„მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ – იენს სტოლტენბერგი

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნატოს სამიტი. როგორც ნატოს გენ.მდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთისთვის პასუხი უნდა იყოს შემდეგი – მეტი გაძლიერება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ყოველი მოკავშირე და ნატოს ტერიტორიის ყველა მტკაველი. ლიდერებმა დღეს დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ უკრაინას. კრემლი ცდილობს რომ შეასუსტოს ნატო-ს ​ პოზიციები მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი კოლექტიური რეაგირება და პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომ  დავეხმაროთ მათ, წარმატებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მიჰყვნენ იმ მომავალს, რომელიც თავად აარჩიეს. დღეს უფრო…

მეტი...

„პრეზიდენტი აქ არის ჩვენი ჯარები აქ არიან“ – ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან(ვიდეო)  

რამდენიმე წუთის უკან, უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ქუჩიდან  ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც მთავრობის წარმომადგენლებიც მასთან ერთად არიან. „საღამო მშვიდობის. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი ჯარები აქ არიან, მოქალაქეები აქ არიან, ყველა აქ ვართ. ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც. დიდებს ჩვენს დამცველებს,“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მეტი...

„რუსეთის სურვილია შეაჩეროს ნატოს გაფართოება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს სამიტი დასრულდა, ამ წუთებში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სპეციალურ განცხადებას აკეთებს ის რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიალოგს „ვნახეთ არნახული საფრთხე. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში. უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის. სიკვდილი, ადამიანების ტანჯვა და ნგრევა სახეზეა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი და გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაბრუნდეს დიალოგის გზაზე. კრემლის ამოცანა არ არის შეზღუდოს მხოლოდ უკრაინა. რუსეთს სურს კანონით გამტკიცებული სწრაფვით შეაჩეროს ნატოს გაფართოება და დააბრუნოს ყველფერი 1997 წლის პერიოდში. რუსეთი უქმნის საფრთხეს ევროპულ მშვიდობას. მსოფლიო ფიქრობს, რუსეთი მოეგება გონს და პასუხს აგებს. ეს არის საზარელი სტრატეგიული…

მეტი...

ჩერნობილიდან რადიაციამ გაჟონა

საკმაო რთული ვითარებაა ჩერნობილში, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და იქ მომუშავეები დაატყვევეს. უკრაინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ატომური სადგურიდან გაჟონა რადიაციამ და მისა დონემ ისეთ ნიშნულს მიაღწია, როგორიც 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის, რომ ჩერნობილი რუსის ჯარებმა დაიკავეს, რუსეთის თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა, მათ განცხადებით რადიაციის დონე სტაბილური და ჯარისკაცები ატომურ სადგურს იცავენ.  

მეტი...

კიევი რუსეთის ალყაშია 

უკრაინა ისევ რუსეთის შემოტევას იგერიებს. საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. უკრაინელი დივერსიულ ჯგუფებს ანადგურებენ, თუმცა, ახალ-ახალი ჯგუფები ისევ ჩნდება. დაბომბილია საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტი. არის მსხვერპლი. უკრაინის მერია მაღალსართულიან კორპუსებში მაცხოვრებლებს აფრთხილებს, შეძლებისდაგვარად შეამოწმონ მათი საცხოვრებლის სახურავი, ხომ არ არის რაიმე მონიშვნა დატოვებული, რომელსაც დივერსიული ჯგუფები აკეთებდნენ, რომ შემდეგ ეს მონიშნული ადგილი დარტყმის ობიექტი გამხდარიყო. კიევი რუსეთის ალყაშია და აქტიურად უტევენ. სამოქალაქო პირებში 18 000-მდე იარაღი დარიგდა. იბრძვის ყველა და სამშობლოს იცავს ყველა, ვისაც იარაღის გამოყენება შეუძლია, მათ შორის ქალები. ადგილობრივები “მოლოტოვის კოქტეილებსაც” იმარაგებენ.  

მეტი...

ევროპის საბჭომ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო მიიღო. „ევროპის საბჭოს სტატუსის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლება“, – ვკითხულობთ განცხადებაში რომელიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს.  

მეტი...

