დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ წვევამდელები მოტყუებით წაიყვანეს ომში და ხოცავენ

დუმის ერთადერთი წევრი, რომელიც ხმამაღლა საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომში წვევამდელების მოტყუებით წაყვანაზე, დეპუტატი ნარუსოვაა. ის, დუმაში საჯაროდ გამოვიდა და მოითხოვა ინფორმაცია, რატომ ხოცავენ და წვევამდელი  ადამიანი დახოცეს უკრაინაში. „საომარი მოქმედებების ზონიდან გაიყვანეს წვევამდელები, რომლებსაც ან აიძულეს მათი ნების საწინააღმდეგოდ კონტრაქტზე ხელი მოეწერათ ან მათ მაგივრად სხვამ, ხელმძღვანელობამ მოაწერა ხელი. ერთი ბატალიონიდან, რომელშიც 100 წვევამდელი ირიცხებოდა, საომარი მოქმედებების ზონიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა  ცოცხალი. გამოვითხოვე ეს ინფორმაცია, ან დამიდასტურეთ ან უარყავით-მეთქი, თუმცა სამხედრო დეპარტამენტი ამ დრომდე უარს აცხადებს ინფორმაციის გავრცელებაზე“ – ეს განცხადება დუმის წევრმა საჯარო სხდომაზე გააკეთა. თავად ასობით წვევამდელიც, რომელიც უკრაინაში…

მეტი...

„მიზანს მივაღწიეთ, ყველაფერი გავანადგურეთ“ – პუტინი ტრაბახობს

რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე საათის განმავლობაში „აეროფლოტის“ თანამშრომლებს შეხვდა. მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და „ბორტგამცილებლები“ დაამშვიდა, რო ყველაფერი კარგადაა და რუსეთი ამ ომში წარმატებულია. „მიზანს  მივაღწიეთ, გავანადგურეთ მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურაა, მთელი არა, მაგრამ ძირითადი – საწყობები, შეიარაღება, საბრძოლო მასალები, ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საბოლოო განადგურებას სჭირდება გარკვეული დრო, ის ჯერ უნდა გამოვავლინოთ და შემდეგ გავანადგურეთ. პრაქტიკულად, ეს სამუშაო დასრულებულია და განადგურება ახლოსაა“ – ასე იწონებდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი თავს „ბორტგამცილებლებთან,“ რომლებიც სანქციების გამო უკვე ვერ დაფრინავენ. მას არც ერთი სიტყვა დასცდენია 10 000-ზე მეტ რუს წვევამდელზე, რომელიც უკრაინაში…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი „ბორტგამცილებლებს“ ხვდება

პუტინი მათ ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე ესაუბრება და საკუთარ შესაძლებლობასა და ძალაზე აკეთებს  აქცენტს. ამ წუთებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული ავიაკომპანიების „ბორტგამცილებლებს ხვდება. რუსეთის პრეზიდენტი მათ ისევე მასპინძლობს, როგორც თვითმფრინავში. შეხვედრის მაგიდასთან ყველა სტუმარს ანალოგიური ულუფა დაახვედრეს, როგორც თვითმფრინავში. პუტინი მათ ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე ესაუბრება და საკუთარ შესაძლებლობასა და ძალაზე აკეთებს  აქცენტს.

მეტი...

„სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს“ – პუტინი მსოფლიოს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპისა და ამერიკის მხრიდან რუსეთში დაწესებულ სანქციებზე პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს იგივე ომია. მისი განცხადებით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა. „რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა მან ცის დაკეტვაზეც ისაუბრა. „რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას. ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“ – ასეთია მისი გზავნილი. ის უკრაინაში ომის დაწყებას ამართლებს და…

მეტი...

ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, შენობის მეპატრონე კი პასუხისმგებლობას გაურბის

თბილისში, ერწოს ქუჩაზე ორი ავარიული შენობა ჩამოინგრა. ორივე დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილას მდებარეობს. ადგილობრივებს გაუმართლათ, რომ ქარიშხალი იყო და გარეთ არ იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ, მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. ადამიანები არა, თუმცა, ნანგრევებმა ძვირადღირებული მანქანა გაჭყლიტა, თუმცა, ეს შენობის მეპატრონისთვის არაფერს ნიშნავს. ერწოს 6 და 11 ნომრებში რომ ორივე შენობა ავარიული იყო და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამონგრეულიყო და უბედურება მომხდარიყო, კარგად იცოდა სააქციო საზოგადოება „საქტელეფონმშენმა“, თუმცა, იცოდა და მორჩა. არც არაფერი გაუკეთებია, არც ის ელემენტარული, რომ პერიმეტრი ან შემოეფარგლა, ან შეეფუთა, ან გამაფრთხილებელი ნიშანი  მაინც დაეკიდა, რომ გავლა საშიშია. არა, არაფრი გაუკეთებია.…

მეტი...

ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვის აზრით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია, რომ მას ნატო გვერდით არ დაუდგა ისე როგორც იმედოვნებდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ზეა დამოკიდებული – მოაგვაროს სიტუაცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლო ახალ რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის “მილიტარისტული სიგიჟე” აჩვენებს, რომ მას მოლაპარაკებები არ სჭირდება, რაზეც ლავროვი იმედოვნებს, რომ – ეს შეიცვლება. “მისი ასეთი მილიტარისტული სიგიჟე, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ მას მოლაპარაკება არ სჭირდება.…

მეტი...

ალა პუ­გა­ჩო­ვამ ოჯახ­თან ერ­თად რუ­სე­თი და­ტო­ვა

ალა პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი, ოჯახ­თან ერ­თად, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ტო­ვა – ინ­ფორ­მა­ცია უკრაინულ მე­დი­ა­ში ვრცელდება. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, მან პუ­გა­ჩო­ვა უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში შე­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ალა ბო­რი­სოვ­ნა კერ­ძო თვიმთფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლობს. ვარ­სკვლა­ვურ ოჯახს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტი არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ერთი კვი­რაა, რაც რუ­სეთ­ში აღარ არი­ან.

მეტი...

“სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი შენ!” – ანუკი არეშიძე თინა კანდელაკს

სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი შენ! – ასეთი შინაარსის კომენტარი დაუწერა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტ თინა კანდელაკს ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ.

მეტი...

უკრაინაში ბოშებმა რუსებს ტანკი კიდევ მოპარეს (ვიდეო)

რუსეთ-უკრაინის ომში, სამხედრო პირებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაც შეძლებისდაგვარად ჩაერთო. დიდები, პატარები, ქალაქები, ბავშვები – ვინ „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაშია ჩართული და ვინ რუსის ჯარისთვის შიშველი ხელებით გზის გადაღობვაში. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შიშველი ხელებით რუსის ტანკებს გზა გადაუღობა, მათი ყურადღება მიიქცია და ამ დროს, ადგილობრივმა ბოშებმა ოკუპანტების ტანკი გაიტაცეს, აი ასე, მარტივად, ტრაქტორს მიაბეს და წაიყვანეს.

მეტი...

შეთანხმება დარღვეულია – დაბომბვა განახლდა

რუსულმა ჯარებმა დაარღვიეს შეთანხმება და ისევ დაბომბეს დასახლებული პუნქტები. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მათ შორისაა, ქალაქი ვოლნოვახა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერშუკის განცხადებით, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჯერჯერობით, შეუძლებელია. მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მარიუპოლისა და ვოლნოვახას ტერიტორიების დაბომბვები შეწყდება, იმისათვის, რომ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ დატოვონ სახლები. ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა უკრაინულ მხარესთან შეთანხმებულია.

მეტი...

უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ვრცელდება ინფორმაცია ​​უკრაინიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ, უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მგზავრობა უფასოა! 5 მარტის საევაკუაციო რეისები: რეისები სადგურ Київ-დან: 04:21 – №150 Чернівці – Полтава 04:21 – №130 Ворохта – Кременчук 04:36 – №1 Івано-Франківськ – Костянтинівка 05:38 – №138 Краматорськ – Хмельницький 06:23 – №142 Львів – Лиман 06:23 – №114 Львів – Лиман 09:00 – №705 Дарниця – Львів 10:00 – №715 Дарниця – Львів 12:06 – №45 Ужгород – Краматорськ 13:34 – №114/142 Лиман – Львів 14:07 –…

მეტი...

უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი ლიკვიდირებულია – დენის კირეევი ღალატში ამხილეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილა. დენის კირეევი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ღალატში მხილებული კირეევი დაკავებისას მოკლეს. კირეევი სწორედ ის პირის, ვინც რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებაში, რომელიც ორჯერ გაიმართა, პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსით მონაწილეობდა.

მეტი...

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ -ზელენსკი

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას ახორციელებს ხარკოვის მახლობლად, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში. „რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ საზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 000 მოკლულ რუს ჯარისკაცს. 10 000 – ეს საშინელებაა. ბიჭები 18, 20 წლის. ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვები. ჯარისკაცები, რომლებმაც ვერც კი ახსნეს, რატომ აპირებენ ბრძოლას. რისთვის და რატომ არიან ისინი უცხო მიწაზე. 10 000. რუსეთს ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამის შეთავაზება შეეძლო“, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა…

მეტი...

