„შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი კრემლს კიდევ ერთხელ მიმართავს. პუტინისთვის გზავნილი უცვლელია – „შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“. იენს სტოლტენბერგი იმეორებს ადრე ნათქვამ სიტყვებს, რომ პუტინმა შეარყია ევროპის უსაფრთხოება. რუსეთმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში. „პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო სასტიკი ომი, მშვიდობიანი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიდრეკილია, აირჩიოს საკუთარი გზა – დემოკრატიისა და თავისუფლების გზა. პრეზიდენტ პუტინის ომი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, არამედ ცდილობს, გაანადგუროს მთელი საერთაშორისო წესრიგი“ –  აცხადებს იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ და რუსეთს სანქციების სახით მძიმე საფასური დააკისრეს.…

მეტი...

უკრაინა გერმანიას სთხოვს, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ორგანიზება მოახერხოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების თხოვნით უკრაინულმა მხარემ გერმანიის კანცლერს მიმართა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თანახმაა, მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს და შუამავალი მხარე იყოს. დათანხმდება თუ არა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას, ამ ეტაპისთვის უცნობია.

მეტი...

ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს ისევ „დაარტყა“

ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, შეზღუდვაში დამატებით 160 პირი მოექცა. „კიდევ უფრო ვაძლიერებთ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“- წერს  ფონ დერ ლაიენი. სანქციები ბელარუსის საბანკო სექტორს, რუსეთის ფედერაციის საზღვაო სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტსა და კრიპტოაქტივებსაც ეხება.  

მეტი...

ჩერნობილში რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არსებობს, ვადა 48 საათია

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულის გამო,  რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე იზრდება. ამ ეტაპზე, მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია. თუ კვების წყაროს აღდგენა არ მოხდა, საფრთხე რეალურია. „დაზიანებულია ერთიანი ელექტრო ქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც დაიპყრო რუსეთის არმიამ. ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და მიეცით საშუალება სარემონტო განყოფილებებს განაახლონ ელექტრომომარაგება.  სათადარიგო დიზელის გენერატორები, რომელიც ამჟამად ამუშავდა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს მხოლოდ 48…

მეტი...

„თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს“ – ივა ჭყონია

„საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია“ მოსახლეობას მიმართავს, პროდუქტების პანიკურ შესყიდვას ნუ ახორციელებენ, რადგანაც ეს არსებულ ფასს ზრდის და ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი ჩნდება. როგორც ივა ჭყონიამ „მედიაცენტ მთვარს“ განუცხადა, ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. პრობლემა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვმა შექმნა. “რასაც ვხედავთ, ეს არის პანიკური ფონი, რაც  ძალიან ცუდია. როდესაც დახლზე ერთი ბევრ პროდუქტს ყიდულობს, მეორეც იგივეს აკეთებს, რაც იწვევს პანიკას და დახლი ცარიელდება. პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვში შეიქმნა პრობლემა.  საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტები გაიგზავნა უკრაინაში  დასახმარებლად. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა პირველად პროდუქტებზე. ზოგი პროდუქტი ლარსზეა გაჭედილი. თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ,…

მეტი...

უკრაინა ყველას მოუწოდებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღების მიღების შესახებ

უკრაინულმა მხარემ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და ყველას მოუწოდა ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას,  ქვეყანამ რა შეიარაღება მიიღო პარტნიორებისგან. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინის დასაცავად დახმარების მისაღებად. „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არის ძალიან დელიკატური სფერო, რომელიც მოითხოვს უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას, განსაკუთრებით ომის დროს. მივმართავ ყველას: გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ შეტყობინებებს გარკვეული ქვეყნების მიერ ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ. გთხოვთ, ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავოთ. ამ თემებზე საუბრის უფლება ექსკლუზიურად ოფიციალურ პირებს დაუტოვეთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ როგორც უკრაინული მხარე, ისე პარტნიორები საჯაროდ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რა შეიარაღება გადასცეს და რა შეიარაღება მიიღო…

მეტი...

ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ პროდუქციის დეფიციტი არ აქვთ – პანიკური შესყიდვა გრძელდება 

ქსელურ მარკეტებთან განსხვავებით, ჰიპერმარკეტებში პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. როგორც „აგროჰაბის“ დირექტორმა ლაშა გოცირიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, გაზრდილია მოთხოვნა შაქარზე, თუმცა, დეფიციტი არ აქვთ. ლაშა გოცირიძე: „მომატებული მოთხოვნაა შაქარზე, თუმცა, ამ ეტაპისთვის, დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე გაგვაჩნია. ყველაფერი გვაქვს საკმარისი ოდენობით. რაც შეეხება ფასს, შაქარი 3.60 ლარი ღირს. ფასი გაიზარდა იმიტომ, რომ მომწოდებელმა გაზარდა. როცა მომწოდებელი ფასს ზრდის, ბუნებრივია, ეს ქსელშიც აისახება“ – გვითხრა ლაშა გოცირიძემ. კითხვას, რა პროდუქტებს იღებთ უკრაინიდან და რუსეთიდან, რადგანაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ იყოს პრობლემა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო დეფიციტი გაჩნდება, გოცირიძემ გვიპასუხა:…

მეტი...

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება გართულებულია

უკრაინის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან შეწყვეტილია. როგორც დირექტორი აცხადებს, ელექტროსადგურზე დასაქმებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ჯგუფებს ტერიტორიიდან მას შემდეგ არ უშვებენ, რაც ელექტროსადგური რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს, არადა, მათი შეცვლა აუცილებელია. „თანამშრომლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე. მათ დასვენება და შეცვლა სჭირდებათ, თუმცა, რუსის ჯარების ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.  ბირთვულ ობიექტებში მომუშავე პერსონალს უნდა შეეძლოს დასვენება და მუშაობა ცვლაში, რაც აუცილებელია საერთო ბირთვული უსაფრთხოებისთვის“ – აცხადებს გროსი.

მეტი...

შაქარი და წიწიბურა დახლებიდან გაქრა, შიშით მოსახლეობა ყველაფერს იმარაგებს  

პანიკური შიში გამო, მოსახლეობა ყველანაირ პროდუქტებს იმარაგებს, რამაც ბაზარზე გავლენა იქონია. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები დახლებიდან გაქრა. ბიზნესი ამ ყველაფერს კი მოსახლეობის შიშს აბრალებს და აცხადებს, რომ სჭირდებათ თუ არა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველანაირ პროდუქტს იმარაგებს, განსაკუთრებით კი პირველადი მოხმარების პროდუქტებს. „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა. „გიდასტურებთ, რომ სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაიზარდა. გუშინ, შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული. ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას. ეს ბაზარზე დეფიციტსაც გამოიწვევს და ფასებიც ხელოვნურად გაიზრდება“…

მეტი...

მაღაზიები დაცარიელდა, პირველადი მოხმარების საკვები დეფიციტშია

შაქარი, მარილი, ზეთი, ბურღულეული, წიწიბურა – ეს იმ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დახლებიდან გაქრა. მოსახლეობამ, პირველადი მოხმარების პროდუქტები მაღაზიებიდან და საწყობებიდან ტომრებით გაიტანა, რამაც დეფიციტი შექმნა, მიუხედავად ფასის მატებისა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შიში რომ პროდუქტები გაქრება, ბევრს გაუჩნდა. როგორც სასურსათო მაღაზიებსა და საწყობებში აცხადებენ, მოსახლეობას ფქვილი, შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული ტომრებით მიაქვს. ამიტომ, დეფიციტი შეიქმნა. იქ, სადაც აღნიშნული პროდუქტები ჯერ კიდევ შემორჩათ, გარკვეული შეზღუდვები დააწესეს და ერთ პირზე შეზღუდული რაოდენობით ყიდიან. შიში კი იმან გამოიწვია რომ აღნიშნული პროდუქტების ძირითადი მომწოდებლები სწორედ უკრაინა და რუსეთია.

