რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუქი დაბლოკა

რუსეთის კომინიკაციების სააგენტო „როსკომანდზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ფეისბუქ“ და მისი მფლობელი კომპანია „მეტას“ ყველა პლატფორმა (ინსტაგრამი, ვოტსაპი) დაბლოკა. როსკომანდზორი ციტირებს „ფეისბუქის მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევას 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იქვე ახსენებს ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს. ფეისბუქის დაბლოკვას წინ უძღოდა მზარდი პროტესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე. თუმცა, ქუჩაში გამოსულ რუსებს პოლიცია დაუყოვნებლივ აპატიმრებს. პუტინის რეჟიმი უარყოფს რაიმე გეგმებს საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, მაგრამ განუწყვეტლივ ემუქრება მედიასაშუალებებს, რომლებიც ომის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც. დღესვე, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა ახალი კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკ ნიუსების“…

მეტი...

„შესაძლოა, ომი მალე არც დასრულდეს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა  მალე არ დასრულდეს. ის ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას უჭერს მხარს. „სამწუხაროა, ეს შეიძლება მალე არ დასრულდეს.  ამიტომ, ამ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ უნდა დავეყრდნოთ. უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ის არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება, ვიდრე რუსული ძალები არ გავლენ და უკრაინელი ხალხი არ აღადგენს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.  

მეტი...

„ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში“ – სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დგას და იდგება იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. „მე დღეს ვდგავარ, იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც…

მეტი...

„ თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა“ – ზელენსკის მიმართვა თავისუფალ ხალხს  

„მინდა, ჩემი გამოსვლა მოგიძღვნათ თქვენ ევროპის მოსახლეობას, მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელშიც ევროპის შვიდი ქალაქი და მათ შორის საქართველოც იყო ჩართული. „სამი წუთი მაქვს თქვენთან მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა, მივუძღვნა იმათ, ვინც დაეცა ბრძოლაში მათი სამშობლოსთვის, ჩვენს ჯარისკაცებს, იმათ, ვინც სახანძრო-სამაშველო სამსახურში მსახურობდა, ვინც დაფრინავდა და გმირულად იბრძოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე სხვადასხვა რაიონებში, იცავდა ქვეყანას და სიცოცხლეც შესწირეს ამ ბრძოლას. მოდით მოვიგონოთ მათი სულები მშვიდობით განისვენებდნენ. მეორე წუთი სიჩუმის მინდა, მივუძღვნა ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის სამოქალაქო მოსახლეობა, მოზრდილები, ბავშვები,…

მეტი...

უკრაინაში ოფიცერი და დეპუტატი დააკავეს, რომლებიც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ

სამშობლოს ღალატის ბრალდებით უკრაინაში რადას დეპუტატი და ოფიცერი დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ და საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ. დეპუტატი ნესტორ შუპლინი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსულ უშიშროებასთან. აწვდიდა ინფორმაციას ჯარის განლაგებისა და შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ. მეორე დაკავებული კი ოფიცერია. ის ამბობს, რომ 2017 წლიდან თანამშრომლობს რუსეთთან. „რუსეთის უშიშროებას ვიდეომასალას ვაწვდიდი. 23 თებერვალს ვიცოდი, რომ რუსის ჯარი შემოდიოდა უკრაინაში. მე გავიცანი რუსეთის ფედერაციის ოფიცერი,  დავმეგობრდი, ის ცდილობდა, ჩემგან მიეღო ინფორომაცია ჯარის და ავიაციის შესახებ. 2017 წელს მას პირადად შეხვდი და მისთვის ვაწვდიდი ინფორმაციას. თავს დამნაშავედ ვგრძნობ“ – აცხადებს დაკავებული ოფიცერი.  

მეტი...

რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გამო, კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების  მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ საუბარია კამპანიაზე, რომ რუსეთიდან დაძრული მოქალაქეები, რომლებიც უკრაინასთან ომის გამო რუსეთში დაწესებულ სანქციებს გამოექცნენ, ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ და ქონება არ უნდა მივყიდოთ. როგორც კობახიძე აცხადებს, ამ მხრივ კანონმდებლობა გასამკაცრებელია. „მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს…

მეტი...

„კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ“ – ირაკლი კობახიძე

უკრაინაში ომისა და რუსეთში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოსკენ მოიწევენ. არის აქტიური მოთხოვნა როგორც საცხოვრებელი ფართის შეძენაზე, ის დაქირავებაზე. ამის გამო, ერთ-ერთი თემა, რომელიც გარკვეულ ჯგუფებში დღის წესრიგში დადგა, არის შემდეგი: უნდა შემოვუშვათ თუ არა საზღვარზე რუსეთის ფედერაციიდან დაძრული მოქალაქეები და რამდენად დაცულები ვართ  დივერსიული ჯგუფების შემოდინების. აღნიშნულ თემაზე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, სადაც საუბრობს, რომ სახეზეა  რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების მცდელობა. „ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა…

მეტი...

„საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა უმძიმეს შედეგებს მოგვიტანს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოდან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს. „უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი…

მეტი...

სემეკმა ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისათვის შეხვედრა გამართა

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ და მონაწილეებს ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობა და დღემდე განხორციელებული ცვლილებების შედეგები გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელექტროენერგიის ბაზრის თავისუფალი მიმწოდებლები, პოტენციური ინვესტორები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ და  სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ სუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების,  საბითუმო ბაზრის ახალი სტრუქტურისა და ვაჭრობის პრინციპების შესახებ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ელექტროენერგიის…

მეტი...

თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა, პასუხისმგებელი არავინაა

ეს თბილისია, სანზონა, ერწოს ქუჩა. ქარიშხლის შედეგად ავარიული შენობა ჩამოინგრა და დააზიანა მანქანა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ ეს შენობა საშიში იყო და დახმარება ითხოვა, თუმცა, არც არაფერი. ავარიულ შენობას, რომლის გვერდით საცხოვრებელი კორპუსებია და მოსახლეობა, ბავშვები თავისუფლად მოძრაობენ, არანაირი ამკრძალავი თუ გამაფრთხილებელი ნიშანი ჰქონია, რომ შენობასთან გავლა საშიშია. მართალია, მსხვერლპი არ არის, თუმცა, არავინ იცის ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. გამგეობაში გვითხრეს, რომ არაფერ შუაში არიან, რადგან შენობა კერძო საკუთრებაა და პასუხისმგებლობა კერძო მფლობელზეა. თუმცა, კითხვაზე: გასაგებია რომ კერძო საკუთრებაა, თუმცა, როცა საფთხე არსებობს მისი ჩამონგრევის, მინიციპალიტეტს პასუხისმგებლობა…

მეტი...

გვამებით მოფენილი ქუჩები და ასობით რუსი ტყვე უკრაინაში

რუსეთს უკრაინაში დახოცილი ჯარისკაცების ცხედრების ქვეყნიდან გატანა არც დაუწყია. არც ტყვეების გადაცემის პროცესი დაწყებულა, რომელსაც უკრაინა ითხოვს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა ტყვეებს არ ერჩის და მან ყოველგვარი პირობების გარეშე საკუთრ დედებს გადასცემენ. დაჭრილ ტყვეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ასევე, უკრაინელების მხრიდან უსაფრთხოდ არიან ის ტყვეები, რომლებმაც იარაღი დაყარეს და თავად ჩაბარდნენ. რაც შეეხება გვამებს, მოფენილია როგორც უკრაინის ქუჩები, ისე ტყეები და ის ადგილები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ტყვეების დიდი ნაწილი ახალგაზრდა, გამოუცდელი წვევამდელები არიან, რომელთაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ…

მეტი...

ლუკაშენკო უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის

ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ჯარი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუკაშენკომ ევროპისა და ამერიკის სანქციების გამო მიიღო, სადაც ოკუპანტ რუსეთთან ერთად, ბელორუსიც მოხვდა. „მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი. მაშინ, როცა ჩვენ ვართ სანქციების უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ, საჭიროა თქვენი ნდობა. მე ვიცი  რას ნიშნავს ჩვენი შვილები, ამიტომ, არ მაქვს არანაირი სურვილი გავაგზავნო ისინი ომში. მით უმეტეს იქ, სადაც ჩვენ არ გვეძახიან“ – აცხადებს ლუკაშენკო.

მეტი...

