მერი არ ადასტურებს, რომ კიევი ალყაშია

კიევი მერმა ვიტალი კლიჩკომ მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ კიევი ალყაში არ არის. მან გავრცელებულ ინფორმაცის სიყალბე უწოდა, რომელიც მისი სახელით გავრცელდა. მისი თქმით მტერი ახლოსაა, თუმცა, კიევი შემოტევებს უძლებს. კლიჩკო განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მისი სახელით გავრცელდა, თუმცა, ეს მას არ გაუკეთებია და რუსეთის გავრცელებლია, რომლებმაც მისი გვერდის ასლი შექმნეს და ყალბ საინფორმაციო კამპანიას ეწევიან.

მეტი...

რუსული მანიპულირების „საინფორმაციო ონკანი“ იკეტება

ევროკავშირი ოკუპანტ ქვეყანას მორიგ სანქციებს უწესებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზებ ბორელი აცხადებს, საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნახევარზე მეტის დაბლოკვაზე. ასევე, სანქციები Russia Today-სა  და Sputnik-ს შეეხება. კერძოდ,  ეს ორი საინფორმაციო არხი დაიბლოკება. „გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ევროპაში რუსული საინფორმაციო მანიპულირების ონკანის ჩასაკეტად, ევროკავშირში Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვით“, – აცხადებს ბორელი.

მეტი...

ბელგიიდან და შვედეთიდან უკრაინაში საბრძოლო მასალა გაიგზავნა

მსოფლიო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს. ამჯერად, უკრაინის მიმართულებით  საბრძოლო მასალა ბელგიიდან და შვედეთიდან გაიგზავნა. ბელგია უკრაინას 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს აწვდის, შვედეთი კი 5000 ტანკსაწინააღმდეგო ერთჯერადი გამოყენების გამშვებს, 5000 ცალ ჯავშანს, 5000 ჩაფხუტს და 135 000 შეკვრა მშრალ ულუფას.  

მეტი...

უკრაინის დასახმარებლად ებრაელი ექიმები გაემგზავრნენ

უკრაინას სოლიდარობას და მხარდაჭერას ებრაელებიც უცხადებენ. სპეციალური ჯგუფები, სამედიცინო პერსონალი დაჭრილი უკრაინელების დასახმარებლად უკრაინაში მიემართება.

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება რადენიმე საათში დაიწყება

უკრაინის დელეგაცია იმ ადგილს უახლოვდება, სადაც მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკრაინულმა დელეგაციამ მარშრუტი შეცვალა. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის,  თეოდორ ვენისლავსკის განცხადებით, უკრაინელებს ბელორუსიის საზღვრამდე რამდენიმე საათი დასჭირდებათ. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა. მოლაპარაკებები რამდენიმე საათში დაიწყება. ჩვენი დელეგაციის უსაფრთხოების მიზნით, დელეგაცია მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო მარშრუტით გაემგზავრა“ – განაცხადა ვენისლავსკიმ. შეხვედრა მდინარე პრიპიატის რაიონში იმართება. მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ – უკრაინის დელეგაცია ბელორუსიის საზღვრისკენ მიემართება

მეტი...

„საშიში რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქციელი“  – იენს სტოლტენბერგი პუტინზე

ვლადიმირ პუტინის განკარგულებას ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლასა და მაქსიმალურ შეტევასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უპასუხისმგებლო და საშიში რიტორიკად აფასებს. „ეს საშიში რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი. რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას აერთიანებ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში,  ომს აწარმოებენ დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულ შეჭრას უკრაინაში,  ეს აძლიერებს სიტუაციის სერიოზულობას”, – ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი პუტინის განკარგულებას. “ვუბრძანებ ჩვენს თავდაცვის მინისტრს, გადავიდნენ ჯარები საგანგებო საბრძოლო რეჟიმზე”, – ვლადიმერ პუტინი

მეტი...

