„შეგვიძლია ევროკავშირში გაწევრიანება ომის პირობებში?“ – მაკრონის თქმით  კარები არ უნდა დაიხუროს  

საფრანგეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგანაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. „შეგვიძლია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა, უნდა ვუთხრათ რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა“, – აცხადება მაკრონი. როგორც ემანუელ მაკრონმა ვერსალში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, უკრაინას ამ წუთში ძლიერი სიგნალის გაგზავნა სჭირდება. „განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს  სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა.  ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა. უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ, რომ არასდროს? ეს არასამართლიანი…

მეტი...

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – ემანუელ მაკრონი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, განიხილება მოლდოვასა და საქართველოს საკითხიც. „სამივე ქვეყანამ უკვე ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა ბლოკში გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირმა უნდა განიხილოს, როგორ გადახედავს საკუთარ თავს ევროპა გეოგრაფიულად უკრაინის ომის გამო“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.  

მეტი...

„ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო“ – პუტინი მოხრას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მოხრილი ცხოვრება მისაღები არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს. პუტინის განცხადებით,  მას სანქციები არ აშინებს და ყველაფერი მოგვარებადია. „ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, – აცხადებს პუტინი და დასავლეთის არამეგობრული ქმედებების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ბევრი ქვეყანა მოხრილია, თუმცა, რუსეთი დამცირებულად ვერ იცხოვრებს. „ბევრი ქვეყანა ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება. რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო“ – ასეთია პუტინის განცხადება.  

მეტი...

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მამა-შვილზე ძალადობისთვის დააკავეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, მამა-შვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყოფშიძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შელაპარაკება პარკინგის გამო მამა-შვილთან მოუვიდა, რა დროსაც ისინი ცივი იარაღით დაჭრა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. ინციდენტის დროს ადგილზე ექსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც იმყოფებოდა. ბრალდებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.

მეტი...

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ხელისუფლებისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ

უკრაინაში ომის პარალელურად, აქტიურობა ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც დაიწყო. დეფაქტო საგარეო მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლებისგან აღიარება ოფიციალურად მოითხოვეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, დე ფაქტო რესპუბლიკების სუვერენიტეტი აღიაროს. „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო მინისტრებმა ერთობლივი „კომუნიკეც“ კი მიიღეს. „აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, ასევე საქართველოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის“, – ვკითხულობთ გავრცელებულ  დოკუმენტში.  

მეტი...

„კიევი ყოველმა მეორე ადამიანმა დატოვა, დედაქალაქი ციხესიმაგრედ იქცა“ – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი თითქმის დაცარიელდა. ქალაქში 2 მილიონზე ნაკლები ადამიანი რჩება „რუსების მთავარი მიზანი კიევის დაპყრობა, კიევის ალყაში მოქცევაა, რათა შემდეგ შეუტიონ და ხელისუფლება დაამხონ. მათი გეგმები არ ხორციელდება ჩვენი ბიჭების დახმარებით. ბუჩა, ვორზელი, ირპენი, ჰოსტომელი ის ადგილებია, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ბიჭები კიევის ალყაში მოქცევის გეგმებს შლიან. ბოლო მონაცემებით, ყოველმა მეორე კიეველმა ქალაქი დატოვა. კიევი ახლა ციხესიმაგრედ იქცა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს კიევში არსებობს.  

მეტი...

„მონებად არ ვიქცევით, არასდროს გავხდებით მონები“ – პრეზიდენტ ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარ ჯარსა და შესაძლებლობებზე საუბრობს და მონობას არ აპირებს. „მე-15 დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ. უკრაინის ჯარი დარტყმებს იგერიებს მნიშვნელოვან პუნქტებზე. ჩვენი ჯარის წყალობით, ვგულისხმობ ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, კონტრტერორისტულ დანაყოფს და ყველას, ვინც ამ ბრძოლაში შემოგვიერთდა, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ზელენსკის შეფასებით, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, ეს სამხედრო დანაშაულია. „რუსეთის ჯარი ცდილობს, დაბომბილი ქალაქებიდან მოსახლეობა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გაიქცეს. ამით ისინი ნიადაგს ამზადებენ რუსული პროპაგანდისთვის. ისინი მუდმივად იტყუებიან. მინდა, მათ…

მეტი...

