მოლაპარაკება ულტიმატუმით – ომი უნდა დასრულდეს

უკრაინული მხარე თანხმობას აცხადებს, რუსეთთან მოლაპარაკება გაგრძელდეს, თუმცა, არსებობს ულტიმატუმი – ომი უნდა დასრულდეს. როგორც უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება სამხედრო თვითმფრინავები. „ბრძოლას ვაგრძელებთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რაიმე ულტიმატუმის მიღებას და დანებებას არ ვაპირებთ. ეტი თვითმფრინავი, რომ გვქონდეს, ჩვენ მეტი მშვიდობიანი ადამიანის გადარჩენა შეგვეძლება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ძირითადი დამრტყმელი ძალა ჰაერშია, რომელიც განურჩეველ თავდასხმებს ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და უფრო და უფრო მეტი იარაღი დაგვჭირდება“, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ვიდეოკადრები, რომელიც ამერიკელმა ოპერატორმა უკრაინიდან გაავრცელა, ასახავს იმ  რეალობას, რაც ცოტა ხის უკან მარიუპოლში მოხდა. კადრში ჩანს ტანკი რომელიც დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. კორპუსს ცეცხლი უჩნდება და ინგრევა. შემდეგ კი ოკუპანტის ტანკი ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს ესვრის. კადრში ჩანან დაჭრილი ადამიანები, რომელსაც საავადმყოფოში „მიათრევენ“. კადრები საკმაოდ მძიმე სანახავია. “მარიუპოლი გაანადგურეს…რუსული ჯარი აგრძელებს ქალაქის დაბომბვას. ამ დროისთვის შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება. შეჩერდით ჯალათებო… აუცილებელია ცის ჩაკეტვა. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა არის ევროპის დაცვაც”, – აცხადებენ უკრაინის რადაში.  

მეტი...

პრეზიდენტის ინფორმაციით 1300 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეჩვიდმეტე დღეს უკრაინულმა არმიამ 1300-მდე სამხედრო პირი დაკარგა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ მხარეს მხოლოდ ერთ დღეში 600 რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა.  

მეტი...

უკრაინელებმა რუსეთის მორიგი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

ოკუპანტების კიდევ ერთი ვერტმფრენი განადგურებულია. უკრაინელებმა ის დღეს ჩამოაგდეს. ერთი რუსი პილოტი ვერტმფრენში დაიწვა, მეორე კი ტყვედ ჩავარდა. დატყვევებული პილოტი უკრაინულ მხარეს იმ ინფორმაციას აწვდი, რაც მას უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჰქონდა მიღებული.  

მეტი...

უკრაინა აშშ-ისგან 200 მილიონ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები ომში მყოფ უკრაინას მორიგ დახმარებას უგზავნის. საუბარია  200 მილიონ დოლარზე, რომელზეც მემორანდუმი თეთრ სახლში უკვე გაფორმდა. აღნიშნული თანხა უკრაინას სამხედრო წვრთნებისთვის და სამხედრო სწავლებისთვის დაიხარჯება. მემორანდუმს ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა.  

მეტი...

ზელენსკი-პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ისრაელში შედგეს

საომარ მოქმედებებში ჩართული პრეზიდენტების შეხვედრის საკითხში შუამავლად ისრაელი ერთვება. კერძოდ, ისრაელის პრემიერი. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის შუამავლობა მისასალმებელია, ვინც ამას მოახერხებს და პუტინს შეხვედრაზე დაითანხმებს. „რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ნაფტალი ბენეტის შუამდგომლობას,  დადებითად ვუყურებ მედიატორის როლს. ვფიქრობ, რომ ბატონი ბენეტი ამ როლს მოერგებოდა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, პუტინთან შესახვედრად რუსეთის, უკრაინის ან ბელორუსის ტერიტორიის განხილვა არარეალურია.

მეტი...

„თუ ქალაქს მიწასთან გაასწორებენ“ – ზელენსკი არ ნებდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტ ქვეყანასთან დანებებას არ აპირებს და ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება. „რუსეთს შეუძლია უკრაინის დედაქალაქის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „ქალაქს მიწასთან გაასწორებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი და ის ტოვებს იმედის, რომ პუტინთან შეხვედრა მოხერხდება. ამჯერად კი, ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებას ისრაელის პრემიერი მოახერხებს.  

მეტი...

„ზოგი ლიდერი ამ ომს მანამ ად დაიჯერებს, სანამ ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ლიდერების მიმართულებით კიდევ ერთ გზავნილს ახმოვანებს. „შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს მანამ არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის. თუმცა, ცხადია, არავის და ევროპის არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ ჩვენ მდგომარეობაში ყოფნას“ – აცხადებს პრეზიდენტი. ვოლოდიმრ ზელენსკი ისე უკრაინის ცის დაკეტვის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ან ცა უნდა ჩაიკეტოს, ან ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები მიაწოდონ.

