უკრაინაში კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამთავრობო ოფისებსა და ბანკებზე კიბერშეტევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის ობიექტი რამდენიმე ბანკი გახდა. ეჭვი რუსეთზეა.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

რამდენიმე წუთის უკან საქართველოში, კერძოდ,  სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავდემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

კელი დეგნანი თეთრი სახლიდან მიმართვას ავრცელებს

ვაშინგტონში მყოფი ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, საქართველომ უკრაინის მსგავსად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია აირია, რაც სწორი გადაწყვეტილებაა და ამ სწრაფვაში ამერიკა ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება. „სულ მალე დავასრულებ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების კვირას ვაშინგტონში და მოუთმენლად ველოდები კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნებას. ვაშინგტონში ყოფნისას შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ამერიკა საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან, საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ, დროც განსაკუთრებით კარგი იყო შერჩეული რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მსურს, გაგიზიაროთ…

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას მიაწვდის

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის მორიგი შეიარაღების მოწოდების გადაწყეტილება მიიღო. როგორც ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. „გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს. ეს იქნება როგორც ლეტალურ სამხედრო დახმარება თავდაცვითი იარაღის სახით, ისე, არალეტალურ სამხედრო დახმარებას,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთმა, სამხედრო დახმარების პარალელურად, რუსეთს სანქციებიც აუმოქმედა.  

მეტი...

დავით თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად დაინიშნა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. დავით თევზაძე აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს. დავით თევზაძე 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო. 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს.  2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.  

მეტი...

„მოგესალმებით ჯოჯოხეთში, თუ შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ“ – რადას დეპუტატი რუს ჯარისკაცებს

რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო რუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან არიან განლაგებულები და ყოველდღიურად ძლიერდებიან. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა უკან დახევას არ აპირებს და აგრესიას აგრესიით უპასუხებს. „პუტინმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ერს არ ცნობს. ის თვლის, რომ ჩვენ არ ვარსებობთ, მიწასთან გასწორებას გვპირდება. კრემლი ითხოვს, ნატოზე უარი ვთქვათ, ყირიმი ვაღიაროთ და დემილიტარიზაცია გამოვაცხადოთ და მერე გპირდება, რომ ყველაფერს გვიზამს, რაც მოუნდება. მის ულტიმატუმებს არასოდეს დავთანხმდებით. ჩვენს სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ. მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდებათ. კიევში, მარიუპოლში, ოდესასა ან ხარკოვში ყვავილებით ხელში არავინ გელოდებათ.…

მეტი...

სანქციები „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთისთვის – მიხეილ სააკაშვილი

მიხელ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის გამო მოითხოვონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ის სოციალურ ქსელში წერს. “რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მათი ხელმოწერა გადაიფიქრა. ახლა მთავრობის მიერ სანქციების არმოთხოვნა უხეში შეცდომაა. თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და “მოქალაქეებს”. მათ მოგზაურობა მხოლოდ რუსეთში შეეძლებათ და ეს საბოლოოდ ძალიან გაამყარებს საქართველოს შანსებს…

მეტი...

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. აღნიშნულ ინიციატივას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთლიან ტერიტორიას შეეხება გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონებისა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს. საგანგებო მდგომარეობა კი ერთი თვით გამოცხადდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რუსეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.  

მეტი...

უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ რუსეთის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვონ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა.  საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან. ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

„მეგრული Day Off“ – ფილმი, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს

ფილმის „მეგრული Day Off“- ების საპილოტე ვიდეო უკვე მზადაა.  ეს იქნება ფილმი, რომელიც მსოფლიოს საქართველოს ყველა კუთხეს გააცნობს თავისი კულტურული, ტრადიციული, ისტორიული თუ კულინარიული მიმართულებით. უფრო მეტიც, როგორც ფილმის რეჟისორი ლაშა კანკავა „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ეს იქნება ერთგვარი „მაგნიტი“ რაც ტურისტებს საქართველოში მოიზიდავს. ახალი ქართული რომანტიკული კომედია “ მეგრული Day off-ები” საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონასა და აფხაზეთიდან დევნილი ბიჭის სიყვარულის ისტორიას ეხება, რომელიც შემდეგ საინტერესოდ ვითარდება. ფილმის გადაღება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ფილმის საპილოტე ვიდეორგოლს უკვე მოყვა გამოხმაურებები. უცხოელი ტურისტები გაოგნებულები არიან, რომ საქართველოს ამ ულამაზესი კუთხეების შემოვლა…

მეტი...

ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ გულწრფელი დიალოგისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს არწმუნებს, რომ ის აგრესორი არ არის და დიალოგი და დიპლომატია მისი მთავარი იარაღია. „ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიურად გადაჭრის გზის გამოსაძებნად, თუმცა, ამავდროულად ავღნიშნავ და გავიმეორებ, რომ რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას”, – განაცხადა პუტინმა მსოფლიოს ქვეყნების სანქციების საპასუხოდ.  

მეტი...

„როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?!“ – კახა კალაძე გარევაჭრობის წინააღმდეგ

„გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე…

მეტი...