უკრაინა კრემლის შეთავაზებას განიხილავს

„უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით“, –აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის ს მრჩეველ ოლექსი არესტოვიჩი. დეტალები, თუ როდის შედგენა შეხვედრა და პარალელურად გაგრძელდება თუ არა საომარი მოქმედებები, ამ ეტაპზე უცნობია. რუსეთის ინფორმაციით, ისინი უკრაინის თანხმობას ელოდებიან. ერთ-ერთი ინფორმაციით, პუტინის სალაპარაკო თემა უკრაინის მხრიდან ნატოზე უარის თქმა იქნება. მოსკოვი უკრაინას მოლაპარაკებას მინსკში სთავაზობს

მეტი...

მოსკოვი უკრაინას მოლაპარაკებას მინსკში სთავაზობს

რუსეთი თანახმაა, უკრაინას მოელაპარაკოს. აღნიშნული გზავნილი კრემლიდან ოფიციალურად გაჟღერდა. ვლადიმირ პუტინი  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალაპარაკებლად მინსკს სთავაზობს. პუტინის პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ამ კონტექსტში პუტინი ზელენსკის მინკსში იწვევს. „როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დიალოგის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა. თავის დროზე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ოპერაციის მიზანი დამოუკიდებელი რესპუბლიკების  დონეცკის და ლუგანსკის დახმარება იყო ,მათ შორის, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის გზით. ეს კი წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ კომპონენტს“ , – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

პუტინს და ლავროვს ევროკავშირში აქტივს გაუყინავენ

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. რა აქტივებზეა საუბარი, ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის თუმცა, საუბარია რომ გაყინვა საკმაოდ დიდ მოცულობას ეხება.

მეტი...

დღეიდან PSP-ში 15მგ ქსარელტოს მომხმარებელი თურქეთის აფთიაქების ფასად -55 ლარად შეიძენს

დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თურქეთში წარმოებულ გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტოს 15მგ“ მომხმარებელი თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად – 55 ლარად შეიძენს. აქამდე გერმანული წარმოების ქსარელტო 15მგ საქართველოს აფთიაქებში ფასდაკლების დღეებში 139ლ ღირდა. ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში თურქული აფთიაქების ფასად მედიკამენტების იმპორტის ახალი რეგულაციის მიხედვით, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. უახლოეს პერიოდში კიდევ 5 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი ასევე თურქეთის აფთიაქების ფასად იქნება ხელმისაწვდომი PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაციის რეჟიმშია ათამდე მედიკამენტი. ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით. N88…

მეტი...

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ უკრაინელები ტერორისტებივით იქცევიან, თავად კი სამოქალაქოებს არ ერჩიან

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ რუსეთს დანაკარგი არ აქვს, რაც შეეხება უკრაინელებს, 200-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. რუსეთის ა თავდაცვაში აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით იკავებენ ტერიტორიებს და სამოქალაქო პირებს არ ერჩიან. აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთა. „ამჟამად, რუსი სამხედროების მხრიდან დასრულდა ჩერნიგოვოს ბლოკირება. რუსმა სამხედროებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ მოხდეს რაიმე მსხვერპლი. რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია დესანტის გადასხმის თვალსაზრისით კიევის შემოგარენში. ეს ოპერაცია მოიცავდა რუსეთის 200-ზე მეტ შოუმფრენს. დაშვების რაიონში მოხდა მოწინააღმდეგის სრული იზოლირება. ამ ტერიტორიაზე მოხდა 200-მდე სამხედრო პირის  გადანდგურება. რუსეთს არ აქვს…

მეტი...

რუსეთმა რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს ესროლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ  ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში, რუსულმა გემმა რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი  გემი დაბომბა. მსხვერპლის ესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

რუსები კიევშიც შევიდნენ, კიევი გადავიდა თავდაცვაზე

კიევის მერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დივერსიული ჯგუფები კიევში შევიდნენ. მისი ინფორმაციით, კიევი გადავიდა თავდაცვაზე და ყველას სთხოვენ, ბრძოლას.  

მეტი...

