„გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი  

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება და რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას ძლიერი მოწოდებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვერაგული თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული სახელმწიფოსი, რომელმაც სასარგებლოდ მისცა ხმა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები გაერო-ში აგრესორისთვის დამაჯერებლად აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ გაერო-მ  მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა…

მეტი...

„აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში“ – ირაკლი კობახიძე

„აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მან „ნაციონალების“ ერთ-ერთ მოკავშირედ უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკის გარმოცვის ერთ-ერთი წევრი, აფხაზეთიდან დევნილი დავთ არახამია დაასახელა. „დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში,…

მეტი...

უკრაინის ელჩის გაწვევა მმართველი გუნდისთვის ალოგიკური და გაუმართლებელია

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე, მმართველი გუნდი გაუმართლებელს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი და ასეთ შემთხვევაში, საქარველოდან ელჩის გაწვევა ალოგიკურად მიაჩნია. „კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე – ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ…

მეტი...

საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხვალ გააკეთებს

უკრაინის შემდეგ, საქართველომაც მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მიღებაზე განაცხადი გააკეთოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განაცხადი ხვალ ოფიციალურად გაჟღერდება. „ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში…

მეტი...

“უკრაინა 3 დღეში უნდა დამთავრებულიყო” – რუსი ტყვე 

  უკრაინული მხარე ათეულობით ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვეებად ჩაბარდნენ, ყვებიან, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ომში მიდიოდნენ და მოატყუეს. ერთ-ერთ ვიდეოში, თავის არეში დაჭრილი რუსი ტყვე ამბობს რომ პუტინს უკრაინა სამ დღეში უნდა დაესრულებინა. “პუტინი უკრაინის აღებას სამ დღეში გეგმავდა. ვიცოდით, რომ გარკვეულ მარშრუტს გავივლიდით და 3 დღეში ისევ ბანაკში დაგვაბრუნებდნენ. გზაში კი საკვებსა და წყალს ვიღებდით, სულ 3 დღის მარაგი მოგვცეს. ჩვენ საბუთები არ გვაქვს, აქ წამოსვლამდე ტელეფონები და საბუთები ჩამოგვართვეს. ოჯახთან კავშირი არ გვქონია“ – ყვება ტყვე. ის რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომი და დანებდნენ.…

მეტი...

„ეს არის ომის დანაშაული“ – ბორის ჯონსონი პუტინის რეჟიმზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მხრიდან უკრაინაში გახსნის ცეცხლს „ომის დანაშაულის“ კვალიფიკაციას აძლევს. მისი შეფასებით, პუტინმა უკრაინის პასუხი ვერ გათვალა და არ იყო მზარდ. „ის, რაც ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან იმ საბრძოლო მასალის გამოყენებით, რომელსაც ისინი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ, ჩემი შეფასებით, კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. სუვერენულ ერზე ამაზრზენი თავდასხმისას მან ვერ გათვალა  უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და მზადყოფნა, წინ აღუდგნენ მის ბარბაროსობას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იგრძნოს დანაკლისი და დანაკარგი. „პუტინი უნდა დამარცხდეს და დარწმუნებული ვარ,  ის დამარცხდება. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში“,…

მეტი...

„ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი“ – ლავროვი უკრაინას ადანაშაულებს

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საომარი მოქმედებების დაწყებაში უკრაინას ადანაშაულებს. „მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი“, – აცხადებს ლავროვი Aljazeera-სთან ინტერვიუში და დასძენს, რომ საფრთხე არსებობს. ლავროვი მოლაპარაკების გაჭიანურებაში კი ამერიკას ადანაშაულებს. რუსეთ-უკრაინის მორიგი შეხვედრა დღეს იმართება

მეტი...

ბრიუსელის მხარდაჭერა უკრაინას და პროტესტი რუსეთს 

ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადებიან. ადგილობრივ მოსახლეობას და დიასპორას ევროდეპუტატებიც უერთდებიან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი ვარშავაში გაემგზავრა, სადაც თავად ეცნობა რა მდგომარეობაა უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით, რომ ევროპა მათ მაქსიმალურად დაეხმაროს. „500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“ – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა

მეტი...