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია პუტინს არწმუნებს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს

სამი ქვეყნის ლიდერის  სატელეფონი საუბარი 75 წუთი გაგრძელდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტის არწმუნებდნენ, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და უკრაინიდან ჯარი გაეყვანა. გერმანიის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი 75 წუთი გაგრძელდა. კიდევ რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ მხარეები, კონფიდენციალურია. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით,  მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას  გააგრძელებენ.  

მეტი...

„მხარს ვუჭერ, ეს მოხდეს უფრო სწრაფად“ – სლოვენია  ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„უკრაინის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე და ეს ევროკავშირის და ნატო-ს უფლებაა“ – ეს განცხადება სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორის ეკუთვნის, რომელიც მან ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე გააკეთა. სლოვენია მხარს უჭერს როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსა და მოლდოვასათვის კარის გახსნას. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გაწევრიანება დაჩქარებულად უნდა მოხდეს. „მხარს ვუჭერ, ეს მოხდეს უფრო სწრაფად. გაფართოება უნდა გახდეს უმთავრესი გეოპოლიტიკური საკითხი. ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს“ , – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

აშშ აფხაზეთში არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და რუსეთს საქართველოს მიმართ ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

„ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში“ – აცხადებენ საელჩოში. საელჩო რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. “მოვუწოდებთ…

მეტი...

ბელარუსი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს

ბელარუსი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს. განცხადება ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გააკეთა და უკრაინის საზღვართან ხუთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გაგზავნა როტაციით ახსნა. სწორედ ამ ძალების მობილიზება გახდა კითხვის საფუძველი – ჩაერთვება თუ არა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკო საომარ მოქმედებებში. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა კიევშიც, სადაც ითქვა, რომ ბელარუსი მოძმე ერთან არ იომებს. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯარების გადაყვანა არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე მომზადებასთან და განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში ჩართულობასთან,” – განაცხადა გულევიჩმა.

მეტი...

რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარტყმა, რომელიც უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიაყენეს, ათწლეულების განმავლობაში არ მიუღია. როგორც ზელენსკიმ მორიგ მიმართვაში განაცხადა, რუსი სამხედროები უკვე ჯგუფებად ნებდებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ჯგუფებად ცდილობენ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადასვლას. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 360-ზე მეტი ტანკი, 1 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 60 თვითმფრინავი და 80-ზე მეტი შვეულმფრენი დაკარგეს. „ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს წაართვან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების სურვილი. რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია. მე-17 დღეს დამპყრობელთა დანაკარგების დინამიკა უკვე ისეთია, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების…

მეტი...

რუსების მიერ დაბომბილი სახლის ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს – მათ შორის 2 ბავშვია

ხარკოვის ოლქში მაშველები დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან და  ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ სლობოჟანსკში, ორსართულიანი საცხოვრებლის შენობის ნანგრევებში მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან 2 ქალი იყო 35-45 წლის, ერთი 40 წლამდე მამაკაცი და ორი ბავშვი 2 და 12 წლისები. აღნიშნული შენობა რუსმა ოკუპანტებმა 2 დღის წინ დაბომბეს

მეტი...

რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ

რუსმა ოკუპანტებმა  მარიუპოლში სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის როქსოლანას (ჰურემ სულთანის) მეჩეთი დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეჩეთში 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ – ალექსეი არესტოვიჩი

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ. ამგვარად, ისინი ცდილობენ 20-30 ბატალიონი შეკრიბონ. ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება, ადვილი მისახვედრია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა Priamyi kanal​-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. „რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.  

მეტი...

ავარია რიკოთზე – გარდაცვლილია 3 პოლიციელი

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 3 პოლიციელი. ერთმანეთს ავტომობილების გადამზიდი და საპატრულო ეკიპაჟის მანქანა შეეჯახა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი. ე.წ. ცესკო-მ მიმართა თხოვნით „ჩერნომორენერგოს“, რომ ე.წ არჩევნების დღეს ელექტროენერგია არ გათიშონ. მათივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო „კენჭისყრაში” 123 ადამიანი მონაწილეობს.

მეტი...

