უკრაინის საზღვართან მობილიზებულია 300 ტანკი

ამაღამ უკრაინაში მორიგ იერიშს ელოდებიან. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, საზღვართან მობილიზებულია ბელორუსის 300 ტანკი. „ამ დროისთვის უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე დგას ბელარუსის დაახლოებით 300 ერთეული ტანკი. კოლონას საზღვარი ჯერ არ გადმოუკვეთავს და ელოდება პინსკი-იბანოვოს-დრაგიჩისნის მარშრუტს. მოსალოდნელია, რომ რუსეთმა განახორციელოს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ გაამართლოს დაგეგმილი ბელარუსის ჯარის შეტევა“ , – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ბელორუსიდან უკრაინისკენ ჯავშანტრანსპორტიორები დილით დაიძრნენ. პარალელურად კი ლუკაშენკომ გააკეთა განცხადებს, რომ მისი ჯარი უკრაინაში არ შევიდოდა.  

მეტი...

637 მომხრე და 13 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა უკრაინაზე გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისა და არაერთგზის მქუხარე ტაშის შემდეგ, ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 676 წევრიდან თანხმობა 637-მა წევრმა მისცა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი გუშინ მოაწერა. „ხარკოვის დაბომბილ მოედანს ყოველთვის თავისუფლების მოედანი ერქმევა“ – ევროპარლამენტის მქუხარე ტაში ზელენსკის  

მეტი...

ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფო დაბომბეს

რამდენიმე წუთის უკან, რუსეთის მხრიდან ხარკოვის საავადმყოფო დაიბომბა. საავადმყოფოს რამდენიმე სართული დაინგრა. პარალელურ რეჟიმში, ოკუპანტებმა რაკეტები დაუშინეს დასახლებულ პუნქტს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჭურვი კიევის ცენტრალურ ანძასაც ესროლეს.  

მეტი...

„დიქტატორებისა და ავტოკრატების ერა დასრულებულია“ – ევროპარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად გარეთ გამოვიდა    

ევროპარლამენტის წევრები შენობის გარეთ გამოვიდნენ და უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილი გააჟღერეს. „დიქტატორებისა და ავტოკრატების ერა დასრულებულია“ – ეს არის მათი მთავარი გზავნილი და მხარდაჭერა უკრაინას. „ჩვენ არ მიგატოვებთ ამ ვითარებაში. ჩვენ აქ, ევროპის პარლამენტში  ვართ იმისთვის, რომ  ეს არის დემოკრატიის სასახლე. აქ ვიმუშავებთ რომ შევქმნათ სივრცე იმ გზავნილის გასაზიარებლად, რომელიც  მსოფლიოს სჭირდება.  ჩვენ მომავალს ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი და ამის პირობას გაძლევთ მე.  ჩვენთვის ცნობილია უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ეს იქნება ხანგრძლივი და კეთილდღეობით სავსე მომავალი. თქვენი ღირებულებები და მიმართულებები ნაპერწკალს აჩენს მთელს მსოფლიოში. ყველამ იცის დღეს რას ნიშნავს იყო უკრაინელი…

მეტი...

უკრაინის საელჩოში ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა

უკრაინის საელჩოში საქართველოში, მედიისთვის სპეციალური განცხადება კეთდება. როგორც ელჩის დროებითი ფუნქციის შემსრულებელმა განაცხადა, საქართველოდან ელჩის გაწვევას 2 მიზეზი ჰქონდა. „დღეიდან ვასრულებ უკრაინაში ელჩის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას. დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზი იყო 2 საკვანძო საკითხი – ერთი, ქართული მხარის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციების საკითხს რუსეთისთვის და მეორე – გადაწყვეტილების არმიღება რომელიც უკავშირდება მოხალისეების არგაგზავნას ჩვენი ჯარის დასახმარებლად“ – განმარტა ელჩის  დროებითმა რწმუნებულმა.

მეტი...

