„სანქციები რუსეთს მიიყვანს სრულ ინფლაციამდე“ – ევროპის ახალი სანქციები რუსეთს

ევროკავშირმა აგრესორ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ეს სანქციები რუსეთს სრულ ინფლაციამდე მიიყვანს. „სანქციებს ექნება მაქსიმალური გავლენა რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ელიტაზე. კრემლს პასუხს ვაგებინებთ. ეს სანქციები რუსეთს მიიყვანს ინფლაციამდე. ასევე სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ელიტას, მათი დეპოზიტების გაყინვით ისე, რომ ვეღარ შეძლონ ევროპაში ფულის დამალვა. სრულად იკრძალება რუსული კომპანიებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვა. რუსეთის კომერციული აეროფლოტის სამი მეოთხედი არის თვითმფრინავები, რომელიც აწყობილია ამერიკაში, ევროპასა და კანადაში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის პერსონალი ტყვედ აიყვანეს

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მიმართულებით 160 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ასევე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩერნობილი დაიკავა, მათ ჩერნობილის პერსონალი ტყვედ აიყვანა.  კიევის მიმართულებით რუსული სამხედრო შეიარაღების გადაადგილება ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

18-დან 60-წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინის დატოვება ეკრძალებათ

რუსეთ-უკრაიის ომი 24 საათზე მეტია გრძელდება. რუსული ჯარები უკრაინასაც მიადგნენ. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. “18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის საზღვრების დატოვება ეკრძალებათ. ეს რეგულაცია ძალაში იქნება საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების პერიოდში“ –  წერია  დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. არის მსხვერპლი.  

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიასაც დაარტყა, არიან დაღუპულები

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა  ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. სამიზნე აზოვის ზღვის პირას მდებარე მელიტოპოლის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფი გახდა. მესაზღვრეებს შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.  

მეტი...

რუსებმა კიევშიც შეაღწიეს

უკრაინის დედაქალაქში, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის – ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრენი აპარატის ჩამოგდება კიევის დარნიცკის რაიონში მოხდა. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა, როკ  რუსული დივერსიული ჯგუფები უკრაინის დედაქალაქ კიევში შევიდნენ. „ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა პირველ სამიზნედ, ჩემი ოჯახი, როგორც სამიზნე ნომერი – 2. მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით. ჩვენ გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ კიევში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. კიევში დილიდან სროლები მიმდინარეობს.  

მეტი...

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაჭრილებსა და დაღუპულებზე ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიტანილი სამხედრო იერიშის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 ადამიანი დაიჭრა. რუსულმა ჯავშანმანქანებმა დაარღვიეს უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკის და ხარკოვის რაიონებში. თავდასხმები ასევე გრძელდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. ამერიკის ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს კიევში შეჭრას.  

მეტი...