„ახლავე შემიძლია დავურეკო ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თქვენ ეს შეგიძლიათ“ – რა უთხრა კულებამ ლავროვს

​ლავროვი-კულებას შეხვედრა არსებითი შეთანხმებების გარეშე დასრულდა, თუმცა, როგორც უკრაინის საგარეო მინისტრი აცხადებს, იმედი აქვს, რომ ლავროვი დეტალურად მოუყვება საუბრის შინაარსს მის პრეზიდენტ პუტინს. „შევთავაზე ჩემი წინადადება, რომელსაც სერგეი ლავროვმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ისევ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებების ოთახიდან გასვლის შემდეგ ამას მაინც გააკეთებს. ასევე, ვუთხარი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სმარტფონები. ალბათ მინისტრ ლავროვს აქვს ბოლო „აიფონი“, მაგრამ ეს სხვა ამბავია.  ვუთხარი, რომ შემიძლია, დაუყოვნებლივ დავურეკო ჩემს ოფიციალურ პირებს, ჩემს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავარსარდალს და მე 100 პროცენტით გპირდებით, რომ ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას. მე მზად ვარ, გავაკეთო ეს ახლავე, თქვენი თანდასწრებით.…

მეტი...

„ჩვენი მოთხოვნა, უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული“ – ლავროვი ყველას ადანაშაულებს

„ჩვენი მოთხოვნა, უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული“ – ლავროვი ყველას ადანაშაულებს რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკა ყველაფერს აკეთებს როცა საკითხი რუსოფობიას ეხება.  მის თქმით, რუსეთის დიპლომატიის მომხრეა, თუმცა, სამხედრო ოპერაცია აუცილებელი გახდა. „ჩვენ გვინდა, მოვაგვაროთ კონფლიქტი დიპლომატიური საშუალებებით, ჩვენ ნატო-სა და ამერიკას გავუგზავნეთ მოთხოვნები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის მოიცავს კონტინენტის ყველა ქვეყანას უკრაინის ჩათვლით და იყო მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც საფრთხის შექმნის თავიდან აცილებას უკავშირდება. ჩვენ გვინდა, უკრაინა იყოს მეგობრული, დემილიტარიზებული, ნეიტრალური, რომელიც საფრთხეს არ უქადის, რომელიც არ გახლავთ ნაცისტური სახელმწიფო, რომელიც არ აკრძალავს რუსულ კულტურას, რუსულ…

მეტი...

პუტინი ზელენსკის იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ზელენსკი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს

თურქეთში მყოფმა სერგეი ლავროვმა, პუტინი-ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზელენსკის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება იგულისხმა. „პრეზიდენტი პუტინი თავს არასდროს არიდებს კონტაქტებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. უნდა არსებობდეს სპეციფიკური განსახილველი საკითხები. ჩვენ შევეხეთ ამ თემას ბატონ კულებასთან და მე შევახსენე მას, რომ ჩვენ ყოველვის მხარს ვუჭერთ შეხვედრას, თუ იქნება დამატებითი ღირებულება და ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში. ანუ, უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აღნიშნულ შეხვედრაზე“ – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ევროკავშირი ტერორისტებს უწყობს ხელს

სერგეი ლავროვმა, ანტალიაში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების  შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და უკრაინის დაპყრობა რუსეთის ი ინტერესებში არ შედის. რუსმა საგარეო მინისტრმა უკრაინისთვის იარაღის მოწოდების გამო დასავლეთიც გააკრიტიკა. „უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროკავშირი ყველა თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას. ტერორისტები მათ ძალიან ხშირად იყენებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხე შეექმნათ. სად მოხდება ამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადატანა, ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ვუსვამთ. როდესაც ისინი ინტერესდებიან იმით, თუ როგორ უნდა…

მეტი...

„ჩვენ გვინდა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება“ – სერგეი ლავროვი

ანტალიაში, რუსეთ-უკრაინის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვი ისევ თავის მართლების რეჟიმშია და აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესია ევროპის უსაფრთხოება. როგორც ლავროვმა  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე უკრაინისგან იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერას ელოდება. „შევახსენეთ კოლეგებს, რომ რუსეთმა ბელორუსში დააყენა კონკრეტული წინადადებები. უკრაინულმა მხარემ კი წაიღო კიევში ეს დოკუმენტები და დაგვპირდა რომ ექნებოდათ პასუხი. ახლა, ჩვენ ველოდებით პასუხს დოკუმენტზე ხელის მოწერის  და არ გვინდა უკრაინა გამოძვრეს სიტუაციიდან“ – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინისგან დანებებას ითხოვს.  მისივე თქმით, მნიშვნელოვანია,  რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ევროპის კონტინენტზე დაცული იყოს უსაფრთხოება. რუსეთი გააგრძელებს…

მეტი...

„ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას“ – ლავროვი-კულებას შეხვედრა

თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადებები სერგეი ლავროვმაც გააკეთა. როგორც რუსი დიპლომატი აცხადებს, მთავარი იყო ჰუმანიტარული დერეფანი, რომელსაც უკრაინა სათავისოდ იყენებს. „ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, არ უკრაინას დავსხმივართა თავს.  ჩვენ დავეთანხმეთ მოლაპარაკებებს, რომელსაც ჩვენი თურქი კოლეგები გვთავაზობდნენ. ამ მოლაპარაკების ძირითადი მიზანი უნდა იყოს ჰუმანიტარული საკითხები.  ეს მოლაპარაკება არ ჩაანაცვლებს იმ  ფორმატს, რომელიც ბელორუსში მიმდინარეობს. ბელორუსის ფორმატი უალტერნატივოა. ძირითადად, ჰუმანიტარულ საკითხებზე ვისაუბრეთ და უკრაინელ კოლეგებს განვუმარტეთ რა ღონისძიებების გატარება ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. ასევე, უკრაინელები მშვიდობიან მოქალაქეებს იყენებენ მძევლად. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნების…

მეტი...

რუსეთი გააგრძელებს ომს, სანამ უკრაინა არ დანებდება

უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებისთ რუსეთ არ აპირებს და გაჩერებას და ომს მანამ გააგრძელებს, სანამ უკრაინა არ დანებდება. აღნიშნული განცხადება საგარეო მინისტრმა ანტალიაში, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, „ლავროვი დეტალებში არ შესულა და თქვა, რომ ყველა სხვა საკითხი ე.წ. ბელორუსის შეხვედრის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. მან თქვა რომ ისინი გააგრძელებენ აგრესიულ საომარ მოქმედებებს, ვიდრე უკრაინისგან არ მიიღებენ პირობას მათი მთავარ მოთხოვნების შესრულებაზე. მათი მთავარი მოთხოვნა კი ჩვენი დანებებაა. ისინი ცდილობენ, მოკლან იმედი მშვიდობიან მოქალაქეებში. ისინი ჩადიან მკვლელობებს. საუბარია რუსეთის შეიაღარებულ ძალებზე, რომელსაც ისინი ჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე. მე ლავროვს მოვუყევი ლავროვს მოვუყევი იმ…

მეტი...

„რუსეთი არ არის მზად, დასრულდეს ომი“ – ლავროვი-კულებას შეხვედრა დასრულდა

„ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რასაც ლავროვისგან ვისმენდი“ – ეს განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ, ანტალიაში, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ომის დასასრულებლად ზად არ არის. „არ მაქვს იმედი, რომ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება. იმედი მაქვს, რომ რუსეთი რეალური განზრახვა იქნება რეალური დიალოგი და არა პროპაგანდაზე დაფუძნებული ყალბი ინფორმაციის გავრცელება. როცა რუსეთი მზად იქნება ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენც ვიქნებით მზად. ადამიანების სიცოცხლე ჩვენთვის მთავარი ფასეულობაა. მოლაპარაკებების დროს დიდი დრო დაეთმო ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, რადგანაც ახლა ეს მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რასაც ლავროვისგან ვისმენდი. მაქვს განცდა,…

მეტი...

რუს ოლიგარქებს ბრიტანეთმაც „დაარტყა“

დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქების ქონება გაიყინა. გაერთიანებულმა სამეფომ ახალი სანქციების ამოქმედება დაიწო.  ამჯერად, აქტივებით ვერ ისარგებლებს 7 რუსი ბიზნესმენი. მათ შორის მოხვდა კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩი,  იგორ სეჩინი, ოლეგ დერიპასკა და დიმიტრი ლებედევი. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ბრიტანეთი  ვერ იქნება თავშესაფარი მათთვის, ვინც პუტინის რეჟიმს და იმს უწყობს ხელს.  

მეტი...

მსოფლიოს ყურადღება, უკრაინის პარალელურად ანტალიისკენაა, სადაც მოლაპარაკება დაიწყო

ამ წუთებში, ანტალიაში უკრაინის საგარეო მინისტრისა და რუსეთის საგარეო მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა თურქეთის პირველი დიპლომატის, შუამავლობით შედგა. ანტალიაში მედია თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩავიდა. შეხვედრების ადგილი სასტუმრო “რეგნუმია“.  ომში ჩართული მხარეების შეხვედრის დაწყებამდე კი დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ცალ-ცალკე თურქეთის საგარეო მინისტრსაც შეხვდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლავროვი და კულება პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

მეტი...