„ხარკოვის დაბომბილ მოედანს ყოველთვის თავისუფლების მოედანი ერქმევა“ – ევროპარლამენტის მქუხარე ტაში ზელენსკის  

„ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ვიბრძვით, რომ გავხდეთ თანაბარუფლებიანი წევრები ევროპის. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრობის უფლების მქონე ადამიანები. უკრაინის თავისუფლება ევროპის თავისუფლებას ნიშნავს“ – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტს და უხსნის, რატომ უნდა მოხდეს უკრაინის გაწევრიანებას დაჩქარებული წესით. „ჩემს ქვეყანაში მშვიდობა უკვე რამდენიმე დღეა არ არის. მე დღეს ვსაუბრობ ჩემი მოქალაქეების სახელით, იმ მოქალაქეების სახელით, რომელიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში იცავენ თავისუფლებას. მე მოხარული ვარ, იმიტომ, რომ ვუყურებ ჩემი ხალხის ასეთ ბრძოლისუნარიანობას.  უკრაინამ შეძლო მთელი ცივილიზებული…

მეტი...

ევროპარლამენტარებმა ლავროვს არ მოუსმინეს და სხდომა დატოვეს

ევროპარლამენტში საგანგებო სხდომა გრძელდება, სადაც უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩართვაც მოხდა, თუმცა, ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ადამიანების ხოცვის გამო მას არ მოუსმინა და დარბაზი დატოვა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტისა და რადას წარმომადგენლის ჩართვას, მას მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეხვდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვას გეოპოლიტიკური ტეროტიზმი უწოდა. “შეწყვიტე ომი და წადი სახლში” – განაცხადა მიშელმა. ევროპარლამენტი უკრაინას ტაშს უკრავს   

მეტი...

„ქართველი ხალხი და მმართველი გუნდი სხვადასხვა მხარეს დგას“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინას უკავშირდება, განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი და ქართველი ხალხი სხვადახვა მხარეს დგას. „ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში  ცხადჰყოფს, რომ ქართველი ხალხი და მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან!  ეს მოცემულობა  კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის არალეგიტიმური – ის 2020 წელს შეიქმნა უპრეცედენტო გაყალბების მეშვეობით და აბსოლუტურად არ ასახავს ჩვენი ხალხის ნებას და განწყობებს. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ბოლო პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობა პარლამენტის დარბაზში და თბილისის ქუჩებში. მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ის უნდა…

მეტი...

„ვერ მოკლავენ უკრაინელების თავისუფალ სულისკვეთებას“ – სტეფანჩუკის ემოციური ჩართვა ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი უკრაინის საკითხზე მსჯელობს. ევროპარლამენტი როგორც შიგნით, ისე გარეთ, ფასადი აჭრელებულია უკრაინის დროშებით. ევროპარლამენტის ყველა წევრი პარლამენტში წარმოდგენილია უკრაინის სიმბოლიკით და ყველა გამომსვლელს, პრეზიდენტის ჩათვლით უკრაინის დროშის გულსაბნევი უკეთია. სხდომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინიდან მოხდა რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ჩართვა, რომელსაც მთელი პარლამენტი ფეხზე წამოუდგა. „ერთი წუთით დაფიქრდით რა შეიძლება მოხდეს ევროპასთან თუ გაიმარჯვებს რუსეთის იმპერია. რა შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირს, სად წავა ევროპის სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ისევ იგრძნობს თავს ევროპა უსაფრთხოდ? რას გრძნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როცა რუსული ტანკები მათ საზღვრებთან დგანან. ხელფეხგახსნილი პუტინი უკრაინის შემდეგ მივა ევროპამდე, გთხოვთ, იაზროვნოთ…

მეტი...