„500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“ – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა

„500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“  – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლონეთშია.  დიპლომატი ვარშავაში უკრაინის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომ პირადად ნახოს უკრაინელი დევნილების მდგომარეობა და დახმარების მორიგი პაკეტი განიხილოს. როგორც მიშელმა აღნიშნა, ყველას მოვალეობაა, დაეხმაროს უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად და მორალურად. „ძალიან რთული სიტუაციის წინ ვდგავართ. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად. მოგვიწევს ფასის გადახდა აგრესიისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ ვაჩვენო სრული ევროპული სოლიდარობა პოლონეთის და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან იმისთვის, რომ უზრუნველყონ დევნილების მიღება. ჩვენ ყველა ერთად ვართ.…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მორიგი შეხვედრა დღეს იმართება

მოლაპარაკება მეორე ეტაპი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს გაიმართება. ამჯერად, შეხვედრა პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარედ გაიმართება. როგორც ოკუპანტი მხარე, კერძოდ, საგარეო მინისტრი ლავროვი აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა, მას უკრაინული მხარე აჭიანურებს. „უკრაინული  მხარე ამერიკის მითითებით აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენი დელეგაცია მზად არის საღამოს საუბრის გასაგრძელებლად“ – აცხადებს სერგეი ლავროვი. შეგახსენევთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პირველი ეტაპი ბელორუსის საზღვრის მიმდებარედ გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში კი ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინას ბომბები დაუშინა.

მეტი...

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პუტინი უკრაინის პრეზიდენტობისთვის იანუკოვიჩს ამზადებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ქვეყნიდან სახელმწიფო ღალატის ბრალდებისთვის გააძევეს, მინსკში იმყოფება. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ის პირდაპირ კავშირზეა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან და სწორედ მისთვის აპირებს კრემლი უკრაინის „ჩაბარებას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ რამდენიმე  საქმეა აღძრული. ის გასამართლებულია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლიანი პატიმრობა.  

მეტი...

„საქართველოს იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“ – კალაძე უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან ომის მალე დასრულება და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს. „ზელენსკის განცხადების შეფასებისგან  თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“- განაცხადა კახა…

მეტი...

რუსეთის სამიზნე ოდესაც გახდა

რუსული სამხედრო ხომალდები შავ ზღვაშიც გამოჩდნენ. უკრაინის რამდენიმე ქალაქში სარაკეტო იერიში გრძელდება. აქტიური შეტევები გრძელდება მარიპულოში. ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ობიექტები. მსხვერპლი დიდია. უკრაინაში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ  – იერიში გრძელდება  

მეტი...

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს: ელექტროენერგიის საცალო ბაზარი (მათ შორის, თელმიკო/თელასის ფუნქციები, ვალდებულებები, სემეკის რეგულირების მექანიზმები); ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო და დამხმარე ბაზრები, ბაზრების მონიტორინგი და ა.შ); კონკურენცია ენერგეტიკის სექტორში; წყალმომარაგების სექტორის არსებული გამოწვევები და უცხოური ინვესტიციები (გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები); სემეკის სტრუქტურა და ორგანიზაციული კულტურა. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. კურსის ფარგლებში დაგეგმილია 6 შეხვედრის ორგანიზება. …

მეტი...

„რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა? დრო დადგება, როცა ყველა დავიძინებთ ომის შემდეგ“ – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საკუთარ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტი ამაყობს უკრაინელებით, ამხნევებს მათ და ეუბნება, რომ მალე დადგება დრო, როცა ყველა ერთად, მშვიდად დაიძინებს. „გუშინ.  ჩვენ ყველა ხარკოველები ვიყავით. იყო საიერიშო დარტყმები, არს მსხვერპლი. კიევში დაიბომბა სატელევიზიო ცენტრი. მტერს უნდა, ისტორიიდან წაშალოს ჩვენი ქვეყანა, ისინი აგრძელებენ მკვლელობებს ჩვენს ქალაქებში. ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირის ქვეყნები ახალ დონეზე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტმა ტაში დაგვიკრა. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გააკეთა ნეიტრალურმა შვეიცარიამ. მაშ, რას ელოდება ზოგიერთი…

მეტი...

ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი – 256, გურია – 153, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 390, მცხეთა-მთიანეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.  

მეტი...

ვირუსით 3 840 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 075  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 840  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 692   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  19.13%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 616 159-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.67%.  

მეტი...

უკრაინაში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ  – იერიში გრძელდება  

ხარკოვში, ხერსონსა და სხვა  ქალაქებში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ემ ორ ქალაქზე ოკუპანტებმა სარაკეტო  იერიში მიიტანა. ასევე, დარტყმები განხორციელდა ვასილოკოვსა და ბელაია ჩერკოვში. ნანგრევებში მოყოლილებს გადარჩენილები ეძებენ, თუმცა, სამაშველო ჯგუფები საკმარისი არ არის. ძებნის ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულები გადარჩენილი ადგილობრივები, რომლებიც შიშველი ხელებით „იქექებიან“ ნანგრევებში. მსოფლიო ამ ყველაფერს ჰუმანიტარული კატასტროფის შეფასებას აძლევს. უკრაინა „წითელ ჯვარს“ მიმართავს, ნანგრევებში მოყოლილების მოძიებაში დაეხმაროს. საკმაოდ ბევრია დაჭრილი და დაღუპული. აქტიურად იბომბება საცხოვრებელი ტერიტორიები და მოსახლეობა. ​ჟიტომირში სამშობიარო სახლსაც დაარტყეს. ასეთია რუსეთ-უკრაინის მეექვსე დღე.  