რუსული ჯარის ნახევარზე მეტი წვევამდელია, ბევრი უკვე ტყვეა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში გაგზავნილი ჯარისკაცების უმეტესობა წვევამდელები არიან. 300-ზე მეტი წვევამდელი, რომელიც უკრაინელების ტყვეობაშია, უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. „დატყვევებული წვევამდელებმა საინტერესო ამბებს ყვებიან. მათ შორის სირიის მეთოდზე უკრაინაში, როდესაც ისინი ალყაში აქცევენ ქალაქებს და იქიდან გამომდინარე, რომ ვერ უგებენ უკრაინულ ჯარს, ცდილობენ მოუგონ მოსახლეობას. ანალოგიურად, როგორც მარიუპოლში ხდება,“- აცხადებს არესტოვიჩი. მისივე თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ჯარის ნახევარზე მეტი სწორედ წვევამდელია.  

მეტი...

უკრაინაში დატყვევებული რუსი წვევამდელები ოჯახის წევრებს შველას სთხოვენ

ასობით რუსი ტყვე უკრაინელების ხელშია. მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სისასტიკის და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა, ისინი ცოცხლები არიან და პირიქით, საკვებსაც კი აძლევენ. ტყვეებს საკუთარ ოჯახებსაც აკავშირებენ, რომლებიც მშობლებს დახმარებას სთხოვენ და უმტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ სად მიდიოდნენ და როგორ მოხვდნენ ომში. რუსი ტყვე: „მოგვატყუეს, ტყვედ აღმოვჩნდით დედა. ყველა ბავშვი ტყვედ ვართ. საშინელება ხდება. ხოცავენ ყველას ბავშვებს, ქალებს. თუ ჩვენ მოვკვდებით, ეს იქნება მხოლოდ თქვენთვის, ყველას გააგებინეთ ეს ყველაფერი. პუტინი შეეცდება, იქ, რუსეთში არავინ გაიგოს ეს სიმართლე.  ყველას გააგებინეთ რაც აქ ხდება, ბევრი დაიხოცა, იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდნენ“. ტყვე: „მე…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 12 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 123-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის…

მეტი...

ვირუსით 29 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 96, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 166, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.  

მეტი...

ვირუსით 1 970 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 645 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 970  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  15.58%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 631 900-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.09%.  

მეტი...

ორი ქალაქი ისევ დაიბომბა, შეტაკებები მთელი ღამე გრძელდებოდა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქების დაბომბვა მთელი ღამე გრძელდებოდა. იერიში განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებსა და საცხოვრებელი კორპუსებზე.  რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სუმსა და ახტირკაზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვში,  ახტირკასა და მარიუპოლში. სუმში ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც გაიხსნება.

მეტი...

უკრაინა 1.4 მილიარდ დოლარს მიიღებს   

უკრაინა ომის გასამკლავებლად 1.4 მილიარდ დოლარის დახმარებას  მიიღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხა  ქვეყანას ომის შედეგებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.

მეტი...

დაბომბილი სამშობიარო და დაშავებული მშობიარეები

ასე გამოიყურება მარიუპოლშო დაბომბილი სამშობიარო სახლი. რუსულმა ჯარებმა საცხოვრებელი კორპუსების, ბავშვთა სახლისა და საბავშვო ბაღის შემდეგ, სამშობიაროსაც დაარტყეს. სამშობიაროში ათეულობით მშობიარე და მეძუძური დედა იმყოფებოდა.

მეტი...

მუქარა ბირთვული ომის გამოყენებით  

რუსეთის პრეზიდენტის მუქარას ბირთვულ ომთან დაკავშირებით   უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეფასებას აკეთებს და არ სჯერა, რომ ის ამას გააკეთებს. „ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, ხოლო მეორეა, ჩაიდინო თვითმკვლელობა“, – განაცხადა ზელენსკიმ „ბილდთან“ინტერვიუში. თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

მეტი...

„რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ გააკეთა და “ომის დანაშაული” უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ეს შენობები დანგრეულია და იქ მყოფი ადამიანები არავისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენდნენ. „ბომბი  დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია. ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო, რატომ იყვნენ ისინი საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის. როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას…

მეტი...

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი რუსეთისგან მომავალ  მორიგ საშიშროებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, ქიმიური იარაღის გამოყენებას. ,,როდესაც რუსეთს აქვს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, თვალყური უნდა ვადევნოთ რუსეთს, რადგან შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან შექმნას ,,ცრუ დროშის” ოპერაცია მათი გამოყენებით“ – აცხადებენ თეთრ სახლში. ჯენ ფსაკის შეფასებით,  რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ისევე, როგორც იმის გამოცდილება, რომ დაადანაშაულოს დასავლეთი იმ დარღვევებში, რომლებსაც რუსეთი თავად ახორციელებს.

მეტი...