მეტი...

21:00 საათამდე „სიჩუმის საათი“ გამოცხადდა, მოსახლეობა უკრაინიდან გარბის

ოკუპანტი ქვეყანა და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მოსახლეობას ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე საათს მისცემენ, შეთანხმების მიხედვით, ცეცხლი 21:00 საათამდე არ გაიხსნება. მოსახლეობის გაყვანა კი 6 პუნქტიდან მიმდინარეობს. უკრაინის რეინტერგაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მათ „წითელ ჯვარსაც“ მიმართეს. „ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოდარი-ზაპოროჟიე, სუმი-პოლტავა, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, იზიუმი-ლოზოვაია და კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ვორზელიდან, ირპინიდან, ბოროდიანკიდან და გოსტომელიდან დედაქალაქ კიევისკენ“ – განმარტავს მინისტრი. დამატებით, გადარჩენის ოპერაცია იგეგმება ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლში, სადაც 50 ბავშვის და 26 თანამშრომელი იმყოფება.  

მეტი...

„კითხვა მგონი არ უნდა დაისვას –  ვინ დაიწყო ომი” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას – ვინ დაიწყო ომი?  ყოყმანის გარეშე პასუხობს და აცხადებს, რო ომი რუსეთმა დაიწყო. „თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ.  კითხვა მგონი არ უნდა დაისვას – ვინ დაიწყო ომი.  პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა. თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი“ – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მეტი...

თაგვმა ახალგაზრდა მამაკაცს თითზე უკბინა, მას თაგვი კატისთვის უნდოდა

თაგვმა ახალგაზრდა მამაკაცს თითზე უკბინა. როგორც დაზარალებულმა „მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ის ეზოში მინდვრის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწიდან პატარა თაგვი ამოძვრა. მამაკაცი შეეცადა მის დაჭერას რომ კატისთვის მიეტანა. „პატარა წრუწუნა იყო, ადრეც დამიჭერია კატისთვის. ხელი როგორც კი მოვკიდე, მიკბინა, სისხლი წამოვიდა. სახლში დავიმუშავე“ – უთხრა მამაკაცმა “მედიაცენტრ მთავარს”. ახლობლების რჩევით, ის, კბენიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ მივიდა რაბიოლოგთან. მას ერთჯერადად 7 ნემსი გაუკეთეს და პროცედურა კიდევ 4-ჯერ უნდა ჩაიტაროს. შეგახსენებთ, რომ თაგვის კბენა განსაკუთრებით საშიშია ცოფისა და ტეტანუსიც გავრცელების მხრივ.  როგორც რაბიოლოგები აცხადებენ, აუცილებელია  აცრის გაკეთება, რადგანაც ორივე ინფექცია ძალიან საშიშია და სიკვდილსაც…

მეტი...

ვირუსით 26 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 46, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 57, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.      

მეტი...

ვირუსით 865 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 733 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 820  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.19%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 629 930-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.55%.  

მეტი...

უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები ხვალ თურქეთში შეხვდებიან  

მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი საკურორტო ზონა – ანტალია, მომლაპარაკებელი პირები კი სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება იქნებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ანტალიაში სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა იგეგმება. კრემლის ინფორმაციით,  სერგეი ლავროვი დღეს გაემგზავრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე, სადაც დაგეგმილია მისი კონტაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მეტი...

„მიმიფურთხებია თქვენი სანქციებისთვის” – კადიროვი იაპონიას ემუქრება  

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იაპონიას სამაგიეროს უხდის და სანქციებს უწესებს. „ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობა მოვაკლო. მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება. მაგრამ სერიოზულად, იცით, მიმიფურთხებია ნებისმიერი ქვეყნის სანქციებისთვის. მხოლოდ ერთი რამის მეშინია – უფლის სანქციების ქვეშ მოვექცე! მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია!”,  – აცხადებს კადიროვი.  