პუტინი ჩინეთს უდასტურებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

რამდენიმე წუთის უკან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს უდასტურებს, რომ მზადაა ზელენსკისთან „უმაღლესი დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, რათა მსხვერპლი შეჩერდეს. როგორც ჩინეთის ტელევიზია გადმოსცემს, სი ძინპინმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას მხარს დაუჭერს. პუტინმა კი მოლაპარაკების მზაობა დაადასტურა. რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

მეტი...

რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით უკრაინასთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს დაყრიან. „კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. არავინ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი. ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, – განაცხადა ლავროვმა. მან უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და წავიდნენ სახლში.  

მეტი...

„იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი“ – ბელა მახარაძე

„იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს უნდა უშვებდნენ პირველ რიგში ომში, რომლებსაც ბომბების ცვენა უბრალოდ ავდარი ჰგონიათ და რომლებიც სხვისი ოჯახების დასამარებას ცივი გონებით უყურებენ, წარბშეუტოკავად“ –  წერს გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე სოციალურ ქსელში. „შოკში ვარ მეგობრებო, რადგან ბოლომდე არ მჯეროდა აი, ამ თავხედურ ნაბიჯს თუ გადადგამდა ეს მართლაც იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი. ჩემს ოჯახს ერთი საოცრად მაგარი ბიჭის დაკარგვა ვერ მოუნელებია და ახლა წარმოიდგინეთ, უდროოდ რამდენი პაატა მახარაძე უნდა გაისტუმროს ქვეყანამ არასწორად გაშვებული პოლიტიკისა და გაუმაძღარი პოლიტიკოსების გამო? რამდენმა დედამ უნდა ჩაიცვას ძაძები და რამდენჯერ უნდა ჩამოჰკრას…

მეტი...

მძღოლი, რომელსაც ტანკმა გადაუარა, გადარჩა

ადამიანი, რომელსაც უკრაინაში  რუსულმა ქვეითმა საბრძოლო მანქანამ გადაუარა, გადარჩა. ვიდეოკადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს გზაზე მიმავალი მანქანა, რომელსაც რუსული ტანკი მიზანმიმართულად, საპირისპირო მიმართულებით გადაუჭრის გზას და გადაუვლის. მანქანა გაჭყლეტილია. რაც შეეხება ასაკოვან მამაკაცს, რომელიც საჭეს მართავდა, ადგილობრივებმა დიდი ხნის წვალების შემდეგ ამოიყვანეს. რუსულმა ტანკმა მანქანას გადაუარა და მძღოლიანად გაჭყლიტა

მეტი...

რუსეთი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩერნობილი მათ ხელშია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლია, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებმა 24 თებერვალს დაიკავეს. „რადიოაქტიური ფონი ბირთვული ელექტროსადგურის რაიონში ნორმაშია“, – აღნიშნა მან. ჩერნობიშლი გამოსხივების დონის მატება შეინიშნება

მეტი...

ჩერნობიშლი გამოსხივების დონის მატება შეინიშნება

უკრაინის რადას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. რადას ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, რამ გამოიწვია რადიაციული ფონის მაჩვენებლების ცვლილება. შეგახსენებთ, რომ რუსის ჯარებმა  ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს დაკარგეს და დასაქმებულები დაატყვევეს. უკრაინაში არ გამორიცხავენ, რუსეთმა ატომური ელექტროსადგური , პროვოკაციისთვის გამოიყენოს. თეთრი სახლი რუსეთს მიმართავს, გაათავისუფლოს ადამიანები გაათავისუფლოს.  

მეტი...

„მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი“ – მეუფე იაკობი უკრაინაზე

​ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ მოგვიწევს იმ მხარეს დადგომა სადაც თავისუფლება და თავისუფლების მოყვარული ხალხი დგას. „როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია. დღეს საქართველო…

მეტი...

რუსულმა ტანკმა მანქანას გადაუარა და მძღოლიანად გაჭყლიტა

კიევში რუსული ტანკები საბჭოთა ნიშნით შედიან. სრული აგრესიის გამოხატვით რუსული ჯარები მოქალაქეებს არ ინდობენ. ერთ-ერთ ახლახანს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსულმა ტანკმა მანქანას გადაუარა, რომელსაც პენსიონერი მართავდა. ტანკმა მანქანა და მძღოლი ერთად გაჭყლიტა. ახლა საზოგადოება დაშავებულის მანქანიდან ამოყვანას ცდილობს.  