ევროპარლამენტი უკრაინას ტაშს უკრავს 

ამ წუთებში, მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები ევროპარლამენტში არიან შეკრებილები, სადაც სხდომა მიმდინარეობს და უკრაინის საკითხი განიხილება. უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის წარმომადგენლებს მთელი ევროპარლამენტი ფეხზე წამოუდგა და მქუხარე ტაშით მიესალმა. ტრუბინასთან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის გამოვიდა და უკრაინის პრეზიდენტს მიესალმე და ა მის გმირობაზე გააკეთა აქცენტი. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კი აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობა. მისი თქმით,  მიესალმებიან უკრაინის აპლიკაციას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ მივესალმეთ პრეზიდენტის აპლიკაციას უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნისთვის. ჩვენ ერთად შევხვდებით და უნდა შევხვდეთ ჩვენს მომავალს. ბატონო პრეზიდენტო, ისტორიის…

მეტი...

„მე შენ დედას ვერ გაგინებ შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე“ – თაკო ჩარკვიანი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პოზიცია-ოპოზიციამ ომი შეურაცხყოფითა და დედის გინებით დაიწყო. უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის ღიად შეგინების შემდეგ, მორიგი ჯერი მმართველ გუნდს ოპოზიციონერმა თაკო ჩარკვიანმა მიაყარა და საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა: „კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ კიდევ გაგიმეორებ – მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე. თქვე მართლა საცოდავებო….” მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს, საქართველოს პარლამენტში პოზიცია-ოპოზიცია დაერია  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი  ზაქათალაში, ლაგოდეხთან. სიმძლავრე კი  4.4 მაგნიტუდა.

მეტი...

სემეკი ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისათვის ონლაინ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 4 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა. შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ქართულ ენაზე. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით:  რეგისტრაციის გავლა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი, 18:00 სთ.  

მეტი...

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია – დიპლომატიური შერცხვენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქათველოდან ელჩი იგოდ დოლგოვი გაიწვია. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის “ამორალური პოზიციის” გამო მიიღო. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზად საქართველოს პოზიციას ასახელებს, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს  სანქციებს არ შეუერთდა და გარდა ამისა, მოხალისეების  გამო, რომლებიც მზად არიან უკრაინაში გაემგზავრონ, თუმცა, უკრაინიდან გამოფრენილი თვითმფრონავი საქართველომ არ მიიღო. საუბარია ექიმებისა და მებრძოლების მოხალისე ჯგუფებზე.  

მეტი...

ჩერნიგოვში ბელარუსის ჯარი შევიდა   

ლუკაშენკომ რუსეთის დასახმარებლად, უკრაინაში ჯარი გაგზავნა. ბელორუსის ჯარი ჩერნიგოვში იმყოფება. ცოტა ხნის წინ კი ლუკაშენკომ გააკეთა განცხადება, რომ ის უკრაინაში ჯარს არ გაგზავნიდა. ჩერნიგოვო მორიგი შეტევის მოლოდინშია. ინფორმაცის, საერთაშორისო მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეტი...

მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს, საქართველოს პარლამენტში პოზიცია-ოპოზიცია დაერია

საქართველოს პარლამენტის სხდომა ისე გაიხსნა, რომ ვერც უკრაინის ელჩის მიწვევა მოხერხდა და ვერც უკრაინისთვის რეალური და გულწრფელი სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სახელით. პოზიცია-ოპოზიციამ, ვერც ამ საომარ მოქმედებების დროს, მაშინ, როცა უკრაინაში სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები იხოცებიან, თავის შეკავება ვერ შეძლო და ერთმანეთს დედის გინებითა და წარსულის გახსენებითა დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა  ოპოზიციას პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დედაზე შეაგინა,  სხდომა დაპირისპირებით გრძელდება. „ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ… მე“ – აი, ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის მთავარი სიტყვა პარლამეტში,…

მეტი...

„კლავს უდანაშაულო ადამიანებს“ – უკრაინის საგარეო მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აკეთებს და მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს. „გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!“- აცხადებს კულება. პარალელურად, ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ჯარები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, თუმცა, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბელორუსმა უკრაინაში ჯარები შეიყავანა.  

მეტი...

დედის გინება საქართველოს პარლამენტში

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა ითხოვა, მან გამოსვლა უკრაინის სოლიდარობით დაიწყო და შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენს და ჩვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთევს, იმის დედას ….. მე“ – განაცხადა ყაველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

მეტი...