ქალები უკრაინის დასაცავად

საკუთარი სამშობლოს დასაცავად ყველამ იარაღი აიღო. ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა ქალები სამშობლოს და ქვეყანას ისევე იცავენ, როგორც მამაკაცები. მათ შორის არის ერთ-ერთი ქალაქის მერის მეუღლე. ქალები ძირითადად ქალაქის შესასვლელებთან არიან გამაგრებულები და რუსის ჯარს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. ვისაც იარაღის გამოყენება არ შეუძლია, „მოლოტოვის კოქტეილით“ უმკლავდება ოკუპანტის ქვეყნის ჯარს.  

მეტი...

თბილისის ახალი სპორტის სასახლე იწვის

უნივერსიტეტის ქუჩაზე, მშენებარე სპორტის სასახლეს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი საკმაოდ ძლიერია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.  10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც მშენებარე მდგომარეობაში იყო და მილიონები დაიხარჯა, ცეცხლის ალშია გახვეული.

მეტი...

მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ – უკრაინის დელეგაცია ბელორუსიის საზღვრისკენ მიემართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესი იწყება. უკრაინის მხარემ დაადასტურა, რომ შეხვედრა მდინარე პრიპიატთან გაიმართება. ​ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ შეხვედრის ადგილზე შეთანხმდნენ. „შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება“, – წერს ზელენსკი.  

მეტი...

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ტოკიო უერთდება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და კანადას გადაწყვეტილებას რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT -ის სისტემაზე წვდომის ბლოკირების შესახებ. იაპონური მედიის ინფორმაციით, კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია სანქციებს დაუწესებს რუს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იაპონია უკრაინისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ჰუმანიტარული დახმარებისთვის. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსიმასა ხაიასი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამ თემაზე მოლაპარაკებას გამართავს.

მეტი...

“ვუბრძანებ ჩვენს თავდაცვის მინისტრს, გადავიდნენ ჯარები საგანგებო საბრძოლო რეჟიმზე”, – ვლადიმერ პუტინი

სულ რამდენიმე წუთის წინ ვლადიმერ პუტინმა სხდომაზე განცხადება გააკეთა. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ცუდი დამოკიდებულება და უერთიერთობა აირჩიეს რუსეთთან და ამას პასუხიც გაეცემა. “დასავეთის ქვეყნებმა არამეგობრული მოქმედებები გაატარეს ამ დღეების განმავლობაში ჩვენს მიმართ. ევროპის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა აგრესიული განცხადებებით შეუტიეს ჩვენ ქვეყანას. ამ ყველაფრის გამო, ჩვენს თავდაცვის მინისტრს ვუბრძანებ, გადაიყვანოს რუსული ჯარები საგანგებო საბრძოლო რეჟიმზე”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

“რუსების ჯარი კიევში არ იმყოფება”, – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი ქალაქის დაცვას განაგრძობს. რუსეთის ჯარები დედაქალაქში არ არიან. ის მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. გასვლა შეიძლება მხოლოდ საჰაერო განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თუკი თავშესაფრისკენ წავლენ. “ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები და ტერიტორიული თავდაცვის ძლები განაგრძობენ დივერსანტების გამოვლენასა და განიარაღებას. რუსეთი განაგრძობს კიევის საცხოვრებელი კვარტალების დაცხრილვას. რუსეთი კლავს უკრაინელებს მთელ უკრაინაში”, – აცხადებს კლიჩკო  

მეტი...

“უარი რუსულ გაზს, ავაშენებთ ბუნებრივი აირის ორ ახალ ტერმინალს”, – შოლცი ბუნდესტაგის სხდომაზე

“გერმანია აპირებს ააშენოს ბუნებრივი აირის ორი ტერმინალი ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით, რათა შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. “ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან”, – განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის სხდომაზე.

მეტი...

“გულწრფელად, რომ გითხრათ რუსეთის მოლაპარაკების სურვილის არ მწამს”, – ლიზ ტრასი

ვიდრე რუსული ჯარი უკრაინაშია, მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე შედგინა იმ რუსი ოლიგარქების სია, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს. “მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ვერანაირად შედგება, რადგან რუსეთი საომარ მოქმედებსბ ისევ აგრძელებს. გულწრფელი რომ ვიყო, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილის არ მწამს. მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს. შევადგინე იმ ოლიგარქების სია, რომლებიც სანქციების სამიზნე იქნებიან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მათი სია ყოველკვირეულად შეივსება”, – აცხადებს ტრასი.