„ცხოველები რეგიონებიდან ჩამოჰყავთ და თბილისში ტოვებენ“ – მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება

„თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს. „პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე – „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რაც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება;  ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი…

მეტი...

„ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009 წელს არის გაცემული. კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს მეპატრონეებთან კომუნიკაცია მოხდა, თუმცა, მათ ისევ ძველი პროექტის განხორციელება განაგრძეს, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტმა მშენებლობა შეაჩერა. „ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზე რამდენჯერმე ვისაუბრე. ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა არსებულ…

მეტი...

„მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ“ – მიხეილ სააკაშვილი  

​პატირმობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდაა,  რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ყოფილი პრეზიდენტი იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს. „23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე გვყავდნენ შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები… 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და ემიგრაციაში წავიდა. 2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდნენ გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, პირბადის ტარების შეზღუდვა ძალაში დარჩეს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. პროფესორის თქმით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს. „გუშინდელი 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ პროფესორმა არ გამორიცხა, რომ შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდოს. გამოიწვევს…

მეტი...

„მეორე პიკის მოსალოდნელი საშიშროება გავიარეთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

თსსუ-ის პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის და დაღმავალ მრუდზეა, თუმცა, თქმა, რომ ვირუსი დავამარცხეთ, ჯერ ადრეა. აღნიშნულ თემაზე ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო სამი კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა“ –…

მეტი...

ვირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 981 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 1 662, ქვემო ქართლი – 541, შიდა ქართლი – 638, გურია – 424, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779, კახეთი – 842, მცხეთა-მთიანეთი – 218, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90.

მეტი...

ვირუსით10 230 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 504 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  25.26%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 575 999. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.73%.

მეტი...

„ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა, სადაც ოკუპანტ რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ კულებამ განაცხადა, უკრაინა არ აპირებს არც ერთი სანტიმეტრი მიწის დათმობას. „დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის. მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

ამერიკა ევროპას აძლიერებს და ჯარისკაცებსა და საჰაერო გამანადგურებლებს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთთან დიპლომატიური  რესურსის ამოწურვის შემდეგ, სხვაგვარ მოქმედებაზე გადადის. კერძოდ, ხედავ რა უკრაინის მიმართულებით სამხედრო აგრესიისთვის მზადებას, ევროპას აძლიერებს და შესაბამის ძალებს აგზავნის. ამ ეტაპზე, საუბარია 800 ქვეითი ჯარისკაცის გაგზავნას ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნაზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ძლიერდება ბალტიის რეგიონი და პოლონეთიც, სადაც აშშ დამატებით მოიერიშე შვეულმფრენებს გაგზავნის. როგორც ჯო ბაიდენი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მან  რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საპასუხოდ მიიღო.  

მეტი...

იაპონიის სანქციები რუსეთს

იმ მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალი იზრდება, ვინც რუსეთს უკრაინასთან მიმართებით განხორციელებული აგრესიის გამო სანქციებს უწესებს. გერმანიას, თურქეთს, ამერიკას, კანადას და სხვა ქვეყნებს იაპონიაც შეუერთდა. იაპონია რუსული ობლიგაციების გამოშვებას კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა და რუსეთს დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცევისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი სანქცია, რომელსაც იაპონია რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედებს. რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კანადაც შეუერთდა

მეტი...

რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კანადაც შეუერთდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, ოკუპანტი რუსეთისათვის სანქციების დაწესებას კანადაც აპირებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის ეკონომიკური სანქციების პაკეტი უკვე გამოაქვეყნა. სანქციების მიხედვით, კანადელებს ეკრძალება ყველანაირი ფინანსური ურთიერთობას ე.წ. “დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან” ლუგანსკისა და დონეცკთან. ასევე სანქციებს დაექვემდებარებიან დუმის ის დეპუტატები, რომლებმაც  დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა. კანადა სანქციებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ორ რუსულ ბანკსაც დაუწესებს და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, დეპუტატები შავ სიაში მოხვდნენ

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა რეზერვისტები გაიწვია, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იქნებიან

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად უკრაინა იძულებული გახდა, ძალების მაქსიმალურ მობილიზებაზე გადასულიყო. ამ მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ  რეზერვისტების მობილიზება გამოაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერჯერობით, საყოველთაო მობილიზება არ გამოუცხადებია. „საჭიროა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა  ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ“, – განაცხადა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას დიპლომატიური გზისთვის არ გადაუხვევია.

მეტი...

ბავშვებში ინფიცირება მაღალია

კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა უცვლელია და დღეში 45 ადამიანს ვკარგავთ. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, თითქმის განახევრდა. შესამაბისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული რეგულაციების დიდი ნაწილი უქმდება, ნაწილი კი მსუბუქდება. რა ხდება კლინიკებში, როგორია ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ველოდებით თუ არა ვირუსის ახალ შტამს და საჭიროა გადავაგორეთ თუ არა კორონავირუსი – ამ თემებზე 10:20 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე ისაუბრებს.  

მეტი...