უკრაინელებმა სისასტიკით გამორჩეული მკვლელების ჯგუფი დააკავეს

ქალაქ ოვრუჩში სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის დაჯგუფების” რუსი მებრძოლები დააკავეს, რომლებიც სისასტიკით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ტყვე, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, დაკითხვისას ყვება, რომ უკრაინაში გადმოსროლამდე ის სირიაში იბრძოდა. მისი თქმით, ქალების და ბავშვების მოკვლისთვის რუსეთის ხელისუფლება მათ დღეში 60$ დოლარს უხდის. ტყვე კლინიკაში ყვება, რომ უკრაინაში, ადამიანების მოკვლისთვის მას დღეში ხელფასის 2 პროცენტს უმატებენ. ტყვე: უკრაინაში წამოსვლამდე სირიაში ვიბრძოდი. ფეხში ვარ დაჭრილი, 5 ტყვია ამომიღეს. კითხვაზე, რამდენი გადაუხადეს მას სირიაში ბრძოლისთვის, ტყვე პასუხობს: „დაახლოებით 800 დოლარი გამოვიმუშავე“. მორიგ კითხვაზე უკრაინაში ომისთვის  რამდენს უხდიან? ტყვე პასუხობს: ხელფასზე 2%-ს მიმატებენ დღეში. ხელფასი კი 56 000…

მეტი...

„პუტინის პირველი მტერი მე ვიყავი, ახლა ვუთმობ ამ ადგილს პრეზიდენტ ზელენსკის“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინა არასდროს დაეცემა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის პირველი მტრის სტატუსი მან პრეზიდენტ ზელენსკის გადააბარა, „ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი საქართველოში, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან არასდროს შემშლია ჩემი პროგნოზი. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრა, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის,…

მეტი...

„რანაირად შეიძლება მიხაროდეს, რომ რუსები ჩემს სახლში შევიდნენ და საწოლში ჩაწვნენ?!“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის პირველი მტერი თავად იყო, თუმცა ახლა, ამ პოზიციას ზელენსკის უთმობს. „ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ გვსურს საქართველოში ომი და მე მიხარია უკრაინაში ომი. მე მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს – მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია, თუ არ ჩავთვლით ყვარელში. მე პირველად კიევში ავიშენე სახლი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ეს არის ჩემი სახლი და რანაირად შეიძლება მიხაროდეს ომი, რომ რუსი სამხედროები მივიდნენ და ჩემს საწოლში ჩაწვნენ და ჩემს სახლში ჩამისახლდნენ. როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს…

მეტი...

უკრაინისკენ ასობით რუსული ჯავშანტექნიკა მიემართება  

საერთაშორისო მედია ავრცელებს სატელიტიდან ამოღებულ ფოტომასალას, სადაც ჩანს ასობით ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც უკრაინის მიმართულებით მიემართება. როგოც უცხოური მედია წერს, სამხედრო კოლონის სიგრძე 64 კილომეტრია.

მეტი...

ერთ დღეში 36 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა – 362, იმერეთი – 1 226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი – 446, გურია – 321, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 506, კახეთი – 542, მცხეთა-მთიანეთი – 174, სამცხე-ჯავახეთი – 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.

მეტი...

ვირუსით 6 847 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 226 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 003  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.39%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 612 319. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.73%.

მეტი...

სამშობიარო სახლებსაც ბომბავენ, რუსული სისასტიკე უკრაინაში

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველა ლიდერთან იმეორებს, რომ რუსეთი სამოქალქო პირებსა და ობიექტებს არ ერჩის და ეს მათი სამიზნე არ არის. რუსეთის სამხედროებმა კი იერიში ბავშვების მიმართულებით არაერთხელ განახორციელეს. მორიგი დაბომბვისას, რუსული ჭურვი სამშობიარო სახლს მოხვდა. მშობიარე და ახალნამშობიარები ქალები და ჩვილები ბუნკერებში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. თავის გადარჩენა ბუნკერებში უწევთ  იმ ბავშვებსაც, რომელთა სახლებიც დიბომბა.      