მეტი...

ქალაქ მელიტოპოლში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

ქალაქ მელიტოპოლის მერიის განცხადებით, ქალაქის ქუჩებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსი სამხედროები ცდილობენ ადმინისტრაციული შენობების განადგურებას ან ხელში ჩაგდებას. ამასთან, როგორც ქალაქის მერი განმარტავს, მოსახლეობისთვის ყველა თავშესაფარი ღიაა. “ძალიან დაძაბული ვითარებაა, რუსეთი ცდილობს მელიტოპოლის ადმინისტრაციული შენობებისა და მისი ძალოვანი სტრუქტურების დაკავებას ან განადგურებას. ქუჩაში ბრძოლა მიდის. რ განათავსოთ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების ან ტერიტორიული დავის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ დახმარება გვჭირდება,” – განაცხადა მერმა.  

მეტი...

რუსული ჯარები კიევში საბჭოთა სიმბოლიკით შედიან – ბელორუსიიდან უკრაინისკენ საომარი ჯარები მიემართებიან

რუსული ჯარები  სწრაფი სვლით კიევისკენ მიდიან.  გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ  ტანკების კოლონა უკრაინის დედაქალქთან ძალიან ახლოს არის. რუსული ტანკები კიევში საბჭოთა სიმბოლიკით შედიან. სროლებიააა  კიევის გარეუბანში. ასევე ახლახანს გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ ჯარები მიემართებიან. სამხედრო ტექნიკა ობოლონში საცხოვრებელ უბნებში გადაადგილდება. გავრცელდა ასევე კადრები, სადაც ჩანს დახოცილი რუსი ჯარისკაცები. რუსული ტანკები კიევსიკენ ჩერნობილის მხრიდანაც მიემართებიან.

მეტი...

“ოფიციალურად ჩაიკეტება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისათვის”, – ვასილ ბოდნარი

ახლახანს გავრცელდა უახლესი ინფორმაცია, რომელიც თურქეთის ჩართულობაზე მიუთითებს რუსეთ-უკრაინის საომარი ვითარებების მიმდინარეობისას. თურქეთმა გადაწყვიტა რუსი სამხედროებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტოს. “ჩვენ გადავწყვიტეთ ოფიციალურად დავბლოკოთ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისათვის, რომლებიც ჯარების გადასხმას ემსახურება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვისათვის”, – ამბობს უკრაინის წარმომადგენელი თურქეთში, ვასილ ბოდნარი.

მეტი...

თურქეთი რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება

თურქეთის საგარეო მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თურქეთი არ აპირებს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. „თურქეთის პოზიცია დასაწყისიდანვე ცნობილია.  ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ქვეყანასთან ვმეგობრობთ, ვითარების განსამუხტად ჩვენი ძალისხმევა ვაჩვენეთ. ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, აღიარების წინააღმდეგი ვართ. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება“ – განაცხადა საგარეო მინისტრმა.

მეტი...

„უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემი არ არის“ – პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ამისთვის უკრაინაში ჩასვლა საჭირო არ არის. „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. თუ გინდათ იმისი დემონსტრირება, რომ მაშინ საქართველოში იყო ჩამოსული უკრაინის პრეზიდენტი, სოლიდარობა ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ისე, როგორც გამოვხატეთ. ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, დაკეტილია საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“ – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აამოქმედებს

მეტი...

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აამოქმედებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ჩვენს ქვეყანას დააზარალებს. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ და მათ შრის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია. ეს შეესაბამებოდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ  სანქციებში, ვინაიდანმ აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები ერთმანეთის მიყოლებით  როგორს ამერიკამ ისე ევროპის ქვეყნებმა დაუწესა.

მეტი...