„ეს რომ ღამე მომხდარიყო, ჩერნობილი გართობა იქნებოდა“ – რადას დეპუტატი ატომურ ელექტროსადგურზე

ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, მას ოკუპანტის ჯარები აკონტროლებენ და საფრთხე ისევ არსებობს. როგორც რადას წარმომადგენელი  აცხადებს, ატომურ სადგურზე რომ რამე მოხდეს, ეს არა მხოლოდ უკრაინას, მთლიან ევროპას გაანადგურებს. „მათ თავდასხმები დაიწყეს სწორედ იქ, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.  იქ 6 ბლოკი მუშაობს, ეს ხომ მსოფლიოს განადგურებაა. რუსები მთელი დღის განმავლობაში ცეცხლს უხსნიდნენ ამ ქალაქის, სადაც ატომური ელექტროსადგურის განთავსებული. ერთ-ერთი რაკეტა სწორედ სადგურს მოხვდა. ცეცხლი გაჩნდა. სამაშველო ძალები ვერც კი მიუახლოვდნენ ტერიტორიას. ღამე რომ მომხდარიყო ზაპოროჟიეში ავარია, ჩერნობილი მასთან შედარებით გართობა იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, მთლიანი ევროპისთვის,…

მეტი...

რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს

კრემლი უკრაინასთან მიმართებაში გარკვეულ მოთხოვნებს ამცირებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს. მისი თქმით, ულტიმატუმის შემცირება პოზიტიური სიგნალია. „მოთხოვნების  შემცირება მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე აანალიზებს, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია. იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დახმარების ან ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ უკრაინის გარშემორტყმული ქალაქებისთვის, ქალაქებისთვის, რომლებიც განიცდიან რუსეთის შემოჭრას“, – აცხადებს ალექსეი არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად შედეგი მიღწეულია ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. ევაკუაციის პერიოდში კი კონკრეტულ წერტილებზე ცეცხლი შეწყდება. მოსახლეობის გასაყვანად დღეს ფრენებიც…

მეტი...

„კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, ნაწილი მათგანი აქტიურად ეძებს გასაქცევს“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„მტერი შეფიქრიანებული და შეშინებულია. ჩვენ ის ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ეს დრო შეუქცევადად გვიახლოვდება, კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, ნაწილი მათგანი აქტიურად ეძებს გასაქცევს“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვის შეფასებით, რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთის ფლანგზე. „ჩვენმა დამცველებმა მტერი ძირითად მიმართულებებზე შეაკავეს, ზოგიერთი მიმართულებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. რთული მდგომარეობაა  სამხრეთ ნაწილში. გადაულახავ სიმაგრედ დგას ხარკოვი. მთელი უკრაინა ტკივილით უყურებს რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს.  ქვეყნისა და ჯარის მართვა დარღვეული არ არის, მტერს შესაძლებლობა არ აქვს. აღმოსავლეთით და სამხრეთით ყველგან უკრაინელი ხალხი მტერს უწევს წინააღმდეგობას და აახლოვებს გამარჯვებას,“- განაცხადა…

მეტი...

ჩეჩნები პრეზიდენტის მოსაკლავად – ზელენსკი სიკვდილს რამდენჯერმე გადაარჩინეს

ბრიტანული „თაიმსის“ ინფორმაციით, კადიროვის ჩეჩენი მებრძოლების სამიზნე უკრაინის პრეზიდენტი რამდენჯერმე გახდა. როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა. „უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს. გეგმის განხორციელება რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან“ – წერს გამოცემა. რაც შეეხება დაქირავებულ მკვლელებს, ისინი ცნობილი დაჯგუფების წევრები არიან. „პრეზიდენტის მოსაკლავად „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ჩეჩნური სპეცრაზმი გაიგზავნა“ – წერს გამოცემა.  

მეტი...

კიევიდან, უფასოდ, საევაკუაციო ფრენები შესრულდება

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, რაც ჰუმანიტარულ კორიდორზე შეთანხმებას გულისხმობს, უკრაინიდან დღეს, მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად საევაკუაციო ფრენა იწყება. ჰუმანიტარული კორიდორის პერიოდში კონკრეტულ ლოკაციებზე კრემლის მხრიდან ცეცხლი არ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში, კრემლმა, მემორანდუმზე  საკუთარი ხელმოწერით  ეს პირობა დადო. 4 მარტის საევაკუაციო რეისები კიევიდან შემდეგია: რეისები სადგურ Київ-დან: 01:56 – №17 Ужгород – Харків 04.02 – №21 Харків – Трускавець 04:21 – №150 Чернівці – Полтава 04:21 – №130 Ворохта – Кременчук 04:36 – №1 Івано-Франківськ – Костянтинівка 05:38 – №138 Краматорськ – Хмельницький 09:00 – №959/960 Київ – Ужгород 09:00 – №705 Дарниця…

მეტი...