მეტი...

2 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია, ბევრი საზღვარს მარტო კვეთს

საერთაშორისო ორგანიზაციამ – „Save The Children“უკრაინიდან ლტოლვილთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 2 მილიონი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც საზღვარს უფროსის, გარეშე, დამოუკიდებლად კვეთენ და სამშვიდობოს გადადიან. „მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომაკვდინებელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, გზავნიან თავიანთ შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან, რათა მათ უსაფრთხო ადგილი ნახონ უკრაინის ფარგლებს გარეთ. თავად კი, რჩებიან შინ, ქვეყნის  სახლების დასაცავად“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა საგოიანი. უკრაინელი ლტოლვილების მიმღებთა შორის, ყველაზე დიდი წილი პოლონეთზე მოდის, დანარჩენი კი მეზობელ ქვეყნებში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ქვეყნას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს…

მეტი...

„პუტინის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივaნმა, კანადის, ლატვიისა და ესპანეთის ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ნატოს გაფართოებაზე ისაუბრეს. „NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კიდევ უფრო გაძლიერდება“ – ასეთია მათი გზავნილი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად. „უკრაინაში პუტინის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია. მან შეარყია საერთაშორისო წესრიგი და აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთთან კონფლიქტს. ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვართ, რათა შევაჩეროთ ყოველგვარი თავდასხმა ნატოს ნებისმიერ მოკავშირე ქვეყანაზე. სანამ ერთად ვდგავართ, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და…

მეტი...

რუსეთიდან გარკვეული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი იკრძალება

რუსული ბაზრისა და მარაგების დასაცავად, ვლადიმერ პუტინმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნიდან გარკვეული ნედლეულის ექსპორტი და იმპორტი შეზღუდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩამონათვალი აკრძალვა რა პროდუქტებსა და ნედლეულს შეეხება, ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.  როგორც აღნიშნული სია, ისე ქვეყნების ჩამონათვალი, ვისაც პუტინის გადაწვეტილება შეეხება, უახლოეს დღეებში გავრცელდება. კრემლში აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო სანქციების გამო მიიღეს.

მეტი...

უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებათ

უკრაინა, ქვეყნის დასაცავად ჩასულ უცხოელებს საკუთარ მოქალაქეობას სთავაზობს. იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში საომრად და ქვეყნის დასაცავად ჩავიდნენ, უკრაინის მოქალაქეობა ექნებათ. აღნიშნულ გზავნილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილე ევგენი იენინი ავრცელებს. „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი პირები დაინტერესებულები არიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას“,- განმარტავს იენინი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქვეყნის დასაცავად საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან.

მეტი...

„სანქციებს არ ვუერთდები, მთავარია ბილეთი გაიყიდოს, რით გაიყიდება, არ მადარდებს“ – თამაზ გაიაშვილი

“ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ის რუსეთის მიმართ მსოფლიო სანქციებს არ უერთდება და არც არანაირი ვალდებულება აქვს შეუერთდეს. მისი თქმით, მთავარია თვითმფრინავის ბილეთები გაიყოდოს და როგორ და ვისზე გაიყიდება არც ადარდებს. საუბარია საქარველოში უპრეცენდენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეების შემოდენებაზე. „საქართველოს ავიახაზებს“ დღეში ამდენი ფრენა არასდროს ჰქონია. რუსეთის მოქალაქეებით დატვირთული თვითმფრინავები საქართველოში შემოდიან და შემოდიან, რეისები ერთმანეთის მიყოლებით სრულდება. ბილეთების ფასიც კატასტროფულ მაქსიმუმამდეა და რამდენიმე თვის ბილეთების უკვე გაყიდულია. როგორც გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები რა ბარათებით იყიდიან ბილეთებს, ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს. “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე კი გადახდის სისტემაში…

მეტი...