ახლა უკრაინა მთელი მსოფლიოს თავისუფლებას იცავს – ვლადიმერ გუცაევი

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა. „დღეს მთავარი თემა არის ის, რაც არა მარტო უკრაინის, არამედ, ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს თავს ხდება. ომი კარგი არასოდეს ყოფილა და პირველ რიგში ეს ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, რადგან საქართველოში ორი ომი გადავიტანეთ – გვახსოვს შეწუხებულ ხალხი, დევნილები … – უკრაინასთან მთელ საქართველოს კარგი კავშირები გვაქვს. მით უფრო მე, როგორც ფეხბურთელს. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბევრი მეგობარი მყავს – ველაპარაკე (კიევის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეებს) ბურიაკს, ბესონოვს, გამოვკითხე ამბები. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ტელევიზორში ყოველდღე ვუყურებთ, რაც…

მეტი...

ოკუპანტებმა ბომბები ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზას დაუშინეს

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. „ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, – წერს კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიალექსეი  კულება. კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვასილკოვოს აეროდრომის მიმართულებით მიტანილი ავიაიერიშის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. „იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს…

მეტი...

15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, რომელიც ტანჯულ უკრაინელ ხალხს გაეგზავნება – პატრიარქი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთი გაეგზავნება. როგორც პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 ტონაზე მეტი ტვირთი სამრევლოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდა. „ბოლო კვირის განმავლობაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა ჩვენს სამრევლოში და გაეგზავნა ტანჯულ უკრაინელ ხალხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. პროცესი გრძელდება და დახმარება უახლოეს ხანში კვლავ გაიგზავნება“, – აღნიშნულია პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.

მეტი...

დატყვევებული მერის გათავისუფლების მიზნით ოკუპირებული ​მელიტოპოლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

მელიტოპოლის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის მიტაცებულ შენობასთან​, ქალაქის მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლების მოთხოვნით, ​2 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ისინი რუს ჯარისკაცებს მიმართავენ დატყვევებული მერი გაათავისუფლონ და დატოვონ უკრაინა.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, ვინც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ – განაცხადა ნედ პრაისმა. სანქციები დაუწესდა ასევე 12 პირს.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკა აგრძელებს მდიდარი რუსებისა და ელიტებისთვის სანქციების დაწესებას. დიმიტრი პესკოვის ცოლი მოციგურავე ტატიანა ნავკაა. პესკოვს 5 შვილი ჰყავს.  

მეტი...

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისთვის ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, 1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული. „დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების…

მეტი...

“დამალეთ! ისინი შეამოწმებენ, რას ინახავთ თქვენს სმარტფონებში” – ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი რუს ხალხს მიმართავს და მათ პუტინის რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ აფრთხილებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს დამალონ სმარტფონები და კომპიუტერები, რადგან შეამოწმებენ თუ რას ინახავენ მასში: “ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა მერი, ივან ფედოროვი დაატყვევეს, რომელიც მამაცურად იცავს უკრაინას და მის ხალხს. ცხადია, ეს დამპყრობლების სისუსტის ნიშანია. მათ ჩვენს მიწაზე მხარდაჭერა არ დახვდათ. თუმცა ამის დიდი იმედი ჰქონდათ, რადგან წლების განმავლობაში თავს იტყუებდნენ, თითქოს უკრაინაში რუსეთს ელოდნენ. მათ ვერ იპოვნეს თანამშრომლები, რომლებიც დათმობდნენ ქალაქებს და ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ, ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, როდესაც ისინი ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები. მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ლეგიტიმურად არჩეული…

მეტი...

1 243 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დღემდე კორონავირუსით სულ 1 634 686  ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 25 ადამიანი – პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან 3 064 პირი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440 -მდე. ბოლო 24 საათში ჩატარდა – 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 877, PCR ტესტით – 2 645. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა – 9,19% შეადგინა, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო 7 დღის – 13,48%. 11 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 1 301 აცრა, სულ აცრილია – 2 832 291.

მეტი...

პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ უკრაინაში ბელარუსის ჯარების გადასვლის ნიშნებს

პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ უკრაინაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების გადასვლის ნიშნებს. „ბიბისის“ ცნობით აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას იმისა, რომ ბელარუსის ჯარები უკრაინის შიგნით გადავიდნენ. ჩვენ ვერ ვხედავთ ბელარუსის ძალების რაიმე ჩართულობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს ან არ მოხდება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ხვალ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს, რუსეთის იზოლაციის გაზრდისა და იმ რესურსების ამოწურვის მიზნით, რომლითაც ის აფინანსებს ამ ბარბაროსულ ომს. ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა; ისევე, როგორც მასზე მეგობრული და სწრაფი რეაგირება დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირი რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობებს ჩამოართმევს. ახალი სანქციების მეორე ნაწილი პუტინის ახლო წრეების წინააღმდეგ არის მიმართული; მესამე ხაზი არის კრიპტოვალუტები; მეოთხე – ევროკავშირი აკრძალავს ფუფუნების საგნების…

მეტი...