ადგილის შეთანხმება. როგორც ზელენსკის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილის შეთანხმება მიმდინარეობს. „ვეძებთ ადგილს და ვამუშავებთ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას. როცა ეს უკვე დამუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვედრას და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებების შემუშავებას“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.    

მეტი...

უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

უკრაინაში, ოკუპანტების თავდასხმას ამერიკელი ჟურნალისტი ემსხვერპლა, „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი ბრენტ რენო საომარ მოქმედებებს აშუქებდა. შეტევა ირპენში მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი ჟურნალისტი. „ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომელთაც უკრაინაში რუსეთის სისასტიკის შესახებ სიმართლის მოყოლა სურთ. დღეს ირპენში ჩაცხრილეს საქვეყნოდ ცნობილი “News York Times”-ის 51 წლის კორესპონდენტი“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.  

მეტი...

ომში მონაწილე მხარეები შემდგომი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან

რუსეთ-უკრაინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი მომავალ კვირას გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით,  ზუსტი დღე უცნობია. „როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატი, დაინიშნება შეხვედრა,  მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, არის ათეული წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მეტი...

„ღვთის სახელით შეაჩერეთ ხოცვა-ჟლეტა“ – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო მესის დროს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და უკრაინაში ადამიანების ხოტვა-ჟლეტვის შეჩერებაზე იქადაგა. „ღვთის სახელით, დაე მოისმინონ ტანჯული ხალხის ძახილი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები. ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ბარბაროსობაა და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ გააჩნია”, – ბრძანა პაპმა.  

მეტი...

უკრაინიდან კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა დნეპრორუდნის მერი გაიტაცეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრ სტარუხი ადასტურებს. მისი თქმით, გატაცებულია მერი ევგენი მატვეევი. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მეტი...

საევაკუაციო მატარებელს თავს დაესხნენ

ოკუპანტის ჯარები თავს დაესხნენ მატარებს, სადაც უკრაინელი ლტოლვილები იმყოფებოდნენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები. უკრაინის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის ინფორმაციით, რომელსაც საერთაშორისო მედია ავრცელებს, თავდასხმა დონეცკის ოლქში მოხდა. დაზუსტებით, დაღუპულია ერთი კონდუქტორი. საევაკუაციო მატარბეელში, უფროსებთან ერთად 100-მდე ბავშვი იმყოფებოდა,  

მეტი...

„დაკეტეთ ცა“ – არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლვოვში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს. „რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა” – წერს ალექსეი რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ ლვოვთან სამხედრო ბაზას, რუსულმა ჯარებმა  8 რაკეტა ესროლეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა

მეტი...

სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა

რუსეთმა მორიგი იერიში ლვოვის სამხედრო ბაზაზე მიიტანა. არსებული ინფორმაცით, დაღუპულია 9 ადამიანი, დაჭრილების რაოდენობა 60-მდეა. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა სამხედრო ბაზის მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.  

მეტი...

ნატო რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე ისევ არსებობს. ამჯერად, განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ნატოს გენ. მდივანმა გერმენულ გამოცემასთან ისაუბრა. „სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციებს ამ სიცრუის ფაბრიკაციის ქვეშ. ეს ომის დანაშაული იქნება“, – აცხადებს სტოლტენბერგი ინტერვიუში.  

მეტი...

დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის სისხლის მარაგი არ არსებობს

უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ბელორუსში იმყოფებიან. კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათთვის ბელორუსს სისხლის მარაგი არ გააჩნია. „ბელორუსში კლინიკებს არ აქვთ ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი. ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მეტი...

ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 554 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 47, გურია – 45, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 47, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მეტი...

ვირუსით 823 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 729 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 445  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.65%. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 635 509-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.69%.

მეტი...

200 მილიონის სამხედრო დახმარება უკრაინას ამერიკისგან

უკრაინა მერიკის შეერთებული შტატებისგან 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. აღნიშნული დავალება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უვე მისცა. „ეს უპრეცედენტო, რიგით მეოთხე შემცირება (პენტაგონის ბიუჯეტის) ერთ წელზე ნაკლებ დროში, მოიტანს იმას, რომ აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის $1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, 2021 წლის იანვრის შემდეგ“, – წერს სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინასთან ომში 1 500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინასთან ომში 1 500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს. „დანაკარგების გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ახალ დანაყოფებს აყალიბებენ. კერძოდ, მტრის სარდლობა გეგმავს მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადიდან 1 500-მდე ადამიანის ჩართვას“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციაში. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო სამიზნეებად გამოყენებას. „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევით, ოკუპანტები აგრძელებენ დანაყოფებისა და აღჭურვილობის განლაგებას მაღალი რისკის ობიექტებზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, უკრაინის შეიარაღებული ძალების უნიფორმაში გადაცმულები ახდენენ ადგილობრივი მცხოვრებლების პირადი ნივთების უკანონო შემოწმებასა და ჩხრეკას. მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური…

მეტი...

„ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდორესპუბლიკების ადგილი არ არის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და არა რუსეთის თავდაცვის უწყება, რომელიც ატყუებს ყველას,  მილიონობით მოქალაქეს და თუნდაც ამ ქვეყნის ლიდერს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამბობს, რომ რაიმე სახის „კომიტეტი“ უკრაინის მიწაზე არასდროს იქნება. „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“ იგივენაირად მკვდრად შობილია, როგორც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“. იმისთვის, რომ მოაწყონ, რაიმე სახის „კომიტეტები“ ჩვენს მიწაზე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ ხალხის ნების წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღე საპროტესტო აქციაზე გამოდის. კოლაბორაციონისტები თვითონ აწერენ ხელს საკუთარ განაჩენს. ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდორესპუბლიკების ადგილი არ არის. უკრაინა ამ გამოცდას გაუძლებს. ჩვენ გვჭირდება დრო და ძალა,…

მეტი...

ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა

ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა. დაზიანდა ადგილობრივი მედიის – Kurdistan 24-ის შენობაც. ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ALHADATH-ის ინფორმაციით, ერბილის მიმართულებით 5 სარაკეტო იერიში სირიაში რევოლუციური გვარდიის ლიდერების მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა. პარალელურად, ირანის ტელეგრამ არხებზე შემდეგი შინაარსის შეტყობინება გავრცელდა: ყველა ჩენს მეგობარს, რომლებიც თალყურს გვადევნებენ ან გვიერთდებიან რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ბელარუსიდან და ჩინეთიდან: მოხარულები ვართ მოგესალმოთ ერაყიდან, თქვენ მარტო არ ხართ!

მეტი...

„მათ ყველაფერს წაართმევენ, როდესაც ამას მოინდომებენ“ – ზელენსკი უკუპანტ ქვეყანაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის  ხელისუფლება თავის სახელმწიფოს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად აქცევს, სადაც სიღარიბეა და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება. მისივე შეფასებით, ამას უკვე გრძნობენ ბიზნესმენებიც და სხვა ჩინოვნიკებიც. „შეხედეთ ახლა ვინ ტოვებს რუსეთს, ვის გააქვს საკუთრი ბიზნესი – ესენი არიან სპეციალისტები, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გამკლავება შეუძლიათ; ესენი არიან IT სფეროს ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლება არ არის; ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ ყველაფერს წაართმევენ, როდესაც ამას მოინდომებენ; ესენი არიან ხელოვანები, რომლებმაც იციან, რომ შემოქმედება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს, ასევე არაფრად…

მეტი...

„ეს ბოროტება ერთ ქვეყანაზე ვერ შეჩერდება“ – ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ერთ ქვეყანაზე არ შეჩერდება. „ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ მას უფრო შორს წასვლის ძალა ექნება. ჩვენ ახლა უკრაინის ისტორიაში მსოფლიოსგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენს მისწრაფებებთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ, ჩაატაროთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და დაინახავთ, რომ უკრაინა ლიდერთა შორისაა, ვისაც თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ, ხოლო რუსეთი არამხოლოდ მტრებს შორისაა, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსა და საავადმყოფოებსაც კი ესვრის, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი ერთ ქვეყანაზე არ შეჩერდება, თუ მას ექნება უფრო წინ წასვლის ძალა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე უცხოელ პარტნიორებს უმეორებს, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისთვის, რადგან ეს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაა საჭირო. „ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ მას უფრო შორს წასვლის ძალა ექნება. ჩვენ ახლა უკრაინის ისტორიაში მსოფლიოსგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენს მისწრაფებებთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ, ჩაატაროთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა…

მეტი...

დაბომბვის შედეგად ლავრა დაზიანდა

რუსულმა ჯარმა აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული დაბომბვის შედეგად “სვიატოგორსკის ლავრა” დააზიანა. მონასტერს სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს. არიან დაშავებულები. მათ შორის, სასულიერო პირებიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლავრას 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი აფარებდა თავს, მათ შორის, ბავშვებიც.  

მეტი...