დღეიდან ადამიანები დაიღუპებიან თქვენი სისუსტის გამო – ზელენსკი NATO-ს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ალიანსი არ ჩაკეტავს უკრაინის საჰაერო სივრცეს და არც ჯარს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, ალიანსმა ამ გადაწყვეტილებით რუსეთს უკრაინის დაბომბვაზე მწვანე შუქი აუნთო. ნატომ შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ცა არ დახურონ, ნატომ შეიქმნა ნარატივი, რომ  თუ უკრაინის ცას ჩაკეტავენ, ეს რუსების პროვოკაცია იქნება, რათა ნატოს წინააღმდეგ აგრესია გამოავლინონ. ეს თვითჰიპნოზია. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე და ადაიანობაზე, თუმცა იმ შეკრებაზე რაზე ფიქრობდით. ის ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან თქვენ გამო დაიღუპებიან, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი არაერთიანობისა და დაშლის გამო.  ნატომ უკრიანისთვის მხოლდო ის…

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტებმა თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი შეღებეს

სამოქალაქო აქტივისტებმა თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი შეღებეს, რუსეთში მოღვაწე მომღერლის თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი პროტესტის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. აქტივისტებმა ასე გამოხატეს პროტესტი საქართველოში იმ მომღერლის ვარსკვლავის არსებობაზე, რომელიც კრემლში კონცერტს მართავს. 6 მარტს, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტზე რუსებთან ერთად, იმღერებენ წარმოშობით ქართველი მომღერლებიც. ესენი არიან: თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია. ქართული წარმოშობს მომღერლები კონცერტს ქალთა საერთაშორისო დღეს უძღვნიან.

მეტი...

anonymous-მა რუსეთის მთავრობის სერვერებზე თავდასხმები გამოაცხადა

“სეზონი გახსნილია” – ჰაკერულმა დაჯგუფება anonymous-მა  რუსეთის მთავრობის სერვერებზე თავდასხმები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას anonymous-ი twitter-ზე ავრცელებს. ჰაკერული კოლექტვი – anonymous რუსეთის წინააღმდეგ კიბერ ომს კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დღიდან, აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ, anonymous-მა რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნის ბელარუსის სარკინიგზო შიდა ქსელიც დახაკა.

მეტი...

რუსეთმა ბელაია-ცერკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსული არმიის ახალი სამიზნე ბელაია-ცერკოვია. ოკუპანტებმა უკრაინის ისტორიული ქალაქი 1 საათის წინ დაბომბეს. რუსმმა სამხედროებმა იერიში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს და ჭურვები დამიზნებით საცხოვრებელ კორპუსებს დაუშინეს. მოსახლეობა დაშავებულებს და დაღუპულებს ნანგრევებში ეძებს. ვეძებთ ხალხს, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე”, – მიმართა მოსახლეობას ადგილობრივმა მთავრობამ. ქალაქი, რომელიც ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს, კიევიდან 78 კილომეტრში მდებარეობს.  

მეტი...

“არ მგონია, იყოს უსაფრთხოების გამოწვევები, არ ვეთანხმები ამ ხედვას“ – სალომე ზურაბიშვილი რუს დევნილებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა რუსეთს ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან, უსაფრთხოების თვალსაზრისით არაიმე გამოწვევას წარმოადგენენ. ტელეკომპანია Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას, წარმოადგენს თუ არა საქართველოსთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოების გამოწვევას, პრეზიდენტი პასუხობს, რომ თუ რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანი განზრახვით მოდიან, მათ აქ მიესალმებიან. “არ მგონია, იყოს უსაფრთხოების გამოწვევები, არ ვეთანხმები ამ ხედვას. მგონია, რომ რუსები, რომლებიც საზღვარს კვეთენ საქართველოში ჩამოსასვლელად, არიან ისინი, ვინც სავარაუდოდ არ არიან კმაყოფილი იმ სურათით, რასაც დღეს საკუთარი მთავრობისგან იღებენ. ისინი სავარაუდოდ, მოხიბლული არიან მეზობელი ქვეყნით, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო. თუ ისინი მოვლენ მშვიდობიანად და…

მეტი...

მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ქალაქ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს ჰუმანიტარული მწვანე დერეფნის გახსნის პროცესი და მარიუპოლისთვის ე.წ. დუმილის რეჟიმი ამოქმედდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ქალაქს საშუალებას მისცემს, აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ასევე აამუშაოს მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება მარიუპოლისთვის აუცილებელი საკვების და მედიკამენტების მიწოდება. უკრაინული მედია წერს, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 11:00 საათიდან დაიწყება. ჰუმანიტარული მწვანე დერეფანი მარიუპოლი – ნიკოლსკოე – როზოვკა – პოლოგი – ორეხოვი – ზაპოროჟიე მარშრუტზე გაიხსნა. ე.წ. დუმილის რეჟიმი ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე იმოქმედებს.…

მეტი...