მეტი...

უკრაინელებმა დააკავეს სასწრაფო მანქანით მოძრავი რუსი დივერსანტები

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კიევში უკრაინელმა სამხედროებმა კადიროვის დაჯგუფების დივერსანტები დააკავეს. დივერსანტების ნაწილი ჩაცხრილულია. ისინი კიევში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდნენ.

მეტი...

კიევის ოლქისკენ დიდი რაოდენობით რუსული ჯავშანტექნიკა მიემართება

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კიევის ოლქში, მაკაროვაში გაიარა რუსი ოკუპანტების ტექნიკამ 15 ტანკის, 25 ჯავშანტრანსპორტიორისა და ურალის ტიპის 15 ავტომანქანაში მსხდომი ადამიანებით. ადგილობრივების თქმით, უკვე სამმა კოლონამ გაიარა, მათ შორის ტექნიკამ, სატვირთოებმა ცეცხლსასროლი იარაღითა და რაკეტებით. გადააქვთ საწვავიც. მათივე ინფორმაციით, ტანკებმა გაიარეს მაკაროვა და ცდილობენ კიევში მოხვედრას.

მეტი...

“ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის”, – ოლაფ შოლცის გამოსვლა ბუნდესტაგში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. “ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო. ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. უკრაინაზე თავდასხმით პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის აღმოფხვრა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას. ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება”, – განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის…

მეტი...

“უდიდესმა დანაკარგმა და ჩვენმა წინააღმდეგობამ რუსეთს გეგმები ჩაუშალა”, – ზელენსკის მრჩეველი

ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიქანცა უკრაინაში სამი დღის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ, რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას ბელარუსში შესაძლო მოლაპარაკებების გამართვაზე. “რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკების ინიციატივა აქვს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ინიციატივა და ახლა არ შეუძლიათ აწარმოონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ვფიქრობ, მათ დარჩათ ერთი-ორი მცდელობა, რათა შეუტიონ ან განახორციელონ აქტიური მოქმედებები, ამიტომ, ჩემი და სხვა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, უდიდესმა დანაკარგებმა, რომლებიც მათ განიცადეს, ასევე უკრაინელი ხალხის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ მათი გეგმები ჩაშალა”, – აღნიშნავს მრჩეველი

მეტი...

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. “რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. გადაუდებელ გადაწყვეტილებას მოვითხოვთ  რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის ზონების დაბომბვით – გენოციდის ნიშნებს ატარებს.

მეტი...

უკრაინაში პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამხედროები სამშობლოს დაცვის პირობით თავისუფლდებიან

უკრაინის გენპრკურორის ოფისი ადასტურებს ინფორმაციას, რომის მიხედვითაც უკრაინაში პატიმრობაში მყოფ ყოფილ სამხედროებს სამშობლოს დაცვის პირობით ათავისუფლებენ. პროკურორ ანდრეი სინიუკის თქმით, მიდის განხილვა იმ პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება და დამსახურებები გააჩნიათ. ასევე, მნიშვნელოვანია დანაშაულს გულწრფელად ინანიებდნენ. სამხედრო დავალებებზე რამდენიმე პატიმარი უკვე გაიგზავნა.

მეტი...

ფინეთის შემდეგ კიდევ 6 ქვეყანა – რუსეთს საჰაერო სივრცეს მასშტაბურად უკეტავენ

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთმა, იტალიამ და რუმიონეთმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით კი რუსეთის საჰაერო სივრცე  კიდევ 6 ქვეყანამ ჩაკეტა. ესენია: ირლანდია, ავსტრია, დანია, ისლანდია, ბელგია და შვედეთი. რუსეთის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო გერმანიაც.

მეტი...

ქალაქი ირპინი უკრაინამ დაიბრუნა

უკრაინული მედია ირპინის მერის ალექსანდრე მარკუშინის ინფორმაციით, გვამცნობს, რომ რუსული ტანკები ქალაქ ირპინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ქალაქიდან განდევნა მოახერხეს. “ამ წამისთვის ირპინს სრულად აკონტროლებს უკრაინული მხარე, გთხოვთ დარჩეთ სახლებსა და თავშესაფრებში”, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მეტი...