ატომური ელექტროსადგური ოკუპანტის ჯარებმა დაიკავეს, საფრთხე ისევ არსებობს

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს რუსი ჯარისჯაცები აკონტროლებენ. ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა, საშიშროება რეალურია. კრემლი უკრაინას და მსოფლიოს სწორედ ატომური ელექტროსადგურით აშანტაჟებს. ატომური  ენერგობლოკის მთლიანობა ხანძარმა ვერ დაარღვია, თუმცა თ, დაზიანებულია პერიმეტრის კონსტრუქციები,  ენერგობლოკების ძირითადი  სისტემები კი გამართულად მუშაობს.  რადიაციის ცვლილება ამ ეტაპისთვის  არ ფიქსირდება. პრობლემის დარეგულირებაში ჩართულია მთელი მსოფლიოს ლიდერები, რომლებსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. როგორც ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადგურის აკრძალულ ტერიტრიაზე კადიროვის ჩეჩენი მებრძოლები შეიჭრნენ. ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს  

მეტი...

კლიჩკომ უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიური მედალი გაყიდა

ვლადიმერ კლიჩკომ, ყველაზე ძვირფასი, რაც კარიერის მანძილზე მოიპოვა, უკრაინის გადასარჩენად დათმო. მოკრივემ საკუთარი  ოლიმპიური ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა. აღნიშნული მან უკრაინელი ბავშვების გადარჩენის მოტივაციით ახსნა, ოლიპმპიური მედალი მილიონ დოლარად გაიყიდა. ის, ასევე უკრაინელების გადარჩენის მოტივაციით ერთ-ერთმა მილიონერმა იყიდა, თანხა დანიშნულებისამებრ გადაიხადა, თუმცა, მედალი მის პატრონს – ოლიმპიურ ჩემპიონ კლიჩკოს დაუბრუნა.

მეტი...

„თუკი ის აფეთქდება, იქნება ათჯერ დიდი, ვიდრე ჩერნობილი“ – კულება  

​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, საფრთხე ისევ არსებობს. ხანძრის ჩასაქრობად, ოკუპანტმა ქვეყანამ, მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი დროებით შეწყვიტა, თუმცა, საშიშროება, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ ატომურ ელექტროსადგურზე და შესაბამისად, მთელ კონტინენტს საფრთხე დაემუქროს, რეალურია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურის ნაგებობებზე რუსეთის არმიის მიერ მიტანილი იერიშს ეხმიანება და აცხადებს: „რუსეთის არმია ყველა მიმართულებიდან ბომბავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში უდიდესია. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუკი ის აფეთქდება, იქნება ათჯერ დიდი, ვიდრე ჩერნობილი“, – აცხადებს კულება. ის, რომ ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხე არსებობს და მისი დაცვაა საჭირო, ელექტროსადგურის წარმომადგენელი ანდრეი ტუზიც…

მეტი...

ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინაში, ატომურ ელექტროსადგურთან გაჩილ ხანძარზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ კრემლის უგუნური ქმედებების გამო მთელი ევროპა საფრთხეშია. „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებო სიტუაციებს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე. პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბორის ჯონსონი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს. ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

მეტი...

მსოფლიოს განადგურების საფრთხე

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატებას არ ფიქსირდება. ატომურ ელექტოსადგურთან ცეცხლის გაჩენის შესახებ ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. „ბაიდენი შეუერთდა ზელენსკის რუსეთისადმი მოწოდებაში, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ატომური სადგურის სიახლოვეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე მუშაობის საშუალება მიეცეთ“, – განაცხადეს  თეთრი სახლში ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი მსოფლიო საფრთხის შემდეგ. ამერიკის ჩარევის შემდეგ  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სადგურის მიმდებარედ რუსეთმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და მეხანძრეები შეუშვეს. ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

მეტი...

ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

08:00 საათის ინფორმაციით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ცეცხლი უკიდია სასწავლო ცენტრს, რომელიც უკრაინაში ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ალექსანდრ სტარუხი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია. მერის ინფორმაციით საშიშროებიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეწყვეტილა, რომ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისთვის მეხანძრეებს შესვლის უფლება მისცეს, ადგილზე 10 სახანძრო და 40 მეხანძრე შეუშვეს. უკრაინა და მთელი კონტინენტი ასცდა ბურთვულ რეაქტორთან დაკავშირებით…

მეტი...