საფრანგეთი უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას და საწვავის მარაგს უგზავნის

ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ელისეს სასახლის განცხადება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. საბჭო ასევე დასთანხმდა რუსების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა ზომები რუსული მედიის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მეტი...

უკრაინა “საერთაშორისო ლეგიონს” ქმნის და დახმრებას უცხოელ მოხალისეებს სთხოვს

ვოლოდიმერ ზელენსკი ახალ განცხადებას ავრცელებს, რომელიც “უცხოური ლეგიონის” შექმნის შესახებ გვაუწყებს. კიევი აცხადებს, რომ აყალიბებს “საერთაშორისო” ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მოხალისეობა უკრაინის მხარდასაჭერად. “ეს იქნება ჩვენი ქვეყნისადმი თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ

მეტი...

“რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად ბელარუსში ჩავიდა”, – დიმიტრი პესკოვი

რუსული მედიის ინფორმაციით,  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა. მისი თქმით, დელეგაციას წარმოადგენენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან და სხვა დეპარტამენტებიდანაც. “ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მეტი...

იტალია, რუმინეთი და ფინეთი – ევროპა რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს

უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების დღიდან იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავენ, ნელნელა იზრდება. დღეს მიიღო გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობამ, რომ რუსეთს საჰაერო სივრცეს ჩაუკეტავს. ფინეთს მხარს უბამს იტალიაც და რუმინეთიც. შესაბამისად დღეის მონაცემებით რუსებს ამ სამ ქვეყანაში ვეღარ შეეძლებათ გადასვლა.

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტია 1 066 პირი

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც, 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 162, აჭარაში – 426, იმერეთში – 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 116, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 29, იმერეთში – 27. 449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 – თბილისში, 0 – აჭარაში. 90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის,…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 138 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, კახეთი – 442, მცხეთა-მთიანეთი – 82, სამცხე-ჯავახეთი – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 835 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 252 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 13 840  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.42% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 835 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 603 007. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.64%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

მეტი...

“გაზპრომის” ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

უცხოური მედიის ინფორმაციით, კომპანია “გაზპრომის” ფინანსურმა დირექტორმა, ალექსანდრ ტიულიაკოვმა დავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ტიულიაკოვის ცხედარს ლენინგრადის ოლქის ელიტურ დასახლებაში – ლენინსკოიეს ერთ-ერთ ავტოფარეხში მიაგნეს. მედიის ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

მეტი...

კიევში რუსულმა ჯარებმა მანქანა დაცხრილეს – დაღუპულია 7 წლის ბავშვი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 26 თებერვალს ოკუპანტების დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა მანქანას ესროლა, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა სამი ბავშვით. შემთხვევა ელენა ტალიჰას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მე-4 კლასელი პოლინა და მისი მშობლები სროლის შედეგად მოკლეს, დანარჩენი ბავშვები კი დაჭრეს. დაჭრილთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. დაღუპული გოგოს და კიევის კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მას ტყვიის სროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანება აქვს.

მეტი...

რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ – სამხედროები ქალაქის ცენტრში არიან

BBC-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში შევიდნენ. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული მსუბუქი სამხედრო მანქანები ქალაქში შეიჭრნენ. ის მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. “არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.    

მეტი...

რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა

ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია, რომის მიხედვითაც რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. “ავტომატური სისტემა, რომელიც რადიაციის მონიტორინგს ახორციელებდა მწყობრიდან არის გამოსული. სათვალთვალო კამერებმა კი დააფიქსირეს ჭურვების ჩამოვარდნის მომენტი”, – აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

“ამბობენ, რომ ის კომიკოსი იყო, ამჟამად კი უდიდეს სიმამაცეს ავლენს”, – დონალდ ტრამპი ვოლოდიმერ ზელენსკიზე საუბრობს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საომარ ვითარებას ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ შესანიშნავი სიმამაცე და ლიდერის უნარები გამოიჩინა. “ვოლოდიმერ ზელენსკი უმძიმეს გამოცდას გადის და საოცარ სიმამაცეს ამჟღავნებს. ის ნამდვილი ლიდერია. ბობენ, რომ ის მსახიობი, კომიკოსი იყო და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ის ჯერჯერობით დიდ სიმამაცეს ავლენს და იმედია, ეს ძალიან დიდხანს არ დაგვჭირდება, რადგან შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს“, – აცხადებს ტრამპი. ტრამპის თქმით, რუსეთის არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში, რადგან ეს დაუშვებელია.

მეტი...

საომარ ვითარებას უკრაინაში მინიმუმ 64 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას შეეწირა ან ბრძოლის გამო დაშავდა 240 მოქალაქე. დაღუპულია მინიმუმ 64 ადამიანი. გაეროს განცხადებით, 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს. წინასწარი შეფასებებით, საომარი ვითარების გამო შესაძლოა ხუთი მილიონი ადამინი ლტოლვილად იქცეს.

მეტი...