ბელორუსიაში ჩასული რუსული დელეგაცია უკრაინულ მხარეს უშედეგოდ ელოდება

ბელორუსიის ქალაქ გომელშ რუსული დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრას უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდა ელოდება. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 15:00 საათამდე დაელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმიტ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მინსკში გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას თავს ბელორუსიის მხროდან არ დაესხმეოდა.

მეტი...

“ეს არის ნადმვილი ბოროტება, რუსეთის მოქმედებები გენოციდის ნიშნებს იღებს”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებებში გენოციდის ნიშნებია. მისი თქმით, რუსეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის მიცემა უნდა ჩამოერთვას. “რუსეთის მოქმედებები გენოციდის ნიშნებს იღებს. სოფლიო უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რუსეთს ხმის მიცემა ჩამოერთვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით, ამიტომ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება თითოეულ გმირს! დიდება უკრაინას”, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

მეტი...

ძიუდოს ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის და ელჩის თანამდებობა ჩამოართვა

რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში მთელი სამყარო შეძრა. რუსეთს ზღუდავს და მიჯნავს მთელი სპორტული სამყაროც. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. ეს ერთ-ერთი გადაყწვეტილებაა სპორტულ სანქციებს შორის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწესდა. ამასთან ერთად ფორმულა 1-ის გრან პრი რუსეთში აღარ გაიმართება და სანქტ-პეტერბურგის მაგივრად ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება.  

მეტი...

რუსული ჯარები ხარკოვს ტოვებენ – სამხედროებმა შეიარაღება დატოვეს, მათი ტანკები იწვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა შეირაღებულმა ჯარებმა ხარკოვიდან გასვლა დაიწყეს.  მათი საბრძოლო ტექნიკა იწვის. ჯარისკაცებმა წინ წაწევა ვერ მოახერხეს, შესაბამისად უკრაინელებს ხარკოვზე სრული კონტროლი აქვთ დაწესებული. ჩერნიგოვი და მარიუპოლი მთლიანად უკრაინელები აკონრტოლებენ. მოქალაქეები რუსულ ტანკებს შიშველი ხელებით აჩერებენ. უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქებს მედგრად იცავენ, თუმცა რუსული ბომბები საცხოვრებელ შენობებს ხვდება და ანადგურებს. ადამიანები თავს სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში აფარებენ.

მეტი...

“ახლანდელ ვითარებას ომს ვერ დავარქმევდი, სიმართლე გითხრათ პუტინი მეცოდება”, – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცევა. “ახლა რაც ხდება ამას ომს ვერ დავარქმევდი, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – “ხორცსაკეპი”. საწყალ პუტინს ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, შემდეგ უკან იხევენ. სიმართლე, რომ ვთქვა მეცოდება, – განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი გარე ძალებზეა დამოკიდებული და ისინი მას მოლაპარაკებების უფლებას არ მისცემენ.

მეტი...

“ვლოცულობთ უკრაინელთა მშვიდობისა და გადარჩენისათვის”, – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ საპატრიარქო გულშემატკივრობს ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, ლოცულობენ მათი მშვიდობისთვის. მეუფეს თქმით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მშვიდობისთვის დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდება. “უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ვგულშემატკივრობთ და ვლოცულობთ უკრაინელი ხალხისათვის, იმედი გვაქვს მშვიდობა მალე დამყარდება. არის ინიციატივა, რომ იმ უკრაინელ მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ჯერჯერობით თავიანთ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. იმედია, ღვთის წყალობით ეს განხორციელდება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეტი...

“ხერსონი და ბერდიანსკი სრულად ჩვენი ჯარების კონტროლის ქვეშაა”, – რუსეთის თავდაცვის სამინისტო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი – ხერსონი და ბერდიანსკი სრულად რუსული ჯარების კონტროლის ქვეშაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ რუსებს სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰენიჩესკზე და ხერსონის მახლობლად მდებარე ჩორნობაივკას აეროდრომზე კონტროლი აქვთ დამყარებული.

მეტი...