„ომი ვლადიმერ პუტინის გეგმით არ მიდის და უკრაინას შეუძლია მოგება“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინას დროთა განმავლობაში ნამდვილად შეუძლია ომის მოგება რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, უკრაინაში ომი უკვე იმგვარად არ მიდის, როგორც ეს შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. „ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება. მაგრამ იდეა, რომ რუსეთს შეუძლია დაუმორჩილოს თავის ნებას 45 მილიონი ადამიანი, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის,…

მეტი...

„უკრაინაში მტრის რესურსები იწურება“ – რეზნიკოვი

„უკრაინაში მტრის რესურსები იწურება, შემდგომში ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება,“ – ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვი წერს: „ ამის გაცნობიერებით, მტრის ტყვედ ჩაბარების ტენდენცია იზრდება. და არა ერთეული სამხედრო, არამედ მთელი ოცეულები. ისინი უკვე ხვდებიან, რომ “სწავლებაში” მათი ამხანაგები, რომლებმაც გამოცდაზე 200 ქულა მიიღეს, უცხო მიწაში დარჩნენ. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ დაღუპვას, პუტინისთვის ისინი დასაკეპი ხორცი, დასახარჯი მასალაა იმპერიული ოცნების მიღწევის მცდელობაში. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა – მათ უღალატეს.“ – ამბობს რეზნიკოვი

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დილიდან ე.წ. დუმილის რეჟიმი გამოაცხადა -რუსული მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან ე.წ. დუმილის რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათი ინფორმაციით, „დუმილის რეჟიმი“ მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლის მიზნით წესდება. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული კორიდორები და გასვლის მარშრუტები უკრაინის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 118 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 680 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, „პისიარ“ ტესტით – 3 264. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,41%, ბოლო 14 დღის – 21,6%, ბოლო შვიდი დღის – 17,64%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 623 672 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 547 531 გამოჯანმრთელდა, 16 338 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 825 035 აცრა, დღიურად აცრილია 1 034. ამასთან, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი…

მეტი...

„ნატო-მ და ევროპულმა ქვეყნებმა მარცხი განიცადეს“ – პეპ გვარდიოლა

პრესკონფერენციაზე „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ილაპარაკა უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ. ესპანელ სპეციალისტს არ უხსენებია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ ახსენა ნატო და ევროპული ქვეყნები, რომლებმაც, მისი აზრით, უფრო სერიოზულად უნდა შეაფასონ შექნილი სიტუაცია. „პოლიტიკოსებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ეს ყველაფერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ომი მიმდინარეობს, რადგან მათ მარცხი განიცადეს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა. ზარალდებიან უდანაშაულო ადამიანები და ამას ბოლო არ უჩანს. ნატო-მ და ევროპულმა ქვეყნებმა მარცხი განიცადეს“. გვარდიოლას გუნდში თამაშობს უკრაინელი ალექსანდრ ზინჩენკო და მისი მეშვეობით, ესპანელმა კარგად იცის, რისი ატანა უწევს უკრაინელ…

მეტი...

“არავინ არსად არ გაქცეულა… ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის” – ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ ის კიევშია, სამუშაო ადგილზე იმყოფება. გვიან ღამით, პრეზიდენტის ოფიციალურ “ინსტაგრამზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჩანს რომ მასთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც. “ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები აქ ადგილზე, ანდრეი ბორისოვიჩი აქ არის. არავინ არსად არ გაქცეულა. ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,” – ამბობს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე კი უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა…

მეტი...

„ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი, სუსტად და მერყევად, ომის დაწყების შემდეგ დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატო კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ეს არის „სისუსტე, რომლისთვისაც ალიანსი გადაიხდის“. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს თანამშრომლობას ნატო-ს ზოგიერთ წევრ-ქვეყანასთან. „ჩვენ კვლავ ძლიერები ვართ…

მეტი...

აშშ-ის განცხადებით, უკრაინის ცის ჩაკეტვამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს

„შეერთებული შტატებისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნამ შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ხსნის რა საშიშროება არსებობს აღნიშნული მიმართულებით. „ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს. რთული წარმოსადგენია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი ხალხის შთამაგონებელ თავდაცვას, ნატო-სა და ევროკავშირს შორის სოლიდარობის გაზრდას, მსოფლიოს გაერთიანებას მოსკოვის წინააღმდეგ და კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობას, რომლებმაც რუსეთთან კავშირი გაწყვიტეს.რუსეთი არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი“, – განაცხადა ბლინკენმა. მისივე შეფასებით, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. „არასაფრენი ზონის მსგავსი რამის რეალურად…

მეტი...

„ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის ცის ჩაკეტვასა და უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის გამო ნატო-ს წევრ ქვეყნებს აკრიტიკებს. როგორც ზელენსკი აცხადებს, ეს იმ ფონზე ხდება, როცა ახალი შეტევა და მსხვერპლი გარდაუვალია. „ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია,  ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის,…

მეტი...