მეტი...

უკრაინა კანადისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიიღებს

უკრაინა შეიარაღებით და საბრძოლო აღჭურვილობით ძლიერდება. ამჯერად, მორიგი დახმარება უკრაინაში კანადიდან მიდის. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანადა რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტსაც კრძალავს. „ვისაც კავშირი აქვს პრეზიდენტ პუტინის სისასტიკეებთან, ვერ გაექცევა ამ ქმედებების შედეგებს. სწორედ ამიტომ გამოცხადდა, რომ რუსი ოლიგარქები ვერ გამოიყენებენ საკუთარ სიმდიდრეს საზღვარგარეთ მოქალაქეობის შესაძენად და სანქციების შედეგებისთვის თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ. კანადის ნავთობმწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, კანადა რუსეთისგან ყოველწლიურად საშუალოდ 550 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის იმპორტს ახორციელებდა. „კანადა გააგრძელებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას. უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის ახალ პარტიებს გავაგზავნით, მათ შორის ჯავშანჟილეტებს, აირსაწინააღმდეგო ნიღბებს და ღამის…

მეტი...

უკრაინა მორიგ საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს

მსოფლიოს ქვეყნები საკუთარი ჯარისკაცებით არა, თუმცა, აღჭურვილობით, იარაღით, საბრძოლო მასალით უკრაინას მაქსიმალურად ეხმარებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის 70 საბრძოლო თვითმფრინავი გაუგზავნეს. უკრაინა ავსტრალიისგან 50 მილიონის იარაღს მიიღებს  

მეტი...

რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 50 დოლარს გადაუხდის

ერთი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი 50 დოლარია. ასე შეაფასა ოკუპანტმა ქვეყანამ საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე. „უნიანის“ ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული შვილებისთვის რუსეთი თითო ოჯახს 50 დოლარს გადასცემს.  

მეტი...

უკრაინა ავსტრალიისგან 50 მილიონის იარაღს მიიღებს

მსოფლიო უკრაინას შეიარაღებით  აქტიურად ეხმარება. ამჯერად, მორიგი განაცხადი ავსტრალიამ გააკეთა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა. როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია უკრაინას ლეტალურ იარაღს, ასევე არალეტალურ დახმარების მიაწვდის. „ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე, აღჭურვილობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მათ მიერ საკუთარი სამშობლოს თავდაცვაში დახმარებაზე“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა. მთლიანობაში, საუბარია 50 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობაზე. ავსტრალია იარაღის გარდა, უკრაინას 25 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიაწვდის.

მეტი...

„არავინ გაპატიებს მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ხუთი დღის განმავლობაში უკრაინაში რუსული ძალების მიერ 56 სარაკეტო დარტყმა და 113 საკრუიზო რაკეტის გასროლა განხორციელდა“ – აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს და ოკუპანტ ქვეყანას უთვლის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტვას მათ არავინ აპატიებს. CNN -ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი ტრიბუნალის აუცილებლობას აყენებს. „რუსულმა ძალებმა რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად ისროლეს ხარკოვში. ეს აშკარად ომის დანაშაული იყო. ხარკოვი მშვიდობიანი ქალაქია, არის მშვიდობიანი საცხოვრებელი უბნები, არაა სამხედრო ობიექტები. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ  ოკუპანტებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში საარტილერიო ცეცხლის გახსნეს. არის დიდი მსხვერპლი.…

მეტი...

70-მდე მებრძოლი დაიღუპა, მათთვის ადგილებს სასაფლაოზე ამზადებენ

ოკუპანტი ქვეყნის ჯარებმა მორიგი იერიშს ქალაქ ხერსონზე მიიტანეს.   პარალელურად, დარტყმები განხორციელდა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად  დაღუპულია 70-მდე უკრაინელი  მებრძოლი. „მოწინააღმდეგემ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, –  აცხადებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივ მედიასთან.  

მეტი...