კიევის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

საჰაერო თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბანში, ტროიეშჩინაში. პოსტი გამოაქვეყნა ტელეგრამში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა სადაც აცხადებს, რომ კიევის საცხოვრებელ უბანში, ტროიეშჩინაში “უგუნური და დაუნდობელი თავდასხმა განხორციელდა”.

მეტი...

PSP უკრაინას 200 000 ლარის ღირებულების მედიკამენტებს უგზავნის

საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას მხარდაჭერას PSP-ც უცხადებს. კომპანიამ უკრაინელ ხალხს დახმარება გაუგზავნა. „უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 𝟐𝟎𝟎 𝟎𝟎𝟎 ლარის მედიკამენტები უსასყიდლოდ გადავეცით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – ჰუმანიტარული დახმარებისთვის. დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!“ – აცხადებენ  PSP-ში.

მეტი...

“რთული ღამე იყო, თუმცა მთავარია მტერმა შემოსვლა ვერ მოახერხა” , – უკრაინაში მყოფი ქართველები

უკრაინაში მყოფი ქართველები იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანაშია. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები მტერს წარმატებულად იგერიებენ და საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიციაც. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ ქართველების 7 კაციანი ჯგუფი რუმინეთის საზღვრისკენ დაიძრა, რათა საომარი მოქმედებებს განერიდონ. “რთული ღამე იყო,. ვიმყოფებით კიევში, ერთ-ერთ მსხვილ უბანში და მთავარია გასულ ღამეს მტერი ვერ შემოვიდა. კიევზე დიდი ბრძოლებიც არ ყოფილა, იმიტომ, რომ უფრო შორს იგერიებდნენ ჩვენები. ანადგურებენ შემოსულ დივერსანტებსაც. შესანიშნავად მუშაობს პოლიციაც”, – აღნიშნავენ ქართველები.

მეტი...

ზელენსკი მოსალაპარაკებლად ბელოურისში არ ჩავა, სხვა ქვეყნები მისაღებია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხსნის, თუ რატომ ვერ გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკება მინსკში. მისი თქმით,  განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ბელორუსიიდან ესხმის თავს, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ჩასვლა და მოლაპარაკება. „თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა – ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- აცხადებს…

მეტი...

“პუტინი ანადგურებს საკუთარი ქვეყნის მომავალს და არა უკრაინას”, – ევროკავშრირი

ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთის სავალუტო რეზერვები გაყინოს. აღნიშნული სანქციები ითვალისწინებს  რუსეთის ცენტრალური ბანკის პარალიზებას, შესაბამისად ოკუპანტ სახელმწიფოში 630 მილიარდი დოლარის განაღდებას ვერ შეძლებენ. ანალოგიური ზომების მიღებას აპირებს აშშ-ც. ეკონომიკური სანქციები რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვას ითვალისწინებს. “პუტინი სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს და არა უკრაინას. რუსეთის ბანკების პარალიზდება, რაც გაყინავს მის ტრანზაქციებს და ცენტრალური ბანკისთის შეუძლებელს გახდის ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები. რუსული ბანკები გაძირიცხება SWIFT-დან და დაიბლოკება რუსული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

პუტინი რუს ჯარისკაცებს ამხნევებს და გმირული ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში გამოჩენილი „გმირული ბრძოლისთვის“ ამხნევებს და მადლობას უხდის. „გილოცავთ პროფესიულ სპეცოპერაციებს დღეს. თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში ეფექტურად ასრულებთ თქვენს მოვალეობას და ყოველთვის ღირსეულად იცავთ თქვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. სპეცრაზმების გმირული ტრადიციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უცვლელია. თქვენ ხედავთ, როგორ დინამიურად იცვლება დღევანდელი კონფლიქტების ხასიათი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ მებრძოლებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან დონბასში და გმირულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, – განაცხადა პუტინმა ვიდეომიმართვაში.  

მეტი...

“კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა”, – უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახალ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო. მისი განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა. “რუსეთის ჯარს რამდენიმე მცდეობა ჰქონდა იმისა, რომ ქალაქებში შემოჭრილიყო და კონრტოლი დაეწესებინა, თუმცა ამ დრომდე  ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...