მეტი...

„საერთოდ არ უნახავთ ბრძოლა და არც იცოდნენ სად მიდიოდნენ“ – პენტაგონი რუს წვევამდელებზე

ვიდეოკადრებში, რომელსაც უკრაინული მხარე ავრცელებს, კარგად ჩანს რუსი ტყვეები, დაახლოებით 16 -18 წლის ბავშვები, რომლებიც აცხადებენ, რომ არც იცოდნენ სად მიდიოდნენ და იარაღიც პირველად აიღეს ხელში. ინფორმაციას, პენტაგონიც ადასტურებს. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებს შორის საკმაოდ ბევრის წვევამდელი, რომლებსაც არანაირი გამოცდილება გააჩნიათ. „რუსეთის არმიაში, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში იმყოფება, ბევრია წვევამდელი. მათ რ აქვთ საკმარისი გამოცდილება, არც უნახავთ ბრძოლა და ბევრ მათგანს წარმოდგენა არ ჰქონდათ სად მიყავდათ. ზოგიერთი სამხედრო დანაყოფი, ბრძოლის გარეშე ბარდება ტყვედ და არის ნიშნები, რომ რუსეთის არმიის საბრძოლო შემართება კლებულობს. რუსეთს მთელი საბრძოლო რესურსების 80% უკვე ჩაბმული ჰყავთ სამხედრო…

მეტი...

ბელორუსის ჯარი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მზადყოფნაშია

ლუკაშენკო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ღია ომში ერთვება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია და უკრაინის საზღვართან მაქსიმალურად ახლო პუნქტებშია განლაგებული, ისინი მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან. ბელორუსის  საავიაციო ტექნიკის მნიშვნელოვანი აქტივობაა შემდეგ დასახლებულ პუნქტებთან:  ბარანოვიჩი, ლიახოვიჩი და პინსკი. აქვეა განლაგებული კოლონები, რომელიც დატვირთულია საბრძოლო მასალითა და სურსათით.

მეტი...

რუსეთთან კავშირს წყვეტს ამერიკული ExxonMobil-იც

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, უკრაინას მორიგი ნქცია მსოფლიოს კიდევ ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, ამერიკულმა ExxonMobil-მაც დაუწესა. კომპანიის განცხადებით, მხარს უჭერენ  მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებს უერთდებიან. ExxonMobil-ი, რომელიც იაპონიის, ინდოეთის და რუსეთის კომპანიების საერთაშორისო კონსორციუმის სახლით მართავდა პროექტს „სახალინ 1“, რუსეთში საქმიანობას წყვეტს, პროექტიდან გადის და რუსეთში ინვესტიციებს არ განახორციელებს.

მეტი...

„ბოინგმა“ რუსეთისთვის ნაწილების მიწოდება და თანამშრომლობა სრულად შეაჩერა

ოკუპანტ ქვეყანასთან სანქციებს კომპანია „ბოინგიც“ უერთდება. კერძოდ, კომპანია  რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტს. ამერიკულმა ავიაკონცერნმა რუსეთში ოფისებიც დახურა და შეწყვიტა  რუსული ავიაკომპანიებისთვის ნაწილების მიწოდება და  თვითმფრინავების მომსახურება.

მეტი...

„პუტინმა არასწორად გათვალა, ეგონა მსოფლიოს გადაატრიალებდა“ – ჯო ბაიდენი კონგრესში  

„მან არასწორი გათვლა გააკეთა. ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, ის შეხვდა სიძლიერის კედელს, რომელსაც არასოდეს მოელოდა ან წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“,- აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში გააკეთა. მან  უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე აღნიშნა და მის გმირობაზე  გააკეთა აქცენტი. „პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს ბლოკავენ თავიანთი სხეულებით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად გადაიქცა“ – განაცხადა პრეზიდენტმა და მთელი დარბაზი უკრაინას ფეხზე წამოუდგა. ჯო ბაიდენის განცხადებით, დამნაშავე რუსეთის ლიდერი აუცილებლად…

მეტი...

„როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ,”- ჯო ბაიდენი პუტინზე

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტმა ჯო ბაიდენმაც უწოდა. მისი თქმით,  “როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ.” ბაიდენის გადაწყვეტილებით, რუსული თვითმფრინავებისთვის აშშ-ის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. „ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

ხერსონი რუსებმა აიღეს, დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი

რუსულმა ჯარმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაიკავა. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, არიან დაჭრილები. დაჭრილებს შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ბავშვებიც. პარალელურად შეტაკებები მიმდინარეობს უკრაინის საზღვართან ყველაზე ახლო და დიდ ქალაქ ხარკოვშიც, სადაც რუსებმა დესანტი გადასხეს. ოკუპანტები თავს ესხმიან საავადმყოფოსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს.  

მეტი...