რუსეთ-უკრაინის ომი, ხალხი თავშესაფრებში და ლტოლვილთა ნაკადი ევროპის საზღვრებთან

უკრაინის მოსახლეობა, ტურისტები თუ ნებისმიერი, ვინც უკრაინაში იმყოფება, მეტროებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში აფარებს თავს. კიევს რუსი ჯარისკაცები აქტიურად უტევენ. თითქმის 24 საათიან რეჟიმში ირთვება სპეციალური სიგნალი, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებს. ვინც ქვეყნიდან გასვლა მოახერხა, პოლონეთის საზღვრამდე მიაღწიეს. პოლონეთის საზღვართან უკრაინელი ლტოლვილების გრძელი რიგი დგას. უკრაინიდან  წასულ თავშესაფრის მაძიებლებს კარს უღებს როგორც პოლონეთი ისე სხვა ქვეყნები. ამერიკაც მზადაა მიიღოს ლტოლვილები, ხოლო იმ ქვეყნებს, ვინც ლტოლვილებს შეიფარებს, დახმარებას ჰპირდება. ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს ევროპის სხვა ქვეყნებიც.  

მეტი...

13 მესაზღვრე რუსებს არ ჩაბარდა და თავი აიფეთქა

​ზმეინის კუნძულზე 13-მა უკრაინელმა მესაზღვრემ თავი აიფეთქა. რუსული საბრძოლო ხომალდიდან, რომელიც მათ მიუახლოვდა, დანებება და ჩაბარება მოითხოვა. რადგანაც მესაზღვრეები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, არ ჩაბარდნენ და თავი აიფეთქეს. „გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით,“- მიმართავენ უკრაინელ მესაზღვრეებს რუსეთის საბრძოლო ხომალდიდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულ მესაზღვრეებს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა. „ჩვენს კუნძულ ზმეინზე, ყველა მესაზღვრე გმირულად დაიღუპა, ისინი ბოლომდე იცავდნენ კუნძულს და არ დანებდნენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

რუსებმა უკრაინელები განაიარაღეს, მათი ფორმები ჩაიცვეს და კიევში შედიან  

კიევის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები კიევში უკრაინელების სამხედრო ფორმებითა და უკრაინული სამხედრო აღჭურვილობით შედიან. უკრაინელების განიარაღება კი ანტონოვის აეროპორტთან მოხდა, რომელიც  კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კიევის სიახლოვეს, რამდენიმე წერტილში უკრაინული ჯარების განიარაღება მოხდა, რუსმა ოკუპანტებმა გადაიცვეს მათი ფორმები და ახლა უკრაინული ტექნიკით შემოდიან ქალაქში. მოსალოდნელია დივერსიული ჯგუფების შეტევა სხვადასხვა ობიექტებსა თუ მოქალაქეებზე.მოსახლეობა თავს სპეციალურ თავშესაფრებს აფარებს.  

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომის საჭიროებას ვერ ხედავს  

დღეს, 12:00 საათზე ჩანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. როგოც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მმართველი გუნდი სხდომას არ დაესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვორუმი ვერ შედგება და სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს. „ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების,…

მეტი...

ვირუსით 32 ინფიცირებული გარდაიცავალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 054 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი – 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

მეტი...

ვირუსით 7 482 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 583 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 045 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 591 936. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 25.38%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 462 572.

მეტი...

„მიმდინარეობს ბრძოლა“ – დაღუპულთა შორის არის ბავშვებიც

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამიზნე კიევი და სამოქალაქო ობიექტებია. „​ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია. ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც.  ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქენო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, კრემლს მოუწევს უკრაინასთან საუბარი. „უკრაინელები აჩვენებენ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ, მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი,…

მეტი...

კიევისკენ 50-მდე რუსული ტანკი მიემართება

ამ წუთებში, უცხოური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის მიმართულებით 50-მდე რუსული ტანკი მიემართება. მანამდე კი განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრმა გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები 1941 წელს შეადარა. „საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაანადგურე ყველა კავშირი. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. რუსეთი გააგდეთ ყველაფრიდან,” – აღნიშნავს დმიტრო კულება “ტვიტერზე”. რუსული მხარის ინფორმაციით, მათ მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება.  

მეტი...

„უკრაინა მარტო დარჩა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად“ – პრეზიდენტს ემოციური მიმართვა

რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით მიტანილი იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო დარჩა. „ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვონ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავთ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას ნატოში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია. დღეს მოსკოვიდან გავიგეთ რომ მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.  ყველა ჩვენს პარტნიორს  ვეუბნები, ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები – ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ, ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე ინფორმაციით, რუსეთის ჯარები კიევში…

მეტი...